საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემთხვევით გავთხოვდი, რომ მეფიქრა, არ გავთხოვდებოდი" - ეკა ჩხეიძის გულწრფელი ინტერვიუ ოჯახურ ცხოვრებაზე
"შემთხვევით გავთხოვდი, რომ მეფიქრა, არ გავთხოვდებოდი" - ეკა ჩხეიძის გულწრფელი ინტერვიუ ოჯახურ ცხოვრებაზე

ეკა ჩხე­ი­ძე კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს გახ­მო­ვა­ნე­ბა­ზე და კა­რი­ე­რას­თან ერ­თად, ორი შვი­ლის აღ­ზრდი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. მსა­ხი­ო­ბის თქმით, მისი შვი­ლე­ბის მა­მას­თან უკვე რვა წე­ლია არ ცხოვ­რობს, არა­ფერს ნა­ნობს, თუმ­ცა ფიქ­რობს, რომ "შემ­თხვე­ვით გა­თხოვ­და" და ცოტა რომ და­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყო, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებ­და.

ეკა ჩხე­ი­ძემ ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გულ­წრფე­ლად ისა­უბ­რა ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ოჯა­ხი თქვენ­თვის არის…

- ოჯა­ხი აღარ მაქვს. რვა წე­ლია, ცალ-ცალ­კე ვცხოვ­რობთ, სხვა­დას­ხვა სახ­ლში, ევ­რო­პუ­ლად. ოღონდ და­შო­რე­ბუ­ლი არ ვართ. არც გვი­ჩხუ­ბია, არც მი­ზე­ზი გვაქვს მა­გის, არც მე­სა­მე პირი ჩა­რე­უ­ლა და ვინ­მეს გამო არ მომ­ხდა­რა. ასე გა­დავ­წყვი­ტეთ, რად­გან იმ­დე­ნად კარ­გად იყო ყვე­ლა­ფე­რი აწყო­ბი­ლი, და­ვარ­ცხნი­ლი, ეტყო­ბა, ცოტა "დრა­ი­ვი" გვჭირ­დე­ბო­და, ცხოვ­რე­ბის გა­ფე­რა­დე­ბა, გა­და­ხა­ლი­სე­ბა.

თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ვა­ნი­ჭეთ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი ვართ და დღემ­დე სხვა ასე­თი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი არ­ცერ­თს არ გვწვე­ვია. მივ­ხვდით, რომ ეს ყო­ველ­დღი­ურ­ში გა­და­ვი­და რუ­ტი­ნულ­ში, უინ­ტე­რე­სო­ში და ვთქვით, იქ­ნებ ცოტა ხანს დავ­შორ­დეთ და მერე თა­ვი­დან და­ვი­წყოთ, იქ­ნებ მო­ნატ­რე­ბამ რა­ღაც ახა­ლი მო­ი­ტა­ნო­სო, მაგ­რამ ეს და­შო­რე­ბა ორი­ვეს მოგ­ვე­წო­ნა და გაგ­რძელ­და.

თუმ­ცა ეს არაფ­რით არ და­ტყო­ბია ჩვენს ოჯახს, ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას, მით უმე­ტეს ბავ­შვებს - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­მაა. დღემ­დე არა­ვინ მირ­ჩევ­ნია მას და თვი­თო­ნაც იგი­ვე სჭირს. მივ­ხვდი, რომ გავ­ცივ­დი, აღარ მაქვს ლტოლ­ვა. ერ­თმა­ნეთ­თან ისე ვართ, რომ გა­გი­ჟე­ბუ­ლია ყვე­ლა, ამ დროს ცალ-ცალ­კე გვძი­ნავს. ამ ზა­ფხულ­საც და­სას­ვე­ნებ­ლად ერ­თად ვი­ყა­ვით, ოჯა­ხით, შვი­ლე­ბით… ჩემი ყვე­ლა­ზე ახლო მე­გო­ბა­რი და ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რია. ოცი წელი ვი­ყა­ვით ერ­თად და მე მგო­ნი ძა­ლი­ან დიდი დროა. მივ­ხვდი, რომ ეს სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, და­ვი­შა­ლეთ და გა­დავ­ხა­ლის­დით. პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი არ დავ­კარ­გეთ.

- შე­იძ­ლე­ბა, რომ ისევ ერ­თად იყოთ?

- ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია, იმი­ტომ რომ უკვე მე­გობ­რე­ბი ვართ, შე­ვეჩ­ვი­ეთ ცალ-ცალ­კე ყოფ­ნას. გა­უ­თა­ვებ­ლად ერ­თად არას­დროს ვყო­ფილ­ვართ. დიდ დროს ვა­ტა­რებ­დით ჩვენს საქ­მე­ში. სა­ღა­მოს ჩუს­ტებ­ში, ტე­ლე­ვი­ზორ­თან ქმა­რი სა­ერ­თოდ არ მი­ნა­ხავს. შე­იძ­ლე­ბა, ეს მო­ბეზ­რე­ბაც არ დად­გა. ყო­ველ­თვის თა­ვი­სუფ­ლად ვცხოვ­რობ­დით... ცოლ­ქმრო­ბა არ იყო ჩემ­თვის ბორ­კი­ლი და და­დე­ქი, სა­დი­ლი გა­ა­კე­თე. არ არის სა­დი­ლი, ნუ არის, წა­ვალთ, შევ­ჭამთ კა­ფე­ში. "გრუ­ზი­ნუ­ლი" კომ­პლექ­სი, რომ ცოლ­მა საჭ­მე­ლი უნდა გა­ა­კე­თოს და სახ­ლში იყოს, არას­დროს არ ჰქო­ნია. ამი­ტომ გავ­ძე­ლი ამ­დენ ხანს, ამი­ტომ ვცემ­დი პა­ტივს. მე მის­თვის ვი­ყა­ვი საყ­ვა­რე­ლი ქალი, შვი­ლე­ბის დედა და არა, მონა და მო­სამ­სა­ხუ­რე.

- და­ო­ჯა­ხე­ბა გი­ნა­ნი­ათ?

- შემ­თხვე­ვით გავ­თხოვ­დი, თო­რემ მე რომ დავ­მჯდა­რი­ყა­ვი და ამა­ზე მე­ფიქ­რა, არ გავ­თხოვ­დე­ბო­დი. ტრა­დი­ცია მგო­ნია, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც უნდა გა­თხოვ­დე, შვი­ლი გა­ა­ჩი­ნო, ეს მარ­წუ­ხე­ბია. შვი­ლი ვის­თა­ნაც გინ­და, გა­ა­ჩი­ნე, თუ კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ის კარ­გი მა­მაც იქ­ნე­ბა. მა­ინ­ცდა­მა­ინც იმას­თან და­ი­ძი­ნო, გა­იღ­ვი­ძო, და­ნახ­ვა რომ აღარ შე­გიძ­ლია, რა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი კარ­გია, მერე იწყე­ბა კონ­ფლიქ­ტი და არე­უ­ლო­ბა, ამას ეს დის­ტან­ცია არ ჯო­ბია? მომ­ბა­ძეთ, უკონ­ფლიქ­ტოდ ვცხოვ­რობ აქამ­დე.

ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია, ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"შემთხვევით გავთხოვდი, რომ მეფიქრა, არ გავთხოვდებოდი" - ეკა ჩხეიძის გულწრფელი ინტერვიუ ოჯახურ ცხოვრებაზე

"შემთხვევით გავთხოვდი, რომ მეფიქრა, არ გავთხოვდებოდი" - ეკა ჩხეიძის გულწრფელი ინტერვიუ ოჯახურ ცხოვრებაზე

ეკა ჩხეიძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია, აქტიურად მუშაობს გახმოვანებაზე და კარიერასთან ერთად, ორი შვილის აღზრდითაა დაკავებული. მსახიობის თქმით, მისი შვილების მამასთან უკვე რვა წელია არ ცხოვრობს, არაფერს ნანობს, თუმცა ფიქრობს, რომ "შემთხვევით გათხოვდა" და ცოტა რომ დაფიქრებულიყო, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

ეკა ჩხეიძემ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში გულწრფელად ისაუბრა ოჯახურ ცხოვრებაზე. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ოჯახი თქვენთვის არის…

- ოჯახი აღარ მაქვს. რვა წელია, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, სხვადასხვა სახლში, ევროპულად. ოღონდ დაშორებული არ ვართ. არც გვიჩხუბია, არც მიზეზი გვაქვს მაგის, არც მესამე პირი ჩარეულა და ვინმეს გამო არ მომხდარა. ასე გადავწყვიტეთ, რადგან იმდენად კარგად იყო ყველაფერი აწყობილი, დავარცხნილი, ეტყობა, ცოტა "დრაივი" გვჭირდებოდა, ცხოვრების გაფერადება, გადახალისება.

თავისუფლება მივანიჭეთ ერთმანეთს, მაგრამ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან ახლო მეგობრები ვართ და დღემდე სხვა ასეთი დიდი სიყვარული არცერთს არ გვწვევია. მივხვდით, რომ ეს ყოველდღიურში გადავიდა რუტინულში, უინტერესოში და ვთქვით, იქნებ ცოტა ხანს დავშორდეთ და მერე თავიდან დავიწყოთ, იქნებ მონატრებამ რაღაც ახალი მოიტანოსო, მაგრამ ეს დაშორება ორივეს მოგვეწონა და გაგრძელდა.

თუმცა ეს არაფრით არ დატყობია ჩვენს ოჯახს, ჩვენს ურთიერთობას, მით უმეტეს ბავშვებს - არაჩვეულებრივი მამაა. დღემდე არავინ მირჩევნია მას და თვითონაც იგივე სჭირს. მივხვდი, რომ გავცივდი, აღარ მაქვს ლტოლვა. ერთმანეთთან ისე ვართ, რომ გაგიჟებულია ყველა, ამ დროს ცალ-ცალკე გვძინავს. ამ ზაფხულსაც დასასვენებლად ერთად ვიყავით, ოჯახით, შვილებით… ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი და ცხოვრების თანამგზავრია. ოცი წელი ვიყავით ერთად და მე მგონი ძალიან დიდი დროა. მივხვდი, რომ ეს სიყვარული და პატივისცემა უნდა შევინარჩუნოთ, დავიშალეთ და გადავხალისდით. პატივისცემა და სიყვარული არ დავკარგეთ.

- შეიძლება, რომ ისევ ერთად იყოთ?

- ვერც წარმომიდგენია, იმიტომ რომ უკვე მეგობრები ვართ, შევეჩვიეთ ცალ-ცალკე ყოფნას. გაუთავებლად ერთად არასდროს ვყოფილვართ. დიდ დროს ვატარებდით ჩვენს საქმეში. საღამოს ჩუსტებში, ტელევიზორთან ქმარი საერთოდ არ მინახავს. შეიძლება, ეს მობეზრებაც არ დადგა. ყოველთვის თავისუფლად ვცხოვრობდით... ცოლქმრობა არ იყო ჩემთვის ბორკილი და დადექი, სადილი გააკეთე. არ არის სადილი, ნუ არის, წავალთ, შევჭამთ კაფეში. "გრუზინული" კომპლექსი, რომ ცოლმა საჭმელი უნდა გააკეთოს და სახლში იყოს, არასდროს არ ჰქონია. ამიტომ გავძელი ამდენ ხანს, ამიტომ ვცემდი პატივს. მე მისთვის ვიყავი საყვარელი ქალი, შვილების დედა და არა, მონა და მოსამსახურე.

- დაოჯახება გინანიათ?

- შემთხვევით გავთხოვდი, თორემ მე რომ დავმჯდარიყავი და ამაზე მეფიქრა, არ გავთხოვდებოდი. ტრადიცია მგონია, რომ მაინცდამაინც უნდა გათხოვდე, შვილი გააჩინო, ეს მარწუხებია. შვილი ვისთანაც გინდა, გააჩინე, თუ კარგი ადამიანია, ის კარგი მამაც იქნება. მაინცდამაინც იმასთან დაიძინო, გაიღვიძო, დანახვა რომ აღარ შეგიძლია, რა სავალდებულოა. შეყვარებულობის პერიოდი კარგია, მერე იწყება კონფლიქტი და არეულობა, ამას ეს დისტანცია არ ჯობია? მომბაძეთ, უკონფლიქტოდ ვცხოვრობ აქამდე.

ხათუნა კორთხონჯია, ჟურნალი "თბილისელები"

"სცენიდან ტრიბუნაზე რატომ უნდა გადავიდე?! პოლიტიკაში ბევრი სიბინძურეა" - ეკა ჩხეიძე შვილებზე, პანდემიასა და პოლიტიკაზე

"ბრედ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ საყვარელი და სექსუალური ხარ“ - ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის ფლირტი  პირდაპირ  ეთერში

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს