პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ არ იციან ქორწილს სად გადაიხდიან" - რას ჰყვება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი?
"ჯერ არ იციან ქორწილს სად გადაიხდიან" - რას ჰყვება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი?

სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, მხატ­ვა­რი ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ია და მისი მე­უღ­ლე ეკა ჭი­ჭი­ნა­ძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მე­გობ­რო­ბენ. ეკა ჭი­ჭი­ნა­ძე ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ამ­ბობს, ივა­ნიშ­ვი­ლებ­თან ტე­ლე­ფო­ნით ხში­რად სა­უბ­რობს. ესა­უბ­რა თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ბოლო ხანს გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­სა და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას მწვა­ვე კრი­ტი­კა­ზე? - ამ სა­კი­თხებ­ზე ქალ­ბა­ტო­ნი ეკა აშშ-დან გვე­სა­უბ­რე­ბა.

- მარ­თა­ლი გი­თხრათ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე სა­უ­ბარს არც ვა­კად­რებ! ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "ნა­ცუ­რი" მე­თო­დე­ბია და ასე­თი ჩა­ნა­წე­რე­ბით და ბოდ­ვე­ბით ბევ­რი წე­ლია თავს იგი­ჟე­ბენ! აბა, ჩვენ არ გვჯე­რა ამ დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის და თვი­თონ ერ­თმა­ნეთ­ში გა­ნი­ხი­ლონ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით... არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რომ ამ ტუ­ტუ­ცუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის შემ­დეგ, წა­ვი­დეს და გრი­გოლ ვა­შა­ძეს მის­ცეს ხმა! ეს ხომ სა­სა­ცი­ლოა?! ასე, რომ სულ ტყუ­ი­ლად ირ­ჯე­ბი­ან! ვფიქ­რობ, ისე და­ღა­ლეს და და­ზაფ­რეს ხალ­ხი, რომ ვინც არ აპი­რებ­და არ­ჩევ­ნებ­ზე წას­ვლას და ინ­დე­ფე­რენ­ტუ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი ან ოც­ნე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო, ყვე­ლას ერთი სული აქვთ ხმა მის­ცენ სა­ლო­მეს და დამ­თავ­რდეს ეს კოშ­მა­რი! მე, მგო­ნი, ესე­ნი სა­ლო­მეს პი­ა­რით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი... არ ვი­კად­რებ ვინ­მე ცუ­დად და უზ­რდე­ლად მო­ვიხ­სე­ნიო, რად­გან ვით­ვა­ლის­წი­ნებ, რომ ვი­ღა­ცას შვი­ლი ყავს, დედა, მამა და ასე შემ­დეგ და და ამი­ტომ, ვფიქ­რობ, მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა არის ჩვენ­სკენ. ვიცი, რომ ყვე­ლა­ფე­რი მი­დის ისე, რო­გორც სა­ჭი­როა. ხომ გა­გი­გი­ათ, კა­ტამ თხა­რა თხა­რაო... ვში­შობ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" დიდ კა­ტას გა­მო­თხრი­ან...

ერ­თსაც და­ვა­მა­ტებ­დი, ეს პა­ტა­რა კა­ცუ­ნე­ბი ბი­ძი­ნას მას­შტა­ბებს ვერ ათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბენ... დღე­საც ვე­სა­უბ­რე ეკას. რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნის ამ­ბებს, ოპ­ტი­მის­ტუ­რად არი­ან გან­წყო­ბილ­ნი ისიც და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნაც. თუ ტე­ლე­ვი­ზორს გა­მოვ­რთავთ, მივ­ხვდე­ბით, რომ არც ისე ცუ­დად არის საქ­მე. ისე ჩვე­ნი მო­პო­ვე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ით და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით ძა­ლი­ან სარ­გებ­ლო­ბენ "ნა­ცე­ბი"! აბა, ამ­დენს ვინ გა­ბე­დავ­და მა­გა­თი მმარ­თვე­ლო­ბი­სას!? მე­თო­დე­ბი გა­უცვდათ, აგ­რე­სი­ის, ტყუ­ი­ლე­ბის და ძა­ლა­დო­ბის მეტი არა­ფე­რი არ იცი­ან...

- ბე­რას სა­ცო­ლე გა­ი­ცა­ნით, სად გეგ­მა­ვენ ქორ­წილს?

- თით­ქმის ერთი თვეა ამე­რი­კა­ში ვარ და მარ­ტო მი­ლოც­ვა მო­ვა­ხერ­ხე, ქორ­წი­ლი არ გა­მო­მა­პა­როთ-მეთ­ქი, - ეკას ვუ­თხა­რი... ჯერ არ იცი­ან ქორ­წილს სად გა­და­იხ­დი­ან. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გოა ბე­რას რჩე­უ­ლი, კარ­გი ოჯა­ხიშ­ვი­ლი! ბერა კი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭია, კარ­გი, ნი­ჭი­ე­რი, იუ­მო­რის სა­უ­კე­თე­სო გრძნო­ბით... მთე­ლი ოჯა­ხი ბედ­ნი­ე­რია ამ სი­ახ­ლით. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ჯერ არ იციან ქორწილს სად გადაიხდიან" - რას ჰყვება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი?

"ჯერ არ იციან ქორწილს სად გადაიხდიან" - რას ჰყვება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი?

საყოველთაოდ ცნობილია, მხატვარი ნიკუშა შენგელაია და მისი მეუღლე ეკა ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან განსაკუთრებულად მეგობრობენ. ეკა ჭიჭინაძე ამჟამად ამერიკაში იმყოფება, მაგრამ, როგორც ამბობს, ივანიშვილებთან ტელეფონით ხშირად საუბრობს. ესაუბრა თუ არა ბიძინა ივანიშვილს ბოლო ხანს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებსა და გიორგი შენგელაიას მწვავე კრიტიკაზე? - ამ საკითხებზე ქალბატონი ეკა აშშ-დან გვესაუბრება.

- მართალი გითხრათ, ბიძინა ივანიშვილს ფარულ ჩანაწერებზე საუბარს არც ვაკადრებ! ეს ყველაფერი ჩვეულებრივი "ნაცური" მეთოდებია და ასეთი ჩანაწერებით და ბოდვებით ბევრი წელია თავს იგიჟებენ! აბა, ჩვენ არ გვჯერა ამ დადგმული სპექტაკლების და თვითონ ერთმანეთში განიხილონ გაკვირვებული სახეებით... არ არსებობს ადამიანი, რომ ამ ტუტუცური ჩანაწერების შემდეგ, წავიდეს და გრიგოლ ვაშაძეს მისცეს ხმა! ეს ხომ სასაცილოა?! ასე, რომ სულ ტყუილად ირჯებიან! ვფიქრობ, ისე დაღალეს და დაზაფრეს ხალხი, რომ ვინც არ აპირებდა არჩევნებზე წასვლას და ინდეფერენტულად იყო განწყობილი ან ოცნებით უკმაყოფილო, ყველას ერთი სული აქვთ ხმა მისცენ სალომეს და დამთავრდეს ეს კოშმარი! მე, მგონი, ესენი სალომეს პიარით არიან დაკავებულები... არ ვიკადრებ ვინმე ცუდად და უზრდელად მოვიხსენიო, რადგან ვითვალისწინებ, რომ ვიღაცას შვილი ყავს, დედა, მამა და ასე შემდეგ და და ამიტომ, ვფიქრობ, მორალური უპირატესობა არის ჩვენსკენ. ვიცი, რომ ყველაფერი მიდის ისე, როგორც საჭიროა. ხომ გაგიგიათ, კატამ თხარა თხარაო... ვშიშობ, "ნაციონალები" დიდ კატას გამოთხრიან...

ერთსაც დავამატებდი, ეს პატარა კაცუნები ბიძინას მასშტაბებს ვერ ათვითცნობიერებენ... დღესაც ვესაუბრე ეკას. რაც შეეხება ქვეყნის ამბებს, ოპტიმისტურად არიან განწყობილნი ისიც და ბატონი ბიძინაც. თუ ტელევიზორს გამოვრთავთ, მივხვდებით, რომ არც ისე ცუდად არის საქმე. ისე ჩვენი მოპოვებული დემოკრატიით და სიტყვის თავისუფლებით ძალიან სარგებლობენ "ნაცები"! აბა, ამდენს ვინ გაბედავდა მაგათი მმართველობისას!? მეთოდები გაუცვდათ, აგრესიის, ტყუილების და ძალადობის მეტი არაფერი არ იციან...

- ბერას საცოლე გაიცანით, სად გეგმავენ ქორწილს?

- თითქმის ერთი თვეა ამერიკაში ვარ და მარტო მილოცვა მოვახერხე, ქორწილი არ გამომაპაროთ-მეთქი, - ეკას ვუთხარი... ჯერ არ იციან ქორწილს სად გადაიხდიან. ძალიან ლამაზი გოგოა ბერას რჩეული, კარგი ოჯახიშვილი! ბერა კი არაჩვეულებრივი ბიჭია, კარგი, ნიჭიერი, იუმორის საუკეთესო გრძნობით... მთელი ოჯახი ბედნიერია ამ სიახლით. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ