პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაანონსებულ კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
დაანონსებულ კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ „გირ­ჩის“ მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ კა­ნა­ფის ლე­გა­ლი­ზე­ბის ფეს­ტი­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. ბორ­ცვა­ძე გან­მარ­ტავს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ე.წ. ფეს­ტი­ვალ­ზე ად­გი­ლი ექ­ნე­ბა რა­ი­მე ტი­პის სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას - ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბას, ფლო­ბას, მოხ­მა­რე­ბას თუ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, პო­ლი­ცია ყვე­ლა სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პი­რის მი­მართ გა­ა­ტა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მკაცრ ზო­მებს.

„გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ე.წ. ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "გირ­ჩის” გან­ცხა­დე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­სა­ღე­ბა, მოხ­მა­რე­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია დას­ჯა­დია. ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ოდე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლია რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ისე, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით ის­ჯე­ბა ასე­ვე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო „გირ­ჩის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას აფა­სებს რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბის გან­ზრახ­ვას, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის ჩა­დე­ნის­კენ მო­წო­დე­ბას და მო­ქა­ლა­ქე­თა წა­ხა­ლი­სე­ბას ჩა­ე­ბან კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია. ამას­თან, პო­ლი­ცი­ის ფუნ­ქცი­აა მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცია და და­ნა­შა­უ­ლის დრო­უ­ლი აღ­კვე­თა.

შე­სა­ბა­მი­სად, „გირ­ჩის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 273 პრი­მა მუხ­ლის მე-2 და მე-8 ნა­წი­ლე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს მცე­ნა­რე კა­ნა­ფის ან მა­რი­ხუ­ა­ნის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას და გა­სა­ღე­ბას. და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხით 3-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამას­თან, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ე.წ. ფეს­ტი­ვალ­ზე ად­გი­ლი ექ­ნე­ბა რა­ი­მე ტი­პის სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას - ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბას, ფლო­ბას, მოხ­მა­რე­ბას თუ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, პო­ლი­ცია ყვე­ლა სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პი­რის მი­მართ გა­ა­ტა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მკაცრ ზო­მებს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­მა­ვალ­ში თავი შე­ი­კა­ვონ მსგავ­სი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან“, - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

დაანონსებულ კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

დაანონსებულ კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ „გირჩის“ მიერ დაანონსებულ კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ბორცვაძე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მარიხუანას ლეგალიზების აღსანიშნავი ე.წ. ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის” განცხადებას.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედებებისთვის განსაზღვრულია როგორც ადმინისტრაციული ისე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის წესით ისჯება ასევე ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ორგანიზება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამასთან, პოლიციის ფუნქციაა მართლწესრიგის დაცვა, სამართალდარღვევების პრევენცია და დანაშაულის დროული აღკვეთა.

შესაბამისად, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას. დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას მომავალში თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული განცხადებებისგან“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს