ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს დილით „რუსთავი 2“ -ის გადამღები ჯგუფი წინასწარი გაფრთხილების გარეშე სამშენებლო მოედანზე შევიდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალური უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე სამშენებლო ობიექტზე შესვლა აკრძალულია.
„დღეს დილით, დაახლოებით ათ საათზე მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან (ქვიშხეთის სამშენებლო უბანი) „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე, უნებართვოდ შეიჭრა სამშენებლო მოედანზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და სპეციალური უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე შესვლა აკრძალულია.
ჩვენი კომპანიის თანამშრომლების მიერ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გადამღებმა ჯგუფმა მაინც არ დატოვა ტერიტორია და პროვოკაციული გზით შეეცადა ჩვენი კომპანიის თანამშრომლებთან კონფლიქტში შესვლას. ვწუხვართ მომხდარის გამო, ჩვენი მიზანი დახურულ სამშენებლო მოედანზე ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. მზად ვართ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ პირებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.