საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადიროვის მიერ ჰაბიბ ნურმაგომედოვისთვის ნაჩუქარი 2018 წლიანი მერსედესი რუსული მედიის განხილვის საგანი გახდა
კადიროვის მიერ ჰაბიბ ნურმაგომედოვისთვის ნაჩუქარი 2018 წლიანი მერსედესი რუსული მედიის განხილვის საგანი გახდა

სპორ­ტსმენ ჰა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვის­თვის ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის ნა­ჩუ­ქარ­მა მერ­სე­დეს­მა რუ­სულ მე­დი­ა­ში აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. ავ­ტო­მან­ქა­ნა, რომ­ლის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 6 მი­ლი­ონ რუბლს (60 ათა­სი დო­ლა­რი) შე­ად­გენს, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა შე­რე­ულ ორ­თაბ­რძო­ლა­ში მებ­რძო­ლი აჰ­მად კა­დი­რო­ვის ფონ­დი­დან შე­ი­ძი­ნა და გარ­და ამი­სა, სპორ­ტსმენს სხვა ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბიც გა­დას­ცა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 7 ოქ­ტომ­ბერს, ლას-ვე­გას­ში შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლის ვარ­სკვლა­ვე­ბი, და­ღეს­ტნე­ლი ჰა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი და ირ­ლან­დი­ე­ლი კო­ნორ მა­კგ­რე­გო­რი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ. მთა­ვა­რი ბრძო­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი გახ­და... და­ღეს­ტა­ნე­ლი მებ­რძო­ლის­თვის ეს რი­გით 27-ე გა­მარ­ჯვე­ბა იყო.

ბრძო­ლის პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია მა­ხა­ჩყა­ლას ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ში გა­და­ი­ცე­მო­და... ქა­ლაქ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ნურ­მა­გო­მე­დოვს ად­გი­ლობ­რი­ვი "ანჟი არე­ნას" სტა­დი­ონ­ზე ფანკლუ­ბის წევ­რე­ბი დახ­ვდნენ. და­ღეს­ტნელ სპორ­ტსმენს გა­მარ­ჯვე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მაც მი­უ­ლო­ცა.

"11 ოქ­ტომ­ბრის ნურ­მა­გო­მე­დო­ვი გროზ­ნო­ში ჩა­ვი­და, სა­დაც მას რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რი დახ­ვდა... კა­დი­როვ­მა მის პა­ტივ­სა­ცე­მად სა­ზე­ი­მო ვახ­შა­მიც მო­ა­წყო, რა დრო­საც UFC–ის ჩემ­პი­ონს მერ­სე­დე­სის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის ბოლო მო­დე­ლის გა­სა­ღე­ბი გა­დას­ცა... თუმ­ცა კა­დი­როვს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რა მო­დელს ჩუქ­ნი­და გა­მარ­ჯვე­ბულს, რა­მაც მა­შინ­ვე გა­ა­ჩი­ნა ეჭ­ვე­ბი, თუ სა­ი­დან აქვს ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ლი­დერს ამ­ხე­ლა ფი­ნან­სე­ბი და რო­გორ ხარ­ჯავს ის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ბი­უ­ჯეტს," - წერს kavkaz-uzel.eu.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, გროზ­ნოს მერ­მა იბ­რა­გიმ ზაკ­რი­ევ­მა ნურ­მა­გო­მე­დო­ვი ქა­ლა­ქის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის ტი­ტუ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მო­ბილს, რო­მე­ლიც და­ღეს­ტნელ­მა მებ­რძოლ­მა კა­დი­რო­ვის­გან სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო - რუ­სულ­მა მე­დი­ამ უკვე გა­ავ­რცე­ლა ავ­ტო­მან­ქა­ნის ფოტო, სა­დაც Mercedes W222 ჩანს. რუ­სე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში წე­რენ, რომ 2018 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 6 270 000 რუბ­ლი­დან იწყე­ბა და 17 100 000–მდე ადის.

"შავი, ცხა­დია, უფრო ძვი­რი ღირს... რა უნდა კა­დი­როვს, უფრო სწო­რად, რა უნდა პუ­ტინს და მის ხის თო­ჯი­ნას? რა სურთ, რომ დაგ­ვიმ­ტკი­ცონ, ჩვე­ნია ეს ქვე­ყა­ნა და რო­გორც გვინ­და ისე მო­ვიხ­მარ­თო, უმ­ძი­მე­სი სი­ცი­ა­ლუ­რი ფონი სუ­ლაც არ გვა­ღელ­ვებ­სო?.." - წე­რენ რუ­სე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, დო­ტა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბის მხრივ და­ღეს­ტა­ნი ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი 59,06 მი­ლი­არ­დი რუბ­ლით მე­სა­მე ად­გილ­ზეა. ჩეჩ­ნეთ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა ბოლო ორი წე­ლია გა­უმ­ჯო­ბეს­და და ის 27, 08 მი­ლი­არ­დი რუბ­ლით, მა­ღალ­დო­ტა­ცი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის ხუ­თე­ულ­ში შე­ვი­და.

ავტორი:

კადიროვის მიერ ჰაბიბ ნურმაგომედოვისთვის ნაჩუქარი 2018 წლიანი მერსედესი რუსული მედიის განხილვის საგანი გახდა

კადიროვის მიერ ჰაბიბ ნურმაგომედოვისთვის ნაჩუქარი 2018 წლიანი მერსედესი რუსული მედიის განხილვის საგანი გახდა

სპორტსმენ ჰაბიბ ნურმაგომედოვისთვის ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ნაჩუქარმა მერსედესმა რუსულ მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ავტომანქანა, რომლის ფასი დაახლოებით 6 მილიონ რუბლს (60 ათასი დოლარი) შეადგენს, ჩეჩნეთის ლიდერმა შერეულ ორთაბრძოლაში მებრძოლი აჰმად კადიროვის ფონდიდან შეიძინა და გარდა ამისა, სპორტსმენს სხვა ძვირფასი საჩუქრებიც გადასცა.

როგორც ცნობილია, 7 ოქტომბერს, ლას-ვეგასში შერეული ორთაბრძოლის ვარსკვლავები, დაღესტნელი ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ერთმანეთს შეხვდნენ. მთავარი ბრძოლის გამარჯვებული ხაბიბ ნურმაგომედოვი გახდა... დაღესტანელი მებრძოლისთვის ეს რიგით 27-ე გამარჯვება იყო.

ბრძოლის პირდაპირი ტრანსლაცია მახაჩყალას ცენტრალურ ქუჩაში გადაიცემოდა... ქალაქში დაბრუნების შემდეგ ნურმაგომედოვს ადგილობრივი "ანჟი არენას" სტადიონზე ფანკლუბის წევრები დახვდნენ. დაღესტნელ სპორტსმენს გამარჯვება ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა.

"11 ოქტომბრის ნურმაგომედოვი გროზნოში ჩავიდა, სადაც მას რესპუბლიკის ლიდერი დახვდა... კადიროვმა მის პატივსაცემად საზეიმო ვახშამიც მოაწყო, რა დროსაც UFC–ის ჩემპიონს მერსედესის მარკის ავტომანქანის ბოლო მოდელის გასაღები გადასცა... თუმცა კადიროვს არ დაუკონკრეტებია, რა მოდელს ჩუქნიდა გამარჯვებულს, რამაც მაშინვე გააჩინა ეჭვები, თუ საიდან აქვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს ამხელა ფინანსები და როგორ ხარჯავს ის რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტს," - წერს kavkaz-uzel.eu.

რუსული მედიის ცნობით, გროზნოს მერმა იბრაგიმ ზაკრიევმა ნურმაგომედოვი ქალაქის საპატიო მოქალაქის ტიტულით დააჯილდოვა.

რაც შეეხება ავტომობილს, რომელიც დაღესტნელმა მებრძოლმა კადიროვისგან საჩუქრად მიიღო - რუსულმა მედიამ უკვე გაავრცელა ავტომანქანის ფოტო, სადაც Mercedes W222 ჩანს. რუსები სოციალური ქსელში წერენ, რომ 2018 წელს გამოშვებული მანქანის ღირებულება 6 270 000 რუბლიდან იწყება და 17 100 000–მდე ადის.

"შავი, ცხადია, უფრო ძვირი ღირს... რა უნდა კადიროვს, უფრო სწორად, რა უნდა პუტინს და მის ხის თოჯინას? რა სურთ, რომ დაგვიმტკიცონ, ჩვენია ეს ქვეყანა და როგორც გვინდა ისე მოვიხმართო, უმძიმესი სიციალური ფონი სულაც არ გვაღელვებსო?.." - წერენ რუსები სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დოტაციების მიღების მხრივ დაღესტანი ფედერალური ბიუჯეტიდან მიღებული 59,06 მილიარდი რუბლით მესამე ადგილზეა. ჩეჩნეთში ეკონომიკური ვითარება ბოლო ორი წელია გაუმჯობესდა და ის 27, 08 მილიარდი რუბლით, მაღალდოტაციური რესპუბლიკების ხუთეულში შევიდა.

კორონავირუსით დაინფიცირებულმა ჩინელმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

"ქალები ძალადობაზე არ ჩივიან, თუ მამაკაცი სიმპათიურია" - ეკვადორის პრეზიდენტმა სექსისტური განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა, ჰონგ-კონგში კი, ჩინეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის მოთხოვნით, ექიმები გაიფიცნენ