ავტორი:

რატომ არ იხდის ქეთა თოფურია ჟურნალებისთვის - "ქართველ ქალს ამშვენებს მოკრძალება..."

რატომ არ იხდის ქეთა თოფურია ჟურნალებისთვის - "ქართველ ქალს ამშვენებს მოკრძალება..."

მომღერალი ქეთა თოფურია "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ის წელსზევით შიშველია. თუმცა, ქეთამ ინსტაგრამ-მიმდევრებს იმედები გაუცრუვა, რადგან ფოტოზე მისი შიშველი ზურგი ჩანს. А’Студио-ს ქართველი სოლისტი განმარტავს, რატომ არ იხდის ფოტოსესიებში:

"არ წყდება ზარები მამაკაცების ჟურნალებიდან - უნდათ ჩემი გადაღება, თუმცა მე არ მსურს შიშველმა ვიპოზიორო, მაქსიმუმი რაც შემიძლია - ჩემი მშვენიერი ზურგის ჩვენებაა. მახსოვს, ერთი ყვითელი გამოცემისთვის გადაღება გვქონდა. ყდაზე შიშველი ზურგით უნდა ვყოფილიყავი და გადაღების პროცესში მეუბნებიან - ქეთი, მოდი გავაკეთოთ ორი კადრი წინა მხრიდანაც, ხელები აიფარეთ, თუ არ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა, თქვენი ნებართვის გარეშე არსად დავბეჭდავთ... და რას ფიქრობთ? გვიგზავნიან მთელ ფოტოსესიას, ვარჩევთ ფოტოს ყდისთვის, რომელზეც ჩემი ზურგი ჩანს და... ჟურნალი გამოდის ჩემი ანფასით!

მოკლედ, მიყვარს სიყვითლე რა... საქმე უბრალოდ გახდილ ფოტოებში არ არის... დასავლეთში ასეთი გამოცემების ფოტოები ნამდვილი ხელოვნებაა, ჩვენთან კი საშინელება, მაგრამ მესმის, ჟურნალი ხომ უნდა გაყიდონ როგორმე" - წერს ქეთა თოფურია.

მომღერლის ნახევრადშიშველ ფოტოს უამრავი კომენტარი მოყვა და ქეთამ კიდევ ერთხელ დაიმსახურა ინტერნეტმომხმარებლების კომპლიმენტები. "მშვენიერება! ქეთა ისეთი საკონცერტო იმიჯი გაქვს, შენ არც უნდა გაიხადო"; "მშურს გუფის"; "შენ გაქვს კარგი ხმა და კარგი სტილი, ასე რომ გახდა არაფერში გჭირდება"; "გაფასებთ!"; "არაჩვეულებრივი ფიგურა გაქვთ, გაღმერთებთ" - წერენ კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები. ერთ-ერთი კომენტარი კი ასეთია - "ქართველ ქალს ამშვენებს მოკრძალება..."

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს