ავტორი:

"რედკოს” მარკეტინგის განყოფილებას კაწია აბსანძე უხელმძღვანელებს

"რედკოს” მარკეტინგის განყოფილებას კაწია აბსანძე უხელმძღვანელებს

დეველოპერული კომპანია "რედკო" ახალი გუდაურის ტერიტორიაზე 26 შენობას ააშენებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გენერალური გეგმის მიხედვით, ახალი შენობები მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს.

„რედკოს“ მარკეტინგის განყოფილების უფროსის კაწია აბსანძის თქმით, დეველოპერული კომპანია „რედკოს“ პროექტები მოიცავს აპარტ-ოტელების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების და სარეკრეაციო-დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას საქართველოს კურორტებზე. რედკო 2012 წლიდან მოღვაწეობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

„ჩვენ ვმუშაობთ ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან, მათ შორის კანადურ კომპანიასთან Ecosign-თან, რომელმაც გუდაურის განვითარების 5-წლიანი გენერალური გეგმა შეიმუშავა.

კომპანიის ბიზნეს პორტფოლიო მოიცავს მრავალ პროექტს, როგორიცაა:

  • კურორტი ახალი გუდაური - 8 დასრულებული და 18-ზე მეტი დაგეგმილი აპარტოტელი;
  • ბათუმი თაუერი - უნიკალური კომპლექსი, რომელიც მოიცავს 5* სასტუმროს “Le Méridien Batumi ”, სამორინეს და 75 ექსკლუზიურ რეზიდენციას;
  • სასტუმრო “Radisson Blu Gudauri“;
  • აპარტოტელი ბაკურიანში;
  • საცხოვრებელი სახლი თბილისში;
  • რესტორანი ძველი ბულვარი ბათუმში.

კომპანია „რედკო” ჩართულია ბანკის იპოთეკური სესხების პროგრამაში, რომელიც პოტენციურ მყიდველებს საშუალებას აძლევს, იპოთეკურ სესხზე განსაკუთრებული/პრივილეგირებული პირობებით ისარგებლონ, ჩვენ რამდენიმე დღეში დავაანონსებთ ექსკლუზიურ აქციას, რომელსაც "საქართველოს ბანკთან" ერთად ვგეგმავთ“, - აღნიშნა კაწია აბსანძემ.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის