კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგანს ზიკას ვირუსის არ ეშინია - რისკის მიუხედავად, საშიშ ზონებში მაინც ჩავა
მეგანს ზიკას ვირუსის არ ეშინია - რისკის მიუხედავად, საშიშ ზონებში მაინც ჩავა

პრინ­ცი ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის 16 დღი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა ავ­სტრა­ლი­ა­ში, ფი­ჯი­ზე, ტონ­გა­სა და ახალ ზე­ლან­დი­ა­ში გეგ­მის მი­ხედ­ვით გაგ­რძელ­დე­ბა, ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა People წერს. ტონ­გა­სა და ფი­ჯი­ზე ზი­კას ვირუ­სის რის­კია, თუმ­ცა სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი და ჰერ­ცო­გი­ნია ვი­ზიტ­ზე უარს არ ამ­ბო­ბენ.

ორ­სუ­ლებს ხში­რად ურ­ჩე­ვენ, თავი შე­ი­კა­ვონ იმ ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან, სა­დაც ზი­კას სა­შიშ­რო­ე­ბაა, რად­გან ვირუ­სის შე­დე­გად ნა­ყოფს, შე­საძ­ლოა, მიკ­რო­ცე­ფა­ლია და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დეს.

„დე­ი­ლი მე­ი­ლის“ სა­მე­ფო კო­რეს­პონ­დენ­ტმა რე­ბე­კა ინ­გლიშ­მა „ტვი­ტერ­ზე“ სა­სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით და­წე­რა, რომ წყვილ­მა ექი­მებ­თან გა­ი­ა­რა კონ­სულ­ტა­ცია და გა­და­წყვი­ტეს, რომ ფი­ჯი­სა და ტონ­გას მა­ინც ეწ­ვე­ვი­ან.

მე­გან მარ­კლი და პრინ­ცი ჰარი ავ­სტრა­ლი­ა­ში გუ­შინ ჩაფ­რინ­დნენ. თვითმფრი­ნა­ვი­დან გად­მო­სუ­ლი ჰერ­ცო­გი­ნია მუ­ცელს იის­ფე­რი სა­ქა­ღალ­დე­თი მა­ლავ­და, რა­მაც მისი ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ეჭვი კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვა. სულ მალე კი ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლემ გა­ავ­რცე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც მარ­კლის ფეხმში­მო­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იყო - წყვი­ლი შვილს 2019 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ელო­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

მეგანს ზიკას ვირუსის არ ეშინია - რისკის მიუხედავად, საშიშ ზონებში მაინც ჩავა

მეგანს ზიკას ვირუსის არ ეშინია - რისკის მიუხედავად, საშიშ ზონებში მაინც ჩავა

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის 16 დღიანი მოგზაურობა ავსტრალიაში, ფიჯიზე, ტონგასა და ახალ ზელანდიაში გეგმის მიხედვით გაგრძელდება, ამის შესახებ გამოცემა People წერს. ტონგასა და ფიჯიზე ზიკას ვირუსის რისკია, თუმცა სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ვიზიტზე უარს არ ამბობენ.

ორსულებს ხშირად ურჩევენ, თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც ზიკას საშიშროებაა, რადგან ვირუსის შედეგად ნაყოფს, შესაძლოა, მიკროცეფალია და სხვა დაავადებები განუვითარდეს.

„დეილი მეილის“ სამეფო კორესპონდენტმა რებეკა ინგლიშმა „ტვიტერზე“ სასახლის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ წყვილმა ექიმებთან გაიარა კონსულტაცია და გადაწყვიტეს, რომ ფიჯისა და ტონგას მაინც ეწვევიან.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ავსტრალიაში გუშინ ჩაფრინდნენ. თვითმფრინავიდან გადმოსული ჰერცოგინია მუცელს იისფერი საქაღალდეთი მალავდა, რამაც მისი ორსულობის შესახებ ეჭვი კიდევ უფრო გააღრმავა. სულ მალე კი ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც მარკლის ფეხმშიმობა დადასტურებული იყო - წყვილი შვილს 2019 წლის გაზაფხულზე ელოდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"