საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბნელი ტიპის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა..." - რას ყვება მირზა სუბელიანზე ყოფილი თანამშრომელი და რა ინფორმაციას შეიძლება ფლობდეს ბრალდებული
"ბნელი ტიპის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა..." - რას ყვება მირზა სუბელიანზე ყოფილი თანამშრომელი და რა ინფორმაციას შეიძლება ფლობდეს ბრალდებული

სკან­და­ლუ­რი "აღ­სა­რე­ბა", რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ გა­უ­რიგ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩაჯ­და ცი­ხე­ში, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ერ­თგუ­ლე­ბა ვერ და­უ­ფა­სა, მთავ­რო­ბის, ოპო­ზი­ცი­ის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თე­მაა.

ჩა­ნა­წერ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, სუ­ბე­ლი­ა­ნი სა­უბ­რობს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საკ­ნი­დან გაყ­ვა­ნის ფაქ­ტზე, იმა­ზე, თუ რო­გორ იღებ­დნენ სა­სურ­ველ ჩვე­ნე­ბებს ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით სხვა­დას­ხვა გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის - ბუნ­ტის საქ­მის, ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის, ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ებ­ზე და ა.შ.

მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დროს მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ კი, ის სო­ზარ სუ­ბარ­მა და­ა­წი­ნა­უ­რა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სად და­ნიშ­ნა.

ამა­ვე უწყე­ბის ერთ-ერთი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვის გა­რან­ტი­ით ესა­უბ­რა, არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სუ­ბე­ლი­ა­ნი შე­საძ­ლოა მარ­თლაც იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი. მაგ­რამ არც იმას გა­მო­რი­ცხავს, რომ ჩა­ნა­წერ­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი ფაქ­ტი, აშ­კა­რად გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ორი ჩა­ნა­წე­რი უნდა და "ოც­ნე­ბა" აღარ იქ­ნე­ბით და­მი­ჯე­რე..."

ვინ არის მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი და რა შე­იძ­ლე­ბა აკავ­ში­რებ­დეს მას თეთ­რა­ძი­სა და ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მე­ებ­თან - ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-ს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და უწყე­ბა­ში და მას ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს.

"მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ძა­ლი­ან ბევ­რს ამ­ბობს და ყვე­ლა ეპი­ზო­დი არ მგო­ნია მარ­თა­ლი იყოს. რა­ღა­ცებ­ში შე­იძ­ლე­ბა და­ფიქ­რე­ბა, რა­ღა­ცე­ბი კი გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი მგო­ნია. მა­გა­ლი­თად, "50-კა­ცი­ა­ნი ბან­და", ზღა­პა­რია (ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, სუ­ბე­ლი­ანს ჰყავ­და 50-კა­ცი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც ბინ­ძურ საქ­მე­ებს ას­რუ­ლებ­და. ავტ.) ასე­ვე წარ­მო­უდ­გნე­ლად მი­მაჩ­ნია წა­მე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ეკა ბე­სე­ლი­ას (სუ­ბე­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ეკა ბე­სე­ლი­ა­სა და უდოს კო­მი­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც აქვს ინ­ფორ­მა­ცია და ამ თე­მა­ზე და­კი­თხუ­ლიც იყო), მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რჯერ იყო სა­უ­ბა­რი, რამ­დენ­ჯერ­მე ით­ქვა, რომ უდოს კო­მი­სი­ა­ში, სო­ზარ სუ­ბა­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს­თან გიგა გი­ორ­გა­ძეს­თან ერ­თად თა­ვის ინ­ტე­რე­სებს ატა­რებ­და.

- რაც შე­ე­ხე­ბა, ნავ­თლუ­ღი­სა და ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მე­ებს, ამა­ზე არა­ფე­რი გსმე­ნი­ათ?

- ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მსმე­ნია. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი რომ გა­იყ­ვა­ნეს, ეს ზუს­ტად ვიცი და სწო­რედ ამის და პრე­მი­ე­ბის გამო დავ­ტო­ვე სამ­სა­ხუ­რი და წა­მე­ბა­ზე რომ მცოდ­ნო­და, მანდ სა­ერ­თოდ არც გავ­ჩერ­დე­ბო­დი!

იხი­ლეთ ვი­დეო: "ორი ჩა­ნა­წე­რი უნდა და "ოც­ნე­ბა" აღარ იქ­ნე­ბით და­მი­ჯე­რე..."

- რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად ფლობს მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ებს, რა­ზეც ჩა­ნა­წერ­შია სა­უ­ბა­რი?

- მე რომ არ გა­მი­გია, არ ნიშ­ნავს, რომ არ უნდა გა­მო­ი­ძი­ონ. ვფიქ­რობ, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ სა­კი­თხე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს... ის ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უდოს კო­მი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ზო­გა­დად, ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია, ამი­ტო­მაც ამ გა­გე­ბით „ოც­ნე­ბის­თვის“ ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ფი­გუ­რაა. გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სი იყო და ბუ­ნებ­რი­ვია იქა­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი...

- ჩა­ნა­წერ­ში სუ­ბე­ლი­ა­ნი რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნებს "ცხო­ნე­ბულ გი­ორ­გის" და ვის გუ­ლის­ხმობს ამა­ში?

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. მან ბევ­რი ისე­თი რამე თქვა, რაც ნამ­დვი­ლად არ ვიცი.

ჩა­ნა­წერ­ში კი­დევ არის ერთი პა­სა­ჟი, რო­მელ­საც არა­ვინ მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩა­ნა­წერ­ში ფი­გუ­რი­რებს - ცუ­ხიშ­ვი­ლი, ის იყო ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გაყ­ვა­ნის. ეგ ტიპი არის პირ­და­პირ და­სა­კი­თხი. თა­ვის დრო­ზე გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­თან ერ­თად და მერე გა­და­ვი­და დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დრო­საც მუ­შა­ობ­და. ამ­ბო­ბენ, რომ 26 მა­ი­სის დარ­ბე­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­საც ეკის­რე­ბა?

- „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ დროს მუ­შა­ობ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. თუ არ ვცდე­ბი, ქვე­მო ქარ­თლის თუ შიდა ქარ­თლის სამ­ხა­რეო პრო­კუ­რო­რი იყო. შემ­დეგ „ოც­ნე­ბამ“ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და მან­დაც მა­ღალ პო­ზი­ცი­ა­ზე და­ტო­ვა. 26 მა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რი გა­მი­გია, მაგ­რამ ცხა­დია, ან­გე­ლო­ზი არ იყო და კარგ რა­ღა­ცე­ებს არ აკე­თებ­და. თა­ვი­დან რომ გა­ვი­ცა­ნი, დის­ტან­ცია მე­ჭი­რა, რად­გან სის­ტე­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კი ნორ­მა­ლუ­რია. ბნე­ლი ტი­პის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას არ ტო­ვებ­და. კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ტიპი იყო და თა­ვის საქ­მეს აკე­თებ­და. სა­მი­ნის­ტრო­ში ის უშუ­ა­ლოდ სო­ზარ სუ­ბარ­მა მი­იყ­ვა­ნა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ბნელი ტიპის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა..." - რას ყვება მირზა სუბელიანზე ყოფილი თანამშრომელი და რა ინფორმაციას შეიძლება ფლობდეს ბრალდებული

"ბნელი ტიპის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა..." - რას ყვება მირზა სუბელიანზე ყოფილი თანამშრომელი და რა ინფორმაციას შეიძლება ფლობდეს ბრალდებული

სკანდალური "აღსარება", რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ამბობს, რომ გაურიგდა ხელისუფლებას და საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში, თუმცა ხელისუფლებამ ერთგულება ვერ დაუფასა, მთავრობის, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და ექსპერტების განხილვის მთავარი თემაა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, სუბელიანი საუბრობს ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე, იმაზე, თუ როგორ იღებდნენ სასურველ ჩვენებებს ძალადობრივი გზით სხვადასხვა გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის - ბუნტის საქმის, ნავთლუღის სპეცოპერაციის, ხარძიანის მკვლელობის საქმეებზე და ა.შ.

მირზა სუბელიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. ხელისუფლებაში "ოცნების" მოსვლის შემდეგ კი, ის სოზარ სუბარმა დააწინაურა და სასჯელაღსრულების სისტემაში გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშნა.

ამავე უწყების ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც AMBEBI.GE-ს ანონიმურობის დაცვის გარანტიით ესაუბრა, არ გამორიცხავს, რომ სუბელიანი შესაძლოა მართლაც იყოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი. მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ ჩანაწერში გაჟღერებული ზოგიერთი ფაქტი, აშკარად გაზვიადებულია.

იხილეთ ვიდეო: "ორი ჩანაწერი უნდა და "ოცნება" აღარ იქნებით დამიჯერე..."

ვინ არის მირზა სუბელიანი და რა შეიძლება აკავშირებდეს მას თეთრაძისა და ციხის ბუნტის საქმეებთან - ამასთან დაკავშირებით AMBEBI.GE-ს სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ესაუბრა, რომელიც გარკვეული პერიოდი მირზა სუბელიანთან ერთად მუშაობდა უწყებაში და მას ძალიან კარგად იცნობს.

"მირზა სუბელიანი ძალიან ბევრს ამბობს და ყველა ეპიზოდი არ მგონია მართალი იყოს. რაღაცებში შეიძლება დაფიქრება, რაღაცები კი გაზვიადებული მგონია. მაგალითად, "50-კაციანი ბანდა", ზღაპარია (ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანს ჰყავდა 50-კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ბინძურ საქმეებს ასრულებდა. ავტ.) ასევე წარმოუდგნელად მიმაჩნია წამებით მიღებული ჩვენებები.

რაც შეეხება ეკა ბესელიას (სუბელიანი ამბობს, რომ ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო), მასთან დაკავშირებით ბევრჯერ იყო საუბარი, რამდენჯერმე ითქვა, რომ უდოს კომისიაში, სოზარ სუბარის პირველ მოადგილესთან გიგა გიორგაძესთან ერთად თავის ინტერესებს ატარებდა.

- რაც შეეხება, ნავთლუღისა და ციხის ბუნტის საქმეებს, ამაზე არაფერი გსმენიათ?

- ძალადობის შესახებ არაფერი მსმენია. ვანო მერაბიშვილი რომ გაიყვანეს, ეს ზუსტად ვიცი და სწორედ ამის და პრემიების გამო დავტოვე სამსახური და წამებაზე რომ მცოდნოდა, მანდ საერთოდ არც გავჩერდებოდი!

იხილეთ ვიდეო: "ორი ჩანაწერი უნდა და "ოცნება" აღარ იქნებით დამიჯერე..."

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ფლობს მირზა სუბელიანი მნიშვნელოვან ინფორმაციებს, რაზეც ჩანაწერშია საუბარი?

- მე რომ არ გამიგია, არ ნიშნავს, რომ არ უნდა გამოიძიონ. ვფიქრობ, პროკურატურა ამ საკითხებით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს... ის ფლობს ინფორმაციას ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, უდოს კომისიასთან დაკავშირებით და ზოგადად, ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელია, ამიტომაც ამ გაგებით „ოცნებისთვის“ ანგარიშგასაწევი ფიგურაა. გენერალური ინსპექციის უფროსი იყო და ბუნებრივია იქაური ინფორმაციით იქნება აღჭურვილი...

- ჩანაწერში სუბელიანი რამდენჯერმე ახსენებს "ცხონებულ გიორგის" და ვის გულისხმობს ამაში?

- წარმოდგენა არ მაქვს. მან ბევრი ისეთი რამე თქვა, რაც ნამდვილად არ ვიცი.

ჩანაწერში კიდევ არის ერთი პასაჟი, რომელსაც არავინ მიაქცია ყურადღება. მესამე ადამიანი, ვინც ჩანაწერში ფიგურირებს - ცუხიშვილი, ის იყო ერთ-ერთი მონაწილე ვანო მერაბიშვილის გაყვანის. ეგ ტიპი არის პირდაპირ დასაკითხი. თავის დროზე გენინსპექციაში მუშაობდა მირზა სუბელიანთან ერთად და მერე გადავიდა დევნილთა სამინისტროში.

- როგორც ცნობილია, მირზა სუბელიანი სხვადასხვა თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც მუშაობდა. ამბობენ, რომ 26 მაისის დარბევაზე პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება?

- „ნაციონალების“ დროს მუშაობდა პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე. თუ არ ვცდები, ქვემო ქართლის თუ შიდა ქართლის სამხარეო პროკურორი იყო. შემდეგ „ოცნებამ“ შეინარჩუნა და მანდაც მაღალ პოზიციაზე დატოვა. 26 მაისთან დაკავშირებით არაფერი გამიგია, მაგრამ ცხადია, ანგელოზი არ იყო და კარგ რაღაცეებს არ აკეთებდა. თავიდან რომ გავიცანი, დისტანცია მეჭირა, რადგან სისტემის თანამშრომელი იყო. ურთიერთობაში კი ნორმალურია. ბნელი ტიპის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. კომუნიკაბელური ტიპი იყო და თავის საქმეს აკეთებდა. სამინისტროში ის უშუალოდ სოზარ სუბარმა მიიყვანა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები