კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანეთი სამეფო ქორწილის მოლოდინში - პრინცესა ხვალ ჯვარს დაიწერს
ბრიტანეთი სამეფო ქორწილის მოლოდინში - პრინცესა ხვალ ჯვარს დაიწერს

ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხი წელს უკვე მე­ო­რედ ემ­ზა­დე­ბა ქორ­წი­ლის­თვის. ხვალ დე­დოფ­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი, პრინ­ცე­სა იუ­ჯი­ნი ჯეკ ბრუკს­ბენკზე და­ქორ­წინ­დე­ბა.

ცე­რე­მო­ნი­ა­ლის დროს უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი­დან 2 მლნ ფუნ­ტამ­დეა გა­მო­ყო­ფი­ლი. ქუ­ჩებ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ცი­ის და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი, ასე­ვე - მა­ძე­ბა­რი ძაღ­ლე­ბი.

ჰა­რის ბი­ძაშ­ვილ­მა მო­მა­ვა­ლი ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ იან­ვარ­ში გა­ნა­ცხა­და. იუ­ჯი­ნი და ჯეკი ნი­კა­რა­გუ­ა­ში და­ი­ნიშ­ნენ.

ჯერ­ჯე­რო­ბით პრინ­ცე­სას სა­ქორ­წი­ლო კა­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. მე­გა­ნის მსგავ­სად, იუ­ჯი­ნის კა­ბა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა პირ­ვე­ლად ხვალ, ცე­რე­მო­ნი­ის და­წყე­ბი­სას იხი­ლავს. მეჯ­ვა­რე კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­ტარ­ძლის და, ბე­ატ­რი­სი იქ­ნე­ბა.

ქორ­წილს, ცხა­დია, სა­მე­ფო ოჯა­ხი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით და­ეს­წრე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში კი წყვილ­მა ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე და­სას­წრე­ბად 1200 ადა­მი­ა­ნი და­პა­ტი­ჟა.

რო­გორც წესი, სტუმ­რე­ბის სია ქორ­წი­ლამ­დე ცნო­ბი­ლი არ არის ხოლ­მე, თუმ­ცა ჯვრის­წე­რას აუ­ცი­ლებ­ლად და­ეს­წრე­ბი­ან იუ­ჯი­ნის ბე­ბია და ბა­ბუა, დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბე­დი და პრინ­ცი ფი­ლი­პი; პრინ­ცე­სას მშობ­ლე­ბი - იორ­კის ჰერ­ცო­გი და სარა ფერ­გი­უსო­ნი (გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წყვი­ლი შე­სა­ნიშ­ნავ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებს); პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და ქეით მიდლტო­ნი, პრინ­ცი ჰარი და მე­გან მარ­კლი; პრინ­ცე­სას ბი­ძაშ­ვი­ლი ზარა და მისი ქმა­რი, მაიკ ტინ­და­ლი.

პრინ­ცი ჩარლ­ზი ქორ­წილს ცო­ლის გა­რე­შე და­ეს­წრე­ბა, რად­გან კა­მი­ლას სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა აქვს და­გეგ­მი­ლი.

ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ორ სიმ­ღე­რას სა­მე­ფო ორ­კესტრთან ერ­თად იტა­ლი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლი, ან­დრეა ბო­ჩე­ლი შე­ას­რუ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ბრიტანეთი სამეფო ქორწილის მოლოდინში - პრინცესა ხვალ ჯვარს დაიწერს

ბრიტანეთი სამეფო ქორწილის მოლოდინში - პრინცესა ხვალ ჯვარს დაიწერს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი წელს უკვე მეორედ ემზადება ქორწილისთვის. ხვალ დედოფლის შვილიშვილი, პრინცესა იუჯინი ჯეკ ბრუკსბენკზე დაქორწინდება.

ცერემონიალის დროს უსაფრთხოების დასაცავად ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მლნ ფუნტამდეა გამოყოფილი. ქუჩებში მობილიზებული იქნება პოლიციის დამატებითი ძალები, ასევე - მაძებარი ძაღლები.

ჰარის ბიძაშვილმა მომავალი ქორწილის შესახებ იანვარში განაცხადა. იუჯინი და ჯეკი ნიკარაგუაში დაინიშნენ.

ჯერჯერობით პრინცესას საქორწილო კაბის შესახებ არაფერია ცნობილი. მეგანის მსგავსად, იუჯინის კაბასაც საზოგადოება პირველად ხვალ, ცერემონიის დაწყებისას იხილავს. მეჯვარე კი, სავარაუდოდ, პატარძლის და, ბეატრისი იქნება.

ქორწილს, ცხადია, სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით დაესწრება. საერთო ჯამში კი წყვილმა ცერემონიალზე დასასწრებად 1200 ადამიანი დაპატიჟა.

როგორც წესი, სტუმრების სია ქორწილამდე ცნობილი არ არის ხოლმე, თუმცა ჯვრისწერას აუცილებლად დაესწრებიან იუჯინის ბებია და ბაბუა, დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპი; პრინცესას მშობლები - იორკის ჰერცოგი და სარა ფერგიუსონი (განქორწინების მიუხედავად, წყვილი შესანიშნავ ურთიერთობას ინარჩუნებს); პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი; პრინცესას ბიძაშვილი ზარა და მისი ქმარი, მაიკ ტინდალი.

პრინცი ჩარლზი ქორწილს ცოლის გარეშე დაესწრება, რადგან კამილას სხვა ღონისძიება აქვს დაგეგმილი.

ცერემონიალზე ორ სიმღერას სამეფო ორკესტრთან ერთად იტალიელი კომპოზიტორი და მომღერალი, ანდრეა ბოჩელი შეასრულებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე