მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში 22 წლის კანიბალი და მისი თანამზრახველი 12 წლის გოგონა დააკავეს - "კითხვაზე, რატომ ჩაიდინეს ეს, გვიპასუხეს: საჭმელი არ გვქონდა"
რუსეთში 22 წლის კანიბალი და მისი თანამზრახველი 12 წლის გოგონა დააკავეს - "კითხვაზე, რატომ ჩაიდინეს ეს, გვიპასუხეს: საჭმელი არ გვქონდა"

რუ­სეთ­ში, ლე­ნინ­გრა­დის ოლ­ქში, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კა­ნი­ბა­ლიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი და­ა­კა­ვეს. 22 წლის არ­კა­დი ზვე­რე­ვი ძი­რი­თა­დად, მა­მა­კა­ცებს ხო­ცავ­და. ბოლო შემ­თხვე­ვი­სას, მას 12 წლის სო­ჭე­ლი გო­გო­ნაც ჰყავ­და თა­ნა­მო­ნა­წი­ლედ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა მშობ­ლე­ბის სახ­ლი­დან 23 სექ­ტემ­ბერს გა­ი­პა­რა, მას შემ­დეგ პო­ლი­ცია ეძებ­და და მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და.

ზვე­რე­ვის არას­რულ­წლო­ვა­ნი თა­ნა­მო­ნა­წი­ლეც კა­ნი­ბა­ლიზ­მშია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. მას ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის 14-წლით აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ნა­ხეთ ვი­დეო : რუ­სეთ­ში 22 წლის კა­ნი­ბა­ლი და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი 12 წლის გო­გო­ნა და­ა­კა­ვეს - კად­რე­ბი მკვლე­ლის სახ­ლი­დან

კა­ნი­ბა­ლიზ­მში ბრალ­დე­ბულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს უთხრა, რომ ძი­რი­თა­დად მა­მა­კა­ცებს კლავ­და და აღი­ა­რა, რომ თით­ქმის ყვე­ლა მსხვერ­პლს იყე­ნებ­და საკ­ვე­ბად.

რაც შე­ე­ხე­ბა გო­გო­ნას, მისი თქმით, სოჭ­ში დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც სექსმუ­შა­კად მუ­შა­ობ­და. თა­ვად გო­გო­ნა კი უმე­ტე­სად “თა­ვი­სით, უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ იზ­რდე­ბო­და”. არას­რულ­წლო­ვანს მამა არ ახ­სოვს, სკო­ლა­შიც იშ­ვი­ა­თად და­დი­ო­და, რად­გან სწავ­ლა არ აინ­ტე­რე­სებ­და.

გო­გო­ნა გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან სა­უ­ბარ­ში იხ­სე­ნებს, რომ ის 10 წლის ასაკ­ში გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, რის შემ­დე­გაც ძა­ლი­ან დიდ­ხანს ცუ­დად იყო. მო­ძა­ლა­დე მას­თან სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს შემ­დე­გაც ამ­ყა­რებ­და და არას­რულ­წო­ლო­ვან­მაც პირ­ვე­ლი მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა - მო­ძა­ლა­დე ქვით მოკ­ლა... ამ ფაქ­ტის მერე გო­გო­ნამ სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და, თუმ­ცა, არ გა­მო­უ­ვი­და. დე­დამ კი მას არც მო­უს­მი­ნა და მკაც­რად და­სა­ჯა.

“23 სექ­ტემ­ბერს კი­დევ ერთხელ ვცა­დე გაქ­ცე­ვა და გა­მო­მი­ვი­და," - ყვე­ბა გო­გო­ნა.

საქ­მის გა­მომ­ძი­ებ­ლის თქმით, სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს გო­გო­ნა სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, 22 წლის ალ­ტა­ელ ბი­ჭთან ერ­თად ჩა­ვი­და. რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი ხან პირ­და­პირ ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში, ხა­ნაც ღია ცის ქვეშ იძი­ნებ­დნენ. ხან კი სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­რო­ებ­ში ათე­ნებ­დნენ, ვიდ­რე ერთ-ერთი კა­ფე­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მა­მა­კა­ცი არ გა­იც­ნეს, რო­მელ­მაც მათ ლე­ნინ­გრა­დის ოლ­ქში, კი­რო­ვის რა­ი­ონ­ში თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა. სწო­რედ იქ აიყ­ვა­ნეს ისი­ნი.

“რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, სახ­ლის პატ­რო­ნი გარ­დაც­ვლი­ლი, უფრო სწო­რად, ნა­კუ­წე­ბად დაჭ­რი­ლი ვი­პო­ვეთ. კა­ნი­ბა­ლიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ზვე­რე­ვის ძმის თქმით, მოკ­ლუ­ლი ხში­რად ეპა­ტი­ჟე­ბო­და სახ­ლში ახალ­გაც­ნო­ბი­ლებს, თუმ­ცა, ჩხუ­ბი არას­დროს მოს­ვლი­ათ... 3 ოქ­ტომ­ბერს ბი­ნის 21 წლის მე­პატ­რო­ნე­სა და სტუმ­რებს შო­რის კა­მა­თი მოხ­და, რა დრო­საც ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა მა­მა­კაც­მა მას კის­რი­სა და მკერ­დის არე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­არ­ტყა დანა, რის შე­დე­გა­დაც ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ზვე­რევ­მა გარ­დაც­ვლილს სხე­უ­ლის რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლი მო­აჭ­რა და საკ­ვე­ბად გა­მო­ი­ყე­ნა. კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ ჩა­ი­დი­ნეს ეს, მათ გვი­პა­სუ­ხეს, რომ საჭ­მე­ლი არა­ფე­რი ჰქონ­დათ”, - აცხა­დებს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი.

შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ მე­ო­რე დი­ლით გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც მე­ზობ­ლებ­მა სახ­ლის ფან­ჯრი­დან გა­მო­სუ­ლი კვამ­ლი შე­ნიშ­ნეს - ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებ­მა სახ­ლში ხან­ძა­რი გა­ა­ჩი­ნეს და შემ­დეგ ფან­ჯრი­დან გა­იქ­ცნენ. ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მსხვერ­პლი და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი დახ­ვდათ.

“სახ­ლში ნივ­თე­ბის დიდი ნა­წი­ლი დამ­წვა­რი იყო, თუმ­ცა, სის­ხლის კვა­ლი მა­ინც ჩან­და. ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი იყო - თავი ღუ­მელ­ში იდო...” - აცხა­დე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი.

წყვი­ლი მალე და­ა­კა­ვეს. ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა ზვე­რევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის და მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე მო­ზარ­დი გო­გო­ნა ეს­პა­ნე­ლი რე­ჟი­სო­რის მა­ნუ­ელ მარ­ტინ კუ­ენ­კას ფილ­მის - “კა­ნი­ბა­ლის” სცე­ნა­რის გა­მე­ო­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ...

თა­ვად გო­გო­ნამ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს უთხრა, რომ მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ზვე­რე­ვის ქმე­დე­ბე­ბი და ხში­რად მას "მხეცს" უწო­დებ­და, თუმ­ცა შე­წი­ნა­აღ­დე­გე­ბას ვერ ბე­დავ­და. არას­რულ­წლო­ვა­ნის თქმით, ზვე­რე­ვი მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და. რის გა­მოც, ბრალ­დე­ბულს სას­ჯე­ლი და­უმ­ძიმ­და.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ 12 წლის გო­გო­ნას მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ში­ზოფ­რე­ნი­ის ნიშ­ნე­ბი აქვს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მისი ქუ­ჩა­ში თა­ვი­სუფ­ლად გაშ­ვე­ბა სა­ხი­ფა­თოა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რუსეთში 22 წლის კანიბალი და მისი თანამზრახველი 12 წლის გოგონა დააკავეს - "კითხვაზე, რატომ ჩაიდინეს ეს, გვიპასუხეს: საჭმელი არ გვქონდა"

რუსეთში 22 წლის კანიბალი და მისი თანამზრახველი 12 წლის გოგონა დააკავეს - "კითხვაზე, რატომ ჩაიდინეს ეს, გვიპასუხეს: საჭმელი არ გვქონდა"

რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, სამართალდამცავებმა კანიბალიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს. 22 წლის არკადი ზვერევი ძირითადად, მამაკაცებს ხოცავდა. ბოლო შემთხვევისას, მას 12 წლის სოჭელი გოგონაც ჰყავდა თანამონაწილედ. არსებული ინფორმაციით, გოგონა მშობლების სახლიდან 23 სექტემბერს გაიპარა, მას შემდეგ პოლიცია ეძებდა და მთელი ამ დროის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

ზვერევის არასრულწლოვანი თანამონაწილეც კანიბალიზმშია ეჭვმიტანილი. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების 14-წლით აღკვეთა ემუქრება.

ნახეთ ვიდეო : რუსეთში 22 წლის კანიბალი და მისი თანამზრახველი 12 წლის გოგონა დააკავეს - კადრები მკვლელის სახლიდან

კანიბალიზმში ბრალდებულმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ ძირითადად მამაკაცებს კლავდა და აღიარა, რომ თითქმის ყველა მსხვერპლს იყენებდა საკვებად.

რაც შეეხება გოგონას, მისი თქმით, სოჭში დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც სექსმუშაკად მუშაობდა. თავად გოგონა კი უმეტესად “თავისით, უმეთვალყურეოდ იზრდებოდა”. არასრულწლოვანს მამა არ ახსოვს, სკოლაშიც იშვიათად დადიოდა, რადგან სწავლა არ აინტერესებდა.

გოგონა გამომძიებელთან საუბარში იხსენებს, რომ ის 10 წლის ასაკში გააუპატიურეს, რის შემდეგაც ძალიან დიდხანს ცუდად იყო. მოძალადე მასთან სექსუალურ კავშირს შემდეგაც ამყარებდა და არასრულწოლოვანმაც პირველი მკვლელობა ჩაიდინა - მოძალადე ქვით მოკლა... ამ ფაქტის მერე გოგონამ სახლიდან გაქცევა რამდენჯერმე სცადა, თუმცა, არ გამოუვიდა. დედამ კი მას არც მოუსმინა და მკაცრად დასაჯა.

“23 სექტემბერს კიდევ ერთხელ ვცადე გაქცევა და გამომივიდა," - ყვება გოგონა.

საქმის გამომძიებლის თქმით, სექტემბრის ბოლოს გოგონა სანკტ-პეტერბურგში, 22 წლის ალტაელ ბიჭთან ერთად ჩავიდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ხან პირდაპირ ქალაქის ქუჩებში, ხანაც ღია ცის ქვეშ იძინებდნენ. ხან კი სხვადასხვა სასტუმროებში ათენებდნენ, ვიდრე ერთ-ერთი კაფეში ადგილობრივი მამაკაცი არ გაიცნეს, რომელმაც მათ ლენინგრადის ოლქში, კიროვის რაიონში თავის საცხოვრებელ სახლში დარჩენა შესთავაზა. სწორედ იქ აიყვანეს ისინი.

“რამდენიმე დღის შემდეგ, სახლის პატრონი გარდაცვლილი, უფრო სწორად, ნაკუწებად დაჭრილი ვიპოვეთ. კანიბალიზმში ეჭვმიტანილი ზვერევის ძმის თქმით, მოკლული ხშირად ეპატიჟებოდა სახლში ახალგაცნობილებს, თუმცა, ჩხუბი არასდროს მოსვლიათ... 3 ოქტომბერს ბინის 21 წლის მეპატრონესა და სტუმრებს შორის კამათი მოხდა, რა დროსაც ეჭვმიტანილმა მამაკაცმა მას კისრისა და მკერდის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა დანა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა, ზვერევმა გარდაცვლილს სხეულის რამდენიმე ნაწილი მოაჭრა და საკვებად გამოიყენა. კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინეს ეს, მათ გვიპასუხეს, რომ საჭმელი არაფერი ჰქონდათ”, - აცხადებს გამომძიებელი.

შემთხვევის შესახებ მეორე დილით გახდა ცნობილი, როდესაც მეზობლებმა სახლის ფანჯრიდან გამოსული კვამლი შენიშნეს - ეჭვმიტანილებმა სახლში ხანძარი გააჩინეს და შემდეგ ფანჯრიდან გაიქცნენ. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მსხვერპლი დანაწევრებული დახვდათ.

“სახლში ნივთების დიდი ნაწილი დამწვარი იყო, თუმცა, სისხლის კვალი მაინც ჩანდა. ახალგაზრდა ადამიანის სხეული დანაწევრებული იყო - თავი ღუმელში იდო...” - აცხადებენ სამართალდამცველები.

წყვილი მალე დააკავეს. ეჭვმიტანილმა ზვერევმა განაცხადა, რომ ის და მისი თანამონაწილე მოზარდი გოგონა ესპანელი რეჟისორის მანუელ მარტინ კუენკას ფილმის - “კანიბალის” სცენარის გამეორებას ცდილობდნენ...

თავად გოგონამ სამართალდამცავებს უთხრა, რომ მისთვის მიუღებელი იყო ზვერევის ქმედებები და ხშირად მას "მხეცს" უწოდებდა, თუმცა შეწინააღდეგებას ვერ ბედავდა. არასრულწლოვანის თქმით, ზვერევი მასზე სექსუალურად ძალადობდა. რის გამოც, ბრალდებულს სასჯელი დაუმძიმდა.

რუსული მედიის ცნობით, ექიმები ამბობენ, რომ 12 წლის გოგონას მკვეთრად გამოხატული შიზოფრენიის ნიშნები აქვს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მისი ქუჩაში თავისუფლად გაშვება სახიფათოა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე