Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ბინ ლადენის მეგობარი ჟურნალისტი, რომელიც თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოდან გაუჩინარდა
ვინ არის ბინ ლადენის მეგობარი ჟურნალისტი, რომელიც თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოდან გაუჩინარდა

ჯა­მალ ხა­შო­გი - ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი სა­უ­დის არა­ბე­თი­დან, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, 2 ოქ­ტომ­ბერს თურ­ქეთ­ში სა­უ­დის არა­ბე­თის სა­კონ­სუ­ლო­ში შე­ვი­და, სა­ი­და­ნაც აღარ გა­მო­სუ­ლა.

ხა­შო­გის სა­ცო­ლე, რო­მე­ლიც მას გა­რეთ ელო­დე­ბო­და, იხ­სე­ნებს რომ ჟურ­ნა­ლის­ტი 2 ოქ­ტომ­ბერს, სტამ­ბოლ­ში მდე­ბა­რე სა­უ­დის არა­ბე­თის სა­კონ­სუ­ლო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად მი­ვი­და, რად­გან მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და... აქე­დან იკარ­გე­ბა მისი კვა­ლი. სა­ცო­ლემ, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე ხა­ტი­ჯე ჯენ­გი­ზამ დახ­მა­რე­ბის­თვის თურქ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მი­მარ­თა.

ხა­შო­გის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ამ­ბა­ვი მა­შინ­ვე მო­ე­დო მსოფ­ლიო მე­დი­ას. გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღან­მაც, რო­მელ­მაც ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ პო­ლი­ცია სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დეო კა­მე­რებს სა­კონ­სუ­ლოს შე­სას­ვლელ-გა­სას­ვლელ­სა და სტამ­ბო­ლის აე­რო­პორ­ტში მისი გა­მო­ჩე­ნის კად­რებს სწავ­ლობს და გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს მსოფ­ლი­ოს წა­რუდ­გენს...

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, იმ დროს, რო­დე­საც ჯა­მალ ხა­შო­გი სა­უ­დის არა­ბე­თის სა­კონ­სუ­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, იქვე იყო სა­უ­დის არა­ბე­თი­დან თურ­ქეთ­ში ჩა­სუ­ლი 15 პირი, თუმ­ცა, მათი იქ ყოფ­ნის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის. BBC-ის ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის ეზო­ში მოკ­ლეს.

ჟურ­ნა­ლის­ტი ცნო­ბი­ლი იყო რო­გორც სა­უ­დის არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ვა­შინგტონ­ში მას შემ­დეგ გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, რაც მის სამ­შობ­ლო­ში დი­სი­დენ­ტებს დევ­ნა და­უ­წყეს და მისი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი და­ა­პა­ტიმ­რეს. მა­შინ აქ­ტი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი პი­რა­დად გა­აფრ­თხი­ლეს, თუ ქვე­ყა­ნას არ და­ტო­ვებ­და, ცუ­დად და­ამ­თავ­რებ­და...

ამ ყვე­ლა­ფერს ჰქონ­და წი­ნა­პი­რო­ბე­ბი - ხა­შო­გი წლე­ბის გან­მა­ლო­ბა­ში სა­უ­დის არა­ბე­თის უფ­ლის­წულს მუ­ჰა­მად ბინ სალ­მა­ნის (რო­მელ­საც ქვეყ­ნის ვიცე-პრე­მი­ე­რი­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტი უჭი­რავს) თა­მა­მად აკ­რი­ტი­კებ­და სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მებ­ში, მთ შო­რის The Washington Post-შიც.

გა­მო­ცე­მის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბით, სა­უ­დის არა­ბე­თი, თურ­ქე­თი და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არი­ან ხა­შო­გის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­ზე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ 59 წლის ჟურ­ნა­ლის­ტმა, სა­კონ­სუ­ლო­ში შეს­ვლამ­დე სა­ცო­ლეს უთხრა, რომ თუ ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­დან დრო­უ­ლად არ გა­მო­ვი­დო­და, დახ­მა­რე­ბის­თვის თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­ე­მარ­თა.

BBC-ს ცნო­ბით, თა­ვი­სი კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში ჟურ­ნა­ლისტს ახლო და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მსოფ­ლი­ოს ნო­მერ პირ­ველ ტე­რო­რის­ტთან, ოსა­მა ბინ ლა­დენ­თან, რო­მე­ლიც იმ წლებ­ში და­სავ­ლე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა იყო... ხა­შო­გის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კა­რი­ე­რა 1980-იანი წლე­ბი­დან იწყე­ბა, მან სწავ­ლა ამე­რი­კა­ში და­ამ­თავ­რა და 1985 წელს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ გა­მო­ცე­მებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

1990 წელს Al Madina-ს რე­პორ­ტი­ო­რი იყო, სა­დაც ავ­ღა­ნეთ­ში, ის­ლა­მის­ტი ბო­ე­ვი­კე­ბის თე­მას აშუ­ქებ­და, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძოდ­ნენ. მისი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი მი­სი­ვე თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ოსა­მა ბინ ლა­დე­ნი იყო, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში მო­ჯა­ჰე­დებს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში შე­ურთდა.

იმ წლებ­ში, ხა­შო­გი, ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თა­დერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, რო­მე­ლიც ბინ ლა­დენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს წერ­და. ის და “ალ ქა­ი­დას” ლი­დე­რი ერ­თმა­ნეთს ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­დნენ... ინ­ტერ­ვი­უს ასა­ღე­ბად ჟურ­ნა­ლის­ტი ბინ ლა­დენ­თან, თორა-ბო­რას გა­მოქ­ვა­ბულ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ 1995 წელს სუ­დან­ში შედ­გა. წლე­ბის შემ­დეგ, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე - ბინ ლა­დენ­თან მე­გობ­რო­ბა­ზე, მისი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე, ცნო­ბილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, გერ­მა­ნულ გა­მო­ცე­მა Spiegel-თან ისა­უბ­რა...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის მსოფ­ლიო მე­დი­ამ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­მაც და სა­უ­დის არა­ბე­თის ყვე­ლა­ზე პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ჟურ­ნა­ლის­ტად გა­იც­ნო. რა­დი­კა­ლურ ის­ლა­მიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბით, მის ცი­ტა­ტებს და­სავ­ლუ­რი მე­დია ექ­სპერ­ტის მო­საზ­რე­ბად მი­იჩ­ნევ­და... ასე­ვე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მე­ფო ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რად ით­ვლე­ბო­და და ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­სა და ბეჭ­დურ მე­დი­ა­შიც მუ­შა­ობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რამ­დენ­ჯერ­მე სა­ლა­ფიზ­მის ხმა­მა­ღა­ლი კრი­ტი­კის გამო სამ­სა­ხუ­რიც და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს, რის შემ­დე­გაც მან ბრი­ტა­ნეთ­სა და ამე­რი­კა­ში, იბნ ფე­ი­სალ­თა­ნაც იმუ­შა­ვა, მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მრჩევ­ლის რან­გში.

2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტამ­დე იბნ ფე­ი­სა­ლი სა­უ­დის არა­ბე­თის დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სი იყო... 2010 წელს, ხა­შოგს სა­უ­დის არა­ბე­თის მი­ლი­არ­დელ­მა, ალ-ვა­ლიდ-იბნ თა­ლალ­მა, სა­უდ­ში ახა­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია Al Arab-ის ბაჰ­რე­ი­ნის შტა­ბის რე­დაქ­ტო­რო­ბა შეს­თა­ვა­ზა... თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც მან და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში სა­უ­დის არა­ბე­თის დიქ­ტა­ტო­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა გა­აკ­რი­ტი­კა, ტე­ლე­კომ­პა­ნია და­ხუ­რეს.

“არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის” დროს, ხო­შა­გი ოპო­ზი­ცი­ის მხა­რეს იყო და ეგ­ვიპ­ტე­სა და ტუ­ნის­ში რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ემ­ხრო­ბო­და, რის გა­მოც მის მი­მართ არა­ერ­თი მუ­ქა­რა გან­ხორ­ცი­ელ­და.

2016 წლის დე­კემ­ბრი­დან, რო­დე­საც სა­უ­დის არა­ბე­თის პრინცმა დო­ნალდ ტრამ­პთან კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა და­ი­წყო, ჟურ­ნა­ლის­ტმა პრინ­ცი კი­დევ ერთხელ გა­აკ­რი­ტი­კა... 2017 წელს, მას შემ­დეგ, რაც ერ-რი­ად­მა ყა­ტარ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რი გა­წყვი­ტა, რად­გან მისი პო­ზი­ცი­ით, ის “მუს­ლიმ­თა საძ­მოს” ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და, რო­მელ­საც ის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად მი­იჩ­ნევ­და, ხო­შაგ­მა მა­შინ კი­დევ ერთხელ გა­აკ­რი­ტი­კა სა­უ­დის არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

იმა­ვე წელს, ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­უ­დის არა­ბე­თი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რის შემ­დე­გაც, ის პრაქ­ტი­კუ­ლად ერ­თდრო­უ­ლად სამ ქვე­ყა­ნა­ში, - ამე­რი­კა­ში, ბრი­ტა­ნეთ­სა და თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობ­და. Washington Post-ის ერთ-ერთ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში მან სა­უ­დის არა­ბე­თის პრინ­ცი, მო­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნი პუ­ტინს შე­ა­და­რა, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბულ აზრს დევ­ნის..

თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­უ­დის არა­ბე­თი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ, მან პრინ­ცის აქ­ტი­უ­რი კრი­ტი­კა შე­წყვი­ტა, რაც მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ერ­თგვა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­აც იყო... ხა­შო­გის და­კარ­გვის შემ­დეგ Washington Post-მა, 5 ოქ­ტომ­ბრის გა­მო­ცე­მა­ში ერთი სვე­ტი ცა­რი­ე­ლი და­ტო­ვა სა­თა­უ­რით “და­კარ­გუ­ლი ხმა” (Missing Voice).

ავტორი:

ვინ არის ბინ ლადენის მეგობარი ჟურნალისტი, რომელიც თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოდან გაუჩინარდა

ვინ არის ბინ ლადენის მეგობარი ჟურნალისტი, რომელიც თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოდან გაუჩინარდა

ჯამალ ხაშოგი - ცნობილი ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა, 2 ოქტომბერს თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა, საიდანაც აღარ გამოსულა.

ხაშოგის საცოლე, რომელიც მას გარეთ ელოდებოდა, იხსენებს რომ ჟურნალისტი 2 ოქტომბერს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში განქორწინების დოკუმენტების მისაღებად მივიდა, რადგან მეორე ქორწინებისთვის ემზადებოდა... აქედან იკარგება მისი კვალი. საცოლემ, თურქეთის მოქალაქე ხატიჯე ჯენგიზამ დახმარებისთვის თურქ სამართალდამცავებს მიმართა.

ხაშოგის გაუჩინარების ამბავი მაშინვე მოედო მსოფლიო მედიას. განმარტება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიცია სათვალთვალო ვიდეო კამერებს საკონსულოს შესასვლელ-გასასვლელსა და სტამბოლის აეროპორტში მისი გამოჩენის კადრებს სწავლობს და გამოძიების შედეგებს მსოფლიოს წარუდგენს...

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, იმ დროს, როდესაც ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში იმყოფებოდა, იქვე იყო საუდის არაბეთიდან თურქეთში ჩასული 15 პირი, თუმცა, მათი იქ ყოფნის მიზეზი ჯერჯერობით მედიისთვის ცნობილი არ არის. BBC-ის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ის დიპლომატიური კორპუსის ეზოში მოკლეს.

ჟურნალისტი ცნობილი იყო როგორც საუდის არაბეთის ხელისუფლების კრიტიკოსი, რომელიც ვაშინგტონში მას შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად, რაც მის სამშობლოში დისიდენტებს დევნა დაუწყეს და მისი უახლოესი მეგობრებიდან ძალიან ბევრი დააპატიმრეს. მაშინ აქტიური ჟურნალისტი პირადად გააფრთხილეს, თუ ქვეყანას არ დატოვებდა, ცუდად დაამთავრებდა...

ამ ყველაფერს ჰქონდა წინაპირობები - ხაშოგი წლების განმალობაში საუდის არაბეთის უფლისწულს მუჰამად ბინ სალმანის (რომელსაც ქვეყნის ვიცე-პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის პოსტი უჭირავს) თამამად აკრიტიკებდა სხვადასხვა გამოცემებში, მთ შორის The Washington Post-შიც.

გამოცემის სარედაქციო საბჭოს განცხადებით, საუდის არაბეთი, თურქეთი და შეერთებული შტატები პასუხისმგებელი არიან ხაშოგის გაუჩინარებაზე.

მოგვიანებით გაირკვა, რომ 59 წლის ჟურნალისტმა, საკონსულოში შესვლამდე საცოლეს უთხრა, რომ თუ ის დიპლომატიური კორპუსიდან დროულად არ გამოვიდოდა, დახმარებისთვის თურქეთის ხელისუფლებისთვის მიემართა.

BBC-ს ცნობით, თავისი კარიერის დასაწყისში ჟურნალისტს ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტთან, ოსამა ბინ ლადენთან, რომელიც იმ წლებში დასავლეთის საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი პერსონა იყო... ხაშოგის ჟურნალისტური კარიერა 1980-იანი წლებიდან იწყება, მან სწავლა ამერიკაში დაამთავრა და 1985 წელს სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ადგილობრივ გამოცემებთან თანამშრომლობდა.

1990 წელს Al Madina-ს რეპორტიორი იყო, სადაც ავღანეთში, ისლამისტი ბოევიკების თემას აშუქებდა, რომლებიც საბჭოთა შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდნენ. მისი პუბლიკაციების ერთ-ერთი მთავარი გმირი მისივე თანამემამულე ოსამა ბინ ლადენი იყო, რომელიც ავღანეთში მოჯაჰედებს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში შეურთდა.

იმ წლებში, ხაშოგი, ფაქტობრივად ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც ბინ ლადენთან ინტერვიუებს წერდა. ის და “ალ ქაიდას” ლიდერი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ... ინტერვიუს ასაღებად ჟურნალისტი ბინ ლადენთან, თორა-ბორას გამოქვაბულში იმყოფებოდა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ექსკლუზიური ინტერვიუ 1995 წელს სუდანში შედგა. წლების შემდეგ, ამ ყველაფერზე - ბინ ლადენთან მეგობრობაზე, მისი ცხოვრების დეტალებზე, ცნობილმა ჟურნალისტმა, გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ისაუბრა...

მოგვიანებით, ის მსოფლიო მედიამ ერთ-ერთ ყველაზე მამაც და საუდის არაბეთის ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე ჟურნალისტად გაიცნო. რადიკალურ ისლამიზმთან დაკავშირებით, მის ციტატებს დასავლური მედია ექსპერტის მოსაზრებად მიიჩნევდა... ასევე, წლების განმავლობაში საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა და ქვეყნის ხელისუფლების შესახებ უამრავ ინფორმაციას ფლობდა. გარკვეული დროის განმავლობაში, ადგილობრივ ტელეკომპანიებსა და ბეჭდურ მედიაშიც მუშაობდა. მოგვიანებით, რამდენჯერმე სალაფიზმის ხმამაღალი კრიტიკის გამო სამსახურიც დაატოვებინეს, რის შემდეგაც მან ბრიტანეთსა და ამერიკაში, იბნ ფეისალთანაც იმუშავა, მედიასთან ურთიერთობის დიპლომატიური მრჩევლის რანგში.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტამდე იბნ ფეისალი საუდის არაბეთის დაზვერვის უფროსი იყო... 2010 წელს, ხაშოგს საუდის არაბეთის მილიარდელმა, ალ-ვალიდ-იბნ თალალმა, საუდში ახალი ტელეკომპანია Al Arab-ის ბაჰრეინის შტაბის რედაქტორობა შესთავაზა... თუმცა, მას შემდეგ, რაც მან დასავლურ მედიაში საუდის არაბეთის დიქტატორული მმართველობა გააკრიტიკა, ტელეკომპანია დახურეს.

“არაბული გაზაფხულის” დროს, ხოშაგი ოპოზიციის მხარეს იყო და ეგვიპტესა და ტუნისში რეფორმების განხორციელებას ემხრობოდა, რის გამოც მის მიმართ არაერთი მუქარა განხორციელდა.

2016 წლის დეკემბრიდან, როდესაც საუდის არაბეთის პრინცმა დონალდ ტრამპთან კავშირების დამყარება და ურთიერთობის დალაგება დაიწყო, ჟურნალისტმა პრინცი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა... 2017 წელს, მას შემდეგ, რაც ერ-რიადმა ყატართან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა, რადგან მისი პოზიციით, ის “მუსლიმთა საძმოს” ფინანსურად ეხმარებოდა, რომელსაც ის ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევდა, ხოშაგმა მაშინ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საუდის არაბეთის ხელისუფლება.

იმავე წელს, ის იძულებული გახდა საუდის არაბეთი დაეტოვებინა, რის შემდეგაც, ის პრაქტიკულად ერთდროულად სამ ქვეყანაში, - ამერიკაში, ბრიტანეთსა და თურქეთში ცხოვრობდა. Washington Post-ის ერთ-ერთ პუბლიკაციაში მან საუდის არაბეთის პრინცი, მოჰამედ ბინ სალმანი პუტინს შეადარა, რომელიც განსხვავებულ აზრს დევნის..

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ საუდის არაბეთიდან წამოსვლის შემდეგ, მან პრინცის აქტიური კრიტიკა შეწყვიტა, რაც მისი ოჯახის წევრების ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიაც იყო... ხაშოგის დაკარგვის შემდეგ Washington Post-მა, 5 ოქტომბრის გამოცემაში ერთი სვეტი ცარიელი დატოვა სათაურით “დაკარგული ხმა” (Missing Voice).

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"