პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰიტლერი ჰომოსექსუალიც იყო და ჰეტეროსექსუალიც," - სკანდალური ანგარიშის მიხედვით, ფიურერი გეების ჰოსტელში ცხოვრობდა
"ჰიტლერი ჰომოსექსუალიც იყო და ჰეტეროსექსუალიც," - სკანდალური ანგარიშის მიხედვით, ფიურერი გეების ჰოსტელში ცხოვრობდა

ადოლფ ჰიტ­ლერს „ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი შტრი­ხე­ბი ჰქონ­და“ და რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­სტრი­ა­ში გე­ე­ბის ჰოს­ტელ­ში ცხოვ­რობ­და, ამის შე­სა­ხებ აშშ-ს ცენ­ტრა­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის სა­ა­გენ­ტოს მა­სა­ლა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

1943 წლის 70 გვერ­დი­ან ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტ ფრანკლინ რუზ­ველ­ტის­თვის იყო შედ­გე­ნი­ლი, ნათ­ქვა­მია, რომ ჰიტ­ლე­რი „ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიც იყო და ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლიც“. ამა­ვე მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, ჰიტ­ლე­რის მო­ად­გი­ლე, რუ­დოლფ ჰესი ცნო­ბი­ლი ტრანსგენ­დე­რი იყო.

ან­გა­რი­ში ან­თრო­პო­ლოგ­მა ჰენ­რი ფილდმა შე­ის­წავ­ლა და ფი­უ­რე­რის შე­სა­ხებ და­წე­რა ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნაშ­რო­მი, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია ინ­ფორ­მა­ცია ჰიტ­ლე­რის ბავ­შვო­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, კვე­ბის რა­ცი­ო­ნის, საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კი­სა და სხვა წვრილ­მა­ნი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც კი.

ნაშ­რომ­ში არის ინ­ფორ­მა­ცია ჰიტ­ლე­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც და ასე­ვე, მო­თხრო­ბი­ლია მისი ახალ­გაზ­რდო­ბის წლე­ბის შე­სა­ხე­ბაც, რო­დე­საც ავ­სტრი­ა­ში მხატ­ვრო­ბით ცდი­ლობ­და თა­ვის გა­ტა­ნას.

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იყო ცნო­ბი­ლი, რომ ადოლფ ჰიტ­ლე­რი 1910-დან 1913 წლამ­დე ვე­ნა­ში მა­მა­კა­ცე­ბის ჰოს­ტელ­ში ცხოვ­რობ­და. ამ პე­რი­ოდ­ში მას სამ­სა­ხუ­რი არ ჰქონ­და, ცდი­ლობ­და, სა­კუ­თა­რი ნა­ხა­ტე­ბით ერ­ჩი­ნა თავი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მა­მის­გან ან­დერ­ძით და­ტო­ვე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა ერგო და ავ­სტრი­ი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და.

ამე­რი­კის მა­შინ­დე­ლი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰოს­ტელ­ში ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭებ­თან შე­სახ­ვედ­რად და­დი­ოდ­ნენ.

ინ­ფორ­მა­ცია ჰიტ­ლე­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ერნსტ სედგვიკ ჰანფსტა­ენ­გლის­გან გა­ი­გო, გერ­მა­ნელ-ამე­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცი 1920-1930-იან წლებ­ში ჰიტ­ლე­რის ახლო მე­გო­ბა­რი იყო. ის მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფი­უ­რერ­მა და ნა­ცის­ტურ­მა მთავ­რო­ბამ აით­ვალ­წუ­ნა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ჯერ ინ­გლის­ში გაქ­ცე­უ­ლი­ყო, შემ­დეგ კი აშშ-ში ჩა­ვი­და და რუზ­ველტთან და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰიტ­ლე­რის ყო­ფი­ლი მე­გო­ბა­რი გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ჰიტ­ლე­რი და ჰესი ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს იყ­ვნენ. ფი­უ­რე­რის მო­ად­გი­ლეს პარ­ტი­ა­ში მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ რო­გორც „ქალ­ბა­ტონ ანას“ (Fraeulein Anna) და ასე­ვე, ცნო­ბი­ლია, რომ ჰესი მე­ჯლი­სებს ქა­ლის კა­ბებ­ში ჩაც­მუ­ლი ეს­წრე­ბო­და.

ან­გა­რიშ­ში ჰიტ­ლე­რი და­ხა­სი­ა­თე­ბუ­ლია რო­გორც „სადო-მა­ზო­ხის­ტი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­ლი შტრი­ხე­ბიც ჰქონ­და“.

„მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რის მსგავ­სად, ორ­სა­ხო­ვა­ნი იყო - ის არის ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიც და ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლიც, სო­ცი­ა­ლის­ტიც და მგზნე­ბა­რე ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტიც, კა­ციც და ქა­ლიც,“ - წერს ფილ­დი ნაშ­რომ­ში.

დავითი
0

ფაშიზმი ვინც შექმნა, რემი, Folksshturm-ის ხელმძღვანელი ის ნამდვილად იყო გეი, და ჰიტლერმა გაანადგურა. გეებს ჰიტლერი საკონცენტრაციო ბანაკებში უშვებდა. სექსუალურად რომ წესრიგში ვერ იყო ჰიტლერი ფაქტია, მაგრამ გეი არ იყო, ამის უტყუარი ფაქტები არ არსებობს. ჰესი კიდე მისი მარტო მეგობარი არ იყო, ჰესმა სიკვდილს გადაარჩინა ჰიტლერი, ამიტომაც დიდ პატივს სცემდა მას ჰიტლერი და ბევრ რამეს პატიობდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ჰიტლერი ჰომოსექსუალიც იყო და ჰეტეროსექსუალიც," - სკანდალური ანგარიშის მიხედვით, ფიურერი გეების ჰოსტელში ცხოვრობდა

"ჰიტლერი ჰომოსექსუალიც იყო და ჰეტეროსექსუალიც," - სკანდალური ანგარიშის მიხედვით, ფიურერი გეების ჰოსტელში ცხოვრობდა

ადოლფ ჰიტლერს „ჰომოსექსუალური შტრიხები ჰქონდა“ და რამდენიმე წლის განმავლობაში ავსტრიაში გეების ჰოსტელში ცხოვრობდა, ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მასალაშია აღნიშნული.

1943 წლის 70 გვერდიან ანგარიშში, რომელიც პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტისთვის იყო შედგენილი, ნათქვამია, რომ ჰიტლერი „ჰომოსექსუალიც იყო და ჰეტეროსექსუალიც“. ამავე მასალის მიხედვით, ჰიტლერის მოადგილე, რუდოლფ ჰესი ცნობილი ტრანსგენდერი იყო.

ანგარიში ანთროპოლოგმა ჰენრი ფილდმა შეისწავლა და ფიურერის შესახებ დაწერა ბიოგრაფიული ნაშრომი, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია ჰიტლერის ბავშვობის, განათლების, კვების რაციონის, საყვარელი მუსიკისა და სხვა წვრილმანი დეტალების შესახებაც კი.

ნაშრომში არის ინფორმაცია ჰიტლერის სექსუალური კუთვნილების შესახებაც და ასევე, მოთხრობილია მისი ახალგაზრდობის წლების შესახებაც, როდესაც ავსტრიაში მხატვრობით ცდილობდა თავის გატანას.

დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი, რომ ადოლფ ჰიტლერი 1910-დან 1913 წლამდე ვენაში მამაკაცების ჰოსტელში ცხოვრობდა. ამ პერიოდში მას სამსახური არ ჰქონდა, ცდილობდა, საკუთარი ნახატებით ერჩინა თავი. მოგვიანებით კი მამისგან ანდერძით დატოვებული ქონება ერგო და ავსტრიიდან საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.

ამერიკის მაშინდელი სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჰოსტელში ასაკოვანი მამაკაცები ახალგაზრდა ბიჭებთან შესახვედრად დადიოდნენ.

ინფორმაცია ჰიტლერის სექსუალური ცხოვრების შესახებ ამერიკის ხელისუფლებამ ერნსტ სედგვიკ ჰანფსტაენგლისგან გაიგო, გერმანელ-ამერიკელი მამაკაცი 1920-1930-იან წლებში ჰიტლერის ახლო მეგობარი იყო. ის მოგვიანებით ფიურერმა და ნაცისტურმა მთავრობამ აითვალწუნა და იძულებული გახდა, ჯერ ინგლისში გაქცეულიყო, შემდეგ კი აშშ-ში ჩავიდა და რუზველტთან დაიწყო მუშაობა. ამერიკის ხელისუფლებას ჰიტლერის ყოფილი მეგობარი გერმანიის ხელისუფლების ლიდერების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა.

ანგარიშის მიხედვით, ჰიტლერი და ჰესი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. ფიურერის მოადგილეს პარტიაში მოიხსენიებდნენ როგორც „ქალბატონ ანას“ (Fraeulein Anna) და ასევე, ცნობილია, რომ ჰესი მეჯლისებს ქალის კაბებში ჩაცმული ესწრებოდა.

ანგარიშში ჰიტლერი დახასიათებულია როგორც „სადო-მაზოხისტი მამაკაცი, რომელსაც ჰომოსექსუალული შტრიხებიც ჰქონდა“.

„მისი სექსუალური ცხოვრება, პოლიტიკურის მსგავსად, ორსახოვანი იყო - ის არის ჰომოსექსუალიც და ჰეტეროსექსუალიც, სოციალისტიც და მგზნებარე ნაციონალისტიც, კაციც და ქალიც,“ - წერს ფილდი ნაშრომში.

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?

გიგი და რატი გაჩეჩილაძეების დედა, მოცეკვავე ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა - "რთულია სიტყვებით გადმოსცე უდიდესი ტკივილი"