ავტორი:

"შევაგინე და ხელი დამარტყა" - ახალი ფარული ჩანაწერები "ომეგა ჯგუფის" საქმეზე

"შევაგინე და ხელი დამარტყა" - ახალი ფარული ჩანაწერები "ომეგა ჯგუფის" საქმეზე

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მორიგ ფარულ აუდიოჩანაწერებს ასაჯაროებს. ტელეკომპანიამ ამჯერად სამი ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგას“ ერთ-ერთი მენეჯერი საუბრობენ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერში, ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ინციდენტზე საუბრობს და ამბობს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორთან, ირაკლი ფარცხალაძესთან კონფლიქტი მოუვიდა.

„ომეგას მენეჯერი - სადა კაცო სადა... აზრზე არა ვარ გოგისთან და კოკისთან არ მიკითხავს... რა ხდება მითხარი ორი სიტყვით რა იყო ლევან?

ლევან ყიფიანი - არაფერი, რაღაც უსიამოვნება მომივიდა

„ომეგას“ მენეჯერი - ვისთან?

ლევან ყიფიანი - ფარცხალაძე რომ არი...

„ომეგას“ მენეჯერი - ხო ვიცი, ეგ ხო ის იყო პროკურორი, რა მერე რა ფიზიკური გაქვს შენ თუ?

ლევან ყიფიანი - ხო ფიზიკურად. შევაგინე და ხელი დამარტყა

„ომეგას“ მენეჯერი - შეაგინე იმას, იმან ხელი დაგარტყა, მერე შენც დაარტყი?

ლევან ყიფიანი - ვეღარ მოვასწარი

„ომეგას“ მენეჯერი - და სარდაფში რა გინდოდა ვერ გავიგე?

ლევან ყიფიანი - რაღაც ოფისი აქვს რა.

ზაზა ოქუაშვილი - სპეციალური ოფისი აქვს, თუ ჭკვიანად არ მოიქცევი შენც მოხვდები იქ.

„ომეგას“ მენეჯერი - აა მოგიტაცა?

ლევან ყიფიანი - არა ჩემი ფეხით მივედი.

„ომეგას“ მენეჯერი - და ჩაგსვეს იქა?

ლევან ყიფიანი - ხო რა, რაღაცა ეგრე მოხდა მერე მოვიდა ეს ბიჭი და... ძმაკაცი მაგისი, მეო არ ვიცოდიო რაღაცაო და არ და არ დამიჯერაო რაღაცაო ... შემაგინეო, რა შემაგინაო...

„ომეგას“ მენეჯერი - მოიცა დაგარტყა თუ მერე გაგაკავეს და?

ლევან ყიფიანი - არა, ნუ გამლახეს რა, გამლახეს რა...

„ომეგას“ მენეჯერი - ვა, რა ნაგლი ყოფილა ხედავ ფარცხალაძე“.

„რუსთავი 2“-მა მეორე აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა, სადაც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი კიდევ ერთხელ საუბრობს ყოფილი პროკურორის მიერ მასზე ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ ჩანაწერში ახსენებენ ორ პირს: „ზარალასა“ და მაღრაძეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „ზარალა“ ბიზნესმენი გიორგი რამიშვილია, მაღრაძე კი პოეტი დავით მაღრაძე. ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, ფარცხალაძე-ყიფიანის შერიგება „ზარალამ“ და დავით მაღრაძემ სცადეს.

„ლევან ყიფიანი - ნუ, ჩვენ გვქონდა კიდე საუბარი ერთი-ერთზე, იქ, ალბათ, უნდა „ჩოტკათ“ განსაზღვრულიყო რო, მარა სხვანაირად წავიდა.

ზაზა ოქუაშვილი - ეხლა გახარია სულ აღარ ისმის, რა

ლევან ყიფიანი - არა, გახარიამ იმთავითვე დააფიქსირა, რომ მე ჩემი მისიაო ამ ეტაპზე მოვამთავრეო, სულ ეხლა გაუთავებლადო. ბოლო შეხვედრა ეგ იყო, მაშინ, ალბათ, ბრონის ჟილეტი ჩაეცვათ. სხვანაირად რო გეთქვა, რო მისთვის

ზაზა ოქუაშვილი - ხო მაშინ მე სხვა შანსს....

„ომეგას“ მენეჯერი - რა, საომარი გახდებოდა?

ლევან ყიფიანი - ალბათ, ხო. აბა, როგორ?

ლევან ყიფიანი - იქ მოკლე ხანში მოხდა, რო ის ჩაერია, იმის მეგობარი და ეს ვისთანაც ურთიერთობა მაქვს და უცბათ მოხდა, რაა, ლოკალიზება ამ კონფლიქტის, იქ ძირითადად „ზარალა“ ჩაერია, რაა

ზაზა ოქუაშვილი - ზარალა თუ მაღრაძე?

ლევან ყიფიანი - არა, მაღრაძე მერე უკვე და ზარალა მანამდე. მერე უკვე მაღრაძე შეხვდა ამ ღამის შემდეგ, მერე ის, რო ბიძინას შეხვდა.”

რაც შეეხება მესამე ფარულ აუდიოჩანაწერს, ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, „სპორტის ყოფილი მინისტრი ივანიშვილთან საუბარს იხსენებს“.

„ლევან ყიფიანი - ხო, ნუ არა, ნუ, მორჩა ეგ

„ომეგას“ მენეჯერი - შერიგდით..?

ლევან ყიფიანი - კი

„ომეგას“ მენეჯერი - ბიძინამ გაიგო ხო, ეგ ამბავი?

ლევან ყიფიანი - ბიძინამ რა, რატომ შეაგინეო

„ომეგას“ მენეჯერი - შეაგინეო?

ზაზა ოქუაშვილი - რატომ შეაგინეო, ამიტომ გადაიხადეო

„ომეგას“ მენეჯერი - რატომ დაგარტყა, ის არ უთქვია, რატომ შეაგინეო ...

ლევან ყიფიანი - თან პირველი შენ შეაგინეო...

„ომეგას“ მენეჯერი - გიჩივლა, იმან შემაგინაო და იმიტოო...

ლევან ყიფიანი - არა, მე ვერ დავიჯერე..“

ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს

ქალი, რომელმაც ყოფილ სტუდენტზე იქორწინა და დღეს ოფიციალურად მილიონერი დეპუტატია - ნატო ჩხეიძის უცნობი ცხოვრება

LIVE "ნიუსრუმიდან" - თინა ხიდაშელი, ნაზი ჯანეზაშვილი