პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს ქორწილში გურამ საღარაძემ ითამადა, მერე მთელი მატარებელი ხალხი ბათუმში წავედით" - ცნობილი მსახიობების სიყვარულის ისტორია
"ჩვენს ქორწილში გურამ საღარაძემ ითამადა, მერე მთელი მატარებელი ხალხი ბათუმში წავედით" - ცნობილი მსახიობების სიყვარულის ისტორია

მსა­ხი­ო­ბე­ბის - თა­მარ და­თუ­აშ­ვი­ლი­სა და ზუ­რაბ ცინ­ცქი­ლა­ძის წყვილს და მათ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ პერ­სო­ნა­ჟებს მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს. შე­ვე­ცა­დეთ, მსა­ხი­ო­ბი სულ სხვა ამ­პლუ­ა­ში გაგ­ვეც­ნო.

"ნაირ-ნაირ ტორ­ტს ვა­ცხობ­დი"

- მე და ზუ­რამ ოჯა­ხი ად­რე­ულ ასაკ­ში შევ­ქმე­ნით, 18 წლი­სას უკვე ქა­ლიშ­ვი­ლი შე­მე­ძი­ნა და ცხა­დია, შვი­ლე­ბის გა­მოკ­ვე­ბა­ზე მი­წევ­და ზრუნ­ვა, მერე შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი გვე­ყო­ლა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბავ­შვე­ბის­თვის სა­ჭი­რო კერ­ძებს ყო­ველ­თვის ვამ­ზა­დებ­დი. ადრე მა­გა­ლი­თად, უზარ­მა­ზარ, 20-25-კვერ­ცხი­ან ტორ­ტებ­საც ვა­ცხობ­დი. ბლო­მან­ჟეს ვამ­ზა­დებ ხოლ­მე, რამ­დე­ნი­მე­ფე­რი­ანს, ჩე­მებს ძა­ლი­ან უყ­ვართ. ყვე­ლა­ნა­ი­რი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა შე­მიძ­ლია. ეს პრო­ცე­სი მიყ­ვარს-მეთ­ქი, ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ თუ საქ­მე­ში სიყ­ვა­რუ­ლიც არ ჩადე რა­ღაც დო­ზით, არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა, კერ­ძი უგე­მუ­რი იქ­ნე­ბა, ტორ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვარ­დე­ბა და ა.შ.

"ოლი­ვიე" და ბლი­ნე­ბი ჩემი "სა­ფირ­მოა"

- ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი ჩემს შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ. სა­ლა­თი "ოლი­ვიე" და ბლი­ნე­ბი ჩემი "სა­ფირ­მოა". ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა ბე­ბი­ი­სა და დე­დის­გან ვის­წავ­ლე, მერე რა­ღა­ცე­ბი მეც შევ­მა­ტე. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, შვი­ლე­ბის­თვის საჭ­მე­ლი მე თა­ვად მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა. 4-5 კერძს ვა­კე­თებ­დი და მერე იმის­თვი­საც მრჩე­ბო­და დრო, რომ სად­მე წავ­სუ­ლი­ყა­ვი - არ უნდა ამას ბევ­რი ლა­პა­რა­კი და წუ­წუ­ნი (იცი­ნის).

"შვი­ლებს მა­გა­ლითს ვაძ­ლევ­დი"

- თა­ვის ქე­ბა­ში ნუ ჩა­მო­მარ­თმევთ, მაგ­რამ ვცდი­ლობ, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ვიყო. ლა­მა­ზად მორ­თუ­ლი სუფ­რა მომ­წონს, ლა­მა­ზი ჭურ­ჭლით, მაგ­რამ ზედ­მე­ტად გა­დატ­ვირ­თუ­ლი - არა. რო­დე­საც სახ­ლში წეს­რი­გია, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს მი­ჩე­ნი­ლი, და­სა­ლა­გებ­ლად ბევ­რი ძა­ლის­ხმე­ვაც არ დაგ­ჭირ­დე­ბა. ჩემ­მა შვი­ლებ­მაც იცი­ან, რა რო­გორ უნდა გა­ა­კე­თონ - მა­გა­ლითს ვაძ­ლევ­დი, მი­ყუ­რებ­დნენ და ასე ის­წავ­ლეს, ზედ­მე­ტი ლა­პა­რა­კი­სა და მი­თი­თე­ბის გა­რე­შე.

"ერ­თმა­ნეთს ულა­პა­რა­კოდ ვუ­გებთ"

- სახ­ლში პრო­დუქ­ტი ზუ­რას მო­აქვს, ეს მა­ინც კა­ცის ფუნ­ქცი­აა, მაგ­რამ თუ ის ვერ მო­ა­ხერ­ხებს მო­ტა­ნას, მე წა­ვალ, რა პრობ­ლე­მაა? ერ­თმა­ნეთს ულა­პა­რა­კოდ ვუ­გებთ. ზუ­რას, მა­გა­ლი­თად, გო­ზი­ნა­ყი მო­უმ­ზა­დე­ბია ახალ წელს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, კაცი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არ მიყ­ვარს, მა­შინ როცა იქ მე ვარ. თუ უნდა, კარი შე­ი­კე­ტოს, გა­ა­კე­თოს და მერე და­მი­ძა­ხოს (იცი­ნის). მახ­სოვს, თეა და ანი პა­ტა­რე­ბი რომ იყ­ვნენ, ზურა მათ ხე­ლოვ­ნურ საკ­ვებს უმ­ზა­დებ­და დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით, თან ძა­ლი­ან სუფ­თად და სტე­რი­ლუ­რად.ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რის მოყ­ვა­რუ­ლია, ხში­რა­დაა თა­მა­და, თა­ნაც აღი­ა­რე­ბუ­ლი. აქ სმა­ზე არაა ლა­პა­რა­კი, მთა­ვა­რი სუფ­რის წაყ­ვა­ნაა, იუ­მო­რი, ლექ­სე­ბი, სიმ­ღე­რე­ბი, სა­უ­ბა­რი და ა.შ. მას­თან ერ­თად ქე­ი­ფი ძა­ლი­ან მოს­წონთ. ტრა­დი­ცი­უ­ლად, და­ბა­დე­ბის დღე­ებ­სა და სხვა ძი­რი­თად დღე­სას­წა­უ­ლებს ოჯა­ხი ერ­თად აღ­ვნიშ­ნავთ, მერე კი გო­გო­ნე­ბი მე­გობ­რებ­თან ერ­თა­დაც მი­დი­ან სად­მე.

- როცა ბა­ტო­ნი ზურა გა­ი­ცა­ნით, მას­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რამ მოგ­ხიბ­ლათ?

- პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვიგ­რძე­ნი რა­ღაც, მაგ­რამ გაც­ნო­ბი­დან სამი წელი იყო გა­სუ­ლი, რო­დე­საც და­ვახ­ლოვ­დით. ერ­თად ბევ­რი რამ გა­მო­ვი­ა­რეთ. ხში­რად დავ­დი­ვართ და­სას­ვე­ნებ­ლად თუ სა­მოგ­ზა­უ­როდ, ხში­რად - ცალ-ცალ­კეც გვი­წევს, რად­გან გა­და­ღე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გვაქვს. მაგ­რამ რო­გორც მსა­ხი­ო­ბებს, ერ­თა­დაც ხში­რად გვი­წევ­და ყოფ­ნა. მსა­ხი­ო­ბე­ბის წყვი­ლი მა­ინც სხვა­ნა­ი­რად კარ­გად უგებს ერ­თმა­ნეთს...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ჩვენს ქორწილში გურამ საღარაძემ ითამადა, მერე მთელი მატარებელი ხალხი ბათუმში წავედით" - ცნობილი მსახიობების სიყვარულის ისტორია

"ჩვენს ქორწილში გურამ საღარაძემ ითამადა, მერე მთელი მატარებელი ხალხი ბათუმში წავედით" - ცნობილი მსახიობების სიყვარულის ისტორია

მსახიობების - თამარ დათუაშვილისა და ზურაბ ცინცქილაძის წყვილს და მათ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს მაყურებელი კარგად იცნობს. შევეცადეთ, მსახიობი სულ სხვა ამპლუაში გაგვეცნო.

"ნაირ-ნაირ ტორტს ვაცხობდი"

- მე და ზურამ ოჯახი ადრეულ ასაკში შევქმენით, 18 წლისას უკვე ქალიშვილი შემეძინა და ცხადია, შვილების გამოკვებაზე მიწევდა ზრუნვა, მერე შვილიშვილები გვეყოლა და აქედან გამომდინარე, ბავშვებისთვის საჭირო კერძებს ყოველთვის ვამზადებდი. ადრე მაგალითად, უზარმაზარ, 20-25-კვერცხიან ტორტებსაც ვაცხობდი. ბლომანჟეს ვამზადებ ხოლმე, რამდენიმეფერიანს, ჩემებს ძალიან უყვართ. ყველანაირი კერძის მომზადება შემიძლია. ეს პროცესი მიყვარს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ საქმეში სიყვარულიც არ ჩადე რაღაც დოზით, არაფერი გამოგივა, კერძი უგემური იქნება, ტორტი აუცილებლად ჩავარდება და ა.შ.

"ოლივიე" და ბლინები ჩემი "საფირმოა"

- ჩემი გაკეთებული კერძები ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ძალიან მოსწონთ. სალათი "ოლივიე" და ბლინები ჩემი "საფირმოა". ყველაფრის კეთება ბებიისა და დედისგან ვისწავლე, მერე რაღაცები მეც შევმატე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, შვილებისთვის საჭმელი მე თავად მომემზადებინა. 4-5 კერძს ვაკეთებდი და მერე იმისთვისაც მრჩებოდა დრო, რომ სადმე წავსულიყავი - არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი და წუწუნი (იცინის).

"შვილებს მაგალითს ვაძლევდი"

- თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ვცდილობ, მოწესრიგებული და კარგი დიასახლისი ვიყო. ლამაზად მორთული სუფრა მომწონს, ლამაზი ჭურჭლით, მაგრამ ზედმეტად გადატვირთული - არა. როდესაც სახლში წესრიგია, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი, დასალაგებლად ბევრი ძალისხმევაც არ დაგჭირდება. ჩემმა შვილებმაც იციან, რა როგორ უნდა გააკეთონ - მაგალითს ვაძლევდი, მიყურებდნენ და ასე ისწავლეს, ზედმეტი ლაპარაკისა და მითითების გარეშე.

"ერთმანეთს ულაპარაკოდ ვუგებთ"

- სახლში პროდუქტი ზურას მოაქვს, ეს მაინც კაცის ფუნქციაა, მაგრამ თუ ის ვერ მოახერხებს მოტანას, მე წავალ, რა პრობლემაა? ერთმანეთს ულაპარაკოდ ვუგებთ. ზურას, მაგალითად, გოზინაყი მოუმზადებია ახალ წელს. სიმართლე გითხრათ, კაცი სამზარეულოში არ მიყვარს, მაშინ როცა იქ მე ვარ. თუ უნდა, კარი შეიკეტოს, გააკეთოს და მერე დამიძახოს (იცინის). მახსოვს, თეა და ანი პატარები რომ იყვნენ, ზურა მათ ხელოვნურ საკვებს უმზადებდა დიდი ენთუზიაზმით, თან ძალიან სუფთად და სტერილურად.ტრადიციული სუფრის მოყვარულია, ხშირადაა თამადა, თანაც აღიარებული. აქ სმაზე არაა ლაპარაკი, მთავარი სუფრის წაყვანაა, იუმორი, ლექსები, სიმღერები, საუბარი და ა.შ. მასთან ერთად ქეიფი ძალიან მოსწონთ. ტრადიციულად, დაბადების დღეებსა და სხვა ძირითად დღესასწაულებს ოჯახი ერთად აღვნიშნავთ, მერე კი გოგონები მეგობრებთან ერთადაც მიდიან სადმე.

- როცა ბატონი ზურა გაიცანით, მასში ყველაზე მეტად რამ მოგხიბლათ?

- პირველივე დღიდან ვიგრძენი რაღაც, მაგრამ გაცნობიდან სამი წელი იყო გასული, როდესაც დავახლოვდით. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ. ხშირად დავდივართ დასასვენებლად თუ სამოგზაუროდ, ხშირად - ცალ-ცალკეც გვიწევს, რადგან გადაღებები სხვადასხვა ადგილას გვაქვს. მაგრამ როგორც მსახიობებს, ერთადაც ხშირად გვიწევდა ყოფნა. მსახიობების წყვილი მაინც სხვანაირად კარგად უგებს ერთმანეთს...განაგრძეთ კითხვა