პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" 50-მდე დასახელების კომპანიას საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქცია ასობით ქართველ და უცხოელ სტუმარს წარუდგინოს
„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" 50-მდე დასახელების კომპანიას საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქცია ასობით ქართველ და უცხოელ სტუმარს წარუდგინოს

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018" 50-მდე და­სა­ხე­ლე­ბის კომ­პა­ნი­ას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცია ასო­ბით ქარ­თველ და უცხო­ელ სტუ­მარს წა­რუდ­გი­ნოს. გა­სუ­ლი წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წელს ფეს­ტი­ვალ­ზე ღვი­ნის მსხვილ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად, მცი­რე მარ­ნე­ბიც არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი.

რო­გორც „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, ისი­ნი ფეს­ტი­ვალ­ში უკვე მე­ო­რედ იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

„ფეს­ტი­ვალ­ზე ჩვენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი გვაქვს 15 სა­ხე­ო­ბის ღვი­ნო, რო­გორც ევ­რო­პუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის, ასე­ვე ქვევ­რის ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ღვი­ნო­ე­ბი. ფეს­ტი­ვა­ლის იდეა პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან კარ­გია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნი­ას ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა თავი გა­მო­ა­ჩი­ნოს და სა­კუ­თა­რი ღვი­ნო რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ მომ­ხმა­რე­ბელს გა­აც­ნოს. ჩვენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ შარ­შან­დელ ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­შიც. ტუ­რის­ტე­ბის მხრი­დან ძა­ლი­ან დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა ასე­თი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის მი­მართ. მათ ყვე­ლა­ზე მე­ტად ქინ­ძმა­რა­უ­ლი მოს­წონთ,"- გა­ნა­ცხა­და „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნა­თია ხმა­ლა­ძემ.

რო­გორც კომ­პა­ნია „ძვე­ლი მარ­ნის" მე­ნე­ჯე­რი აღ­ნიშ­ნავს, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია და ეს არის ის, რი­თიც ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვა ხდე­ბა. მან ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მად­ლო­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­თვის გა­და­უ­ხა­და.

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნო სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ეს არის ის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რისტს იზი­დავს. ჩვე­ნი კომ­პა­ნია უკვე ხუთი წე­ლია წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქარ­თულ და უცხო­ურ ბაზ­რებ­ზე. ვა­წარ­მო­ებთ 15 სა­ხე­ო­ბის ღვი­ნოს. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი და­ყე­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით. ჩვე­ნი ღვი­ნო­ე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა არამ­ხო­ლოდ ხა­რის­ხით, არა­მედ მათი დი­ზა­ი­ნი­თაც. ჩვე­ნი ღვი­ნის ბოთ­ლე­ბი ხელ­ნა­კე­თია და დამ­ზა­დე­ბუ­ლია ბრინ­ჯა­ოს­გან. ასე­ვე, ჩვენს ღვი­ნის კომ­პა­ნი­ას დე­და­ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე ძვე­ლი, მე-17 სა­უ­კუ­ნის მა­რა­ნი აქვს. ბევ­რი ტუ­რის­ტი და მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­დის ამ მარ­ნის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად.

მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა „მე­ი­დან ჯგუფ­სა" და allwine.ge-ს ამ ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის იმი­ტომ, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა ჩვე­ნი ღვი­ნის შე­სა­ხებ პო­ტენ­ცი­ურ მომ­ხმა­რებ­ლებს ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ,"- გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნია „ძვე­ლი მარ­ნის“ მე­ნე­ჯერ­მა მი­რან­და მა­ი­სუ­რა­ძემ.

ამ­გვა­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა მცი­რე სა­ო­ჯა­ხო მარ­ნის „ძმე­ბი ხუ­ციშ­ვი­ლე­ბის ღვი­ნის მარ­ნის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

„მი­ვე­სალ­მე­ბი ამ­გვა­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ რო­გორც მცი­რე, ასე­ვე დიდ­მა მარ­ნებ­მა სა­კუ­თა­რი ღვი­ნო წარ­მო­ად­გი­ნონ. ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან დიდი საქ­მე კეთ­დე­ბა ამ ფეს­ტი­ვა­ლე­ბის სა­ხით“, - გა­ნა­ცხა­და "ძმე­ბი ხუ­ციშ­ვი­ლე­ბის მარ­ნის" ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გელა ხუ­ციშ­ვილ­მა.

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018" გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა გახ­სნა. ფეს­ტი­ვა­ლი შარ­დენ­ზე, სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს და 19:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“-ის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რი, ფოლკ­ლო­რის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, ART Shok Company.

ფეს­ტი­ვა­ლის მე­დია მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი, რა­დიო პა­ლიტ­რა, ambebi.ge,events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" 50-მდე დასახელების კომპანიას საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქცია ასობით ქართველ და უცხოელ სტუმარს წარუდგინოს

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" 50-მდე დასახელების კომპანიას საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქცია ასობით ქართველ და უცხოელ სტუმარს წარუდგინოს

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" 50-მდე დასახელების კომპანიას საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია ასობით ქართველ და უცხოელ სტუმარს წარუდგინოს. გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფესტივალზე ღვინის მსხვილ კომპანიებთან ერთად, მცირე მარნებიც არიან წარმოდგენილნი.

როგორც „მეღვინეობა ხარებას" წარმომადგენელი „ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, ისინი ფესტივალში უკვე მეორედ იღებენ მონაწილეობას.

„ფესტივალზე ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს 15 სახეობის ღვინო, როგორც ევროპული ტექნოლოგიის, ასევე ქვევრის ქართული ტრადიციული ღვინოები. ფესტივალის იდეა პირველ რიგში, ძალიან კარგია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. გარდა ამისა, კომპანიას ეძლევა საშუალება თავი გამოაჩინოს და საკუთარი ღვინო რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს გააცნოს. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ შარშანდელ ღვინის ფესტივალშიც. ტურისტების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა ასეთი ფესტივალების მიმართ. მათ ყველაზე მეტად ქინძმარაული მოსწონთ,"- განაცხადა „მეღვინეობა ხარებას" წარმომადგენელმა ნათია ხმალაძემ.

როგორც კომპანია „ძველი მარნის" მენეჯერი აღნიშნავს, ქართული ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათია და ეს არის ის, რითიც ქვეყანაში ტურისტების მოზიდვა ხდება. მან ფესტივალის ორგანიზატორებს მადლობა ღონისძიების ჩატარებისთვის გადაუხადა.

„ქართული ღვინო სავიზიტო ბარათია საქართველოსთვის და ეს არის ის, რაც საქართველოში ტურისტს იზიდავს. ჩვენი კომპანია უკვე ხუთი წელია წარმოდგენილია ქართულ და უცხოურ ბაზრებზე. ვაწარმოებთ 15 სახეობის ღვინოს. თითოეული მათგანი დაყენებულია ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით. ჩვენი ღვინოები გამოირჩევა არამხოლოდ ხარისხით, არამედ მათი დიზაინითაც. ჩვენი ღვინის ბოთლები ხელნაკეთია და დამზადებულია ბრინჯაოსგან. ასევე, ჩვენს ღვინის კომპანიას დედაქალაქში ყველაზე ძველი, მე-17 საუკუნის მარანი აქვს. ბევრი ტურისტი და მედიის წარმომადგენელი მოდის ამ მარნის დასათვალიერებლად.

მინდა მადლობა ვუთხრა „მეიდან ჯგუფსა" და allwine.ge-ს ამ ფესტივალის ორგანიზებისთვის იმიტომ, რომ საშუალება გვეძლევა ჩვენი ღვინის შესახებ პოტენციურ მომხმარებლებს ინფორმაცია მივაწოდოთ,"- განაცხადა კომპანია „ძველი მარნის“ მენეჯერმა მირანდა მაისურაძემ.

ამგვარი ფესტივალების ჩატარებას მიესალმება მცირე საოჯახო მარნის „ძმები ხუციშვილების ღვინის მარნის" წარმომადგენელიც. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.

„მივესალმები ამგვარი ფესტივალების ჩატარებას. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ როგორც მცირე, ასევე დიდმა მარნებმა საკუთარი ღვინო წარმოადგინონ. ზოგადად ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ძალიან დიდი საქმე კეთდება ამ ფესტივალების სახით“, - განაცხადა "ძმები ხუციშვილების მარნის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა.

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. ფესტივალი შარდენზე, სიონის ქუჩაზე მიმდინარეობს და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018“-ის პარტნიორები არიან: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები არიან: პალიტრანიუსი, რადიო პალიტრა, ambebi.ge,events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი