პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში, მგონია, ზღაპარი აღმოვაჩინე..." - გაიცანით იაპონელი გოგონა, რომელსაც ქართული კაბა აცვია და აჭარულ ხაჭაპურებს აცხობს
"საქართველოში, მგონია, ზღაპარი აღმოვაჩინე..." - გაიცანით იაპონელი გოგონა, რომელსაც ქართული კაბა აცვია და აჭარულ ხაჭაპურებს აცხობს

ია­პო­ნი­ა­ში, ტო­კი­ო­ში მცხოვ­რებ­მა ნა­ო­კო ტა­ჩი­ბა­ნამ ერთ დღეს "ტვი­ტერ­ზე" "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლის" მიერ შექ­მნი­ლი ქარ­თუ­ლი სა­მო­სი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რი­თაც მო­ი­ხიბ­ლა და და­ინ­ტე­რეს­და, რო­მელ ქვე­ყა­ნას ეკუთ­ნო­და ტან­საც­მე­ლი. ასე აღ­მო­ა­ჩი­ნა ტო­კი­ო­ელ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა გო­გო­ნამ სა­ქარ­თვე­ლო და მას შემ­დეგ ჩვენს ქვე­ყა­ნას უკვე მე­ო­თხედ ეს­ტუმ­რა.

ნა­ო­კო ტა­ჩი­ბა­ნა "ტვი­ტერ­ზე" ცნო­ბი­ლია, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ზე "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დე­ი­და" და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში წუხს, რომ ძა­ლი­ან ჭირს ია­პო­ურ ენა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა. ამას­თან, ჩვე­ნი ქვეყ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ია­პო­ნე­ლე­ბის კლუ­ბი შექ­მნა, სა­დაც სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას ატა­რებს. აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თა­ნაც, თბი­ლის­ში კი ია­პო­ნუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრთან, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც გა­ვი­ცა­ნით კი­დეც ეს ია­პო­ნე­ლი გო­გო­ნა.

ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნინო ჭან­ტუ­რია გვე­უბ­ნე­ბა, ნა­ო­კოს მიერ ტო­კი­ო­ში მო­წყო­ბი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს, ქარ­თულ ღვი­ნოს, თბი­ლი­სის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის გა­მო­ფე­ნას ეთ­მო­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, რო­მელ­საც ტო­კი­ო­ში ატა­რებს, ია­პო­ნელ გო­გო­ნას ქარ­თუ­ლი კაბა აც­ვია, ამ­ზა­დებს ქარ­თულ კერ­ძებს და სტუმ­რებს ასე უმას­პინ­ძლდე­ბა.

ნა­ო­კოს ქარ­თვე­ლი მას­პინ­ძლე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გო­გო­ნას უკვე ისე უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც მიჰ­ყავთ, ყვე­ლა­გან სი­ხა­რუ­ლის­გან ტი­რის, ასე­თი რამ ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ნა­ხავ­სო. ნა­ო­კო ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს, რომ ტო­კი­ო­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნას, რად­გა­ნაც აქამ­დე იქ ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი არ არ­სე­ბობ­და.

ნა­ო­კო ტა­ჩი­ბა­ნა, ია­პო­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი:

"თქვენს ქვე­ყა­ნა­ზე თა­ვი­დან­ვე ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მექ­ნა, გე­გო­ნე­ბა რა­ღაც ზღა­პა­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნე და იქ მოვ­ხვდი. ეს ის­ტო­რი­უ­ლი სა­მო­სი ხომ სულ სა­ოც­რე­ბაა! რე­ა­ლუ­რი არ მე­გო­ნა, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, თუ შე­იძ­ლე­ბო­და ის სცმო­დათ. ქარ­თვე­ლე­ბი იმ­დე­ნად ლა­მა­ზე­ბი ხართ და ტან­ზე ისე კარ­გად ირ­გებთ, რომ ვოც­დე­ბი. მგო­ნია, რო­გორც თქვენ, ის სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ანს არ მო­ერ­გე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის დღე­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვე­დი და ჩემი კი­მო­ნო­თი და­ვეს­წა­რი, მაგ­რამ რო­დე­საც ქარ­თუ­ლი ტან­საც­მე­ლი ჩა­ვიც­ვი, რა­ღაც ძა­ლი­ან ამა­ყი ქალ­ბა­ტო­ნი გავ­ხდი, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­მი­ტო­ვა და არა მარ­ტო ტან­საც­მელ­მა, ის­ტო­რი­ა­მაც, რაც ამ ყვე­ლა­ფერს მოჰ­ყვა.

ნა­ო­კოს გულ­ზე წმინ­და ნი­ნოს ჯვა­რი ჰკი­დია, რო­დე­საც ვე­კი­თხე­ბი, რა­ტომ, როცა ის ქრის­ტი­ა­ნი არ არის, მპა­სუ­ხობს:

"ქრის­ტი­ა­ნი არ ვარ, მაგ­რამ რო­დე­საც ჯვარ­ზე ავე­დი და იქი­დან მცხე­თას გად­მოვ­ხე­დე, და­ვი­ნა­ხე ორი მდი­ნა­რის შე­ერ­თე­ბა, ეკ­ლე­სი­ე­ბი - უნებ­ლი­ედ ავ­ტირ­დი, ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თქვენს რე­ლი­გი­ას, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ ქრის­ტი­ა­ნი არ ვარ... ჯვარს კი ამ ყვე­ლაფ­რის ნიშ­ნად ვა­ტა­რებ, ამას­თან, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი, ვინც ვნა­ხე და გა­ვე­სა­უბ­რე, ნინო ჭან­ტუ­რია იყო... ესეც სიმ­ბო­ლუ­რი იყო. აი, ერთ ფრჩხილ­ზე წმინ­და ნი­ნოს ხატი მაქვს და­ხა­ტუ­ლი, მე­ო­რე­ზე - სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა. მჯე­რა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიქ­ნე­ბი, წმინ­და ნინო და­მი­ცავს.

მერე ქარ­თუ­ლი ჯვრი­სა და ვა­ზის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ბევ­რი ის­ტო­რია მო­ვის­მი­ნე. მომ­წონს სა­გა­ლო­ბე­ლი - "შენ ხარ ვე­ნა­ხი". რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ვეც­ნო­ბო­დი, ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, რომ ძა­ლი­ან ჰგავს ია­პო­ნი­ას, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოც პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, მის გარ­შე­მო ბევ­რი სხვა ქვე­ყა­ნაა გან­ლა­გე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას სხვა თვა­ლით უყუ­რებს და ცდი­ლობს, მის­გან სა­უ­კე­თე­სო მი­ით­ვი­სოს...

სა­ქარ­თვე­ლო ასე იმი­ტომ შე­მიყ­ვარ­და, რომ ამა­ყი ხალ­ხი ჰყავს, ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მე მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და სა­ქარ­თვე­ლოს და­ვი­ცავ, ესეც მომ­წონს და აღ­მაფრ­თო­ვა­ნებს! ისიც ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩვენს შო­რის ასე­თი სა­უ­ბა­რი შედ­გა...

რო­დე­საც თქვენს კერ­ძებს გა­ვე­ცა­ნი, ცოტა გა­უ­გე­ბა­რი იყო, მაგ­რამ გემო რომ გა­ვუ­სინ­ჯე, მო­ვი­ხიბ­ლე. მომ­წონს ხინ­კა­ლი, ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ხა­ჭა­პუ­რი, მაგ­რამ ია­პო­ნი­ა­ში ვერ ვა­კე­თებ, რად­გა­ნაც ქარ­თუ­ლი ყვე­ლი არ გვაქვს. თუმ­ცა გუ­ლის ფორ­მის აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი მა­ინც გა­მო­ვა­ცხე.

ქარ­თუ­ლი რე­ცეპ­ტით ამა თუ იმ ფხალ­საც ვამ­ზა­დებ, რაც იქ ძა­ლი­ან მოს­წონთ და პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მე­გობ­რე­ბიც აქ­ტი­უ­რად მეხ­მა­რე­ბი­ან. ისი­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ხომ მე და­ვა­ინ­ტე­რე­სე? ასე რომ, ვიც­ვამთ ქარ­თულ სა­მოსს, ვამ­ზა­დებთ ქარ­თულ კერ­ძებს, ვსვამთ ქარ­თულ ღვი­ნოს და ვსა­უბ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე", - ემო­ცი­უ­რად გვიყ­ვე­ბა ნა­ო­კო.

ია­პო­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის ოც­ნე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ია­პო­ნი­ას შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნა და­ი­ნიშ­ნოს, მა­ნამ­დე კი ეც­დე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ია­პო­ნე­ლი და­ა­ინ­ტე­რე­სოს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რით, სამ­ზა­რე­უ­ლო­თი, ის­ტო­რი­ით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ია­პო­ნე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავს, ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი მის­თვის იდე­ა­ლუ­რია:

"ადრე ია­პო­ნე­ლე­ბიც ასე ვცხოვ­რობ­დით. ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის წყო­ბა ერ­თმა­ნეთს ჰგავ­და, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის რიტ­მის გამო ბევ­რი რამ დავ­კარ­გეთ, ისე­თი სით­ბო აღარ არის, რო­გორც ადრე გვქონ­და", - ამ­ბობს ნა­ო­კო ტა­ჩი­ბა­ნა და უხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც და­ა­ინ­ტე­რე­სა. გვე­უბ­ნე­ბა, რომ შემ­დეგ ჯერ­ზე მა­საც აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­იყ­ვანს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"საქართველოში, მგონია, ზღაპარი აღმოვაჩინე..." - გაიცანით იაპონელი გოგონა, რომელსაც ქართული კაბა აცვია და აჭარულ ხაჭაპურებს აცხობს

"საქართველოში, მგონია, ზღაპარი აღმოვაჩინე..." - გაიცანით იაპონელი გოგონა, რომელსაც ქართული კაბა აცვია და აჭარულ ხაჭაპურებს აცხობს

იაპონიაში, ტოკიოში მცხოვრებმა ნაოკო ტაჩიბანამ ერთ დღეს "ტვიტერზე" "სამოსელი პირველის" მიერ შექმნილი ქართული სამოსი აღმოაჩინა, რითაც მოიხიბლა და დაინტერესდა, რომელ ქვეყანას ეკუთნოდა ტანსაცმელი. ასე აღმოაჩინა ტოკიოელმა ფოტოგრაფმა გოგონამ საქართველო და მას შემდეგ ჩვენს ქვეყანას უკვე მეოთხედ ესტუმრა.

ნაოკო ტაჩიბანა "ტვიტერზე" ცნობილია, როგორც საქართველოზე "შეყვარებული დეიდა" და სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. AMBEBI.GE-სთან საუბარში წუხს, რომ ძალიან ჭირს იაპოურ ენაზე საქართველოზე ინფორმაციის მოპოვება. ამასთან, ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული იაპონელების კლუბი შექმნა, სადაც სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს. აქტიურად თანამშრომლობს იაპონიაში საქართველოს საელჩოსთანაც, თბილისში კი იაპონური ენისა და კულტურის ცენტრთან, რომლის საშუალებითაც გავიცანით კიდეც ეს იაპონელი გოგონა.

ცენტრის წარმომადგენელი ნინო ჭანტურია გვეუბნება, ნაოკოს მიერ ტოკიოში მოწყობილი ღონისძიებები ქართულ სამზარეულოს, ქართულ ღვინოს, თბილისის ფოტოსურათების გამოფენას ეთმობა. ღონისძიებებზე, რომელსაც ტოკიოში ატარებს, იაპონელ გოგონას ქართული კაბა აცვია, ამზადებს ქართულ კერძებს და სტუმრებს ასე უმასპინძლდება.

ნაოკოს ქართველი მასპინძლები გვეუბნებიან, რომ გოგონას უკვე ისე უყვარს საქართველო, სადაც მიჰყავთ, ყველაგან სიხარულისგან ტირის, ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავსო. ნაოკო ამჟამად მუშაობს, რომ ტოკიოში ქართული რესტორანი გახსნას, რადგანაც აქამდე იქ ქართული რესტორანი არ არსებობდა.

ნაოკო ტაჩიბანა, იაპონელი ფოტოგრაფი:

"თქვენს ქვეყანაზე თავიდანვე ისეთი შთაბეჭდილება შემექნა, გეგონება რაღაც ზღაპარი აღმოვაჩინე და იქ მოვხვდი. ეს ისტორიული სამოსი ხომ სულ საოცრებაა! რეალური არ მეგონა, ვერ წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა ის სცმოდათ. ქართველები იმდენად ლამაზები ხართ და ტანზე ისე კარგად ირგებთ, რომ ვოცდები. მგონია, როგორც თქვენ, ის სხვა ეროვნების ადამიანს არ მოერგება.

ეროვნული სამოსის დღეზე სპეციალურად ჩამოვედი და ჩემი კიმონოთი დავესწარი, მაგრამ როდესაც ქართული ტანსაცმელი ჩავიცვი, რაღაც ძალიან ამაყი ქალბატონი გავხდი, ძალიან ძვირფასი შთაბეჭდილება დამიტოვა და არა მარტო ტანსაცმელმა, ისტორიამაც, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა.

ნაოკოს გულზე წმინდა ნინოს ჯვარი ჰკიდია, როდესაც ვეკითხები, რატომ, როცა ის ქრისტიანი არ არის, მპასუხობს:

"ქრისტიანი არ ვარ, მაგრამ როდესაც ჯვარზე ავედი და იქიდან მცხეთას გადმოვხედე, დავინახე ორი მდინარის შეერთება, ეკლესიები - უნებლიედ ავტირდი, ძალიან კარგად ვგრძნობ თქვენს რელიგიას, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ ქრისტიანი არ ვარ... ჯვარს კი ამ ყველაფრის ნიშნად ვატარებ, ამასთან, პირველი ქართველი, ვინც ვნახე და გავესაუბრე, ნინო ჭანტურია იყო... ესეც სიმბოლური იყო. აი, ერთ ფრჩხილზე წმინდა ნინოს ხატი მაქვს დახატული, მეორეზე - საქართველოს დროშა. მჯერა, როდესაც საქართველოში ვიქნები, წმინდა ნინო დამიცავს.

მერე ქართული ჯვრისა და ვაზის შესახებ ძალიან ბევრი ისტორია მოვისმინე. მომწონს საგალობელი - "შენ ხარ ვენახი". როდესაც საქართველოს ისტორიას ვეცნობოდი, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ძალიან ჰგავს იაპონიას, იმიტომ, რომ საქართველოც პატარა ქვეყანაა, მის გარშემო ბევრი სხვა ქვეყანაა განლაგებული, რომელიც ამ პატარა ქვეყანას სხვა თვალით უყურებს და ცდილობს, მისგან საუკეთესო მიითვისოს...

საქართველო ასე იმიტომ შემიყვარდა, რომ ამაყი ხალხი ჰყავს, ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მე მიყვარს საქართველო და საქართველოს დავიცავ, ესეც მომწონს და აღმაფრთოვანებს! ისიც ძალიან მიხარია, რომ ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა...

როდესაც თქვენს კერძებს გავეცანი, ცოტა გაუგებარი იყო, მაგრამ გემო რომ გავუსინჯე, მოვიხიბლე. მომწონს ხინკალი, ძალიან შემიყვარდა ხაჭაპური, მაგრამ იაპონიაში ვერ ვაკეთებ, რადგანაც ქართული ყველი არ გვაქვს. თუმცა გულის ფორმის აჭარული ხაჭაპური მაინც გამოვაცხე.

ქართული რეცეპტით ამა თუ იმ ფხალსაც ვამზადებ, რაც იქ ძალიან მოსწონთ და პოპულარობით სარგებლობს. მეგობრებიც აქტიურად მეხმარებიან. ისინი ამ მიმართულებით ხომ მე დავაინტერესე? ასე რომ, ვიცვამთ ქართულ სამოსს, ვამზადებთ ქართულ კერძებს, ვსვამთ ქართულ ღვინოს და ვსაუბრობთ საქართველოზე", - ემოციურად გვიყვება ნაოკო.

იაპონელი ფოტოგრაფის ოცნებაა საქართველოსა და იაპონიას შორის პირდაპირი ფრენა დაინიშნოს, მანამდე კი ეცდება, რაც შეიძლება ბევრი იაპონელი დააინტერესოს ქართული კულტურით, სამზარეულოთი, ისტორიით. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელი შეყვარებული ჰყავს, ქართული ოჯახი მისთვის იდეალურია:

"ადრე იაპონელებიც ასე ვცხოვრობდით. ჩვენი ოჯახების წყობა ერთმანეთს ჰგავდა, მაგრამ ცხოვრების რიტმის გამო ბევრი რამ დავკარგეთ, ისეთი სითბო აღარ არის, როგორც ადრე გვქონდა", - ამბობს ნაოკო ტაჩიბანა და უხარია, რომ საქართველოთი შეყვარებულიც დააინტერესა. გვეუბნება, რომ შემდეგ ჯერზე მასაც აუცილებლად ჩამოიყვანს...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ