საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯულია რობერტსი 51 წლის ხდება და მისი ფოტოსესია გაგაოგნებთ - "ლამაზმანი" კვლავ შეუდარებელია
ჯულია რობერტსი 51 წლის ხდება და მისი ფოტოსესია გაგაოგნებთ - "ლამაზმანი" კვლავ შეუდარებელია

ჯუ­ლია რო­ბერტსი რამ­დე­ნი­მე დღე­ში 51 წლის ხდე­ბა და ის ძვე­ლე­ბუ­რად გა­მა­ოგ­ნებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მსა­ხი­ობ­მა გა­მო­ცე­მის­თვის Harper's Bazaar იპო­ზი­ო­რა. ჯამ­ბა­ტის­ტა ვა­ლის ვარ­დის­ფერ კა­ბა­სა და „დი­ო­რის“ ბო­ტა­სებ­ში ოს­კა­რო­სა­ნი ვარ­სკვლა­ვი შე­უ­და­რე­ბე­ლია.

ჟურ­ნალ­ში და­ი­ბეჭ­და მისი ინ­ტერ­ვიუ, ჟურ­ნა­ლის­ტის ამ­პლუ­ა­ში კი ოპრა უინფრია, რო­მელ­მაც ჯუ­ლი­ას შვი­ლე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ი­სა და სხვა სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ და­უს­ვა კი­თხვე­ბი. ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რი ალექ­სი ლუ­ბო­მირსკია - ფო­ტოგ­რა­ფი, რო­მელ­მაც პრინ­ცი ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის ნიშ­ნო­ბის სე­სია გა­და­ი­ღო. Harper's Bazaar-ის ფო­ტო­ებ­ზე რო­ბერტსი კლდე­ზე მი­ცო­ცავს.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ წა­ი­კი­თხა კრი­ტი­კო­სე­ბის არა­კო­რექ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი, რო­გორ შე­სამ­ჩნე­ვად არის და­ბე­რე­ბუ­ლი და ჯუ­ლი­ას თქმით, მის­თვის ეს მტკივ­ნე­უ­ლია.

ოპ­რას­თან სა­უბ­რი­სას რო­ბერტსი ამ­ბობს, რომ გა­ოგ­ნე­ბუ­ლია ხალ­ხის ბო­რო­ტი პოს­ტე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. კონ­კრე­ტულ მა­გა­ლი­თად კი მო­იყ­ვა­ნა ძმიშ­ვი­ლის, ემა რო­ბერტსის მიერ სოცქსელ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ფოტო.

„ერთ დი­ლას მე და ემა ვსვამ­დით ჩაის, ვთა­მა­შობ­დით კარტს, ლა­მა­ზი დღე იყო... რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მან ჩვე­ნი სუ­რა­თი ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ა­ზი­ა­რა. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ და­ე­წე­რა, რო­გორ სა­შინ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი ფო­ტო­ზე, რომ ვგავ­დი კაცს, დავ­ბერ­დი...

ძა­ლი­ან გა­მაკ­ვირ­ვა ჩემ­მა რე­აქ­ცი­ამ. 50 წლის ქალი ვარ და სა­კუ­თა­რი თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, კო­მენ­ტა­რე­ბი მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ძა­ლი­ან მწყინს, რომ ხალ­ხმა ვერ და­ი­ნა­ხა სუ­რათ­ზე სით­ბო და მხი­ა­რუ­ლე­ბა,“ - ამ­ბობს ჯუ­ლია.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა შვი­ლებ­ზე 13 წლის ტყუ­პებ­ზე - ჰე­ი­ზელ­სა და ფი­ნე­უს­ზე და 11 წლის ჰენ­რი­ზე. მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ ბავ­შვებს დე­დის პო­პუ­ლა­რო­ბა არც კი აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი.

„თა­ვი­დან, რო­დე­საც ამ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რეს­დნენ, მკი­თხეს - „პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ?“ ვუ­პა­სუ­ხე, რომ ბევრ ადა­მი­ანს ჰქონ­და ნა­ნა­ხი ფილ­მე­ბი, სა­დაც მე ვმო­ნა­წი­ლე­ობ და იცი­ან, ვინ ვარ. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის შემ­დეგ მე­კი­თხე­ბი­ან - „შენ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ თუ ტე­ი­ლორ სვიფ­ტი?“

მსა­ხი­ობ­მა პო­ლი­ტი­კა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მთე­ლი ოჯა­ხი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჰი­ლა­რი კლინ­ტონს უჭერ­და მხარს. პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბით ბავ­შვე­ბიც იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და რო­დე­საც ტრამპმა გა­ი­მარ­ჯვა, ჰე­ი­ზელ­ზე მშობ­ლე­ბის იმედ­გაც­რუ­ე­ბამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იმოქ­მე­და.

„იმ მო­მენ­ტში მივ­ხვდი, რომ მას სჭირ­დე­ბო­და ჩემ­გან გამ­ხნე­ვე­ბა, რომ მისი ხმა ჯერ კი­დევ რა­მეს ნიშ­ნავ­და. ამი­ტო­მაც შე­ვუ­ერ­თდით ქა­ლე­ბის მარშს ვა­შინგტონ­ში. მინ­დო­და, სცოდ­ნო­და, რომ მას აქვს ად­გი­ლი დე­და­მი­წა­ზე, უნდა სჯე­რო­დეს კვლავ იმის, რი­საც აქამ­დე სჯე­რო­და, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ სხვა ადა­მი­ა­ნი გახ­და პრე­ზი­დენ­ტი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ჯულია რობერტსი 51 წლის ხდება და მისი ფოტოსესია გაგაოგნებთ - "ლამაზმანი" კვლავ შეუდარებელია

ჯულია რობერტსი 51 წლის ხდება და მისი ფოტოსესია გაგაოგნებთ - "ლამაზმანი" კვლავ შეუდარებელია

ჯულია რობერტსი რამდენიმე დღეში 51 წლის ხდება და ის ძველებურად გამაოგნებლად გამოიყურება. იუბილესთან დაკავშირებით მსახიობმა გამოცემისთვის Harper's Bazaar იპოზიორა. ჯამბატისტა ვალის ვარდისფერ კაბასა და „დიორის“ ბოტასებში ოსკაროსანი ვარსკვლავი შეუდარებელია.

ჟურნალში დაიბეჭდა მისი ინტერვიუ, ჟურნალისტის ამპლუაში კი ოპრა უინფრია, რომელმაც ჯულიას შვილების, სოციალური მედიისა და სხვა საკითხების შესახებ დაუსვა კითხვები. ფოტოების ავტორი ალექსი ლუბომირსკია - ფოტოგრაფი, რომელმაც პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ნიშნობის სესია გადაიღო. Harper's Bazaar-ის ფოტოებზე რობერტსი კლდეზე მიცოცავს.

იმის მიუხედავად, რომ შესანიშნავად გამოიყურება, მსახიობი ამბობს, რომ წაიკითხა კრიტიკოსების არაკორექტული კომენტარები, როგორ შესამჩნევად არის დაბერებული და ჯულიას თქმით, მისთვის ეს მტკივნეულია.

ოპრასთან საუბრისას რობერტსი ამბობს, რომ გაოგნებულია ხალხის ბოროტი პოსტებით სოციალურ ქსელებში. კონკრეტულ მაგალითად კი მოიყვანა ძმიშვილის, ემა რობერტსის მიერ სოცქსელში განთავსებული ფოტო.

„ერთ დილას მე და ემა ვსვამდით ჩაის, ვთამაშობდით კარტს, ლამაზი დღე იყო... რამდენიმე დღის შემდეგ მან ჩვენი სურათი ინტერნეტში გააზიარა. უამრავმა ადამიანმა ჩათვალა საჭიროდ დაეწერა, როგორ საშინლად გამოვიყურებოდი ფოტოზე, რომ ვგავდი კაცს, დავბერდი...

ძალიან გამაკვირვა ჩემმა რეაქციამ. 50 წლის ქალი ვარ და საკუთარი თავს ძალიან კარგად ვიცნობ. ამის მიუხედავად, კომენტარები მტკივნეული აღმოჩნდა. ძალიან მწყინს, რომ ხალხმა ვერ დაინახა სურათზე სითბო და მხიარულება,“ - ამბობს ჯულია.

მან ასევე ისაუბრა შვილებზე 13 წლის ტყუპებზე - ჰეიზელსა და ფინეუსზე და 11 წლის ჰენრიზე. მსახიობი ამბობს, რომ ბავშვებს დედის პოპულარობა არც კი აქვთ გააზრებული.

„თავიდან, როდესაც ამ საკითხით დაინტერესდნენ, მკითხეს - „პოპულარული ხარ?“ ვუპასუხე, რომ ბევრ ადამიანს ჰქონდა ნანახი ფილმები, სადაც მე ვმონაწილეობ და იციან, ვინ ვარ. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მეკითხებიან - „შენ უფრო პოპულარული ხარ თუ ტეილორ სვიფტი?“

მსახიობმა პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი ოჯახი საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს. პოლიტიკური პროცესებით ბავშვებიც იყვნენ დაინტერესებული და როდესაც ტრამპმა გაიმარჯვა, ჰეიზელზე მშობლების იმედგაცრუებამ ფსიქოლოგიურად იმოქმედა.

„იმ მომენტში მივხვდი, რომ მას სჭირდებოდა ჩემგან გამხნევება, რომ მისი ხმა ჯერ კიდევ რამეს ნიშნავდა. ამიტომაც შევუერთდით ქალების მარშს ვაშინგტონში. მინდოდა, სცოდნოდა, რომ მას აქვს ადგილი დედამიწაზე, უნდა სჯეროდეს კვლავ იმის, რისაც აქამდე სჯეროდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა ადამიანი გახდა პრეზიდენტი".

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს