პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ახალგაზრდობა ავადმყოფდება, წყდება..." - აფხაზეთში ახალი ნარკოტიკული საშუალება გამოჩნდა
"ჩვენი ახალგაზრდობა ავადმყოფდება, წყდება..." - აფხაზეთში ახალი ნარკოტიკული საშუალება გამოჩნდა

ბოლო ხა­ნებ­ში აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა “პრე­გა­ბა­ლი­ნის”, იგი­ვე “ლი­რი­კას” მოხ­მა­რე­ბის­თვის არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდა და­ა­კა­ვეს. მათ კვალ­დაკ­ვალ აფხაზ­მა ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც აიყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, "ჩა­რე­ვე­ბის" შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა. აფხა­ზე­ბი წე­რენ, რომ რე­გი­ონ­ში ახა­ლი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­მო­ი­ტა­ნეს - ეს “პრე­გა­ბა­ლი­ნია”, თუმ­ცა უფრო ძლი­ე­რი მოქ­მე­დე­ბა აქვს.

"ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, პირ­და­პირ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დებს და მას ძი­რი­თა­დად 18-წლამ­დე ასა­კის მო­ზარ­დე­ბი მო­იხ­მა­რენ. არა­ერ­თი მათ­გა­ნი აიყ­ვა­ნეს სკო­ლებ­ში, სკვე­რებ­სა და პარ­კებ­ში... უაზ­რო გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით და სა­ში­ში, აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით მო­იყ­ვა­ნეს 16 წლის ბიჭი სკო­ლი­დან სახ­ლში. მას ექი­მებ­მა ვე­რა­ფე­რი გა­უ­გეს და შემ­დეგ, ისევ ვი­ღაც ახალ­გაზ­რდამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნემ უშ­ვე­ლა,” - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ია­სონ აფხა­ზი.

რაც შე­ე­ხე­ბა “პრე­გა­ბა­ლინს”, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ბევ­რმა თქვა, რომ მას ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით იღებ­და, თუმ­ცა, მისი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა. "ამ მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­წე­რის უფ­ლე­ბა, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ყვე­ლა ექიმს არ აქვს..." - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია და დას­ძენს, რომ მას ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ე.წ. ლომ­კის მო­სახ­სნე­ლად იღე­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ პრე­პა­რატს, ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ნე­ბარ­თვით, 90-იანი წლე­ბის ომის მო­ნა­წი­ლე­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით 50 ადა­მი­ა­ნი იღებს. თუმ­ცა, ამის ფონ­ზე ის რე­გი­ონ­ში ას­ჯერ მეტი რა­ო­დე­ნო­ბით შე­დის და უკონ­ტრო­ლოდ ვრცელ­დე­ბა...

“ამი­ტო­მაც გვყავს ფსი­ქი­კა­შერ­ყე­უ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, რო­მელ­თაც არა­ნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ. რჩე­ვას ვერ მის­ცემ, შე­ნიშნ­ვას მით უფრო. ასაკ­თან შე­და­რე­ბით სას­ტი­კი, აგ­რე­სი­უ­ლე­ბი და სა­ში­შე­ბი არი­ან," - წერს Абхазия-Информ.

სო­ხუ­მის ე.წ რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი დის­პან­სე­რის მთა­ვა­რი ექი­მი ირმა ანუა აცხა­დებს, რომ პრე­პა­რა­ტის და­ნიშ­ვნა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში უნდა მოხ­დეს, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ექი­მე­ბი გარ­კვე­ულ პი­რებ­თან შეკ­რუ­ლი არი­ან და მისი გა­ყიდ­ვი­თა და მოხ­მა­რე­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მით, ბო­ნუ­სებს იღე­ბენ.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ხუმ­ში 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ ნა­ყო­ფია და­ა­კა­ვეს. ის სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი-სო­ხუ­მის მა­ტა­რე­ბელ­ში იჯდა და ცან­დრიფ­შის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­ნახ­ვის­თვის აიყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, სო­ჭე­ლი არაქს სრთლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ყვე­ლამ იცის, რომ ის წლე­ბია სო­ხუმ­ში და­დის და ისიც იცი­ან, რა საქ­მე­ზე და­დის, ვინ ჰყავს, ვის ამაგ­რებს და რა უბ­ნებ­შია მათი “ბაზა", რო­გორ ვრცელ­დე­ბა შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი და ვინ უდ­გას მას სა­თა­ვე­ში, მაგ­რამ ამა­ზე ხმის ამო­ღე­ბას ვერ ვბე­დავთ, რად­გან თურ­მე სომ­ხე­ბის სი­ძულ­ვილ­ში ჩაგ­ვეთ­ვლე­ბა... ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა კი ავად­მყოფ­დე­ბა, წყდე­ბა, მცირ­დე­ბა, ილე­ვა..." - წერს სო­ხუ­მე­ლი ხა­თუ­ნა პა­პა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია მიმ­დი­ნა­რე წლის 10 ოქ­ტომ­ბერს, ასე­ვე ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ნახ­ვა გავ­რცე­ლე­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რის ალ­ხას არ­შბას ტყვარ­ჩე­ლის “სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან” გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ. აფხა­ზე­ბის თქმით, მას სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში დიდი ოდე­ნო­ბით მა­რი­ხუ­ა­ნაც ჰქონ­და მოყ­ვა­ნი­ლი და არ­სე­ბუ­ლი “კა­ნონ­მდებ­ლო­ბით”, ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში 10-12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა უნდა მი­ე­სა­ჯათ.

“ერის დეგ­რა­და­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს: ახალ­გაზ­რდე­ბი, ვი­საც ნარ­კო­ტი­კის ფული არ აქვს, ძი­რი­თა­დად სოფ­ლებ­ში, “ჭა­ჭით" შტერ­დე­ბი­ან... ცნო­ბი­ლი აკა­დე­მი­კო­სი ფე­დო­რო­ვი 20 წელი მუ­შა­ობ­და აფხა­ზე­თის სხვა­დას­ხვა სოფ­ლებ­ში ექი­მად და გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო იმით, თუ რა ასა­კი­დან იწყე­ბენ და­ლე­ვას აფხა­ზე­ბი... რამ­დე­ნი­მე დღით ვი­ყა­ვი სტუმ­რად ტყვარ­ჩე­ლის ერთ-ერთ სო­ფელ­ში და მე იქ ფხი­ზე­ლი აფხა­ზი არ მი­ნა­ხავს,” - წერს ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა abkhaz-auto.ru-ს კო­მენ­ტა­რებ­ში ერთი აფხა­ზი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"ჩვენი ახალგაზრდობა ავადმყოფდება, წყდება..." - აფხაზეთში ახალი ნარკოტიკული საშუალება გამოჩნდა

"ჩვენი ახალგაზრდობა ავადმყოფდება, წყდება..." - აფხაზეთში ახალი ნარკოტიკული საშუალება გამოჩნდა

ბოლო ხანებში აფხაზეთის რეგიონში ფსიქოტროპული ნივთიერება “პრეგაბალინის”, იგივე “ლირიკას” მოხმარებისთვის არაერთი ახალგაზრდა დააკავეს. მათ კვალდაკვალ აფხაზმა ე.წ. სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულში ბრალდებულებიც აიყვანეს, თუმცა, "ჩარევების" შემდეგ, რამდენიმე მათგანი გაათავისუფლეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მღელვარება მოჰყვა. აფხაზები წერენ, რომ რეგიონში ახალი ფსიქოტროპული ნივთიერება შემოიტანეს - ეს “პრეგაბალინია”, თუმცა უფრო ძლიერი მოქმედება აქვს.

"ქიმიური ნივთიერება, პირდაპირ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და მას ძირითადად 18-წლამდე ასაკის მოზარდები მოიხმარენ. არაერთი მათგანი აიყვანეს სკოლებში, სკვერებსა და პარკებში... უაზრო გამომეტყველებით და საშიში, აგრესიული ქმედებებით მოიყვანეს 16 წლის ბიჭი სკოლიდან სახლში. მას ექიმებმა ვერაფერი გაუგეს და შემდეგ, ისევ ვიღაც ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, გამოცდილების მქონემ უშველა,” - წერს სოციალურ ქსელში იასონ აფხაზი.

რაც შეეხება “პრეგაბალინს”, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბევრმა თქვა, რომ მას ექიმის რეკომენდაციით იღებდა, თუმცა, მისი მოქმედების შედეგიდან გამომდინარე, ის მკაცრად კონტროლდება. "ამ მედიკამენტის გამოწერის უფლება, მოქმედი კანონმდებლობით, ყველა ექიმს არ აქვს..." - წერს აფხაზური მედია და დასძენს, რომ მას ნარკოდამოკიდებული ადამიანები, ე.წ. ლომკის მოსახსნელად იღებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფიციალურად ამ პრეპარატს, ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით, 90-იანი წლების ომის მონაწილენი, დაახლოებით 50 ადამიანი იღებს. თუმცა, ამის ფონზე ის რეგიონში ასჯერ მეტი რაოდენობით შედის და უკონტროლოდ ვრცელდება...

“ამიტომაც გვყავს ფსიქიკაშერყეული ახალგაზრდები, რომელთაც არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ. რჩევას ვერ მისცემ, შენიშნვას მით უფრო. ასაკთან შედარებით სასტიკი, აგრესიულები და საშიშები არიან," - წერს Абхазия-Информ.

სოხუმის ე.წ რესპუბლიკური საავადმყოფოს ნარკოლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი ირმა ანუა აცხადებს, რომ პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როდესაც პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. თუმცა, ადგილობრივების თქმით, ექიმები გარკვეულ პირებთან შეკრული არიან და მისი გაყიდვითა და მოხმარების ნებართვის გაცემით, ბონუსებს იღებენ.

"რამდენიმე დღის წინ, სოხუმში 1971 წელს დაბადებული მიხეილ ნაყოფია დააკავეს. ის სანკტ-პეტერბურგი-სოხუმის მატარებელში იჯდა და ცანდრიფშის რკინიგზის სადგურში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვისთვის აიყვანეს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მალევე გაათავისუფლეს.

რამდენიმე დღის წინ, 1992 წელს დაბადებული, სოჭელი არაქს სრთლიანი დააკავეს. ყველამ იცის, რომ ის წლებია სოხუმში დადის და ისიც იციან, რა საქმეზე დადის, ვინ ჰყავს, ვის ამაგრებს და რა უბნებშია მათი “ბაზა", როგორ ვრცელდება შემდეგ ეს ყველაფერი და ვინ უდგას მას სათავეში, მაგრამ ამაზე ხმის ამოღებას ვერ ვბედავთ, რადგან თურმე სომხების სიძულვილში ჩაგვეთვლება... ჩვენი ახალგაზრდობა კი ავადმყოფდება, წყდება, მცირდება, ილევა..." - წერს სოხუმელი ხათუნა პაპავა სოციალურ ქსელში.

ადგილობრივების აღშფოთება გამოიწვია მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ასევე ნარკოტიკების შენახვა გავრცელებისთვის დაკავებული, ნარკორეალიზატორის ალხას არშბას ტყვარჩელის “სასამართლო დარბაზიდან” გათავისუფლებამ. აფხაზების თქმით, მას საკუთარი სახლის ეზოში დიდი ოდენობით მარიხუანაც ჰქონდა მოყვანილი და არსებული “კანონმდებლობით”, ნორმალურ ქვეყანაში 10-12 წლამდე პატიმრობა უნდა მიესაჯათ.

“ერის დეგრადაცია მიმდინარეობს: ახალგაზრდები, ვისაც ნარკოტიკის ფული არ აქვს, ძირითადად სოფლებში, “ჭაჭით" შტერდებიან... ცნობილი აკადემიკოსი ფედოროვი 20 წელი მუშაობდა აფხაზეთის სხვადასხვა სოფლებში ექიმად და გაოცებული იყო იმით, თუ რა ასაკიდან იწყებენ დალევას აფხაზები... რამდენიმე დღით ვიყავი სტუმრად ტყვარჩელის ერთ-ერთ სოფელში და მე იქ ფხიზელი აფხაზი არ მინახავს,” - წერს ინტერნეტგამოცემა abkhaz-auto.ru-ს კომენტარებში ერთი აფხაზი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი