პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჯობებს თუ არა თბილისის ანძა ეიფელს? - 2020 წლისთვის ანძაზე შესაძლოა, რესტორანი და სასტუმრო გაიხსნას
აჯობებს თუ არა თბილისის ანძა ეიფელს? - 2020 წლისთვის ანძაზე შესაძლოა, რესტორანი და სასტუმრო გაიხსნას

თბი­ლი­სის ანძა, რო­გორც ეი­ფე­ლი - 185 მეტ­რის სი­მაღ­ლის სა­ტე­ლე­ვი­ზიო კოშ­კის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია. მოძ­რა­ვი ია­ტა­კი, რამ­დე­ნი­მე ნომ­რი­ა­ნი VIP-სას­ტუმ­რო და ორ სა­არ­თუ­ლი­ა­ნი კვე­ბის ობი­ექ­ტი - ან­ძის ტუ­რის­ტულ ცენ­ტრად ქცე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს­ტო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის „კოკო არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის“ კონ­ცეფ­ცი­ამ გა­ი­მარ­ჯვა. ახლა მთა­ვა­რი ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბაა და 2020 წლის­თვის მთაწ­მინ­დის პარ­კი ტუ­რის­ტე­ბის­თვის კი­დევ უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბა.

მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქა­ლაქ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ძებს ტუ­რის­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც აქვს. მა­გა­ლი­თად, შან­ხა­ი­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო კოშ­კი Oriental Pearl ჩი­ნე­თის უდი­დე­სი ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა, სა­დაც გან­ლა­გე­ბუ­ლია სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რცე, სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზი და ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი რეს­ტო­რა­ნი.

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია ბერ­ლი­ნის სა­ტე­ლე­ვი­ზიო კოშ­კიც - Fernsehturm, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის 10 მთა­ვარ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას შო­რი­საა შე­სუ­ლი. ან­ძა­ზე მოძ­რა­ვი რეს­ტო­რა­ნი მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც მნახ­ველს შთამ­ბეჭ­დავ ხე­დებ­სა და გემ­რი­ელ სამ­ზა­რე­უ­ლოს სთა­ვა­ზობს.

პა­რიზ­ში მდე­ბა­რე ეი­ფე­ლის კოშ­კი კი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ატ­რაქ­ცი­აა. მას ყო­ველ­წლი­უ­რად 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი სტუმ­რობს, გარ­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო და რა­დიო სიგ­ნა­ლე­ბის გა­და­ცე­მი­სა, ან­ძა­ზე სამ­დო­ნი­ა­ნი სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი სივ­რცეა მო­წყო­ბი­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის სა­ტე­ლე­ვი­ზიო კოშკს, ტენ­დე­რი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბის მო­წყო­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­რა­დი­ო­ცენ­ტრმა" 2018 წლის აპ­რილ­ში გა­მო­ა­ცხა­და. ტენ­დერ­ში ეს­ტო­ნურ­მა კომ­პა­ნი­ამ „კოკო არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა" გა­ი­მარ­ჯვა, რო­მელ­მაც ეს­კი­ზი მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში შე­სა­თან­ხმებ­ლად მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­შიც წა­რად­გი­ნა, რა­ზეც სამ­სა­ხურ­მა თან­ხმო­ბა მის­ცა.

ეს­კი­ზის მი­ხედ­ვით, "კოკო არ­ქი­ტექ­ტო­რებს" ან­ძის გან­ვი­თა­რე­ბის ორი ვა­რი­ან­ტი აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

  • პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი:

ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სამ­კუ­თხე­დის ფორ­მის სივ­რცე, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს - რეს­ტო­რანს, ბარს, ტექ­ნი­კურ ოთა­ხებს სა­ტე­ლე­ვი­ზიო კოშ­კის­თვის, ლა­უნჯს, ტე­რა­სას და სა­კონ­ფე­რენ­ციო ოთახს.

  • მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი:

ან­ძა­ზე წრი­უ­ლი ფორ­მის სივ­რცე მო­ე­წყო­ბა, რო­მე­ლიც ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა და გა­ა­ერ­თი­ა­ნებს - ბარს, რეს­ტო­რანს, ლა­უნჯს, სა­კონ­ფე­რენ­ცი­ოს, ტექ­ნი­კურ ოთა­ხებს სა­ტე­ლე­ვი­ზიო კოშ­კის­თვის.

კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ნა­ვა­რა­უ­დე­ვია სივ­რცის გა­ფარ­თო­ე­ბაც, მა­გა­ლი­თად სა­უ­ბა­რია, სას­ტუმ­როს ან სპა სას­ტუმ­როს მო­წყო­ბა­ზე. ამას­თან, გა­ნი­ხი­ლე­ბა წრი­უ­ლი მოძ­რა­ვი ია­ტა­კის მქო­ნე რეს­ტორ­ნის მო­წყო­ბაც. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ეს­კი­ზის მი­ხედ­ვით, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ძა­ზე ორი ლიფ­ტიც და­მონ­ტაჟ­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­რა­დიო ცენ­ტრის" იუ­რის­ტი ლაშა ჩა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ძის გან­ვი­თა­რე­ბის იდეა უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია არ­სე­ბობს.

"ევ­რო­პის თით­ქმის ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო კოშ­კებს გარ­და ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცი­ე­ბი­სა, აქვთ და­მა­ტე­ბი­თი პა­ნო­რა­მუ­ლი ფუნ­ქცია, შე­სა­ბა­მი­სად ეს იდე­აც აქე­დან გაჩ­ნდა, თა­ნაც სა­წარ­მოს და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლიც გა­უჩ­ნდე­ბა. 2016 წელს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­იგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც იდეა მოგ­ვი­წო­ნეს, ამი­ტომ ტენ­დე­რიც გა­მო­ვა­ცხა­დეთ. ტენ­დე­რი მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში გა­მო­ცხად­და, რომ­ლი­თაც ვი­თხოვ­დით წარ­მო­ედ­გი­ნათ თბი­ლი­სის სა­ტე­ლე­ვი­ზო კოშ­კის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია. ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ორმა კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო და სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­მარ­ჯვა "კოკო არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა".

ტენ­დე­რის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით ხუთ ეტა­პად უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო პრო­დუქ­ტის მი­წო­დე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე უნდა მომ­ხდა­რი­ყო ან­ძის ის­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა, შემ­დეგ მისი მდგრა­დო­ბის შეს­წავ­ლა და დი­ზა­ი­ნუ­რი მო­ნა­ხა­ზი. წარ­მოდ­გე­ნილ 4 ვა­რი­ან­ტი­დან სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­მა სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ამ უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოს ერთი ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი ვა­რი­ან­ტი. შემ­დეგ დაპ­რო­ექ­ტე­ბა­ზე გა­მო­ცხად­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ მო­მა­ვალ წელს“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ლაშა ჩა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, კომ­პა­ნი­ამ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­ა­რა კი­ე­ვის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე ანძა და­აპ­რო­ექ­ტა.

"ტენ­დერ­ში ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა იყო, შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში დამპრო­ექ­ტე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის­გან მი­ე­ღოთ რე­კო­მენ­და­ცია, თუ რა დატ­ვირ­თვას გა­უძ­ლებს თბი­ლი­სის ანძა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი­დან მო­ვი­და ცნო­ბა, რომ იდე­ის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­ზე ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. უბ­რა­ლოდ, დე­ტა­ლუ­რი კვან­ძე­ბის დატ­ვირ­თის სიმ­ძლავ­რის შეს­წავ­ლა, სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გა­სას­ვლე­ლის გა­კე­თე­ბა უნდა მოხ­დეს უშუ­ა­ლოდ მუშა პრო­ცე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ბი­სას.

უსაფრ­თხო­ე­ბის პა­რა­მეტ­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­სა­ბა­მი­სად თი­თო­ე­უ­ლი სიმ­ძი­მე და გათ­ვლე­ბი იქ­ნე­ბა ტექ­ნი­კუ­რად შე­მოწ­მე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, შე­ნო­ბა ნა­გე­ბო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-რე­კონ­სტრუქ­ცია 2020-21 წლის­თვის დას­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა“ - გვი­თხრა ჩა­ლა­ძემ.

185 მეტ­რის სი­მაღ­ლის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ძის რე­კონ­სტრუქ­ცია მთლი­ა­ნო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 6-8 მი­ლი­ონ ევ­რომ­დე ჯდე­ბა, ამი­ტომ „სა­ქარ­თვე­ლოს რა­დიო ცენ­ტრი" ახლა ფი­ნან­სე­ბის ძი­ე­ბა­შია და სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბის იმე­დი აქვს.

"იქ­ნებ კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რო­მე­ლიც ამ პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ელბს. სო­ლი­დურ თან­ხებ­თან გვაქვს საქ­მე, ამი­ტომ ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. ეს არის სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი, ამი­ტომ უსაფრ­თხო­ე­ბის პა­რა­მეტ­რი ჩვენ­თვის უმ­ნიშ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია არ უნდა და­კარ­გოს.

მთე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შია, დას­ხი­ვე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო არის ანძა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა­ნა­ი­რი რის­კი უნდა იყოს შე­ფა­სე­ბუ­ლი, იგი­ვე ინ­ვეს­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამის მი­ხედ­ვით სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გან­სა­ზღვროს სა­კუ­თა­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი", - უთხრა AMBEBI.GE-ს ჩა­ლა­ძემ.

ავტორი:

აჯობებს თუ არა თბილისის ანძა ეიფელს? - 2020 წლისთვის ანძაზე შესაძლოა, რესტორანი და სასტუმრო გაიხსნას

აჯობებს თუ არა თბილისის ანძა ეიფელს? - 2020 წლისთვის ანძაზე შესაძლოა, რესტორანი და სასტუმრო გაიხსნას

თბილისის ანძა, როგორც ეიფელი - 185 მეტრის სიმაღლის სატელევიზიო კოშკის განვითარების კონცეფცია დამტკიცებულია. მოძრავი იატაკი, რამდენიმე ნომრიანი VIP-სასტუმრო და ორ საართულიანი კვების ობიექტი - ანძის ტურისტულ ცენტრად ქცევასთან დაკავშირებით, ესტონური კომპანიის „კოკო არქიტექტორების“ კონცეფციამ გაიმარჯვა. ახლა მთავარი ფინანსების მოძიებაა და 2020 წლისთვის მთაწმინდის პარკი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

მსოფლიოს მრავალ ქალაქში სატელევიზიო ანძებს ტურისტული დანიშნულებაც აქვს. მაგალითად, შანხაიში სატელევიზიო კოშკი Oriental Pearl ჩინეთის უდიდესი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, სადაც განლაგებულია სამუზეუმო სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და ერთ-ერთი საუკეთესო და ძვირადღირებული რესტორანი.

მსოფლიოში ცნობილია ბერლინის სატელევიზიო კოშკიც - Fernsehturm, რომელიც გერმანიის 10 მთავარ ღირსშესანიშნაობას შორისაა შესული. ანძაზე მოძრავი რესტორანი მდებარეობს, რომელიც მნახველს შთამბეჭდავ ხედებსა და გემრიელ სამზარეულოს სთავაზობს.

პარიზში მდებარე ეიფელის კოშკი კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ატრაქციაა. მას ყოველწლიურად 5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს, გარდა სატელევიზიო და რადიო სიგნალების გადაცემისა, ანძაზე სამდონიანი სანახაობრივი სივრცეა მოწყობილი ტურისტებისთვის.

რაც შეეხება თბილისის სატელევიზიო კოშკს, ტენდერი ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობის კონცეფციაზე "საქართველოს ტელერადიოცენტრმა" 2018 წლის აპრილში გამოაცხადა. ტენდერში ესტონურმა კომპანიამ „კოკო არქიტექტორებმა" გაიმარჯვა, რომელმაც ესკიზი მიმდინარე წლის აგვისტოში შესათანხმებლად მერიის არქიტექტურის სამსახურშიც წარადგინა, რაზეც სამსახურმა თანხმობა მისცა.

ესკიზის მიხედვით, "კოკო არქიტექტორებს" ანძის განვითარების ორი ვარიანტი აქვს შემუშავებული.

  • პირველი ვარიანტი:

ორსართულიანი სამკუთხედის ფორმის სივრცე, რომელიც აერთიანებს - რესტორანს, ბარს, ტექნიკურ ოთახებს სატელევიზიო კოშკისთვის, ლაუნჯს, ტერასას და საკონფერენციო ოთახს.

  • მეორე ვარიანტი:

ანძაზე წრიული ფორმის სივრცე მოეწყობა, რომელიც ორსართულიანი იქნება და გააერთიანებს - ბარს, რესტორანს, ლაუნჯს, საკონფერენციოს, ტექნიკურ ოთახებს სატელევიზიო კოშკისთვის.

კონცეფციის მიხედვით, ნავარაუდევია სივრცის გაფართოებაც, მაგალითად საუბარია, სასტუმროს ან სპა სასტუმროს მოწყობაზე. ამასთან, განიხილება წრიული მოძრავი იატაკის მქონე რესტორნის მოწყობაც. შემუშავებული ესკიზის მიხედვით, სატელევიზიო ანძაზე ორი ლიფტიც დამონტაჟდება.

"საქართველოს ტელერადიო ცენტრის" იურისტი ლაშა ჩალაძე ამბობს, რომ სატელევიზიო ანძის განვითარების იდეა უკვე რამდენიმე წელია არსებობს.

"ევროპის თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში სატელევიზიო კოშკებს გარდა ძირითადი ფუნქციებისა, აქვთ დამატებითი პანორამული ფუნქცია, შესაბამისად ეს იდეაც აქედან გაჩნდა, თანაც საწარმოს დამატებითი შემოსავალიც გაუჩნდება. 2016 წელს ეკონომიკის სამინისტროში გაიგზავნა წერილი, სადაც იდეა მოგვიწონეს, ამიტომ ტენდერიც გამოვაცხადეთ. ტენდერი მიმდინარე წლის მარტში გამოცხადდა, რომლითაც ვითხოვდით წარმოედგინათ თბილისის სატელევიზო კოშკის განვითარების კონცეფცია. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო და საბოლოოდ გაიმარჯვა "კოკო არქიტექტორებმა".

ტენდერის პირობების მიხედვით ხუთ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო პროდუქტის მიწოდება. პირველ ეტაპზე უნდა მომხდარიყო ანძის ისტორიული კვლევა, შემდეგ მისი მდგრადობის შესწავლა და დიზაინური მონახაზი. წარმოდგენილ 4 ვარიანტიდან სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებულმა სატენდერო კომისიამ უნდა გამოავლინოს ერთი ყველაზე მისაღები ვარიანტი. შემდეგ დაპროექტებაზე გამოცხადდება სახელმწიფო შესყიდვა, სავარაუდოდ მომავალ წელს“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ლაშა ჩალაძემ.

მისივე თქმით, უსაფრთხოების მიზნით, კომპანიამ კონსულტაციები გაიარა კიევის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომელმაც თავის დროზე ანძა დააპროექტა.

"ტენდერში ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, შემუშავების პროცესში დამპროექტებელი კომპანიისგან მიეღოთ რეკომენდაცია, თუ რა დატვირთვას გაუძლებს თბილისის ანძა. აღნიშნული ინსტიტუტიდან მოვიდა ცნობა, რომ იდეის განვითარების დონეზე ამის განხორციელება შესაძლებელია. უბრალოდ, დეტალური კვანძების დატვირთის სიმძლავრის შესწავლა, საევაკუაციო გასასვლელის გაკეთება უნდა მოხდეს უშუალოდ მუშა პროცესების განხორციელებებისას.

უსაფრთხოების პარამეტრი ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისად თითოეული სიმძიმე და გათვლები იქნება ტექნიკურად შემოწმებული. ვფიქრობ, შენობა ნაგებობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 2020-21 წლისთვის დასრულებული იქნება“ - გვითხრა ჩალაძემ.

185 მეტრის სიმაღლის სატელევიზიო ანძის რეკონსტრუქცია მთლიანობაში დაახლოებით 6-8 მილიონ ევრომდე ჯდება, ამიტომ „საქართველოს რადიო ცენტრი" ახლა ფინანსების ძიებაშია და სახელმწიფოს დახმარების იმედი აქვს.

"იქნებ კონკრეტული ინვესტორები გამოჩნდნენ, რომელიც ამ პროექტს განახორციელბს. სოლიდურ თანხებთან გვაქვს საქმე, ამიტომ ფინანსების მოძიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ეს არის სტრატეგიული ობიექტი, ამიტომ უსაფრთხოების პარამეტრი ჩვენთვის უმნიშნელოვანესია. ორგანიზაციამ ძირითადი ფუნქცია არ უნდა დაკარგოს.

მთელი კომუნიკაციის სისტემა, რომელიც საქართველოშია, დასხივების ძირითადი წყარო არის ანძა, აქედან გამომდინარე ყველანაირი რისკი უნდა იყოს შეფასებული, იგივე ინვესტორთან დაკავშირებით და ამის მიხედვით სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს საკუთარი პრიორიტეტები", - უთხრა AMBEBI.GE-ს ჩალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ