პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანელი პრინცესების კაბებს მსოფლიო მედია განიხილავს - ფოტოები სამეფო ქორწილიდან
ბრიტანელი პრინცესების კაბებს მსოფლიო მედია განიხილავს - ფოტოები სამეფო ქორწილიდან

დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის შვი­ლიშ­ვილ­მა, იუ­ჯე­ნიმ ჯვა­რი უკვე და­ი­წე­რა. პრინ­ცე­სამ, რო­მე­ლიც სა­კურ­თხევ­ლამ­დე მა­მამ, იორ­კის ჰერ­ცოგ­მა მი­ა­ცი­ლა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღის­თვის დი­ზა­ი­ნე­რე­ბის - კრის­ტო­ფერ დე ვო­სი­სა და პი­ტერ პი­ლო­ტოს მიერ შექ­მნი­ლი კაბა შე­არ­ჩია.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ქორ­წი­ლე­ბის დროს, პა­ტარ­ძლის კა­ბი­სა და დი­ზა­ი­ნე­რე­ბის შე­სა­ხებ უშუ­ა­ლოდ ჯვრის­წე­რის დროს ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. ავ­სტრი­ელ-იტა­ლი­ელ დი­ზა­ი­ნერს პი­ლო­ტო­სა და მის პარტნი­ორს დე ვოსს სა­ქორ­წი­ნო კაბა არა­სო­დეს შე­უქ­მნი­ათ და პირ­ვე­ლი პა­ტარ­ძა­ლი, ვის­თვი­საც იმუ­შა­ვეს, სწო­რედ იუ­ჯი­ნი იყო.

პრინ­ცე­სა გრძელმკლა­ვი­ან კა­ბა­ში, მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი მხრე­ბით არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ზურ­მუხ­ტის ტი­ა­რა, რო­მე­ლიც იუ­ჯი­ნის ამ­შვე­ნებ­და, დე­დოფ­ლის დე­დას ეკუთ­ვნო­და.

პრინ­ცე­სამ თა­მა­მად ჩა­იც­ვა ზურ­გა­მოჭ­რი­ლი კაბა და არც უც­დია და­ე­მა­ლა ოპე­რა­ცი­ის­გან და­ტო­ვე­ბუ­ლი ნა­ი­ა­რე­ვი. იუ­ჯი­ნის 12 წლის ასაკ­ში სქო­ლი­ო­ზის გამო ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და.

რა დაჯ­და სა­ქორ­წი­ნო კაბა, მე­დი­ამ ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ და­ად­გი­ნა.

არა­ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რე­სით ელოდ­ნენ სა­მე­ფო ოჯა­ხის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იუ­ჯი­ნის ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის ცო­ლე­ბის, მე­გან მარ­კლი­სა და ქეით მიდლტო­ნის გა­მო­ჩე­ნას ჯვრის­წე­რა­ზე. 37 წლის მე­გა­ნი ეკ­ლე­სი­ა­ში მუქი ლურ­ჯი პალ­ტო­თი მი­ვი­და, რო­მე­ლიც მის­მა საყ­ვა­რელ­მა ბრენდმა, „ჟი­ვენ­შიმ“ შექ­მნა. მარ­კლი ტა­ძარ­ში ქმარ­თან, პრინც ჰა­რის­თან ერ­თად შე­ვი­და და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ფო­ტო­კა­მე­რე­ბის წინ არ უპო­ზი­ო­რია.

საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის მიერ შექ­მნი­ლი სა­მო­სი ეცვა ქეით მიდლტონ­საც - არა­ვის გა­უკ­ვირ­და, რომ უი­ლი­ა­მის ცოლი კვლავ ალექ­სან­დრ მაკ­ქუ­ი­ნის კა­ბით გა­მოჩ­ნდა. მიდლტო­ნი და პრინ­ცი უი­ლი­ა­მი ჯვრის­წე­რა­ზე შვი­ლე­ბის გა­რე­შე მი­ვიდ­ნენ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯორ­ჯი და შარ­ლო­ტა პა­ტარ­ძალ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდნენ ეკ­ლე­სი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ბრიტანელი პრინცესების კაბებს მსოფლიო მედია განიხილავს - ფოტოები სამეფო ქორწილიდან

ბრიტანელი პრინცესების კაბებს მსოფლიო მედია განიხილავს - ფოტოები სამეფო ქორწილიდან

დედოფალ ელისაბედის შვილიშვილმა, იუჯენიმ ჯვარი უკვე დაიწერა. პრინცესამ, რომელიც საკურთხევლამდე მამამ, იორკის ჰერცოგმა მიაცილა, უმნიშვნელოვანესი დღისთვის დიზაინერების - კრისტოფერ დე ვოსისა და პიტერ პილოტოს მიერ შექმნილი კაბა შეარჩია.

ტრადიციულად, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქორწილების დროს, პატარძლის კაბისა და დიზაინერების შესახებ უშუალოდ ჯვრისწერის დროს ხდება ცნობილი. ავსტრიელ-იტალიელ დიზაინერს პილოტოსა და მის პარტნიორს დე ვოსს საქორწინო კაბა არასოდეს შეუქმნიათ და პირველი პატარძალი, ვისთვისაც იმუშავეს, სწორედ იუჯინი იყო.

პრინცესა გრძელმკლავიან კაბაში, მოშიშვლებული მხრებით არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ზურმუხტის ტიარა, რომელიც იუჯინის ამშვენებდა, დედოფლის დედას ეკუთვნოდა.

პრინცესამ თამამად ჩაიცვა ზურგამოჭრილი კაბა და არც უცდია დაემალა ოპერაციისგან დატოვებული ნაიარევი. იუჯინის 12 წლის ასაკში სქოლიოზის გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

რა დაჯდა საქორწინო კაბა, მედიამ ჯერჯერობით, ვერ დაადგინა.

არანაკლები ინტერესით ელოდნენ სამეფო ოჯახის გულშემატკივრები იუჯინის ბიძაშვილების ცოლების, მეგან მარკლისა და ქეით მიდლტონის გამოჩენას ჯვრისწერაზე. 37 წლის მეგანი ეკლესიაში მუქი ლურჯი პალტოთი მივიდა, რომელიც მისმა საყვარელმა ბრენდმა, „ჟივენშიმ“ შექმნა. მარკლი ტაძარში ქმართან, პრინც ჰარისთან ერთად შევიდა და ჟურნალისტების ფოტოკამერების წინ არ უპოზიორია.

საყვარელი დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსი ეცვა ქეით მიდლტონსაც - არავის გაუკვირდა, რომ უილიამის ცოლი კვლავ ალექსანდრ მაკქუინის კაბით გამოჩნდა. მიდლტონი და პრინცი უილიამი ჯვრისწერაზე შვილების გარეშე მივიდნენ, თუმცა მოგვიანებით ჯორჯი და შარლოტა პატარძალთან ერთად გამოჩნდნენ ეკლესიაში.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"