მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუბელიანი გადაგდებულად გრძნობს თავს, ეს არის ხელისუფლებისადმი მისი ვენდეტა" - გია ხუხაშვილი
"სუბელიანი გადაგდებულად გრძნობს თავს, ეს არის ხელისუფლებისადმი მისი ვენდეტა" - გია ხუხაშვილი

ჩა­ნა­წე­რე­ბის პრო­ცე­სი შე­საძ­ლოა, შე­ფას­დეს არა მან­კი­ე­რი, კრი­მი­ნა­ლუ­რი სის­ტე­მის მარ­ცხად, არა­მედ, სის­ტე­მის გა­მარ­ჯვე­ბად არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, - ასე აფა­სებს პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი, დე­პუ­ტა­ტი ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე და დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ფი­გუ­რი­რე­ბენ.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, ეს არის მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის ვენ­დე­ტა.

„პრობ­ლე­მა ატა­რებს სის­ტე­მურ ხა­სი­ათს. ფაქ­ტია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კარ­გავს თვით­კონ­ტროლს. აღარ არის უკვე სა­ხელ­მწი­ფოს კონ­ტროლ­ზე სა­უ­ბა­რი. ურჩხუ­ლი არის შიგ­ნით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და ილუ­ზია, რომ გად­მო­ი­ბა­რებ­და არ­სე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ მე­ქა­ნიზმს, ინ­სტრუ­მენტს, რაც მა­ნამ­დე იყო ფორ­მი­რე­ბუ­ლი და მას მარ­თავ­და, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა ისე, რომ ურჩხულ­მა დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მძევ­ლად აიყ­ვა­ნა და ამ პრე­ცე­დენ­ტებს ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ვუ­ყუ­რებთ დღეს. ეს არის სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც სის­ტე­მუ­რი პა­სუ­ხი სჭირ­დე­ბა. რის­თვი­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან ცოტა დრო აქვს, რომ პა­სუ­ხი გას­ცეს. ეს პა­სუ­ხი ერ­თა­დერ­თია, ურჩხუ­ლი უნდა და­ი­სა­ჯოს სის­ტე­მუ­რად. თუმ­ცა არის კი­თხვა - აქვს ურჩხუ­ლის დას­ჯის ძალა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? - შე­საძ­ლოა, პრო­ცესს უკვე შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი აქვს მი­ღე­ბუ­ლი და თუ ეს ასეა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძა­ლი­ან სწრა­ფად უნდა უთხრას ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. სხვაგ­ვა­რად ეს ურჩხუ­ლი თა­ვის მშო­ბელს შე­ჭამს უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში. ეს პრო­ცე­სი შე­საძ­ლოა, შე­ფას­დეს არა მან­კი­ე­რი, კრი­მი­ნა­ლუ­რი სის­ტე­მის მარ­ცხად, არა­მედ, სის­ტე­მის გა­მარ­ჯვე­ბად არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სულ სხვა მიზ­ნე­ბით და ამო­ცა­ნე­ბით მო­ვი­და 2012 წელს“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ ოპე­რა­ცი­ას ალ­ბათ, აქვს კო­დუ­რი სა­ხე­ლი „ბუ­მე­რან­გი“.

„ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი შე­საძ­ლოა, იყოს სუ­ბე­ლი­ა­ნის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი პრო­ცე­სე­ბი. რა­ტომ­ღაც მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ თვი­თონ სუ­ბე­ლი­ა­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ჟონ­ვა. მე ვერ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ვინც მას­თან ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა გა­მო­ი­ტა­ნა ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი. ეს არის სუ­ბე­ლი­ა­ნის ვენ­დე­ტა იმ “უსა­მარ­თლო­ბას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც მის მი­მართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აწარ­მო­ებს. მოვ­ლე­ნე­ბის ლო­გი­კა, მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ქმნის სა­ფუძ­ველს, რომ სუ­ბე­ლი­ა­ნი გა­დაგ­დე­ბუ­ლად გრძნობს თავს. მაგ­რამ მთა­ვა­რი ეს არ არის, მთა­ვა­რია ქვე­ყა­ნა სად მი­დის. ფაქ­ტია, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ უფსკრუ­ლი ახ­ლო­საა. სრუ­ლი დე­ზორ­გა­ნი­ზა­ცი­აა შიგ­ნით. ფაქ­ტია, რომ კონ­ტრო­ლი და­კარ­გეს არა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, სა­კუ­თარ თავ­ზეც. პრო­ცე­სებს აღა­რა­ვინ მარ­თავს, ურჩხუ­ლი გა­მო­ვი­და და ჭამს თა­ვის მშო­ბელს. ეს იქ­ნე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრობ­ლე­მა, რომ არ­სე­ბობ­დეს არა­კომ­პრე­მე­ტი­რე­ბუ­ლი ძალა, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­ი­ბა­რებ­და, მაგ­რამ ასე­თი ძალა არ არ­სე­ბობს. ეს ნიშ­ნავს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი გა­და­დის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ კრი­ზის­ში, რაც ძა­ლი­ან მძი­მეა. „ქარ­თუ­ლი ოხც­ნე­ბა“ წყალ­საც წა­უ­ღია, მაგ­რამ რა ვუ­ყოთ სა­ხელ­მწი­ფოს, სა­დაც არ არ­სე­ბობს ძალა, რო­მე­ლის გა­და­ი­ბა­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ქვე­ყა­ნა­ში?! ეს გან­სა­კუთ­რე­ბით დრა­მა­ტულს ხდის მთელ ამ პრო­ცესს. ამ ოპე­რა­ცი­ას ალ­ბათ, აქვს კო­დუ­რი სა­ხე­ლი „ბუ­მე­რან­გი“. ვი­ღა­ცას მი­აჩ­ნია, რომ 2012 წელს ჩა­ნა­წე­რე­ბი გახ­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთა­ვა­რი ია­რა­ღი და ახლა უბ­რუ­ნებს ამ ჩა­ნა­წე­რებს ბუ­მე­რან­გი­ვით. ეს არ არის ობი­ექ­ტუ­რი, მაგ­რამ სცე­ნა­რის­ტი, ურჩხუ­ლი ასე უყუ­რებს ამ პრო­ცესს“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ექ­სპერ­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ცხე­ლი კვი­რა და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის პიკი. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის პა­რა­დოქ­სია ის, რომ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­დატ­მა ვის­თან უნდა წა­ა­გოს, არ ჩანს.

„ვფიქ­რობ, ეს კვი­რა იქ­ნე­ბა პიკი, ყვე­ლა­ზე ცხე­ლი კვი­რა, სა­არ­ჩევ­ნო ლო­გი­კით, ეს ასეა. რო­გორც ჩანს, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ხდე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი თემა ამ ჩა­ნა­წე­რებ­ში. თუმ­ცა, დღე­ვან­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის პა­რა­დოქ­სია ის, რომ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­დატ­მა ვის­თან უნდა წა­ა­გოს, არ ჩანს. თუ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ურჩხუ­ლის, სის­ტე­მის მძე­ვა­ლია, მისი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არის ამ ურჩხუ­ლის რე­ა­ლუ­რი მშო­ბე­ლი და ეს ამომ­რჩე­ველს კარ­გად ეს­მის. მას არ აქვს კარ­გი არ­ჩე­ვა­ნი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი სი­ტუ­ა­ცი­აა. ამას აღარ შე­იძ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი ეწო­დოს. ეს არის ჩა­ნა­წე­რებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რე­ა­ლი­თი შოუ. აღარ გვაქვს არა­ნა­ი­რი ბმა სა­არ­ჩევ­ნო კან­დი­და­ტებ­თან. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ძი­რი­თა­დი მო­თა­მა­შე და­ნა­შა­ულ­შია შემ­ჩნე­უ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამომ­რჩე­ვე­ლი ან აღარ მი­დის არ­ჩევ­ნებ­ზე, ან იყი­დე­ბა; ნა­ტუ­რა­ლუ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი აღარ დარ­ჩა ამ არ­ჩევ­ნებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ვინც არ უნდა იყოს არ­ჩე­უ­ლი, მას არ ექ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ლე­გი­ტი­მა­ცია, ის არ იქ­ნე­ბა ხალ­ხის არ­ჩე­უ­ლი, ის იქ­ნე­ბა ერთჯე­რა­დი კონ­ტრაქ­ტით ნა­ყი­დი და ასე­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. ჩემ­თვის ეს არის დრა­მა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „რუს­თა­ვი 2“-მა გუ­შინ სა­ვა­რა­უ­დოდ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დე­ბის საქ­მე­ზე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის, დე­პუ­ტატ ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის და დევ­ნილ­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა. ტე­ლე­კო­მა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ნა­წე­რი გლ­და­ნის #8 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­კე­თე­ბუ­ლი და მას­თან ერ­თად სა­კან­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი მეს­ტი­ი­დან, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი დათო ცუ­ხიშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა.

ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ვა­რა­უ­დოდ, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი სა­უბ­რობს, რომ ის სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩაჯ­და ცი­ხე­ში და გა­უ­რიგ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ სუ­ბე­ლი­ა­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს მმარ­თვე­ლი გუნ­დის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით და ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯე­როვ­ნად ვერ აფა­სებს მის ერ­თგუ­ლე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"სუბელიანი გადაგდებულად გრძნობს თავს, ეს არის ხელისუფლებისადმი მისი ვენდეტა" - გია ხუხაშვილი

"სუბელიანი გადაგდებულად გრძნობს თავს, ეს არის ხელისუფლებისადმი მისი ვენდეტა" - გია ხუხაშვილი

ჩანაწერების პროცესი შესაძლოა, შეფასდეს არა მანკიერი, კრიმინალური სისტემის მარცხად, არამედ, სისტემის გამარჯვებად არსებულ ხელისუფლებაზე, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ფიგურირებენ.

როგორც ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს არის მირზა სუბელიანის ვენდეტა.

„პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს. ფაქტია, რომ ხელისუფლება კარგავს თვითკონტროლს. აღარ არის უკვე სახელმწიფოს კონტროლზე საუბარი. ურჩხული არის შიგნით. ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ გადმოიბარებდა არსებულ დანაშაულებრივ მექანიზმს, ინსტრუმენტს, რაც მანამდე იყო ფორმირებული და მას მართავდა, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ურჩხულმა დღევანდელი ხელისუფლება მძევლად აიყვანა და ამ პრეცედენტებს ონლაინ რეჟიმში ვუყურებთ დღეს. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელსაც სისტემური პასუხი სჭირდება. რისთვისაც ხელისუფლებას ძალიან ცოტა დრო აქვს, რომ პასუხი გასცეს. ეს პასუხი ერთადერთია, ურჩხული უნდა დაისაჯოს სისტემურად. თუმცა არის კითხვა - აქვს ურჩხულის დასჯის ძალა ხელისუფლებას? - შესაძლოა, პროცესს უკვე შეუქცევადი ხასიათი აქვს მიღებული და თუ ეს ასეა, ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად უნდა უთხრას ეს საზოგადოებას. სხვაგვარად ეს ურჩხული თავის მშობელს შეჭამს უახლოეს პერიოდში. ეს პროცესი შესაძლოა, შეფასდეს არა მანკიერი, კრიმინალური სისტემის მარცხად, არამედ, სისტემის გამარჯვებად არსებულ ხელისუფლებაზე, რომელიც სულ სხვა მიზნებით და ამოცანებით მოვიდა 2012 წელს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ოპერაციას ალბათ, აქვს კოდური სახელი „ბუმერანგი“.

„ეს ჩანაწერები შესაძლოა, იყოს სუბელიანის თვალით დანახული პროცესები. რატომღაც მეჩვენება, რომ თვითონ სუბელიანის ორგანიზებულია ამ ჩანაწერების გაჟონვა. მე ვერ გამოვრიცხავ, რომ ვინც მასთან ციხეში იმყოფებოდა, ერთ-ერთმა მათგანმა გამოიტანა ეს ჩანაწერები. ეს არის სუბელიანის ვენდეტა იმ “უსამართლობასთან“ დაკავშირებით, რასაც მის მიმართ ხელისუფლება აწარმოებს. მოვლენების ლოგიკა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ქმნის საფუძველს, რომ სუბელიანი გადაგდებულად გრძნობს თავს. მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია ქვეყანა სად მიდის. ფაქტია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ უფსკრული ახლოსაა. სრული დეზორგანიზაციაა შიგნით. ფაქტია, რომ კონტროლი დაკარგეს არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, საკუთარ თავზეც. პროცესებს აღარავინ მართავს, ურჩხული გამოვიდა და ჭამს თავის მშობელს. ეს იქნებოდა ხელისუფლების პრობლემა, რომ არსებობდეს არაკომპრემეტირებული ძალა, რომელიც ხელისუფლებას გადაიბარებდა, მაგრამ ასეთი ძალა არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრიზისი გადადის სახელმწიფოებრივ კრიზისში, რაც ძალიან მძიმეა. „ქართული ოხცნება“ წყალსაც წაუღია, მაგრამ რა ვუყოთ სახელმწიფოს, სადაც არ არსებობს ძალა, რომელის გადაიბარებს ხელისუფლებას და პოლიტიკურ სტაბილურობას შეინარჩუნებს ქვეყანაში?! ეს განსაკუთრებით დრამატულს ხდის მთელ ამ პროცესს. ამ ოპერაციას ალბათ, აქვს კოდური სახელი „ბუმერანგი“. ვიღაცას მიაჩნია, რომ 2012 წელს ჩანაწერები გახდა „ქართული ოცნების“ მთავარი იარაღი და ახლა უბრუნებს ამ ჩანაწერებს ბუმერანგივით. ეს არ არის ობიექტური, მაგრამ სცენარისტი, ურჩხული ასე უყურებს ამ პროცესს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეს იქნება ყველაზე ცხელი კვირა და საარჩევნო პროცესის პიკი. თუმცა, მისივე თქმით, დღევანდელი არჩევნების პარადოქსია ის, რომ სახელისუფლებო კანდიდატმა ვისთან უნდა წააგოს, არ ჩანს.

„ვფიქრობ, ეს კვირა იქნება პიკი, ყველაზე ცხელი კვირა, საარჩევნო ლოგიკით, ეს ასეა. როგორც ჩანს, ეს ჩანაწერები ხდება ცენტრალური თემა ამ ჩანაწერებში. თუმცა, დღევანდელი არჩევნების პარადოქსია ის, რომ სახელისუფლებო კანდიდატმა ვისთან უნდა წააგოს, არ ჩანს. თუ დღევანდელი ხელისუფლება ურჩხულის, სისტემის მძევალია, მისი ალტერნატივა არის ამ ურჩხულის რეალური მშობელი და ეს ამომრჩეველს კარგად ესმის. მას არ აქვს კარგი არჩევანი. აბსოლუტურად გაუგებარი სიტუაციაა. ამას აღარ შეიძლება არჩევნები ეწოდოს. ეს არის ჩანაწერებზე დაფუძნებული რეალითი შოუ. აღარ გვაქვს არანაირი ბმა საარჩევნო კანდიდატებთან. მიგვაჩნია, რომ ყველა ძირითადი მოთამაშე დანაშაულშია შემჩნეული. აქედან გამომდინარე, ამომრჩეველი ან აღარ მიდის არჩევნებზე, ან იყიდება; ნატურალური ამომრჩეველი აღარ დარჩა ამ არჩევნებში. შესაბამისად, ვინც არ უნდა იყოს არჩეული, მას არ ექნება პოლიტიკური ლეგიტიმაცია, ის არ იქნება ხალხის არჩეული, ის იქნება ერთჯერადი კონტრაქტით ნაყიდი და ასეთი შეიძლება იყოს სალომე ზურაბიშვილი. ჩემთვის ეს არის დრამა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა გუშინ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები