პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლომდე მწირავენ... ვერ ხედავ უკვე ყველაფერზე მიდიან" - პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ახალ ჩანაწერს ასაჯაროებს
"ბოლომდე მწირავენ... ვერ ხედავ უკვე ყველაფერზე მიდიან" - პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ახალ ჩანაწერს ასაჯაროებს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ვა­რა­უ­დოდ, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი­სა და ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის სა­უბ­რის ამ­სახ­ველ ახალ ჩა­ნა­წერს ასა­ჯა­რო­ებს.

რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა, ჩა­ნა­წე­რი სა­ვა­რა­უ­დოდ, სუ­ბე­ლი­ან­სა და ჯა­ფა­რი­ძეს შო­რის ზა­ფხულ­ში გა­მარ­თულ სა­უ­ბარს ასა­ხავს.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ჯამ­ში სამი ჩა­ნა­წე­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის იმ თა­ნამ­შრომ­ლის მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი­დან ამო­ი­ღეს, რო­მელ­საც, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის მუ­ქა­რით, სუ­ბე­ლი­ა­ნის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას სთხოვ­დნენ.

„სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა, და­პი­რე­ბი­სა­მებრ, აგ­რძე­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას იმ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბი­სა და შე­ნახ­ვის, აგ­რეთ­ვე, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი პი­რის კერ­ძო სა­უბ­რის უნე­ბარ­თვო ჩა­წე­რის, ჩა­ნა­წე­რის უკა­ნო­ნოდ შე­ნახ­ვი­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, იძუ­ლე­ბის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­საძ­ლო გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებ­ზე ამა წლის 12 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ მო­ქა­ლა­ქე ი.პ-სგან ამო­ღე­ბუ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი სამ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს შე­ი­ცავს, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის ერთ-ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია ჩა­წე­რი­ლი. იმ გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ერთ-ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ უკვე გა­ა­სა­ჯა­რო­ვა 11 ოქ­ტომ­ბრით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ფა­ი­ლი, რო­მელ­ზე­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ მ.ს.-ს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის და მო­ქა­ლა­ქე და­ვით ცუ­ხიშ­ვილს შო­რის მიმ­დი­ნა­რე სა­უბ­რე­ბია ფა­რუ­ლად ჩა­წე­რი­ლი, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­ვა­სა­ჯა­რო­ვოთ 2018 წლის 6 ივ­ლი­სით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი აუ­დი­ო­მა­სა­ლაც, რო­მელ­ზეც სა­ვა­რა­უ­დოდ კვლავ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის და ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის სა­უ­ბა­რია ჩა­წე­რი­ლი.

დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, ისე­ვე, რო­გორც 11 ოქ­ტომ­ბრის და ასე­ვე მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რათ­ზე არ­სე­ბუ­ლი მე­სა­მე აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მო­ი­თხოვს სპე­ცი­ა­ლურ სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვას, რაც უკვე და­წყე­ბუ­ლია. გა­მო­ძი­ე­ბის ერთ-ერთი ვერ­სი­ით, საქ­მე შე­საძ­ლოა გვქონ­დეს ბრალ­დე­ბულ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის მცდე­ლო­ბას­თან, ცრუ, მის მი­ერ­ვე გა­მო­გო­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის მუ­ქა­რით ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნოს მისი ბრალ­დე­ბის საქ­მის სა­ბო­ლოო შე­დეგ­ზე.

ამ დრო­ის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი ყვე­ლა პი­რის გა­მო­სავ­ლე­ნად, ასე­ვე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში გახ­მო­ვა­ნე­ბულ შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ ამ საქ­მე­ზე დად­გინ­დეს სი­მარ­თლე და და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი მი­ე­ცეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ბოლომდე მწირავენ... ვერ ხედავ უკვე ყველაფერზე მიდიან" - პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ახალ ჩანაწერს ასაჯაროებს

"ბოლომდე მწირავენ... ვერ ხედავ უკვე ყველაფერზე მიდიან" - პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ახალ ჩანაწერს ასაჯაროებს

მთავარი პროკურატურა სავარაუდოდ, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ამსახველ ახალ ჩანაწერს ასაჯაროებს.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ჩანაწერი სავარაუდოდ, სუბელიანსა და ჯაფარიძეს შორის ზაფხულში გამართულ საუბარს ასახავს.

მათივე განმარტებით, ჯამში სამი ჩანაწერი პენიტენციური სამსახურის იმ თანამშრომლის მეხსიერების ბარათიდან ამოიღეს, რომელსაც, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, სუბელიანის ფარული ჩანაწერების გავრცელებას სთხოვდნენ.

„საქართველოს მთავარი პროკურატურა, დაპირებისამებრ, აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.

გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი სამ ფარულ აუდიოჩანაწერს შეიცავს, რომლებიც სავარაუდოდ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ უკვე გაასაჯაროვა 11 ოქტომბრით დათარიღებული აუდიოფაილი, რომელზედაც სავარაუდოდ მ.ს.-ს, პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის და მოქალაქე დავით ცუხიშვილს შორის მიმდინარე საუბრებია ფარულად ჩაწერილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროვოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი.

დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერი, ისევე, როგორც 11 ოქტომბრის და ასევე მეხსიერების ბარათზე არსებული მესამე აუდიოჩანაწერი, რასაკვირველია, მოითხოვს სპეციალურ საექსპერტო კვლევას, რაც უკვე დაწყებულია. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.

ამ დროისთვის, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანო ყველაფერს აკეთებს, რომ ამ საქმეზე დადგინდეს სიმართლე და დანაშაულში მხილებული ყველა პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, - განაცხადეს პროკურატურაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს