მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღიაროს რომ კალანდია და მღვდლის შვილი, რომლებიც გარეთ დათარეშობენ, არიან ჩემი შვილის მკვლელები" - სარალიძე მირზა სუბელიანს მიმართავს
"აღიაროს რომ კალანდია და მღვდლის შვილი, რომლებიც გარეთ დათარეშობენ, არიან ჩემი შვილის მკვლელები" - სარალიძე მირზა სუბელიანს მიმართავს

მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს, შე­მიძ­ლია, ვურ­ჩიო - ან სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც მო­ე­გოს გონს და ვაჟ­კა­ცუ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას, აღი­ა­როს, რომ მი­ხე­ილ კა­ლან­დია და მღვდლის შვი­ლი, რომ­ლე­ბიც გა­რეთ და­თა­რე­შო­ბენ, არი­ან ჩემი შვი­ლის მკვლე­ლე­ბი და მისი შვი­ლის გამო არი­ან მოკ­ლუ­ლე­ბი და­ვით სა­რა­ლი­ძე და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მამ ზაზა სა­რა­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს, სა­დაც პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, ბრალ­დე­ბუ­ლი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ზაზა სა­რა­ლი­ძემ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ფული აიღო. ზაზა სა­რა­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი „დად­გმუ­ლია“ იმ ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ „რუს­თა­ვი 2“-მა გა­ავ­რცე­ლა. სა­რა­ლი­ძის თქმით, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი კუ­თხე­ში არის მომ­წყვდე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, რო­მელ­მაც აღარ იცის, რა თქვას.

„ჩემი აზ­რით, ეს ჩა­ნა­წე­რი გუ­შინ არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი იმ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­სა­ბა­თი­ლებ­ლად, რო­მე­ლიც „რუს­თა­ვი 2“-ის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცელ­და. ეს არის პირ­და­პირ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის „ნა­რა­ტი­ვი“ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩემი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა უნ­დათ. უნ­დათ, რომ ყუ­რა­დღე­ბა ჩემ­ზე გად­მო­ი­ტა­ნონ, ფუ­ლე­ბი აიღო ზაზა სა­რა­ლი­ძე­მო და შე­ეშ­ვან მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის მიერ ნათ­ქვამს, რა საქ­მე­ე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა, არამ­ხო­ლოდ ჩემი შვი­ლის საქ­მე, არა­მედ ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ნა­შა­ულ­ში ამ­ხი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­რი­გე­ბას მისი ცი­ხე­ში წას­ვლის მხრივ, ის ცი­ხე­ში უნდა ჩამ­ჯდა­რი­ყო და უნდა ჩამ­ქრა­ლი­ყო ის მუხ­ტი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლურ კომ­პრო­მის­ზე წა­ვი­და და მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს ეს ნა­ბი­ჯი გა­და­ად­გმე­ვი­ნეს“, - გა­ნა­ცხა­და სა­რა­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­მა რაც არ უნდა და­აბ­რა­ლოს, ეს მის­თვის პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს.

„ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ძა­ლო­ვან უწყე­ბას ძა­ლი­ან კარ­გად შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ძი­ონ ჩემი 39 წლის მოღ­ვა­წე­ო­ბა, რა ფული მაქვს აღე­ბუ­ლი, რა ვა­ლებ­ში ვარ დღე­საც. შე­უძ­ლი­ათ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გა­ხა­დონ. მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს, პირ­და­პირ შე­მიძ­ლია, ვურ­ჩიო - სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც მო­ე­გოს გონს და ვაჟ­კა­ცუ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას, აღი­ა­როს რომ მი­ხე­ილ კა­ლან­დია და მღვდლის შვი­ლი, რომ­ლე­ბიც გა­რეთ და­თა­რე­შო­ბენ არი­ან ჩემი შვი­ლის მკვლე­ლე­ბი და მისი შვი­ლის გამო იქნა მოკ­ლუ­ლე­ბი ჩემი შვი­ლი და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი, თუ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს უნდა გა­და­არ­ჩი­ნოს თა­ვის შვი­ლი იმ გა­გე­ბით, რომ მისი შვი­ლის კი­სერ­ზე­ვე არის ეს მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც მას ადა­მი­ა­ნად ვე­რა­ნა­ი­რად ვერ აქ­ცევს“, - გა­ნა­ცხა­და სა­რა­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ „სა­რა­ლი­ძეს ფუ­ლე­ბი აქვს აღე­ბუ­ლი უდე­სი­ა­ნის­გან, კე­ზე­რას­გან, ნა­კა­ი­ძის­გან“.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"აღიაროს რომ კალანდია და მღვდლის შვილი, რომლებიც გარეთ დათარეშობენ, არიან ჩემი შვილის მკვლელები" - სარალიძე მირზა სუბელიანს მიმართავს

"აღიაროს რომ კალანდია და მღვდლის შვილი, რომლებიც გარეთ დათარეშობენ, არიან ჩემი შვილის მკვლელები" - სარალიძე მირზა სუბელიანს მიმართავს

მირზა სუბელიანს, შემიძლია, ვურჩიო - ან საბოლოოდ მაინც მოეგოს გონს და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგას, აღიაროს, რომ მიხეილ კალანდია და მღვდლის შვილი, რომლებიც გარეთ დათარეშობენ, არიან ჩემი შვილის მკვლელები და მისი შვილის გამო არიან მოკლულები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განუცხადა.

ის გამოეხმაურა მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ბრალდებული მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ კონკრეტული ადამიანებისგან ფული აიღო. ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი „დადგმულია“ იმ ჩანაწერების საპასუხოდ, რომელიც რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. სარალიძის თქმით, მირზა სუბელიანი კუთხეში არის მომწყვდეული ხელისუფლებისგან და საზოგადოებისგან, რომელმაც აღარ იცის, რა თქვას.

„ჩემი აზრით, ეს ჩანაწერი გუშინ არის მომზადებული იმ ჩანაწერების გასაბათილებლად, რომელიც „რუსთავი 2“-ის მეშვეობით გავრცელდა. ეს არის პირდაპირ ხელისუფლების „ნარატივი“ გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი განეიტრალება უნდათ. უნდათ, რომ ყურადღება ჩემზე გადმოიტანონ, ფულები აიღო ზაზა სარალიძემო და შეეშვან მირზა სუბელიანის მიერ ნათქვამს, რა საქმეებიც დაასახელა, არამხოლოდ ჩემი შვილის საქმე, არამედ ფაქტობრივად, მთელი ხელისუფლება დანაშაულში ამხილა. რაც შეეხება ხელისუფლებასთან გარიგებას მისი ციხეში წასვლის მხრივ, ის ციხეში უნდა ჩამჯდარიყო და უნდა ჩამქრალიყო ის მუხტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა. ხელისუფლება მაქსიმალურ კომპრომისზე წავიდა და მირზა სუბელიანს ეს ნაბიჯი გადაადგმევინეს“, - განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, მირზა სუბელიანმა რაც არ უნდა დააბრალოს, ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

„ხელისუფლებას და ძალოვან უწყებას ძალიან კარგად შეუძლიათ გამოიძიონ ჩემი 39 წლის მოღვაწეობა, რა ფული მაქვს აღებული, რა ვალებში ვარ დღესაც. შეუძლიათ ეს ყველაფერი ნათელი გახადონ. მირზა სუბელიანს, პირდაპირ შემიძლია, ვურჩიო - საბოლოოდ მაინც მოეგოს გონს და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგას, აღიაროს რომ მიხეილ კალანდია და მღვდლის შვილი, რომლებიც გარეთ დათარეშობენ არიან ჩემი შვილის მკვლელები და მისი შვილის გამო იქნა მოკლულები ჩემი შვილი და ლევან დადუნაშვილი, თუ მირზა სუბელიანს უნდა გადაარჩინოს თავის შვილი იმ გაგებით, რომ მისი შვილის კისერზევე არის ეს მკვლელობა, რომელიც მას ადამიანად ვერანაირად ვერ აქცევს“, - განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ბრალდებული მირზა სუბელიანი ამბობს, რომ „სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან“.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს