სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1-ელი ნოემბრიდან ბანკი სესხს არ მოგცემთ, თუ თანამსესხებელი ოჯახის წევრი არ იქნება
1-ელი ნოემბრიდან ბანკი სესხს არ მოგცემთ, თუ თანამსესხებელი ოჯახის წევრი არ იქნება

1-ელი ნო­ემ­ბრი­დან, პირი, რომ­ლის თა­ნამ­სეს­ხე­ბე­ლი მი­სი­ვე ოჯა­ხის წევ­რი არ იქ­ნე­ბა, სესხს ვე­ღარ აი­ღებს - ამის შე­სა­ხებ „ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე სეს­ხე­ბის გა­ცე­მის შე­სა­ხებ“ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ დე­ბუ­ლე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, რე­გუ­ლა­ცია კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის­თვის 1-ელი ნო­ემ­ბრი­დან, ხოლო სეს­ხის გამ­ცე­მი სხვა სუ­ბი­ექ­ტე­ბის­თვის 2019 წლის 1-ელი იან­ვრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

„თუ მსეს­ხებ­ლის/თა­ნამ­სეს­ხებ­ლის გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ანა­ლი­ზი არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით სეს­ხის/კრე­დი­ტის გა­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მსეს­ხე­ბელს/ თა­ნამ­სეს­ხე­ბელს სა­კუთ­რე­ბა­ში გა­აჩ­ნია ერ­თზე მეტი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და ამავდრო­უ­ლად სეს­ხის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად დატ­ვირ­თუ­ლი არ არის მსეს­ხებ­ლის/თა­ნამ­სეს­ხებ­ლის ის ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მის მიერ რო­გორც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი. თა­ნამ­სეს­ხე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს მსეს­ხებ­ლის სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის წევ­რი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დე­ბუ­ლე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ბუ­ლე­ბის სა­მუ­შაო ვერ­სია ეროვ­ნულ­მა ბან­კმა რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მისი ამოქ­მე­დე­ბა ყვე­ლა სეს­ხის გამ­ცე­მი სუ­ბი­ექ­ტის­თვის 2019 წლის 1-ელი იან­ვრი­დან იგეგ­მე­ბო­და.

წყა­რო: „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

1-ელი ნოემბრიდან ბანკი სესხს არ მოგცემთ, თუ თანამსესხებელი ოჯახის წევრი არ იქნება

1-ელი ნოემბრიდან ბანკი სესხს არ მოგცემთ, თუ თანამსესხებელი ოჯახის წევრი არ იქნება

1-ელი ნოემბრიდან, პირი, რომლის თანამსესხებელი მისივე ოჯახის წევრი არ იქნება, სესხს ვეღარ აიღებს - ამის შესახებ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დებულებაშია აღნიშნული.

„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, დებულების თანახმად, რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1-ელი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

„თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი არ არის ჩატარებული სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/ თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლის/თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც გამოიყენება მის მიერ როგორც საცხოვრებელი. თანამსესხებელი აუცილებლად უნდა იყოს მსესხებლის საოჯახო მეურნეობის წევრი“, - აღნიშნულია დებულებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დებულების სამუშაო ვერსია ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მისი ამოქმედება ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმებოდა.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ