სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაჭველი "მიტოს" საოცარი ამბავი, რომლის სახელსაც მსოფლიოს უმსხვილესი ოქროსმომპოვებელი კომპანიის დაარსება უკავშირდება
რაჭველი "მიტოს" საოცარი ამბავი, რომლის სახელსაც მსოფლიოს უმსხვილესი ოქროსმომპოვებელი კომპანიის დაარსება უკავშირდება

"მაიკ მი­ტომ მი­აღ­წია საქ­მე­ში რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს ახალ­ჩა­მო­სულ­თა­გან, რო­გორც ყვე­ლა­ზე კო­ლო­რი­ტულ­მა პი­როვ­ნე­ბამ და მი­ლი­ო­ნერ­მა "ოქ­როს ხე­ო­ბის" მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ოქ­როს­მომ­პო­ვე­ბელ­თა შო­რის. მაიკ მიტო და მისი ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რი სა­ლერ­ნო ტო­რონ­ტო­ში ჩა­ვიდ­ნენ, რათა და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ მათ მიერ გა­სულ ზა­ფხულს აღ­მო­ჩე­ნი­ლი ალ­მა­სის და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სალ­მო­ტას სა­წარ­მოს მუ­შა­ო­ბა. გა­ნა­ახ­ლეს ძვე­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, რათა ეს ჩა­ნა­ფიქ­რი სალ­მო­ტას ტბის მი­და­მო­ებ­ში გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ", - ეს არის გა­ზეთ­ში "Morning Digest" 1946 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ი­დან ამო­ნა­რი­დი, რო­მელ­შიც ქარ­თველ ოქ­როსმრეწ­ველ­ზე დი­მიტ­რი მეტ­რე­ველ­ზე, იგი­ვე მაიკ მი­ტო­ზეა სა­უ­ბა­რი.

მა­იკ­მი­ტოს - დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლის ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან ჰგავს ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის ფილ­მს - "ოქ­როს ციებ-ცხე­ლე­ბას", რომ­ლის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ალას­კა­ში მი­დის. "ოქ­როს ციებ-ცხე­ლე­ბა" რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის გა­მო­ძა­ხი­ლია, რო­მე­ლიც კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში 1848 წელს და­ი­წყო. ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტზე კა­ნა­და პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა იყო, სა­დაც 1823 წელს ოქ­როს მო­პო­ვე­ბა და და­მუ­შა­ვე­ბა და­ი­წყეს, მალე კა­ნა­დას ამე­რი­კა­მაც მი­ბა­ძა. 1848 წელს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, 1858 წელს კო­ლო­რა­დო­ში, 1859 წელს კი ნე­ვა­და­ში ოქ­როს აღ­მო­ჩე­ნას მარ­თლაც ნამ­დვი­ლი "ციებ-ცხე­ლე­ბა" მოჰ­ყვა.

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხი­დან და­იძ­რნენ ბე­დის­მა­ძი­ებ­ლე­ბი ამე­რი­კის­კენ. XIX სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში ოქ­როს მო­პო­ვე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ჩა­ცხრა, მაგ­რამ 1890 წელს კლონ­და­იკ­სა და ალას­კა­ზე ოქ­როს აღ­მო­ჩე­ნას ახა­ლი აფეთ­ქე­ბა მოჰ­ყვა. XIX სა­უ­კუ­ნე­ში ოქ­როს არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, მა­სობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო კლონ­და­ი­კის რე­გი­ონ­ში, იუ­კო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კა­ნა­დის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, ამ პე­რი­ოდს ზოგ­ჯერ იუ­კო­ნის ოქ­როს ციებ-ცხე­ლე­ბა­საც უწო­დე­ბენ. იუ­კო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ერ­თო ჯამ­ში ერთი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­პო­ვე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 390 ტონა ოქრო. ამე­რი­კელ ოქ­როს­მა­ძი­ე­ბელ­თა შო­რის იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბიც, ამის შე­სა­ხებ გივი კო­ბა­ხი­ძის ერ­თერთ წე­რილ­ში - "ქარ­თვე­ლე­ბი კა­ნა­და­შია" ნა­ამ­ბო­ბი. წე­რილ­ში მო­თხრო­ბი­ლია, თუ რო­გორ ჩა­ძი­რა ერთი ქარ­თვე­ლი მდი­ნა­რე­ში ქა­მარ­ში ჩა­კე­რე­ბულ­მა ოქ­რომ... არ ვი­ცით, რამ­დე­ნი შე­ი­წი­რა ამ ლი­თონ­მა, რამ­დენს მო­ე­ცა­რა ხელი, რამ­დე­ნი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და ან ვერ დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, წარ­მა­ტე­ბას კი ერ­თე­უ­ლებ­მა მი­აღ­წი­ეს, მათ შო­რის იყო დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლიც - ოქ­როს მრეწ­ვე­ლი ამე­რი­კა­სა და კა­ნა­და­ში. მაიკ მი­ტოს შე­სა­ხებ ის­ტო­რი­კო­სი რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი მოგ­ვი­თხრობს.

დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლი ამე­რი­კა­ში

დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლი 1895 წელს რა­ჭა­ში, სოფლ უწე­რა­ში და­ი­ბა­და. მა­შინ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მო­მა­ვალ­ში, შო­რე­ულ კა­ნა­და­ში მთელ ქა­ლაქს და­ა­არ­სებ­და, ალას­კა­ზე კი ოქ­როს მა­ღა­რო­ებს აა­მუ­შა­ვებ­და. დი­მიტ­რის ბავ­შვო­ბი­დან­ვე აჩ­ვევ­დნენ შრო­მას. რვა წლი­სა დურ­გალს მი­ა­ბა­რეს ხე­ლო­ბის შე­სას­წავ­ლად. თა­ნა­სოფ­ლელ­თა­გან ხში­რად ეს­მო­და ამე­რი­კი­სა და კა­ნა­დის ამ­ბე­ბი. თვი­თო­ნაც შეხ­ვედ­რია იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ მე­ზობ­ლებ­სა და ნა­თე­სა­ვებს, რომ­ლე­ბიც სა­ო­ცარ ამ­ბებს ყვე­ბოდ­ნენ, იქ ნაშვნი ფუ­ლით კი ცხოვ­რე­ბას იწყობ­დნენ. 1913 წელს დი­მიტ­რიც გაჰ­ყვა ერთ დიდ ჯგუფს ამე­რი­კა­ში, სა­დაც მას უკვე მრავ­ლად დახ­ვდნენ ქარ­თვე­ლე­ბი. იმ პე­რი­ოდ­ში რაჭ­ვე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად სი­ეტლსა და ვან­კუ­ვერ­ში იყ­ვნენ დაჯ­გუ­ფე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ვიქ­ტო­რი­ა­ში, საკ­რა­მენ­ტო­ში, ტა­კო­მსა და სან-ფრან­ცის­კო­ში მი­დი­ოდ­ნენ. ქარ­თვე­ლე­ბი ვან­კუ­ვერ­ში სი­ეტ­ლი­დან გა­და­დი­ოდ­ნენ და ძი­რი­თა­დად ხე-ტყის და­მუ­შა­ვე­ბა­სა და რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. 18 წლის დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლიც ჯერ სი­ეტ­ლში ჩა­ვი­და, შემ­დეგ ვან­კუ­ვერ­ში. რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ სა­ცხოვ­რებ­ლად კვე­ბე­კის მახ­ლობ­ლად პა­ტა­რა ქა­ლა­ქი ვალ­დო­რი აირ­ჩია. ცო­ლად ლი­ე­ტუ­ვუ­რი­რი წარ­მო­შო­ბის ქალი შე­ირ­თო. მათ სამი შვი­ლი - ორი ვაჟი და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი - ავ­გუს­ტი, ნეს­ტო­რი და ემი­ლია შე­ე­ძი­ნათ. ბევ­რი ხე­ლო­ბა მო­სინ­ჯა, ვიდ­რე ოქ­რო­თი და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. ოქ­როს­მა­ძი­ებ­ლო­ბა დიდ ენერ­გი­ას, ნე­ბის­ყო­ფა­სა და გამ­ჭრი­ა­ხო­ბას მო­ი­თხოვ­და, რაც დი­მიტ­რი­საც აღ­მო­აჩ­ნდა. მალე მი­აკ­ვლია ოქ­როს და ჯერ ერთი, შემ­დეგ კი რამ­დე­ნი­მე მა­ღა­რო აა­მუ­შა­ვა. მუ­შებ­თან ერ­თად მის გარ­შე­მო ნელ-ნელა სხვა ხალ­ხმაც იწყო და­სახ­ლე­ბა. და­ბას, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა, მისი გვა­რის მი­ხედ­ვით, ხალ­ხმა "მეტ­რე­ვე­ლი" უწო­და...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

რაჭველი "მიტოს" საოცარი ამბავი, რომლის სახელსაც მსოფლიოს უმსხვილესი ოქროსმომპოვებელი კომპანიის დაარსება უკავშირდება

რაჭველი "მიტოს" საოცარი ამბავი, რომლის სახელსაც მსოფლიოს უმსხვილესი ოქროსმომპოვებელი კომპანიის დაარსება უკავშირდება

"მაიკ მიტომ მიაღწია საქმეში რეკორდულ მაჩვენებელს ახალჩამოსულთაგან, როგორც ყველაზე კოლორიტულმა პიროვნებამ და მილიონერმა "ოქროს ხეობის" მრავალრიცხოვან ოქროსმომპოვებელთა შორის. მაიკ მიტო და მისი ამერიკელი პარტნიორი სალერნო ტორონტოში ჩავიდნენ, რათა დაეთვალიერებინათ მათ მიერ გასულ ზაფხულს აღმოჩენილი ალმასის დამამუშავებელი სალმოტას საწარმოს მუშაობა. განაახლეს ძველი ნაცნობობა, რათა ეს ჩანაფიქრი სალმოტას ტბის მიდამოებში განეხორციელებინათ", - ეს არის გაზეთში "Morning Digest" 1946 წელს გამოქვეყნებული სტატიიდან ამონარიდი, რომელშიც ქართველ ოქროსმრეწველზე დიმიტრი მეტრეველზე, იგივე მაიკ მიტოზეა საუბარი.

მაიკმიტოს - დიმიტრი მეტრეველის ამბავი ძალიან ჰგავს ჩარლი ჩაპლინის ფილმს - "ოქროს ციებ-ცხელებას", რომლის მთავარი პერსონაჟი ალასკაში მიდის. "ოქროს ციებ-ცხელება" რეალური ისტორიული მოვლენის გამოძახილია, რომელიც კალიფორნიაში 1848 წელს დაიწყო. ამერიკის კონტინენტზე კანადა პირველი ქვეყანა იყო, სადაც 1823 წელს ოქროს მოპოვება და დამუშავება დაიწყეს, მალე კანადას ამერიკამაც მიბაძა. 1848 წელს კალიფორნიაში, 1858 წელს კოლორადოში, 1859 წელს კი ნევადაში ოქროს აღმოჩენას მართლაც ნამდვილი "ციებ-ცხელება" მოჰყვა.

მსოფლიოს ყველა კუთხიდან დაიძრნენ ბედისმაძიებლები ამერიკისკენ. XIX საუკუნის 70-იან წლებში ოქროს მოპოვებისადმი ინტერესი ჩაცხრა, მაგრამ 1890 წელს კლონდაიკსა და ალასკაზე ოქროს აღმოჩენას ახალი აფეთქება მოჰყვა. XIX საუკუნეში ოქროს არაორგანიზებული, მასობრივი წარმოება დაიწყო კლონდაიკის რეგიონში, იუკონის ტერიტორიაზე, კანადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ამ პერიოდს ზოგჯერ იუკონის ოქროს ციებ-ცხელებასაც უწოდებენ. იუკონის ტერიტორიაზე საერთო ჯამში ერთი საუკუნის განმავლობაში მოპოვებულია დაახლოებით 390 ტონა ოქრო. ამერიკელ ოქროსმაძიებელთა შორის იყვნენ ქართველებიც, ამის შესახებ გივი კობახიძის ერთერთ წერილში - "ქართველები კანადაშია" ნაამბობი. წერილში მოთხრობილია, თუ როგორ ჩაძირა ერთი ქართველი მდინარეში ქამარში ჩაკერებულმა ოქრომ... არ ვიცით, რამდენი შეიწირა ამ ლითონმა, რამდენს მოეცარა ხელი, რამდენი იმედგაცრუებული დაბრუნდა ან ვერ დაბრუნდა სამშობლოში, წარმატებას კი ერთეულებმა მიაღწიეს, მათ შორის იყო დიმიტრი მეტრეველიც - ოქროს მრეწველი ამერიკასა და კანადაში. მაიკ მიტოს შესახებ ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი მოგვითხრობს.

დიმიტრი მეტრეველი ამერიკაში

დიმიტრი მეტრეველი 1895 წელს რაჭაში, სოფლ უწერაში დაიბადა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მომავალში, შორეულ კანადაში მთელ ქალაქს დააარსებდა, ალასკაზე კი ოქროს მაღაროებს აამუშავებდა. დიმიტრის ბავშვობიდანვე აჩვევდნენ შრომას. რვა წლისა დურგალს მიაბარეს ხელობის შესასწავლად. თანასოფლელთაგან ხშირად ესმოდა ამერიკისა და კანადის ამბები. თვითონაც შეხვედრია იქიდან დაბრუნებულ მეზობლებსა და ნათესავებს, რომლებიც საოცარ ამბებს ყვებოდნენ, იქ ნაშვნი ფულით კი ცხოვრებას იწყობდნენ. 1913 წელს დიმიტრიც გაჰყვა ერთ დიდ ჯგუფს ამერიკაში, სადაც მას უკვე მრავლად დახვდნენ ქართველები. იმ პერიოდში რაჭველები ძირითადად სიეტლსა და ვანკუვერში იყვნენ დაჯგუფებული, საიდანაც ვიქტორიაში, საკრამენტოში, ტაკომსა და სან-ფრანცისკოში მიდიოდნენ. ქართველები ვანკუვერში სიეტლიდან გადადიოდნენ და ძირითადად ხე-ტყის დამუშავებასა და რკინიგზის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. 18 წლის დიმიტრი მეტრეველიც ჯერ სიეტლში ჩავიდა, შემდეგ ვანკუვერში. რამდენიმე ქალაქში მოგზაურობის შემდეგ საცხოვრებლად კვებეკის მახლობლად პატარა ქალაქი ვალდორი აირჩია. ცოლად ლიეტუვურირი წარმოშობის ქალი შეირთო. მათ სამი შვილი - ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი - ავგუსტი, ნესტორი და ემილია შეეძინათ. ბევრი ხელობა მოსინჯა, ვიდრე ოქროთი დაინტერესდებოდა. ოქროსმაძიებლობა დიდ ენერგიას, ნებისყოფასა და გამჭრიახობას მოითხოვდა, რაც დიმიტრისაც აღმოაჩნდა. მალე მიაკვლია ოქროს და ჯერ ერთი, შემდეგ კი რამდენიმე მაღარო აამუშავა. მუშებთან ერთად მის გარშემო ნელ-ნელა სხვა ხალხმაც იწყო დასახლება. დაბას, რომელიც შეიქმნა, მისი გვარის მიხედვით, ხალხმა "მეტრეველი" უწოდა...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი