27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანბანით მოთხრობილი საქართველო - როგორ გამოიყურება ქართული პავილიონი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
ანბანით მოთხრობილი საქართველო - როგორ გამოიყურება ქართული პავილიონი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

9 ოქ­ტომ­ბერს, 2018 წლის ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის კვი­რე­უ­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სტუ­მა­რი ქვეყ­ნის პა­ვი­ლი­ო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა.

გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი აუ­დი­ტო­რი­ის ფო­კუს­ში ქარ­თუ­ლი პროგ­რა­მა კონ­ცეფ­ცი­ით - Georgia Made by Characters - ან­ბა­ნით მო­თხრო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო წარ­დგა, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, უნი­კა­ლურ ქარ­თულ ან­ბან­სა და უნი­კა­ლურ დამ­წერ­ლო­ბას, მე­ო­რე მხრივ კი ქარ­თულ ხა­სი­ა­თებ­სა და პერ­სო­ნა­ჟებს ეფუძ­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პა­ვი­ლი­ო­ნი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, დი­ზა­ი­ნერ­მა გია ბო­ხუ­ამ შექ­მნა. 2018 წელს ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ქვეყ­ნის პრო­ექ­ტის კონ­ცეფ­ცია ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დაკ­ვე­თით მარ­კე­ტინ­გულ­მა კომ­პა­ნი­ამ connect 2016 წელს შექ­მნა. კონ­ცეფ­ცი­ის - ან­ბა­ნით მო­თხრო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო / Georgia Made by Characters ტექ­სტის ავ­ტო­რი თა­ნა­მე­რო­ვე მწე­რა­ლი აკა მორ­ჩლა­ძეა, ხოლო ბრენ­დინ­გი გია ბო­ხუ­ას, კახა კა­ხა­ძეს და თაკო ჭა­ბუ­კი­ანს ეკუთ­ვნის.

ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის კვი­რე­უ­ლის ქარ­თუ­ლი პროგ­რა­მა პა­ვი­ლი­ონ­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტის ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბით გა­იხ­სნა.

14 ოქ­ტომ­ბრამ­დე, პა­ვი­ლი­ონ­ში მო­წყო­ბილ 2 სცე­ნა­ზე 72 ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რი უცხო­ელ მკი­თხველს შეხ­ვდე­ბა და ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­აც­ნობს, გა­ი­მარ­თე­ბა დის­კუ­სი­ე­ბი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კი­თხვე­ბი. პა­ვი­ლი­ონ­ში ასე­ვე მო­წყო­ბი­ლია სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კის რამ­დე­ნი­მე სივ­რცე, სა­დაც უცხო­ელ ვი­ზი­ტო­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს გა­ეც­ნოს ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას და კულ­ტუ­რას, მო­უს­მი­ნოს ქარ­თულ ხმო­ვა­ნე­ბას, და­ათ­ვა­ლი­ე­როს მაგ­ნუ­მის ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის გა­მო­ფე­ნა თბი­ლი­სის შე­სა­ხებ, პა­ვი­ლი­ონ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ სივ­ცე­ში გა­მო­ფე­ნი­ლია ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მხარ­დაჭ­რით გა­მო­ცე­მუ­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის 300-მდე უცხო­ე­ნო­ვა­ნი თარ­გმა­ნი-გა­მო­ცე­მა, ასე­ვე უცხო­ე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა ენა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მუ­ლი 600-მდე წიგ­ნი.

მულ­ტი­მე­დი­ურ სივ­რცე­ში დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით იხი­ლავს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის მიერ გა­მო­ხა­ტულ სხვა­დას­ხვა ემო­ცი­ას.

ყო­ვე­ლი დღის ბო­ლოს ქარ­თულ პა­ვი­ლი­ონ­ში მას­შტა­ბურ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პროგ­რა­მას­თან ერ­თად, სა­ინ­ტე­რე­სო და ორი­გი­ნა­ლუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პროგ­რა­მა იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. პა­ვი­ლი­ო­ნის სტუმ­რებს სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბას ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლის ჯაზ ბენ­დი, ნიკა მა­ჩა­ი­ძე და ნა­ტა­ლია ბე­რი­ძე, დი­ჯეი გიგი ჯი­ქია და Masterknot და ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი გა­აც­ნობს.

სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ქვეყ­ნის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლია 100-ზე მეტი კულ­ტუ­რუ­ლი და 500-მდე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ქვეყ­ნის პრო­ექ­ტის სა­შე­მოდ­გო­მო პროგ­რა­მა დატ­ვირ­თუ­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი, სა­გა­მო­ფე­ნო, მუ­სი­კა­ლუ­რი, კი­ნო­სა და თე­ატ­რა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­თა და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შო­უ­ე­ბით.

ფრან­კფურ­ტის გერ­მა­ნი­ის კი­ნო­მუ­ზე­უმ­ში კი ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა 20-მდე ქარ­თუ­ლი ფილ­მი, რო­გორც ქარ­თუ­ლი კი­ნოს კლა­სი­კა, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­სა და ფო­რუ­მებ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბი. ფრან­კფურ­ტის, კარლსრუ­ე­სა და მარ­ბურ­გის წამ­ყვან თე­ატ­რა­ლურ სივ­რცე­ებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თა­ლუ­რი თე­ატ­რა­ლუ­რი და­სე­ბის 14 სპექ­ტაკ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ქვეყ­ნის პა­ვი­ლი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ და ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნიმ ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებ­თან ერ­თად გახ­სნეს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ანბანით მოთხრობილი საქართველო - როგორ გამოიყურება ქართული პავილიონი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

ანბანით მოთხრობილი საქართველო - როგორ გამოიყურება ქართული პავილიონი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

9 ოქტომბერს, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს, როგორც სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა.

გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით - Georgia Made by Characters - ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგა, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება.

საქართველოს პავილიონი სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიზაინერმა გია ბოხუამ შექმნა. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის კონცეფცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაკვეთით მარკეტინგულმა კომპანიამ connect 2016 წელს შექმნა. კონცეფციის - ანბანით მოთხრობილი საქართველო / Georgia Made by Characters ტექსტის ავტორი თანამეროვე მწერალი აკა მორჩლაძეა, ხოლო ბრენდინგი გია ბოხუას, კახა კახაძეს და თაკო ჭაბუკიანს ეკუთვნის.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამა პავილიონში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით გაიხსნა.

14 ოქტომბრამდე, პავილიონში მოწყობილ 2 სცენაზე 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება და ქართულ ლიტერატურას გააცნობს, გაიმართება დისკუსიები და ლიტერატურული კითხვები. პავილიონში ასევე მოწყობილია სხვადასხვა თემატიკის რამდენიმე სივრცე, სადაც უცხოელ ვიზიტორებს საშუალება აქვს გაეცნოს ქართულ ლიტერატურას და კულტურას, მოუსმინოს ქართულ ხმოვანებას, დაათვალიეროს მაგნუმის ცნობილი ფოტოგრაფების გამოფენა თბილისის შესახებ, პავილიონში სპეციალურად მოწყობილ სივცეში გამოფენილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭრით გამოცემული ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი-გამოცემა, ასევე უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი.

მულტიმედიურ სივრცეში დამთვალიერებელი სპეციალური ვიდეორგოლების საშუალებით იხილავს თანამედროვე ქართველი ავტორების მიერ გამოხატულ სხვადასხვა ემოციას.

ყოველი დღის ბოლოს ქართულ პავილიონში მასშტაბურ ლიტერატურულ პროგრამასთან ერთად, საინტერესო და ორიგინალური მუსიკალური და კულინარიული პროგრამა იქნება წარმოდგენილი. პავილიონის სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას ბექა გოჩიაშვილის ჯაზ ბენდი, ნიკა მაჩაიძე და ნატალია ბერიძე, დიჯეი გიგი ჯიქია და Masterknot და ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები გააცნობს.

საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი კულტურული და 500-მდე ლიტერატურული აქტივობა. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის საშემოდგომო პროგრამა დატვირთულია ლიტერატურული, საგამოფენო, მუსიკალური, კინოსა და თეატრალური ღონისძიებებითა და კულინარიული შოუებით.

ფრანკფურტის გერმანიის კინომუზეუმში კი ნაჩვენები იქნება 20-მდე ქართული ფილმი, როგორც ქართული კინოს კლასიკა, ასევე თანამედროვე ეპოქაში წარმოებული და საერთაშორისო ფესტივალებსა და ფორუმებზე წარმატებული ქართული ფილმები. ფრანკფურტის, კარლსრუესა და მარბურგის წამყვან თეატრალურ სივრცეებში წარმოდგენილი იქნება ქართალური თეატრალური დასების 14 სპექტაკლი.

საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად გახსნეს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"