პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასოდეს იფიქროთ, დაღლილი ვარ და სულაც პიჟამათი გავალ სახლიდანო" - მილანში მცხოვრები ქართველი საოპერო ვარსკვლავის რჩევები ქალბატონებს
"არასოდეს იფიქროთ, დაღლილი ვარ და სულაც პიჟამათი გავალ სახლიდანო" - მილანში მცხოვრები ქართველი საოპერო ვარსკვლავის რჩევები ქალბატონებს

"კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ შე­უძ­ლი­ათ გა­ვიდ­ნენ ქუ­ჩა­ში სახ­ლის ჩუს­ტით და პი­ჟა­მა­თი, რაც მე არ მომ­წონს. ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გი­ლი აქვს, პი­ჟა­მა მხო­ლოდ ძი­ლის დროს არის კარ­გი და კომ­ფორ­ტუ­ლი... ქა­ლებ­მა ყო­ველ­თვის უნდა მო­ვი­წეს­რი­გოთ თავი და კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დეთ! ეს სხვე­ბის­თვის კი არ არის სა­ჭი­რო, არა­მედ ჩვენ­თვის!" - ამ­ჯე­რად რუბ­რი­კა­ში "გე­მოვ­ნე­ბა" მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სა­ო­პე­რო ვარ­სკვლა­ვი - ნინო მა­ჩა­ი­ძე ჩავ­წე­რეთ...

- თქვე­ნი მო­საზ­რე­ბით, რა ახ­დენს ყვე­ლა­ზე დიდ გავ­ლე­ნას გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე?

- ამ­ბო­ბენ, გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბე­ნო, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სწო­რედ ამა­ზე და­ო­ბენ და ყვე­ლა­ზე მეტს... ყვე­ლას ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბა გაგ­ვაჩ­ნია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა არის კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა! ვფიქ­რობ, დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მუ­სი­კა! ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი ვარ. კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა ამაღ­ლე­ბუ­ლი რა­მაა და ბავ­შვს კარ­გი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, დახ­ვე­წა­ში ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა... არ ვგუ­ლის­ხმობ შვი­ლე­ბის მხო­ლოდ კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სა­ღა­მო­ებ­ზე ტა­რე­ბას, არა­მედ მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში სწავ­ლა: ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე, ვი­ო­ლი­ნო­სა თუ ფლე­ი­ტა­ზე დაკ­ვრა, მუ­სი­კის შეს­წავ­ლა მოქ­მე­დებს ძა­ლი­ან კარ­გად.

დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუ რო­გორ სა­უბ­რო­ბენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი. კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა სა­უ­ბარ­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. თუ ოჯახ­ში ჟარ­გო­ნე­ბით ლა­პა­რა­კო­ბენ, რა თქმა უნდა, ეს ბავ­შვს კარ­გი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ვერ შე­უ­წყობს ხელს. ამი­ტო­მაც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მშობ­ლე­ბის სა­უ­ბარს, ბავ­შვე­ბი ჩვენ­გან ყვე­ლა­ფერს ის­რუ­ტა­ვენ... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს წიგ­ნებს და კარგ სკო­ლას. მო­მა­ვალ წელს ჩემი შვი­ლი სკო­ლა­ში მი­დის და უკვე დიდი ყუ­რა­დღე­ბით ვარ­ჩევთ მე და ჩემი მე­უღ­ლე, თუ რო­მე­ლი სკო­ლა იქ­ნე­ბა მის­თვის სა­უ­კე­თე­სო.

- თქვე­ნი შვი­ლი ალ­ბათ, მი­ლან­ში ის­წავ­ლის... ფა­სი­ან სკო­ლა­ში მი­იყ­ვანთ?

- დიახ, მი­ლან­ში მი­ვიყ­ვანთ სკო­ლა­ში, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გვსურს ფა­სი­ან სას­წავ­ლე­ბელ­ში შე­ვიყ­ვა­ნოთ! ჩვე­უ­ლებ­რივ, სა­ხელ­მწი­ფო სკო­ლა­ში ის­წავ­ლის. უბ­რა­ლოდ ვეც­დე­ბით, ის სკო­ლა შე­ვარ­ჩი­ოთ, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო გა­რე­მო იქ­ნე­ბა... გვსურს, კარ­გად აღ­ზრდი­ლი იყოს! მხო­ლოდ გე­მოვ­ნე­ბა­ზე კი არა, სა­ერ­თოდ, ბავ­შვის სწო­რი აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ის ფაქ­ტიც, თუ რო­გორ უბან­ში იზ­რდე­ბა! კარგ სკო­ლა­ში მხო­ლოდ კარ­გი პე­და­გო­გე­ბი და სწავ­ლის დონე კი არა, ისიც ვი­გუ­ლის­ხმე, ამ სკო­ლა­ში ვინც სწავ­ლობს. ხომ იცით, ბავ­შვი ყვე­ლა­ფერს იმე­ო­რებს, რა­საც ხე­დავს... მშობ­ლებს ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა გვმარ­თებს. ერ­თწუ­თი­ა­ნი მო­დუ­ნე­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა, სა­ნა­ნე­ბე­ლი გაგ­ვიხ­დეს!

- სა­მოგ­ზა­უ­როდ რო­გო­რი ქვეყ­ნე­ბი გირ­ჩევ­ნი­ათ: თა­ნა­მედ­რო­ვე მე­გა­პო­ლი­სე­ბი თუ ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის მქო­ნე?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს მუ­ზე­უ­მებ­ში ვი­ზი­ტე­ბი... ჩვენ რომ ცა­თამბჯე­ნე­ბად და თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლა­ქე­ბად მი­ვიჩ­ნევთ, იქაც კი ბევ­რი რამ არის სა­ინ­ტე­რე­სო და ის­ტო­რი­უ­ლი. მა­გა­ლი­თად, ნიუ-იორკში... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს პა­ტა­რა ქა­ლა­ქე­ბი. მა­გა­ლი­თად, იტა­ლი­ა­ში არის რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნის, უძ­ვე­ლე­სი, სულ პა­წა­წი­ნა ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც მე და ჩემი მე­უღ­ლე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­დი­ვართ ხოლ­მე.ვე­ღარც ჩა­მოვ­თვლი, რამ­დენ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი. ლა­მის მთე­ლი მსოფ­ლიო მაქვს მოვ­ლი­ლი. ერ­თა­დერ­თი არ ვყო­ფილ­ვარ ია­პო­ნი­ა­ში და ეს ძა­ლი­ან მაკ­ლია. მო­მა­ვალ წელს აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ; ერთი სული მაქვს, ეს დღე რო­დის დად­გე­ბა. ია­პო­ნია ის ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც მი­ზი­დავს, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე სამ­ზა­რე­უ­ლო­თი. სუ­შის ფანი ვარ...ამ­დენ ქვე­ყა­ნა­ში რომ ვარ ნამ­ყო­ფი, თავს უბედ­ნი­ე­რეს ადა­მი­ა­ნად ვთვლი... გა­ეც­ნო ბევ­რი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას, ის­ტო­რი­ას, ხალ­ხს - ეს დიდი სიმ­დიდ­რეა... სა­ერ­თოდ, იტა­ლი­ე­ლებს კარ­გი ჩვე­უ­ლე­ბა აქვთ: პენ­სი­ა­ში გას­ვლის შემ­დეგ თუ შვე­ბუ­ლე­ბის დროს, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მი­დი­ან. მათი დას­ვე­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბაა... მინ­და ვუ­სურ­ვო ჩემს საყ­ვა­რელ ერს, რომ ოდეს­მე ჩვენ­თა­ნაც იქ­ცეს მოგ­ზა­უ­რო­ბა წე­სად და რაც მთა­ვა­რია, სურ­ვი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სურ­ვი­ლე­ბის ახ­დე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ყვე­ლას ჰქონ­დეს.

- რო­მელ­მა ქვე­ყა­ნამ და­ტო­ვა თქვენ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­გორც გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბით და­სახ­ლე­ბულ­მა ად­გილ­მა?

- იტა­ლი­ამ! ამას წყა­ლი არ გა­უ­ვა! თუმ­ცა, მთელ იტა­ლი­ას არ ვგუ­ლის­ხმობ... მი­ლა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და მარ­თლა სხვა გან­ზო­მი­ლე­ბაა. იტა­ლი­ა­ში ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბით მიხ­ვდე­ბი, რო­მე­ლი ქა­ლა­ქი­დან არი­ან. მა­გა­ლი­თად, ნე­ა­პო­ლელს ყვე­ლას­გან გა­მო­არ­ჩევ. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას არ მოს­წონ­დეს, მაგ­რამ თა­ვი­ან­თი სტი­ლი აქვთ... მი­ლან­ში ყვე­ლა ასა­კის ქალ­ბა­ტონს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აც­ვია, მე ვი­ტყო­დი იდე­ა­ლუ­რად!

- ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­დან ვინ გახ­სენ­დე­ბათ, რო­გორც მი­სა­ბა­ძად გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი?

- ნანი ბრეგ­ვა­ძე! ვგიჟ­დე­ბი ამ ქალ­ბა­ტონ­ზე! ეტა­ლო­ნია გე­მოვ­ნე­ბის! ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სოდ აც­ვია და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა! მე ნანი ბრეგ­ვა­ძის ფანი ვარ...

- ამ­ბო­ბენ, რომ მსოფ­ლი­ო­ში მოდა გა­ი­ყი­ნა... ეთან­ხმე­ბით?

- არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში! მე მო­დის სფე­რო ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ყო­ველ­თვის თვალს ვა­დევ­ნებ. ზოგ რა­მეს ვი­ზი­ა­რებ, ზოგს - არა... არ მიყ­ვარს ძა­ლი­ან არა­ნორ­მა­ლუ­რი და ეპა­ტა­ჟუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბა... მო­და­ში ბევ­რი რამ იც­ვლე­ბა, წინ მი­დის, იც­ვლე­ბა კარ­გის ან ცუ­დის მხრივ, მაგ­რამ გა­ყი­ნუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არის!..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"არასოდეს იფიქროთ, დაღლილი ვარ და სულაც პიჟამათი გავალ სახლიდანო" - მილანში მცხოვრები ქართველი საოპერო ვარსკვლავის რჩევები ქალბატონებს

"არასოდეს იფიქროთ, დაღლილი ვარ და სულაც პიჟამათი გავალ სახლიდანო" - მილანში მცხოვრები ქართველი საოპერო ვარსკვლავის რჩევები ქალბატონებს

"კალიფორნიის შტატში ჩვეულებრივ შეუძლიათ გავიდნენ ქუჩაში სახლის ჩუსტით და პიჟამათი, რაც მე არ მომწონს. ყველაფერს თავის ადგილი აქვს, პიჟამა მხოლოდ ძილის დროს არის კარგი და კომფორტული... ქალებმა ყოველთვის უნდა მოვიწესრიგოთ თავი და კარგად გამოვიყურებოდეთ! ეს სხვებისთვის კი არ არის საჭირო, არამედ ჩვენთვის!" - ამჯერად რუბრიკაში "გემოვნება" მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო ვარსკვლავი - ნინო მაჩაიძე ჩავწერეთ...

- თქვენი მოსაზრებით, რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

- ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო, სინამდვილეში კი სწორედ ამაზე დაობენ და ყველაზე მეტს... ყველას ჩვენი მოსაზრება გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის კარგი გემოვნება! ვფიქრობ, დიდ გავლენას ახდენს მუსიკა! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ოპერის მომღერალი ვარ. კლასიკური მუსიკა ამაღლებული რამაა და ბავშვს კარგი გემოვნების ჩამოყალიბებაში, დახვეწაში ძალიან ეხმარება... არ ვგულისხმობ შვილების მხოლოდ კლასიკური მუსიკის საღამოებზე ტარებას, არამედ მუსიკალურ სკოლაში სწავლა: ფორტეპიანოზე, ვიოლინოსა თუ ფლეიტაზე დაკვრა, მუსიკის შესწავლა მოქმედებს ძალიან კარგად.

დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ საუბრობენ ოჯახის წევრები. კარგი გემოვნება საუბარშიც გამოიხატება. თუ ოჯახში ჟარგონებით ლაპარაკობენ, რა თქმა უნდა, ეს ბავშვს კარგი გემოვნების ჩამოყალიბებაში ვერ შეუწყობს ხელს. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების საუბარს, ბავშვები ჩვენგან ყველაფერს ისრუტავენ... რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წიგნებს და კარგ სკოლას. მომავალ წელს ჩემი შვილი სკოლაში მიდის და უკვე დიდი ყურადღებით ვარჩევთ მე და ჩემი მეუღლე, თუ რომელი სკოლა იქნება მისთვის საუკეთესო.

- თქვენი შვილი ალბათ, მილანში ისწავლის... ფასიან სკოლაში მიიყვანთ?

- დიახ, მილანში მივიყვანთ სკოლაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს ფასიან სასწავლებელში შევიყვანოთ! ჩვეულებრივ, სახელმწიფო სკოლაში ისწავლის. უბრალოდ ვეცდებით, ის სკოლა შევარჩიოთ, სადაც საუკეთესო გარემო იქნება... გვსურს, კარგად აღზრდილი იყოს! მხოლოდ გემოვნებაზე კი არა, საერთოდ, ბავშვის სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ის ფაქტიც, თუ როგორ უბანში იზრდება! კარგ სკოლაში მხოლოდ კარგი პედაგოგები და სწავლის დონე კი არა, ისიც ვიგულისხმე, ამ სკოლაში ვინც სწავლობს. ხომ იცით, ბავშვი ყველაფერს იმეორებს, რასაც ხედავს... მშობლებს ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს. ერთწუთიანი მოდუნებაც კი შეიძლება, სანანებელი გაგვიხდეს!

- სამოგზაუროდ როგორი ქვეყნები გირჩევნიათ: თანამედროვე მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?

- ძალიან მიყვარს მუზეუმებში ვიზიტები... ჩვენ რომ ცათამბჯენებად და თანამედროვე ქალაქებად მივიჩნევთ, იქაც კი ბევრი რამ არის საინტერესო და ისტორიული. მაგალითად, ნიუ-იორკში... განსაკუთრებულად მიყვარს პატარა ქალაქები. მაგალითად, იტალიაში არის რამდენიმე საუკუნის, უძველესი, სულ პაწაწინა ქალაქები, სადაც მე და ჩემი მეუღლე დიდი სიამოვნებით დავდივართ ხოლმე.ვეღარც ჩამოვთვლი, რამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ლამის მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი. ერთადერთი არ ვყოფილვარ იაპონიაში და ეს ძალიან მაკლია. მომავალ წელს აუცილებლად წავალ; ერთი სული მაქვს, ეს დღე როდის დადგება. იაპონია ის ქვეყანაა, რომელიც მიზიდავს, როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ასევე სამზარეულოთი. სუშის ფანი ვარ...ამდენ ქვეყანაში რომ ვარ ნამყოფი, თავს უბედნიერეს ადამიანად ვთვლი... გაეცნო ბევრი ქვეყნის კულტურას, ისტორიას, ხალხს - ეს დიდი სიმდიდრეა... საერთოდ, იტალიელებს კარგი ჩვეულება აქვთ: პენსიაში გასვლის შემდეგ თუ შვებულების დროს, სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან. მათი დასვენება მოგზაურობაა... მინდა ვუსურვო ჩემს საყვარელ ერს, რომ ოდესმე ჩვენთანაც იქცეს მოგზაურობა წესად და რაც მთავარია, სურვილის პარალელურად, სურვილების ახდენის შესაძლებლობაც ყველას ჰქონდეს.

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე განსაკუთრებულად კარგი შთაბეჭდილება, როგორც გემოვნებიანი ადამიანებით დასახლებულმა ადგილმა?

- იტალიამ! ამას წყალი არ გაუვა! თუმცა, მთელ იტალიას არ ვგულისხმობ... მილანი განსაკუთრებულია და მართლა სხვა განზომილებაა. იტალიაში ქალბატონების ჩაცმულობით მიხვდები, რომელი ქალაქიდან არიან. მაგალითად, ნეაპოლელს ყველასგან გამოარჩევ. შეიძლება ყველას არ მოსწონდეს, მაგრამ თავიანთი სტილი აქვთ... მილანში ყველა ასაკის ქალბატონს განსაკუთრებულად აცვია, მე ვიტყოდი იდეალურად!

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან ვინ გახსენდებათ, როგორც მისაბაძად გემოვნებიანი?

- ნანი ბრეგვაძე! ვგიჟდები ამ ქალბატონზე! ეტალონია გემოვნების! ადამიანი, რომელსაც ყოველთვის საუკეთესოდ აცვია და არაჩვეულებრივად გამოიყურება! მე ნანი ბრეგვაძის ფანი ვარ...

- ამბობენ, რომ მსოფლიოში მოდა გაიყინა... ეთანხმებით?

- არავითარ შემთხვევაში! მე მოდის სფერო ძალიან მიყვარს და ყოველთვის თვალს ვადევნებ. ზოგ რამეს ვიზიარებ, ზოგს - არა... არ მიყვარს ძალიან არანორმალური და ეპატაჟური ჩაცმულობა... მოდაში ბევრი რამ იცვლება, წინ მიდის, იცვლება კარგის ან ცუდის მხრივ, მაგრამ გაყინული ნამდვილად არ არის!..წაიკითხეთ სრულად

"ქალბატონთან ერთად, რომლისგანაც დავინფიცირდი, უბრალოდ ერთ ოთხში ვიყავი" - ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მე ვერ გავერკვიე მათ რაში ადანაშაულებენ... ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი" - მეუფე მელქისედეკი ივერი მელაშვილზე და ნატალია ილიჩოვაზე

ფაბრიკის 116 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა