პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს
იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს

მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და რე­ჟი­სო­რის იო­სებ ბა­კუ­რა­ძის სპექ­ტაკ­ლი „ქა­რიშ­ხა­ლი“ შექ­სპი­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე მი­იწ­ვი­ეს.

შექ­სპი­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი ერე­ვან­ში იმარ­თე­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მსოფ­ლი­ოს ათე­უ­ლო­ბით ქვეყ­ნის თე­ატ­რი იღებს.

აღ­ნიშ­ნულ ფეს­ტი­ვალ­ზე სა­ქარ­თვე­ლო უკვე მე­ო­რედ არის მიწ­ვე­უ­ლი. გა­სულ წელს ქვეყ­ნის სა­ხე­ლით რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი წარ­სდგა. წელს კი ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რი მი­იწ­ვი­ეს.

ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან მიწ­ვე­უ­ლი თე­ატრმ­ცოდ­ნე­ე­ბი­სა და კრი­ტი­კო­სე­ბის­გან არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს რამ­დე­ნი­მე კრი­ტე­რი­უ­მით გა­მო­ვა­ლე­ნენ.

„ქა­რიშ­ხლის“ რე­ჟი­სო­რის იო­სებ ბა­კუ­რა­ძის თქმით, ქა­რიშ­ხა­ლი შექ­სპი­რის უკა­ნას­კნე­ლი და ყვე­ლა­ზე ჯა­დოს­ნუ­რი პი­ე­საა.

„ეს ჩემი პირ­ვე­ლი დად­გმა იყო შექ­სპი­რის პი­ე­სე­ბი­დან, რო­მე­ლიც შექ­სპი­რის სა­ი­უ­ბი­ლეო წე­ლი­წადს დავ­დგი. შექ­სპი­რის სა­ი­უ­ბი­ლეო წე­ლი­წადს მინ­დო­და ახა­ლი სპექ­ტაკ­ლი და­მედ­გა და ”ქა­რიშ­ხა­ლი” გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, რად­გან და­სის შე­მად­გენ­ლო­ბა მაძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას ყვე­ლა­ზე ჯა­დოს­ნუ­რი პი­ე­სა და­მედ­გა შექ­სპი­რის პი­ე­სე­ბი­დან. მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის სპე­ცი­ფი­კაც იძ­ლე­ო­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ უსი­ტყვოდ გად­მოგ­ვე­ცა შექ­სპი­რის უკა­ნას­კნე­ლი პი­ე­სის სი­უ­ჟე­ტი”, - აღ­ნიშ­ნავს იო­სებ ბა­კუ­რა­ძე.

მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რი ერ­თგვა­რი ჟან­რე­ბის თე­ატ­რია, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვას, მი­მოდ­რა­მას, აკ­რო­ბა­ტი­კას, პან­ტო­მი­მას, ფი­ზი­კურ თე­ატრს, ბა­ლეტს, საბ­რძო­ლო და სა­ცირ­კო ელე­მენ­ტებს, ფოლკ­ლორს და სა­ავ­ტო­რო მუ­სი­კას. ამ სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ნა­ხა­ო­ბა ერ­თნა­ი­რად სა­ინ­ტე­რე­სოა ყვე­ლა ასა­კი­სა თუ ეროვ­ნე­ბის მა­ყუ­რებ­ლის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს

იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს

მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ქარიშხალი“ შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს.

შექსპირის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ერევანში იმართება და მონაწილეობას მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის თეატრი იღებს.

აღნიშნულ ფესტივალზე საქართველო უკვე მეორედ არის მიწვეული. გასულ წელს ქვეყნის სახელით რუსთაველის თეატრი წარსდგა. წელს კი ფესტივალის ორგანიზატორებმა მოძრაობის თეატრი მიიწვიეს.

ფესტივალის ჟიური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული თეატრმცოდნეებისა და კრიტიკოსებისგან არის დაკომპლექტებული. გამარჯვებულებს რამდენიმე კრიტერიუმით გამოვალენენ.

„ქარიშხლის“ რეჟისორის იოსებ ბაკურაძის თქმით, ქარიშხალი შექსპირის უკანასკნელი და ყველაზე ჯადოსნური პიესაა.

„ეს ჩემი პირველი დადგმა იყო შექსპირის პიესებიდან, რომელიც შექსპირის საიუბილეო წელიწადს დავდგი. შექსპირის საიუბილეო წელიწადს მინდოდა ახალი სპექტაკლი დამედგა და ”ქარიშხალი” განვახორციელე, რადგან დასის შემადგენლობა მაძლევდა საშუალებას ყველაზე ჯადოსნური პიესა დამედგა შექსპირის პიესებიდან. მოძრაობის თეატრის სპეციფიკაც იძლეოდა ამის საშუალებას, რომ უსიტყვოდ გადმოგვეცა შექსპირის უკანასკნელი პიესის სიუჟეტი”, - აღნიშნავს იოსებ ბაკურაძე.

მოძრაობის თეატრი ერთგვარი ჟანრების თეატრია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე სანახაობა ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკისა თუ ეროვნების მაყურებლისთვის.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება