"რუსთავი 2" კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და გიორგი ჩუბინიძე ფიგურირებენ.
ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო.
"ვანო ჩხარტიშვილი - მე მიშას დროს ჩასული რო ვიყავი ლონდონში შევხვდი ნარიშკინს, ნარიშკინი დიდი ფიგურა იყო რუსეთში, ადმინისტრაციის უფროსი იყო პუტინის, მერე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და გერმანიაში შევხვდით რა, ხოდა შეგახვედრებო პუტინს, მე მითხრა რა, და მე ვუთხარი, რა უნდა ვუთხრა მეთქი-რაა, რამე თუ ისეთი არის, რომელიც ვთქვათ რაღაცა, არ ვარ მეთქი მზად მეთქი შესახვედრად-მეთქი და გაუკვირდა კაცს, ნარიშკინს, პირველი კაცი ხარო, რომელმაც უარი თქვიო შეხვედრაზეო, მე ვუთხარი, რა ის არის შევხვდე პუტინთან ჩამოართვი ხელი, რაღაცა, მე ვუთხარი თუ რამე ისეთი იქნა პირველ რიგში იქნება მიშა ჩამოგვაგდებინოთ, მე ვუთხარი რაღაცა რავიცი თუ რამე არსებობს ეს ინსტრუმენტითქო მე ვუთხარი. ხოდა მე ვუთხარი აი რა შეიძლება, როგორ შეიძლება და ისე, მერე მოკლედ გაიარა მაგან ეს საკითხები იქა ლავროვთან იმასთან ამასთან და ვერაფერი ვერ შემოგვთავაზა, ვერაფერი ვერ თქვეს ისეთი რომ აქ ჩამოსულიყავი და გაგეყიდა მერე აქა რა რაღაც. მერე წავიდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. სხვათა შორის ძალიან სერიოზული ტიპია რა ეხლა არის მაგი ბიძინას დაცვის უფროსი”.
"ზაზა ოქუაშვილი - ე.ი. სავსეა აჭარა რუსებით, მარა ვეღარ გაარჩევ იქ ზოგი უკრაინაა ზოგი რუსი თან ეხლა რუსულ ლაპარაკს ისმენ რუსული, თურქული.
ვანო ჩხარტიშვილი - ხო არა მთავრობამ უნდა გააკეთოს რაღაცა, არ ვიცი რაღაცა წაკუზულები არიან აი რაღაცა რავი აზრზე არა ვარ
ზაზა ოქუაშვილი - კმაყოფილია რუსეთი? ალბათ ნატო აღიზიანებთ ნატო ნატო
ვანო ჩხარტიშვილი - ნატო, არა იცის რო ვერ შევალთ, რუსეთი ეხლა ძალიან კომფორტშია ჩვენთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში კომფორტშია
ზაზა ოქუაშვილი - კომფორტშია."