საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილი - მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს ამ ქვეყანაში დანაშაულია
სალომე ზურაბიშვილი - მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს ამ ქვეყანაში დანაშაულია

მე არ ვარ თერგდა­ლე­უ­ლი, მე ვარ სე­ნა­და­ლე­უ­ლი და თურ­მე ეს არის ამ ქვე­ყა­ნა­ში და­ნა­შა­უ­ლი, - ასე მი­მარ­თა ყაზ­ბე­გე­ლებს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ყაზ­ბეგ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რი­სას. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის შტა­ბი­დან აც­ნო­ბეს, ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ამომ­რჩევ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას ემიგ­რან­ტე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

„მე არ ვარ თერგდა­ლე­უ­ლი, მე ვარ სე­ნა­და­ლე­უ­ლი და თურ­მე ეს არის ამ ქვე­ყა­ნა­ში და­ნა­შა­უ­ლი ვი­ღა­ცე­ბის­თვის, ყვე­ლას­თვის - არა. ძა­ლი­ან ბევ­რია წა­სუ­ლი ჩემ­სა­ვით, თუნ­დაც აქე­დან, ყაზ­ბე­გი­დან და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში არი­ან დღეს გა­და­სულ­ნი სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­მუ­შა­ოდ თუ სტუ­დენ­ტე­ბად და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი დიდ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლი არის იმა­ზე, თუ იმათ რო­გორ და­ვიბ­რუ­ნებთ, რო­დის და­ვაბ­რუ­ნებთ, რამ­დე­ნად ღირ­სე­უ­ლად და­ვაბ­რუ­ნებთ და ამ კუ­თხით მე ერ­თგვა­რი სიმ­ბო­ლო ვარ ამ დაბ­რუ­ნე­ბის, რომ შე­იძ­ლე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა. თუნ­დაც დღეს, როცა ჯერ არ არის ფეხ­ზე ისე დამ­დგა­რი, რო­გორც ყვე­ლა ვი­სურ­ვებ­დით, მაგ­რამ არის ის, რა­საც ჩე­მე­ბი ისურ­ვებ­დნენ თა­ვი­ანთ დროს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არის, თა­ვი­სუ­ფა­ლი არის და აქვს ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ თვი­თონ გან­ვი­თარ­დეს ბო­ლომ­დე. ჯერ არ ვართ მიღ­წე­უ­ლი იმ დო­ნე­ზე, რაც ყვე­ლას გვინ­და. ჩვენ და­ვი­ნა­ხოთ სა­ქარ­თვე­ლო იმა­ვე დო­ნე­ზე, რო­გორც არი­ან ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნე­ბი, ესეც მოვა, მაგ­რამ ეს არის დიდ­წი­ლად ჩვენ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა ჩვენ­გან­ზე და შე­იძ­ლე­ბა ცოტა მეტი მო­მა­ვალ პრე­ზი­დენტზე, რად­გან მას ექ­ნე­ბა მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ კუ­თხით“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი - მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს ამ ქვეყანაში დანაშაულია

სალომე ზურაბიშვილი - მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს ამ ქვეყანაში დანაშაულია

მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული, - ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში გამართული შეხვედრისას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბიდან აცნობეს, ზურაბიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას ემიგრანტების დაბრუნებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებელია.

„მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული ვიღაცებისთვის, ყველასთვის - არა. ძალიან ბევრია წასული ჩემსავით, თუნდაც აქედან, ყაზბეგიდან და სხვადასხვა ქვეყნებში არიან დღეს გადასულნი საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ სტუდენტებად და ჩვენი ქვეყნის მომავალი დიდწილად დამოკიდებული არის იმაზე, თუ იმათ როგორ დავიბრუნებთ, როდის დავაბრუნებთ, რამდენად ღირსეულად დავაბრუნებთ და ამ კუთხით მე ერთგვარი სიმბოლო ვარ ამ დაბრუნების, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბრუნება. თუნდაც დღეს, როცა ჯერ არ არის ფეხზე ისე დამდგარი, როგორც ყველა ვისურვებდით, მაგრამ არის ის, რასაც ჩემები ისურვებდნენ თავიანთ დროს. დამოუკიდებელი არის, თავისუფალი არის და აქვს ყველა საშუალება, რომ თვითონ განვითარდეს ბოლომდე. ჯერ არ ვართ მიღწეული იმ დონეზე, რაც ყველას გვინდა. ჩვენ დავინახოთ საქართველო იმავე დონეზე, როგორც არიან ევროპის სხვა ქვეყნები, ესეც მოვა, მაგრამ ეს არის დიდწილად ჩვენზე დამოკიდებული, ყველა ჩვენგანზე და შეიძლება ცოტა მეტი მომავალ პრეზიდენტზე, რადგან მას ექნება მეტი პასუხისმგებლობა ამ კუთხით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები