სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა
„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018" გა­რე­მოს დაც­ვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა გახ­სნა. რო­გორ მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თბი­ლის­ში ღვი­ნო­ბის­თვეს ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბა უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნო­ბის­თვის ფარ­გლებ­ში უკვე ტრა­დი­ცი­უ­ლად იმარ­თე­ბა სხვა­დას­ხვა ზე­ი­მი და ღო­ნის­ძი­ე­ბა. თბი­ლის­შიც, მე­ი­დან­ზე უკვე დამ­კვიდ­რდა ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბა. ჩვენ თავ­და­პირ­ვე­ლად ღვი­ნის დღე აღ­ვნიშ­ნეთ, შემ­დეგ ღვი­ნის კვი­რე­უ­ლი ჩა­ვა­ტა­რეთ და ვნა­ხეთ, რომ ამით ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ვა­ტა­როთ წლე­ვან­დე­ლი ღვი­ნო­ბის­თვე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კვი­რას მო­ი­ცავს რო­გორც თბი­ლის­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა მხა­რე­ში,"- გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“ ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზი­ი­სა და მე­დი­ა­პორ­ტა­ლის allwine.ge-სა და “მე­ი­დან ჯგუ­ფის” ორ­გა­ნი­ზე­ბით უკვე მე­ო­რედ იმარ­თე­ბა. დიდ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად, წელს მცი­რე მარ­ნე­ბიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვნენ და ფეს­ტი­ვალ­ზე სა­კუ­თარ პრო­დუქტს წარ­მო­ად­გე­ნენ.

„დღეს შარ­დენ­ზე იმარ­თე­ბა „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“. უკვე მე­ო­რე წე­ლია ვა­ტა­რებთ ამ ფეს­ტი­ვალს. შარ­შან­დე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით წელს მცი­რე მარ­ნე­ბიც იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჯამ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50 კომ­პა­ნი­აა. ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქარ­თუ­ლი ჩურ­ჩხე­ლა, ჩირი, ქარ­თუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, უნი­კა­ლუ­რი ყვე­ლი. მინ­და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დო, მობ­რძან­დით ფეს­ტი­ვალ­ზე, და­ა­გე­მოვ­ნეთ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ღვი­ნო და ისი­ა­მოვ­ნეთ.

სტუმ­რებს შევ­თა­ვა­ზებთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც: ცე­ცხლო­ვან შოუს, იქ­ნე­ბი­ან მი­მე­ბი, ოჩო­ფე­ხე­ბი, იქ­ნე­ბა ფოლკ­ლო­რი. ასე რომ მობ­რძან­დით თქვენს შვი­ლებ­თან ერ­თად და დრო სა­უ­კე­თე­სოდ გა­ა­ტა­რეთ,"- გა­ნა­ცხა­და ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძემ.

”ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“-ის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რი, ფოლკ­ლო­რის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, ART Shok Company.

ფეს­ტი­ვა­ლის მე­დია მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი, რა­დიო პა­ლიტ­რა, ambebi.ge,events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. როგორ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში ღვინობისთვეს ღვინის ფესტივალის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა.

„საქართველოში ღვინობისთვის ფარგლებში უკვე ტრადიციულად იმართება სხვადასხვა ზეიმი და ღონისძიება. თბილისშიც, მეიდანზე უკვე დამკვიდრდა ღვინის ფესტივალის ჩატარება. ჩვენ თავდაპირველად ღვინის დღე აღვნიშნეთ, შემდეგ ღვინის კვირეული ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ ამით ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში ჩავატაროთ წლევანდელი ღვინობისთვე, რომელიც რამდენიმე კვირას მოიცავს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა მხარეში,"- განაცხადა მინისტრმა.

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ ონლაინმაღაზიისა და მედიაპორტალის allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება. დიდ კომპანიებთან ერთად, წელს მცირე მარნებიც აქტიურად ჩაერთვნენ და ფესტივალზე საკუთარ პროდუქტს წარმოადგენენ.

„დღეს შარდენზე იმართება „ქართული ღვინის ფესტივალი 2018“. უკვე მეორე წელია ვატარებთ ამ ფესტივალს. შარშანდელისგან განსხვავებით წელს მცირე მარნებიც იღებენ მონაწილეობას. ჯამში დაახლოებით 50 კომპანიაა. ასევე წარმოდგენილია ქართული ჩურჩხელა, ჩირი, ქართული აქსესუარები, უნიკალური ყველი. მინდა ყველას მოვუწოდო, მობრძანდით ფესტივალზე, დააგემოვნეთ სხვადასხვა სახეობის ღვინო და ისიამოვნეთ.

სტუმრებს შევთავაზებთ მრავალფეროვან გასართობ ღონისძიებებსაც: ცეცხლოვან შოუს, იქნებიან მიმები, ოჩოფეხები, იქნება ფოლკლორი. ასე რომ მობრძანდით თქვენს შვილებთან ერთად და დრო საუკეთესოდ გაატარეთ,"- განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა ანანო თავხელიძემ.

”ქართული ღვინის ფესტივალი 2018“-ის პარტნიორები არიან: მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company.

ფესტივალის მედია მხარდამჭერები არიან: პალიტრანიუსი, რადიო პალიტრა, ambebi.ge,events.ambebi.ge, ipn.ge, kvirispalitra, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი