პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუბელიანმა ჩანაწერები საზღვარგარეთ გაიტანა და საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლებას დააშანტაჟებს"- მერაბიშვილის ადვოკატი
"სუბელიანმა ჩანაწერები საზღვარგარეთ გაიტანა და საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლებას დააშანტაჟებს"- მერაბიშვილის ადვოკატი

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­სა და დათო ცუ­ხიშ­ვილს მათ მიერ შეს­რუ­ლე­ბულ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი აქვთ ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ი­ტა­ნეს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სა­შან­ტა­ჟებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის მიერ გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

„რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ხსე­ნე­ბას მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის მიერ, ეს ერთხელ კი­დევ ადას­ტუ­რებს, რომ ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი გა­იყ­ვა­ნეს 2013 წლის 14 დე­კემ­ბერს ცი­ხი­დან. ის მო­ი­ტა­ცეს და მა­შინ­დელ მთა­ვარ პრო­კუ­რორ­თან ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან მი­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც მას სთხოვ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ, რო­დე­საც მე-18 მუხ­ლის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა და პრაქ­ტი­კუ­ლად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უთხრა, რომ მას ჰყავს ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის­სა­ხით პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი. მე ნაკ­ლე­ბად მგო­ნია, მაგ­რამ თუ კი­დევ ცოტა მა­ინც შერ­ჩა გო­ნი­ე­რე­ბა დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რაც შე­იძ­ლე­ბა, სწრა­ფად უნდა აღას­რუ­ლოს სტრას­ბურ­გის მე-18 მუხ­ლის დარ­ღვე­ვა, სას­წრა­ფოდ უნდა გა­ან­თა­ვი­სუფ­ლოს ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი, იმი­ტომ, რომ ეს ერთხელ უკვე სუ­ბე­ლი­ა­ნის პი­რით მო­ვის­მი­ნეთ, რომ ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და „ვა­ნოს საქ­მის“და­ლა­გე­ბა­ში. მა­შინ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი იყო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სი, ეს მის­მა ბი­ჭებ­მა შე­ას­რუ­ლეს.

ამას­თან, გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვი­ლის თქმით, „რუს­თა­ვი 2“-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტი ცუ­ხიშ­ვი­ლი ჩა­ნა­წერ­ში სა­უბ­რი­სას, ჩვე­ნე­ბის სა­დღაც გა­დაგ­ზავ­ნა­ში გუ­ლის­ხმობს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცი­ხი­დან გაყ­ვა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში შე­სა­გებ­ლის გა­დაგ­ზავ­ნას.

„ყვე­ლა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყო, ვის რა ჩვე­ნე­ბა უნდა მი­ე­ცა, რო­გორ და­ე­მა­ლათ ის ფაქ­ტი, რომ ვი­თომ­და ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი არ გა­იყ­ვა­ნეს. ეს ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის პი­რით, რომ ის არის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რომ მისი ბი­ჭე­ბი არი­ან შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვია, მას ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ე­ყე­ნოს ბრა­ლი და და­ი­წყოს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა. რო­გორც მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს, ისე ცუ­ხიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ მათ იცოდ­ნენ, ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ისი­ნი იტყუ­ე­ბოდ­ნენ, ისი­ნი ფა­რავ­დნენ და არა­თუ ამას აკე­თებ­დნენ, ყვე­ლაფ­რის ჩა­ნა­წე­რი აქვთ, ყვე­ლა­ფე­რი სა­ზღვარ­გა­რეთ აქვთ გა­ტა­ნი­ლი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სა­შან­ტა­ჟებ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „რუს­თა­ვი 2“-მა გუ­შინ სა­ვა­რა­უ­დოდ, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დე­ბის საქ­მე­ზე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის, დე­პუ­ტატ ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის და დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა. ტე­ლე­კო­მა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ნა­წე­რი გლ­და­ნის #8 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­კე­თე­ბუ­ლი და მას­თან ერ­თად სა­კან­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი მეს­ტი­ი­დან, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი დათო ცუ­ხიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა.

ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ვა­რა­უ­დოდ, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი სა­უბ­რობს, რომ ის სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩაჯ­და ცი­ხე­ში და გა­უ­რიგ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ სუ­ბე­ლი­ა­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს მმარ­თვე­ლი გუნ­დის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით და ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯე­როვ­ნად ვერ აფა­სებს მის ერ­თგუ­ლე­ბას.

ჩა­ნა­წე­რებ­ში ასე­ვე ნახ­სე­ნე­ბია ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მე და ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წე­რი­ლი და და­არ­ქი­ვე­ბუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"სუბელიანმა ჩანაწერები საზღვარგარეთ გაიტანა და საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლებას დააშანტაჟებს"- მერაბიშვილის ადვოკატი

"სუბელიანმა ჩანაწერები საზღვარგარეთ გაიტანა და საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლებას დააშანტაჟებს"- მერაბიშვილის ადვოკატი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მირზა სუბელიანსა და დათო ცუხიშვილს მათ მიერ შესრულებულ საქმეებთან დაკავშირებით გაკეთებული აქვთ ჩანაწერები, რომლებიც საზღვარგარეთ გაიტანეს და საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლების დასაშანტაჟებლად გამოიყენებენ. ამის შესახებ გიორგი ჩივიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი ჩივიაშვილმა ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის ხსენებას მირზა სუბელიანის მიერ, ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ ივანე მერაბიშვილი გაიყვანეს 2013 წლის 14 დეკემბერს ციხიდან. ის მოიტაცეს და მაშინდელ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან მიიყვანეს, რომელიც მას სთხოვდა ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, როდესაც მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა და პრაქტიკულად, ხელისუფლებას უთხრა, რომ მას ჰყავს ივანე მერაბიშვილისსახით პოლიტიკური პატიმარი. მე ნაკლებად მგონია, მაგრამ თუ კიდევ ცოტა მაინც შერჩა გონიერება დღევანდელ ხელისუფლებას, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა აღასრულოს სტრასბურგის მე-18 მუხლის დარღვევა, სასწრაფოდ უნდა გაანთავისუფლოს ივანე მერაბიშვილი, იმიტომ, რომ ეს ერთხელ უკვე სუბელიანის პირით მოვისმინეთ, რომ ის მონაწილეობდა „ვანოს საქმის“დალაგებაში. მაშინ მირზა სუბელიანი იყო სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, ეს მისმა ბიჭებმა შეასრულეს.

ამასთან, გიორგი ჩივიაშვილის თქმით, „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტი ცუხიშვილი ჩანაწერში საუბრისას, ჩვენების სადღაც გადაგზავნაში გულისხმობს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში შესაგებლის გადაგზავნას.

„ყველა გაფრთხილებული იყო, ვის რა ჩვენება უნდა მიეცა, როგორ დაემალათ ის ფაქტი, რომ ვითომდა ივანე მერაბიშვილი არ გაიყვანეს. ეს ჩვენ მოვისმინეთ მირზა სუბელიანის პირით, რომ ის არის შემსრულებელი, რომ მისი ბიჭები არიან შემსრულებლები და ბუნებრივია, მას ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა წაეყენოს ბრალი და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. როგორც მირზა სუბელიანს, ისე ცუხიშვილის წინააღმდეგ. ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ მათ იცოდნენ, ისინი მონაწილეობდნენ, ისინი იტყუებოდნენ, ისინი ფარავდნენ და არათუ ამას აკეთებდნენ, ყველაფრის ჩანაწერი აქვთ, ყველაფერი საზღვარგარეთ აქვთ გატანილი და საჭიროების შემთხვევაში, მას გამოიყენებენ ხელისუფლების დასაშანტაჟებლად“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა გუშინ სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ჩანაწერებში ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები