პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეტეხის" სიმღერები და ცეცხლის შოუ - "ქართული ღვინის ფესტივალი 2018" დასრულდა
"მეტეხის" სიმღერები და ცეცხლის შოუ - "ქართული ღვინის ფესტივალი 2018" დასრულდა

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018" ან­სამ­ბლ „მე­ტე­ხის" მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი­თა და ცე­ცხლის შო­უ­თი დას­რულ­და.

ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია allwine.ge-სა და "მე­ი­დან ჯფუ­გის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც წელს მე­ო­რედ გა­ი­მარ­თა, 50-მდე კომ­პა­ნი­ამ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია წარ­მო­ად­გი­ნა. შარ­დენ­ზე შეკ­რე­ბილ სტუმ­რებს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, ჩურ­ჩხე­ლა, ჩირი, უნი­კა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბის ყვე­ლი, ხილი და თაფ­ლი და­ე­გე­მოვ­ნე­ბი­ნათ.

იმი­სათ­ვის, რომ დე­გუს­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო ყო­ფი­ლი­ყო, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეს­ტი­ვა­ლი დატ­ვირ­თუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბით. შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა­ზე ზრუ­ნავ­დნენ ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი, უცხო­უ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი, დრა­მე­რე­ბი და ოჩო­ფე­ხე­ბი. შარ­შან­დე­ლის მსგავ­სად, წელ­საც ფეს­ტი­ვალს აფორ­მებ­დნენ მი­მე­ბი.

„წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი იყო. მო­ვი­და ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­მა­რი და ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლია. ღვი­ნის კომ­პა­ნი­ებ­მა თა­ვი­ან­თი მა­რა­გე­ბი სამ­ჯერ გა­და­ავ­სეს. ქარ­თველ ფოლკ­ლო­რულ ჯგუ­ფებს ენაც­ვლე­ბოდ­ნენ უცხო­უ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი. შოუ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. გა­სუ­ლი წლის გა­მოც­დი­ლე­ბით, მო­ლო­დი­ნი გვქონ­და, რომ ჩვე­ნი კონ­ცერ­ტი ტუ­რის­ტებს აა­ცეკ­ვებ­და, მაგ­რამ წელს ამ ყვე­ლა­ფერ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა იმი­ტომ, რომ აქ მო­სუ­ლი ყვე­ლა სტუ­მა­რი ცეკ­ვავ­და, მღე­რო­და, ერ­თო­ბო­და. ყვე­ლა­ფე­რი რის­თვი­საც ქარ­თვე­ლი სტუმ­რე­ბი აქ ჩა­მო­დი­ან, დღეს ერთ სივ­რცე­ში იყო თავ­მოყ­რი­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლი მო­მა­ვალ წელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა, კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი და მას­შტა­ბუ­რი. წელს ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლი ასე­თი ანშლა­გით გემ­შვი­დო­ბე­ბათ,“ - გა­ნა­ცხა­და ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძემ.

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალს“ სტუმ­რობ­დნენ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი. ან­სამ­ბლე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ სიმ­ღე­რებ­ზე სტუმ­რე­ბის ნა­წილ­მა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბიც შე­ას­რუ­ლა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს სა­უ­ბარ­ში ტუ­რის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნეს, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გე­მო­თი გა­მო­ირ­ჩე­ვა. მათი თქმით, ღვი­ნო ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია, რის წა­ღე­ბა­საც ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან გეგ­მა­ვენ.

მსგავ­სი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მი­ე­სალ­მე­ბი­ან ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც, რო­მელ­თა აზ­რი­თაც, ამ­გვა­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწყობს ხელს.

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“ 11:30 სა­ათ­ზე გა­რე­მოს დაც­ვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა გახ­სნა და სა­ღა­მოს 19:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და. ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“-ის პარტნი­ო­რე­ბი იყ­ვნენ: მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რი, ფოლკ­ლო­რის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, ART Shok Company.

ფეს­ტი­ვა­ლის მე­დია მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იყ­ვნენ: პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი, რა­დიო პა­ლიტ­რა, ambebi.ge, events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge

00:00 / 00:00
ავტორი:

"მეტეხის" სიმღერები და ცეცხლის შოუ - "ქართული ღვინის ფესტივალი 2018" დასრულდა

"მეტეხის" სიმღერები და ცეცხლის შოუ - "ქართული ღვინის ფესტივალი 2018" დასრულდა

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" ანსამბლ „მეტეხის" მიერ შესრულებული სიმღერებითა და ცეცხლის შოუთი დასრულდა.

ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და "მეიდან ჯფუგის" მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე, რომელიც წელს მეორედ გაიმართა, 50-მდე კომპანიამ ქართული პროდუქცია წარმოადგინა. შარდენზე შეკრებილ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ჩურჩხელა, ჩირი, უნიკალური სახეობის ყველი, ხილი და თაფლი დაეგემოვნებინათ.

იმისათვის, რომ დეგუსტაციის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ყოფილიყო, მთელი დღის განმავლობაში ფესტივალი დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით. შეკრებილი საზოგადოების განწყობაზე ზრუნავდნენ ქართული ფოლკლორული ანსამბლები, უცხოური მუსიკალური ჯგუფები, მოძრაობის თეატრის მსახიობები, დრამერები და ოჩოფეხები. შარშანდელის მსგავსად, წელსაც ფესტივალს აფორმებდნენ მიმები.

„წლევანდელი ფესტივალი, შარშანდელთან შედარებით ბევრად უფრო გაუმჯობესებული იყო. მოვიდა ძალიან ბევრი სტუმარი და ყველა კმაყოფილია. ღვინის კომპანიებმა თავიანთი მარაგები სამჯერ გადაავსეს. ქართველ ფოლკლორულ ჯგუფებს ენაცვლებოდნენ უცხოური მუსიკალური ჯგუფები. შოუ მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. გასული წლის გამოცდილებით, მოლოდინი გვქონდა, რომ ჩვენი კონცერტი ტურისტებს ააცეკვებდა, მაგრამ წელს ამ ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა იმიტომ, რომ აქ მოსული ყველა სტუმარი ცეკვავდა, მღეროდა, ერთობოდა. ყველაფერი რისთვისაც ქართველი სტუმრები აქ ჩამოდიან, დღეს ერთ სივრცეში იყო თავმოყრილი.

ფესტივალი მომავალ წელსაც აუცილებლად გაიმართება, კიდევ უფრო გაუმჯობესებული და მასშტაბური. წელს ჩვენი ფესტივალი ასეთი ანშლაგით გემშვიდობებათ,“ - განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანანო თავხელიძემ.

„ქართული ღვინის ფესტივალს“ სტუმრობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები. ანსამბლების მიერ შესრულებულ სიმღერებზე სტუმრების ნაწილმა ქართული ცეკვებიც შეასრულა.

როგორც AMBEBI.GE-ს საუბარში ტურისტები აღნიშნეს, ქართული ღვინო მრავალფეროვანი გემოთი გამოირჩევა. მათი თქმით, ღვინო ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რის წაღებასაც ისინი საქართველოდან გეგმავენ.

მსგავსი ფესტივალების ჩატარებას მიესალმებიან ქართული ღვინის კომპანიის წარმომადგენლებიც, რომელთა აზრითაც, ამგვარი ფესტივალები ტურიზმის განვითარებასა და ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ 11:30 საათზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა და საღამოს 19:00 საათამდე გაგრძელდა. ქართული ღვინის ფესტივალი 2018“-ის პარტნიორები იყვნენ: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები იყვნენ: პალიტრანიუსი, რადიო პალიტრა, ambebi.ge, events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი