დონალდ ტრამპმა ცოლი წვიმაში ქოლგის გარეშე დატოვა, „დეილი მეილის“ ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტს ჟურნალისტებთან საუბრისას მელანია „დაავიწყდა“.
პირველი წყვილი ქარიშხალ „მაიკლისგან“ დაზარალებული ფლორიდელების მოსანახულებლად აპირებდა გაფრენას, როდესაც პრეზიდენტმა გადაწყვიტა, თეთრ სახლთან მომლოდინე ჟურნალისტების კითხვებზე ეპასუხა. მელანია მიატოვა, ქოლგით მივიდა მედიის წარმომადგენლებთან და კომენტარის გაკეთების შემდეგ კვლავ მეუღლისკენ მიბრუნდა. თუმცა, არც მაშინ გახსენებია, ქოლგა მელანიასთვის შეეთავაზებინა.
ნახეთ ვიდეო : როგორ მოიქცა დონალდ ტრამპი, როდესაც გარეთ წვიმდა და გვერდზე მელანია ედგა
დეტალი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სოციალური ქსელების მომხმარებლებს.
„ქოლგის მოხმარების კულტურა ადამიანზე ბევრ რამეს ამბობს,“ - წერს „ტვიტერზე“ @FreestyleWild.
„ტრამპი მხოლოდ საკუთარ თავს იფარავს წვიმისგან. მისი თმა ახლა ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნავს @Je_mchlaughin.