ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე (ფოტო)

მიხეილ სააკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე (ფოტო)

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალს სტუმრობს. იგი ბექა გოჩიაშვილის ჯაზ ბენდის გამოსვლას ესწრება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. საქართველოს პავილიონი სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიზაინერმა გია ბოხუამ შექმნა. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის კონცეფცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაკვეთით მარკეტინგულმა კომპანიამ connect 2016 წელს შექმნა. კონცეფციის - ანბანით მოთხრობილი საქართველო / Georgia Made by Characters ტექსტის ავტორი თანამეროვე მწერალი აკა მორჩლაძეა, ხოლო ბრენდინგი გია ბოხუას, კახა კახაძეს და თაკო ჭაბუკიანს ეკუთვნის. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამა პავილიონში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით გაიხსნა.

საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის, პავილიონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად გახსნეს.

VIDEO: აკა მორჩილაძის ემოციური გამოსვლა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან, რომელმაც "ფეისბუქზე" ყველა აალაპარაკა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ