პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღვინის გზა აჭარის მთებში საუკეთესო არომატის აღმოსაჩენად
ღვინის გზა აჭარის მთებში საუკეთესო არომატის აღმოსაჩენად

In Vino Veritas – არა­ვინ იცის ზუს­ტად რო­მე­ლი ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბი­სას წა­მოს­ცდა რო­მის იმ­პე­რი­ა­ში უც­ნობს ეს ლა­თი­ნუ­რი სიბ­რძნე. სა­უ­კუ­ნე­ებს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ფრა­ზა აუ­ცი­ლებ­ლად ამო­გი­ტივ­ტივ­დე­ბათ გო­ნე­ბა­ში, თუ ღვი­ნის გზას და­ად­გე­ბით ქე­და­ში და მთებ­ში მი­მა­ლუ­ლი სოფ­ლე­ბის სა­ო­ჯა­ხო მარ­ნებს ეს­ტუმ­რე­ბით.

ღვი­ნის გზა­ზე ქე­და­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო და ცო­ტა­თი გა­მაბ­რუ­ე­ბე­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გე­ლით. მთა­ვა­რია, თა­ვი­დან­ვე გან­სა­ზღვროთ, რო­გო­რი მოგ­ზა­უ­რე­ბა გირ­ჩევ­ნი­ათ ამ­ჯე­რად: ნაც­ნობ-მე­გობ­რებ­თან ერ­თად მხი­ა­რუ­ლი ჟრი­ა­მუ­ლით და დიდი მან­ქა­ნით, თუ გზი­დან მო­შო­რე­ბულ სოფ­ლე­ბამ­დე ფე­ხით გზის მარ­ტო გაგ­ნე­ბა.

ღვი­ნის მარ­ნე­ბამ­დე გზად მა­ხუნ­ცე­თის ჩანჩქე­რი­სა და ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის უძ­ვე­ლე­სი, დიდი თა­ღო­ვა­ნი ხი­დის მო­ნა­ხუ­ლე­ბა შე­გიძ­ლი­ათ, ასე­თი ხიდი აჭა­რა­ში ალ­ბათ უკვე ბევ­რი გი­ნა­ხავთ.

ხიდ­თან ახ­ლოს, გზის მე­ო­რე მხა­რეს, მა­ხუნ­ცე­თის ჩანჩქერ­თან, ტუ­რის­ტე­ბის უწყვე­ტი ნა­კა­დი მი­ე­დი­ნე­ბა. ჩანჩქერ­თან მის­ვლამ­დე უამ­რა­ვი კაფე-ბარი და რეს­ტო­რა­ნია, სა­დაც ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს და აქა­ურ ღვი­ნოს შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ, მაგ­რამ თუ გზის და­სა­წყის­ში­ვე არ მოგ­შივ­დე­ბათ, კერ­ძე­ბი­სა და აჭა­რის სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო­ე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბას სოფ­ლის მარ­ნებ­ში გირ­ჩევთ. აქვე ად­გი­ლობ­რივ თაფლს, ათას­გვარ მუ­რა­ბა­სა და სე­ზო­ნურ ხილს შე­ი­ძენთ.

ჩანჩქე­რი ზა­ფხუ­ლო­ბით თით­ქოს არც ისე წყა­ლუხ­ვია, თუმ­ცა გა­ზა­ფხულ­ზე, თოვ­ლის დნო­ბი­სას და შე­მოდ­გო­მის წვი­მის შემ­დეგ აქ წყლის ნა­კა­დი საგ­რძნობ­ლად იმა­ტებს. და­გუ­ბე­ბულ წყალ­ში ბავ­შვე­ბი ბა­ნა­ო­ბენ, ზოგი კა­მე­რას უფრთხის და სას­წრა­ფოდ გა­დის კად­რი­დან, ზო­გიც არ გვიმ­ჩნევს და ყვინ­თვას გა­ნაგ­რძობს.

ამ უზარ­მა­ზარ თუ­თი­ყუ­შებს ბო­რია და რომა ჰქვი­ათ. უც­ნა­უ­რად იფუ­ყე­ბი­ან და თვა­ლებს ატ­რი­ა­ლე­ბენ. მა­ი­მუნ ევა­საც მათი ბედი ერგო და წე­სით, ტუ­რის­ტე­ბის თვალს უნდა ახა­რებ­დნენ, თუმ­ცა ეს სამი მა­ინ­ცდა­მა­ინც ბედ­ნი­ე­რად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. რო­გორც ჩანს, მა­ხუნ­ცეთს მა­ინც მშობ­ლი­უ­რი ტრო­პი­კე­ბი ურ­ჩევ­ნი­ათ.

მას შემ­დეგ, რაც ჩანჩქე­რის სიგ­რი­ლე­ში და­ის­ვე­ნებთ, შე­გიძ­ლი­ათ ღვი­ნის გზას გა­უდ­გეთ. სო­ფე­ლი პირ­ვე­ლი მა­ი­სი, ვაიო და დან­და­ლო ღვი­ნის გზის რუ­კა­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ო­ჯა­ხო მარ­ნი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის მა­რა­ნი – სო­ფე­ლი პირ­ვე­ლი მა­ი­სი

მა­ხუნ­ცე­თის ჩანჩქე­რის გზი­დან სო­ფე­ლი პირ­ვე­ლი მა­ი­სის ასახ­ვე­ვამ­დე სულ სამი-ოთხი კი­ლო­მეტ­რია. ჩანჩქე­რი­დან ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­სპორ­ტი გა­ივ­ლის ამ გზას. ცენ­ტრა­ლუ­რი გზი­დან სო­ფელ­ში მდე­ბა­რე შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის მარ­ნამ­დე სულ 900 მეტ­რია.

გირ­ჩევთ, ეს გზა ფე­ხით აია­როთ. მო­ას­ფალ­ტე­ბუ­ლია, მან­ქა­ნე­ბი აქ იშ­ვი­ა­თად მიდი-მო­დი­ან და ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა. ეზო­ე­ბი­დან ხი­ლით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ხე­ე­ბის ტო­ტე­ბი გზის­კენ მაც­დუ­რა­დაა გად­მოწ­ვდი­ლი.

ასეთ ჭიშ­კრებ­საც წა­ა­წყდე­ბით, სა­დაც წი­თე­ლი ნა­ლე­ბი აუკ­რავთ და სჯე­რათ, რომ ყვე­ლა­ფერ უარ­ყო­ფითს რკი­ნის ეს პა­ტა­რა ნა­ჭე­რი აის­ხლეტს.

შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის დიდ, ვარ­დის­ფერ სახ­ლს შო­რი­დან­ვე შე­ნიშ­ნავთ. აქ რომ სა­ო­ჯა­ხო მა­რა­ნი აქვთ, აბ­რაც მი­გა­ნიშ­ნებთ და შო­რი­დან­ვე შე­სამ­ჩნე­ვი ვე­ნა­ხის ზვრე­ბიც. მარ­ნის მე­პატ­რო­ნეს, ნო­დარ შერ­ვა­ში­ძეს, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო და მა­რა­ნი ერ­თად აქვს მო­წყო­ბი­ლი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში. ამ მარ­ნის ოჯა­ლეშ­მა სა­ო­ჯა­ხო ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე მე­ო­რე ად­გი­ლი და­იმ­სა­ხუ­რა.

ნო­დარ შერ­ვა­ში­ძე მუ­ხის კას­რებ­ში აყე­ნებს ღვი­ნოს და მერე მი­ნის ბოთ­ლებ­ში გა­და­აქვს.

მეღ­ვი­ნეს აზ­რით, ერთ ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ვა­ზით ოჯა­ხი თა­ვი­სუფ­ლად ირ­ჩენს თავს წლი­დან წლამ­დე. გარ­და ოჯა­ლე­ში­სა, აქ ცო­ლი­კა­უ­რი და ჩხა­ვე­რიც მოჰ­ყავთ.

ზვრე­ბი­დან მხი­ა­რუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი ის­მის. შერ­ვა­ში­ძე­ებს აქ ზიპ­ლა­ი­ნი აქვთ მო­წყო­ბი­ლი და ტუ­რის­ტე­ბი ემო­ცი­ებს ვერ მა­ლა­ვენ. უზარ­მა­ზარ ვე­ნახს შე­გიძ­ლი­ათ თქვენც ასე გა­და­უფ­რი­ნოთ.

შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის მარ­ნის შემ­დეგ სო­ფელ ვა­ი­ოს უნდა ვეს­ტუმ­როთ, სა­დაც ორი მარ­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბა შეგ­ვიძ­ლია. ამ სო­ფელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გემ­რი­ე­ლი ჩხა­ვე­რი აღ­მო­აჩ­ნდათ. ჩხა­ვე­რი იშ­ვი­ა­თი ჯი­შის ყუ­რძე­ნია – აჭა­რის სი­ა­მა­ყე, აქა­უ­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მო­გიყ­ვე­ბი­ან, რო­გორ შე­მო­ი­ნა­ხეს და გა­და­არ­ჩი­ნეს ოს­მა­ლე­ბის სა­მას­წლო­ვა­ნი ბა­ტო­ნო­ბი­სას ვა­ზის აჩეხ­ვის მი­უ­ხე­და­ვად ყუ­რძნის ეს იშ­ვი­ა­თი ჯიში.

შა­ვიშ­ვი­ლე­ბის მა­რა­ნი – სო­ფე­ლი ვაიო

ლადო შა­ვიშ­ვი­ლი 50 წე­ლია ვე­ნახს უვ­ლის. მარ­თა­ლია, ყუ­რძნის სა­წუ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტით ამ­ზა­დებს ევ­რო­პუ­ლი წე­სით ღვი­ნოს, მაგ­რამ ცა­ცხვის საწ­ნა­ხე­ლიც უდ­გას ეზო­ში და რთვე­ლი­სას ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი მე­თო­დი­თაც ჭყლეტს ყუ­რძენს. რი­ტუ­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ტუ­რის­ტებს ეხა­ლი­სე­ბათ.

შა­ვიშ­ვი­ლე­ბის მა­რან­ში უგემ­რი­ე­ლე­სი სა­ფე­რა­ვი დაგ­ვხვდა, ზო­მი­ე­რად ტკბი­ლი და ოდ­ნავ მომ­ჟა­ვო, მწი­ფე მაყ­ვლი­სა და მოც­ვის არო­მა­ტით გა­ჯე­რე­ბუ­ლი.

ყვე­ლა­ზე ძვი­რი აჭა­რა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ღვი­ნო­დან ჩხა­ვე­რია, სა­ო­ჯა­ხო მარ­ნებ­ში ერთი ბოთ­ლი ჩხა­ვე­რის სა­შუ­ა­ლო ფასი 29 ლა­რია.

გორ­გი­ლა­ძე­ე­ბის მა­რა­ნი – სო­ფე­ლი ვაიო

სო­ფელ ვა­ი­ო­ში გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გორ­გი­ლა­ძე­ე­ბის მარ­ნი­სა და ეზოს უნა­ხა­ვად ამ სოფ­ლი­დან არ უნდა გაბ­რუნ­დე. გვი­ან­დე­ბა, მაგ­რამ ცდუ­ნე­ბას ვერ ვუძ­ლებთ, გორ­გი­ლა­ძე­ე­ბის სახ­ლამ­დე ავ­დი­ვართ. სახ­ლი ამ სოფ­ლის ყვე­ლა­ზე მა­ღალ გო­რა­ზე დგას და წინ ლა­მის მთე­ლი აჭა­რა მო­ჩანს. სახ­ლის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა სწო­რად გათ­ვა­ლეს და უზარ­მა­ზარ გო­რა­ზე, სა­დაც სახ­ლი უდ­გათ, ღია ცის ქვეშ მო­ა­წყეს ფან­ჩა­ტუ­რი, მთე­ლი დღე არ მოგ­ბეზ­რდე­ბათ აქე­დან გა­რე­მოს თვა­ლი­ე­რე­ბა.

ეზო­სა და მარ­ნის ულა­მა­ზე­სი მდე­ბა­რე­ო­ბის ფასი გორ­გი­ლა­ძე­ებ­მა მშვე­ნივ­რად იცი­ან და ამი­ტო­მაც ატა­რე­ბენ ზა­ფხუ­ლის სა­ღა­მო­ებს გა­რეთ, მე­ზობ­ლებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად.

აქ ყო­ველ­წლი­უ­რად 2000, 3000 ტუ­რისტს მას­პინ­ძლო­ბენ. ეზო­ში კო­ტე­ჯი­ცაა მო­წყო­ბი­ლი ღა­მის გა­სა­თე­ვად, იქვე ნა­ლი­აა და მო­სალ­ხე­ნი, დიდი ოთა­ხი ბუხ­რით. წლი­დან წლამ­დე ამ მა­რან­ში ორ ტონა ღვი­ნოს წუ­რა­ვენ: ცო­ლი­კა­ურს, ჩხა­ვერ­სა და ალა­დას­ტურს.

ღვი­ნო, ნიგვზი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნი, კიტ­რი, პო­მი­დო­რი – ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვახ­შმად მი­ვირ­თმევთ, ამ ეზო­შია მოყ­ვა­ნი­ლი.

ვაიო, დან­და­ლო, პირ­ვე­ლი მა­ი­სი, გე­გე­ლი­ძე­ე­ბი, ქედა – ეს აჭა­რის სოფ­ლე­ბია, სა­დაც კი­დევ არა­ერთ სა­ო­ჯა­ხო მა­რანს აღ­მო­ა­ჩენთ. ყვე­ლა მათ­გა­ნი უნი­კა­ლუ­რია ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის, ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის და მას­პინ­ძლო­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით.

პა­ტა­რა ნია აქ ცხოვ­რობს. ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარს სტუმ­რე­ბი და როცა ტუ­რის­ტე­ბი მათ­თან რჩე­ბი­ან – უხა­რია. მალე აქა­უ­რო­ბა ხალ­ხით აივ­სე­ბა და გო­გოც გა­ი­ხა­რებს.

ვახ­შმის და­სას­რულს კი­დევ ერთხელ ვა­გე­მოვ­ნებთ ქე­დის მოტ­კბო ცო­ლი­კა­ურს. აჭა­რის მთი­ა­ნეთ­ში ლურ­ჯად ღამ­დე­ბა. ბა­თუმ­ში დაბ­რუ­ნე­ბის დროა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ღვინის გზა აჭარის მთებში საუკეთესო არომატის აღმოსაჩენად

ღვინის გზა აჭარის მთებში საუკეთესო არომატის აღმოსაჩენად

In Vino Veritas – არავინ იცის ზუსტად რომელი ღვინის დაგემოვნებისას წამოსცდა რომის იმპერიაში უცნობს ეს ლათინური სიბრძნე. საუკუნეებს გადარჩენილი ფრაზა აუცილებლად ამოგიტივტივდებათ გონებაში, თუ ღვინის გზას დაადგებით ქედაში და მთებში მიმალული სოფლების საოჯახო მარნებს ესტუმრებით.

ღვინის გზაზე ქედაში მრავალფეროვანი, საინტერესო და ცოტათი გამაბრუებელი თავგადასავალი გელით. მთავარია, თავიდანვე განსაზღვროთ, როგორი მოგზაურება გირჩევნიათ ამჯერად: ნაცნობ-მეგობრებთან ერთად მხიარული ჟრიამულით და დიდი მანქანით, თუ გზიდან მოშორებულ სოფლებამდე ფეხით გზის მარტო გაგნება.

ღვინის მარნებამდე გზად მახუნცეთის ჩანჩქერისა და ამავე სახელწოდების უძველესი, დიდი თაღოვანი ხიდის მონახულება შეგიძლიათ, ასეთი ხიდი აჭარაში ალბათ უკვე ბევრი გინახავთ.

ხიდთან ახლოს, გზის მეორე მხარეს, მახუნცეთის ჩანჩქერთან, ტურისტების უწყვეტი ნაკადი მიედინება. ჩანჩქერთან მისვლამდე უამრავი კაფე-ბარი და რესტორანია, სადაც ტრადიციულ კერძებს და აქაურ ღვინოს შემოგთავაზებენ, მაგრამ თუ გზის დასაწყისშივე არ მოგშივდებათ, კერძებისა და აჭარის საუკეთესო ღვინოების დაგემოვნებას სოფლის მარნებში გირჩევთ. აქვე ადგილობრივ თაფლს, ათასგვარ მურაბასა და სეზონურ ხილს შეიძენთ.

ჩანჩქერი ზაფხულობით თითქოს არც ისე წყალუხვია, თუმცა გაზაფხულზე, თოვლის დნობისას და შემოდგომის წვიმის შემდეგ აქ წყლის ნაკადი საგრძნობლად იმატებს. დაგუბებულ წყალში ბავშვები ბანაობენ, ზოგი კამერას უფრთხის და სასწრაფოდ გადის კადრიდან, ზოგიც არ გვიმჩნევს და ყვინთვას განაგრძობს.

ამ უზარმაზარ თუთიყუშებს ბორია და რომა ჰქვიათ. უცნაურად იფუყებიან და თვალებს ატრიალებენ. მაიმუნ ევასაც მათი ბედი ერგო და წესით, ტურისტების თვალს უნდა ახარებდნენ, თუმცა ეს სამი მაინცდამაინც ბედნიერად არ გამოიყურება. როგორც ჩანს, მახუნცეთს მაინც მშობლიური ტროპიკები ურჩევნიათ.

მას შემდეგ, რაც ჩანჩქერის სიგრილეში დაისვენებთ, შეგიძლიათ ღვინის გზას გაუდგეთ. სოფელი პირველი მაისი, ვაიო და დანდალო ღვინის გზის რუკაზე რამდენიმე საოჯახო მარნითაა წარმოდგენილი.

შერვაშიძეების მარანი – სოფელი პირველი მაისი

მახუნცეთის ჩანჩქერის გზიდან სოფელი პირველი მაისის ასახვევამდე სულ სამი-ოთხი კილომეტრია. ჩანჩქერიდან ნებისმიერი ტრანსპორტი გაივლის ამ გზას. ცენტრალური გზიდან სოფელში მდებარე შერვაშიძეების მარნამდე სულ 900 მეტრია.

გირჩევთ, ეს გზა ფეხით აიაროთ. მოასფალტებულია, მანქანები აქ იშვიათად მიდი-მოდიან და ულამაზესი ხედები იშლება. ეზოებიდან ხილით დამძიმებული ხეების ტოტები გზისკენ მაცდურადაა გადმოწვდილი.

ასეთ ჭიშკრებსაც წააწყდებით, სადაც წითელი ნალები აუკრავთ და სჯერათ, რომ ყველაფერ უარყოფითს რკინის ეს პატარა ნაჭერი აისხლეტს.

შერვაშიძეების დიდ, ვარდისფერ სახლს შორიდანვე შენიშნავთ. აქ რომ საოჯახო მარანი აქვთ, აბრაც მიგანიშნებთ და შორიდანვე შესამჩნევი ვენახის ზვრებიც. მარნის მეპატრონეს, ნოდარ შერვაშიძეს, საოჯახო სასტუმრო და მარანი ერთად აქვს მოწყობილი საცხოვრებელ სახლში. ამ მარნის ოჯალეშმა საოჯახო ღვინის ფესტივალზე მეორე ადგილი დაიმსახურა.

ნოდარ შერვაშიძე მუხის კასრებში აყენებს ღვინოს და მერე მინის ბოთლებში გადააქვს.

მეღვინეს აზრით, ერთ ჰექტარზე გაშენებული ვაზით ოჯახი თავისუფლად ირჩენს თავს წლიდან წლამდე. გარდა ოჯალეშისა, აქ ცოლიკაური და ჩხავერიც მოჰყავთ.

ზვრებიდან მხიარული შეძახილები ისმის. შერვაშიძეებს აქ ზიპლაინი აქვთ მოწყობილი და ტურისტები ემოციებს ვერ მალავენ. უზარმაზარ ვენახს შეგიძლიათ თქვენც ასე გადაუფრინოთ.

შერვაშიძეების მარნის შემდეგ სოფელ ვაიოს უნდა ვესტუმროთ, სადაც ორი მარნის მონახულება შეგვიძლია. ამ სოფელში განსაკუთრებულად გემრიელი ჩხავერი აღმოაჩნდათ. ჩხავერი იშვიათი ჯიშის ყურძენია – აჭარის სიამაყე, აქაურები აუცილებლად მოგიყვებიან, როგორ შემოინახეს და გადაარჩინეს ოსმალების სამასწლოვანი ბატონობისას ვაზის აჩეხვის მიუხედავად ყურძნის ეს იშვიათი ჯიში.

შავიშვილების მარანი – სოფელი ვაიო

ლადო შავიშვილი 50 წელია ვენახს უვლის. მართალია, ყურძნის საწური თანამედროვე აპარატით ამზადებს ევროპული წესით ღვინოს, მაგრამ ცაცხვის საწნახელიც უდგას ეზოში და რთველისას ტრადიციული ქართული მეთოდითაც ჭყლეტს ყურძენს. რიტუალში მონაწილეობა განსაკუთრებით ტურისტებს ეხალისებათ.

შავიშვილების მარანში უგემრიელესი საფერავი დაგვხვდა, ზომიერად ტკბილი და ოდნავ მომჟავო, მწიფე მაყვლისა და მოცვის არომატით გაჯერებული.

ყველაზე ძვირი აჭარაში გავრცელებული ღვინოდან ჩხავერია, საოჯახო მარნებში ერთი ბოთლი ჩხავერის საშუალო ფასი 29 ლარია.

გორგილაძეების მარანი – სოფელი ვაიო

სოფელ ვაიოში გვეუბნებიან, რომ გორგილაძეების მარნისა და ეზოს უნახავად ამ სოფლიდან არ უნდა გაბრუნდე. გვიანდება, მაგრამ ცდუნებას ვერ ვუძლებთ, გორგილაძეების სახლამდე ავდივართ. სახლი ამ სოფლის ყველაზე მაღალ გორაზე დგას და წინ ლამის მთელი აჭარა მოჩანს. სახლის მეპატრონეებმა სწორად გათვალეს და უზარმაზარ გორაზე, სადაც სახლი უდგათ, ღია ცის ქვეშ მოაწყეს ფანჩატური, მთელი დღე არ მოგბეზრდებათ აქედან გარემოს თვალიერება.

ეზოსა და მარნის ულამაზესი მდებარეობის ფასი გორგილაძეებმა მშვენივრად იციან და ამიტომაც ატარებენ ზაფხულის საღამოებს გარეთ, მეზობლებთან და ახლობლებთან ერთად.

აქ ყოველწლიურად 2000, 3000 ტურისტს მასპინძლობენ. ეზოში კოტეჯიცაა მოწყობილი ღამის გასათევად, იქვე ნალიაა და მოსალხენი, დიდი ოთახი ბუხრით. წლიდან წლამდე ამ მარანში ორ ტონა ღვინოს წურავენ: ცოლიკაურს, ჩხავერსა და ალადასტურს.

ღვინო, ნიგვზიანი ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი – ყველაფერი, რასაც ვახშმად მივირთმევთ, ამ ეზოშია მოყვანილი.

ვაიო, დანდალო, პირველი მაისი, გეგელიძეები, ქედა – ეს აჭარის სოფლებია, სადაც კიდევ არაერთ საოჯახო მარანს აღმოაჩენთ. ყველა მათგანი უნიკალურია ადგილმდებარეობის, ღვინის დაყენების ტექნოლოგიის და მასპინძლობის განსხვავებული წესების მიხედვით.

პატარა ნია აქ ცხოვრობს. ამბობს, რომ ძალიან უყვარს სტუმრები და როცა ტურისტები მათთან რჩებიან – უხარია. მალე აქაურობა ხალხით აივსება და გოგოც გაიხარებს.

ვახშმის დასასრულს კიდევ ერთხელ ვაგემოვნებთ ქედის მოტკბო ცოლიკაურს. აჭარის მთიანეთში ლურჯად ღამდება. ბათუმში დაბრუნების დროა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი