ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის თანამშრომლებმა საპატიო სტუმარ ქვეყანას, საქართველოს სიურპრიზი გაუკეთეს - მათ ქართული სიმღერა "სულიკო" შეასრულეს. ვიდეო სოციალურ ქსელში ლაშა ბაქრაძემ გაავრცელა.
"მგონი წიგნის ბაზრობის ისტორიაში პირველად - ბაზრობის თანამშრომლებმა სტუმარ ქვეყანას სიურპრიზი გაუკეთეს" - წერს ბაქრაძე ვიდეოს კომენტირებისას.
VIDEO: სიურპრიზი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე - მასპინძლებმა საქართველოს "სულიკო" უმღერეს
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული ოფიციალურად 9 ოქტომბერს გაიხსნა. საქართველოს პავილიონი სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიზაინერმა გია ბოხუამ შექმნა.
საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის, პავილიონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად გახსნეს.