პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფო არის წამებით მოკლული... ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში" - რას ყვება საბერძნეთში გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მეგობარი
"სოფო არის წამებით მოკლული... ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში" - რას ყვება საბერძნეთში გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მეგობარი

სა­ბერ­ძნეთ­ში 23 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი სოფო წიკ­ლა­უ­რია, მას 2 თვის ბავ­შვი დარ­ჩა.

AMBEBI.GE ათენ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ემიგ­რან­ტის მე­გო­ბარს ქე­თე­ვან ძი­გუ­ას და­უ­კავ­შირ­და.

"სო­ფოს ერ­თა­დერ­თი სა­უ­კე­თე­სო, უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი ვარ, ერ­თმა­ნე­თის­თვის დე­ბი­ვით ვი­ყა­ვით. 5 წე­ლია, ორი­ვე ერ­თად ემიგ­რა­ცი­ა­ში ვართ სა­ბერ­ძნეთ­ში. სო­ფოს ჰყავს 2 თვის პა­ტა­რა ალექ­სან­დრე.

სო­ფოს გვა­რი არის შან­ში­აშ­ვი­ლი, წიკ­ლა­უ­რი დე­დის გვა­რია. დე­დის გვარ­ზე უნ­დო­და გა­დას­ვლა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წიკ­ლა­უ­რი ეწე­რა. თუმ­ცა, სა­ბუ­თე­ბით შან­ში­აშ­ვი­ლია და ცხა­დია, პო­ლი­ცი­ას, სა­კონ­სუ­ლოს ასე აქვს გა­და­ცე­მუ­ლი მისი დო­კუ­მენ­ტე­ბი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ი­წე­რა ისიც, რომ 2 დღის მკვდა­რია. არ არის ეს გოგო 2 დღის მკვდა­რი, ეს არა­ვის და­უდ­გე­ნია. დე­ტა­ლებს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს და სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს სა­ღა­მოს მე­ცო­დი­ნე­ბა" - გვე­უბ­ნე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი.

ძი­გუა იხ­სე­ნებს, რო­გორ იპო­ვა მან და კი­დევ ორმა ადა­მი­ან­მა გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რის ცხე­და­რი:

"დი­ლი­დან ისე მოხ­და, რომ სოფო ვერ ვი­პო­ვე. სხვა­გან ჩემ გა­რე­შე არ მი­დი­ო­და. სამ­სა­ხუ­რი­დან მას­თან მივ­დი­ო­დი, საჭ­მე­ლი მიმ­ქონ­და ხოლ­მე და ყო­ველ­თვის ერ­თად ვჭამ­დით, ერ­თმა­ნეთს ვე­ლო­დე­ბო­დით ყა­ვა­ზეც... ამ­ჯე­რად სახ­ლში მას­თან რომ მი­ვე­დი, კარი არა­ვინ გა­მი­ღო, ძა­ლინ ავ­ნერ­ვი­ულ­დი, მით უფრო, რომ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შემ­ხმი­ა­ნე­ბია, არც სმს გა­მო­უგ­ზავ­ნია, ტე­ლე­ფო­ნიც გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და. ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტეთ, კარი შეგ­ვემტვრია, ამა­ში 2 ადა­მი­ა­ნი და­მეხ­მა­რა..

კარი პო­ლი­ცი­ის გა­რე­შე შე­ვამ­ტვრი­ეთ, რად­გან სახ­ლი­დან ძაღ­ლის ყმუ­ი­ლი ის­მო­და, თან, არ ვი­ცო­დით და ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დით მსგავ­სი რამ თუ დაგ­ვხვდე­ბო­და იქ, ამას ვერ ვფიქ­რობ­დით. რომ შე­ვე­დით, ვნა­ხეთ ია­ტაკ­ზე დაგ­დე­ბუ­ლი სოფო, ბავ­შვი თა­ვის სა­წოლ­ში იწვა. რო­გორც პო­ლი­ცი­ამ გვი­თხრა, სამ­წუ­ხა­როდ, პა­ტა­რა და­მამ­შვი­დე­ბე­ლი წამ­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო... პო­ლი­ცი­ამ თვით­მკვლე­ლო­ბა გა­მო­რი­ცხა, ანუ სა­ვა­რა­უ­დოდ, მოკ­ლუ­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ტე­ლე­ფო­ნის კა­ბე­ლით არის დამ­ხრჩვა­ლი, სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვე­ბი აქვს ტან­ზე" - ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი გო­გო­ნა სა­ბერ­ძნეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს

- სოფო ვის­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და სახ­ლში?

- ბავ­შვთან და ძაღ­ლთან ერ­თად ცხოვ­რობ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მე­უღ­ლე პა­ტი­მა­რია. ისი­ნი სა­ბერ­ძნეთ­ში და­ქორ­წინ­დნენ, მერე მისი ქმა­რი და­ი­ჭი­რეს. ქმარ­თან არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო. მისი ქმა­რიც, იქი­დან რე­კავ­და და რო­გორც მე ვე­ძებ­დი, ისიც ასე ეძებ­და მას.

- ანუ სო­ფოს მე­უღ­ლე სას­ჯელს სა­ბერ­ძნეთ­ში იხ­დის?

- კი.

- რას საქ­მი­ა­ნობ­და სოფო ათენ­ში?

- სა­ნამ გა­თხოვ­დე­ბო­და, მუ­შა­ობ­და ისე, რო­გორც მე ვმუ­შა­ობ, ალა­გებ­და ოჯახ­ში, ბავ­შვებ­თა­ნაც მუ­შა­ობ­და და ბე­ბი­ას­თა­ნაც. მერე, რო­გორც ვთქვი, და­ქორ­წინ­და, ორ­სუ­ლად იყო და ამი­ტომ აღარ საქ­მი­ა­ნობ­და. მერე უკვე პა­ტა­რა ჰყავ­და და მას უვ­ლი­და. ამ წუ­თის­თვის დრო­ე­ბით უმუ­შე­ვა­რი იყო...

- ერთ სახ­ლში არ ცხოვ­რობ­დით?

- არა, სხვა­დას­ხვა სახ­ლებ­ში ვცხოვ­რობ­დით... სოფო წარ­მო­შო­ბით მთი­უ­ლია, ცხოვ­რობ­და თბი­ლის­ში და რო­გორც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ისიც სა­ბერ­ძნეთ­ში წა­მო­ვი­და სა­მუ­შა­ოდ.

- წინა დღე­ებ­ში რო­გო­რი გან­წყო­ბა ჰქონ­და? დეპ­რე­სი­უ­ლი ხომ არ იყო, რა­ი­მე­ზე ხომ არ დარ­დობ­და ან ხომ არ ავად­მყო­ფობ­და?

- არა­ნა­ი­რად. დეპ­რე­სი­უ­ლი არ ყო­ფი­ლა და რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, სო­ფოს თვით­მკვლე­ლო­ბა გა­მო­რი­ცხა პო­ლი­ცი­ამ და ექ­სპერ­ტმა. მათი ვერ­სი­ით, სოფო არის წა­მე­ბით მოკ­ლუ­ლი. ხე­ლე­ბი დამ­ტვრე­უ­ლი ჰქონ­და, სხე­ულ­ზე სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვე­ბი და სი­ლურ­ჯე­ე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ერთი მუჭა სა­კუ­თა­რი თმა ეჭი­რა ხელ­ში, ეტყო­ბა, სიმ­წრის­გან ჩა­მოგ­ლე­ჯი­ლი. ამ წუ­თის­თვის მეტი არა­ფე­რი ვიცი, მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვე­ნე­ბის სა­კი­თხში სა­კონ­სუ­ლო გვეხ­მა­რე­ბა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ში ჩარ­თუ­ლია ათენ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"სოფო არის წამებით მოკლული... ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში" - რას ყვება საბერძნეთში გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მეგობარი

"სოფო არის წამებით მოკლული... ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში" - რას ყვება საბერძნეთში გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მეგობარი

საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი სოფო წიკლაურია, მას 2 თვის ბავშვი დარჩა.

AMBEBI.GE ათენში გარდაცვლილი ემიგრანტის მეგობარს ქეთევან ძიგუას დაუკავშირდა.

"სოფოს ერთადერთი საუკეთესო, უახლოესი მეგობარი ვარ, ერთმანეთისთვის დებივით ვიყავით. 5 წელია, ორივე ერთად ემიგრაციაში ვართ საბერძნეთში. სოფოს ჰყავს 2 თვის პატარა ალექსანდრე.

სოფოს გვარი არის შანშიაშვილი, წიკლაური დედის გვარია. დედის გვარზე უნდოდა გადასვლა და სოციალურ ქსელში წიკლაური ეწერა. თუმცა, საბუთებით შანშიაშვილია და ცხადია, პოლიციას, საკონსულოს ასე აქვს გადაცემული მისი დოკუმენტები. სოციალურ ქსელში დაიწერა ისიც, რომ 2 დღის მკვდარია. არ არის ეს გოგო 2 დღის მკვდარი, ეს არავის დაუდგენია. დეტალებს გამოძიება დაადგენს და სავარაუდოდ, დღეს საღამოს მეცოდინება" - გვეუბნება გარდაცვლილის მეგობარი.

ძიგუა იხსენებს, როგორ იპოვა მან და კიდევ ორმა ადამიანმა გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი:

"დილიდან ისე მოხდა, რომ სოფო ვერ ვიპოვე. სხვაგან ჩემ გარეშე არ მიდიოდა. სამსახურიდან მასთან მივდიოდი, საჭმელი მიმქონდა ხოლმე და ყოველთვის ერთად ვჭამდით, ერთმანეთს ველოდებოდით ყავაზეც... ამჯერად სახლში მასთან რომ მივედი, კარი არავინ გამიღო, ძალინ ავნერვიულდი, მით უფრო, რომ მთელი დღის განმავლობაში არ შემხმიანებია, არც სმს გამოუგზავნია, ტელეფონიც გათიშული ჰქონდა. ბოლოს გადავწყვიტეთ, კარი შეგვემტვრია, ამაში 2 ადამიანი დამეხმარა..

კარი პოლიციის გარეშე შევამტვრიეთ, რადგან სახლიდან ძაღლის ყმუილი ისმოდა, თან, არ ვიცოდით და ვერც წარმოვიდგენდით მსგავსი რამ თუ დაგვხვდებოდა იქ, ამას ვერ ვფიქრობდით. რომ შევედით, ვნახეთ იატაკზე დაგდებული სოფო, ბავშვი თავის საწოლში იწვა. როგორც პოლიციამ გვითხრა, სამწუხაროდ, პატარა დამამშვიდებელი წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო... პოლიციამ თვითმკვლელობა გამორიცხა, ანუ სავარაუდოდ, მოკლულია.

იხილეთ ვიდეო: "ტელეფონის კაბელით არის დამხრჩვალი, სიგარეტის ნამწვავები აქვს ტანზე" - ქართველი ემიგრანტი გოგონა საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს

- სოფო ვისთან ერთად ცხოვრობდა სახლში?

- ბავშვთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობდა. სამწუხაროდ, მეუღლე პატიმარია. ისინი საბერძნეთში დაქორწინდნენ, მერე მისი ქმარი დაიჭირეს. ქმართან არავითარი პრობლემა არ ჰქონდა, წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მისი ქმარიც, იქიდან რეკავდა და როგორც მე ვეძებდი, ისიც ასე ეძებდა მას.

- ანუ სოფოს მეუღლე სასჯელს საბერძნეთში იხდის?

- კი.

- რას საქმიანობდა სოფო ათენში?

- სანამ გათხოვდებოდა, მუშაობდა ისე, როგორც მე ვმუშაობ, ალაგებდა ოჯახში, ბავშვებთანაც მუშაობდა და ბებიასთანაც. მერე, როგორც ვთქვი, დაქორწინდა, ორსულად იყო და ამიტომ აღარ საქმიანობდა. მერე უკვე პატარა ჰყავდა და მას უვლიდა. ამ წუთისთვის დროებით უმუშევარი იყო...

- ერთ სახლში არ ცხოვრობდით?

- არა, სხვადასხვა სახლებში ვცხოვრობდით... სოფო წარმოშობით მთიულია, ცხოვრობდა თბილისში და როგორც ბევრი ადამიანი, ისიც საბერძნეთში წამოვიდა სამუშაოდ.

- წინა დღეებში როგორი განწყობა ჰქონდა? დეპრესიული ხომ არ იყო, რაიმეზე ხომ არ დარდობდა ან ხომ არ ავადმყოფობდა?

- არანაირად. დეპრესიული არ ყოფილა და როგორც აღვნიშნე, სოფოს თვითმკვლელობა გამორიცხა პოლიციამ და ექსპერტმა. მათი ვერსიით, სოფო არის წამებით მოკლული. ხელები დამტვრეული ჰქონდა, სხეულზე სიგარეტის ნამწვავები და სილურჯეები აღენიშნებოდა, ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში, ეტყობა, სიმწრისგან ჩამოგლეჯილი. ამ წუთისთვის მეტი არაფერი ვიცი, მისი საქართველოში გადასვენების საკითხში საკონსულო გვეხმარება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთში გარდაცვლილი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო.

გურიაში 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ათენში ძარცვის მცდელობისას მიღებული ტრავმისგან საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

კახეთის გზატკეცილზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა