საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებზე.
„გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარი გადასვენებულია ბიუროში. გამოძიებას აწარმოებენ საბერძნეთის საგამოძიებო სტრუქტურები. ათენში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა მათთან“, - აცხადებენ სამინისტროში.
საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს 1994 წელს დაბადებული ქართველი გოგონა სოფო წიკლაური. ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტთა იმედის" დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, წიკლაურს 2 თვის ბავშვი დარჩა. დაუზუსტებელი ცნობით, ქალი სავარაუდოდ, მოკლულია.