თურქეთში, სატვირთო ავტომანქანის ხიდიდან გადავარდნის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ამის შესახებ სააგენტო "ანადოლუ" იუწყება.
ავტომანქანაში, რომელიც ქალაქ აიდინიდან იზმირისკენ მიემართებოდა, მიგრანტები იმყოფებოდნენ. მან ბარიერი გაარღვია და 20 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მსხვერპლთა მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლება 13 დაშავებულის შესახებაც იუწყება. ავარიის მიზეზები დგინდება.