პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოქვაბულის კაცის" საცხოვრებელში პოლიციამ რეიდი მოაწყო - ადგილობრივები მას "ზნედაცემულობაში" ადანაშაულებენ
"გამოქვაბულის კაცის" საცხოვრებელში პოლიციამ რეიდი მოაწყო - ადგილობრივები მას "ზნედაცემულობაში" ადანაშაულებენ

ევ­რო­პე­ლი ტუ­რის­ტე­ბის „გულ­თამ­პყრო­ბე­ლი“ ტა­ი­ლან­დე­ლი მა­მა­კა­ცის გა­მოქ­ვა­ბულ­ში პო­ლი­ცი­ამ რე­ი­დი მო­ა­წყო. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტუ­პუმ ლო­სი­რი, რო­მელ­საც „გა­მოქ­ვა­ბუ­ლის კა­ცის“ სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ, ახლა მუდ­მი­ვად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ არის, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მას „ზნე­და­ცე­მუ­ლო­ბის გამო“ უჩი­ვი­ან.

48 წლის ლო­სი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც „ფე­ის­ბუქ­ზე“ მისი და რუსი ტუ­რის­ტის შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ და­წე­რა. ამის შემ­დეგ კი გა­მო­აქ­ვეყ­ნა შიშ­ვე­ლი ქა­ლის ფოტო, რო­მელ­საც მის გა­მოქ­ვა­ბულ­ში სძი­ნავს.

გა­სულ კვი­რას პო­ლი­ცია ლო­სი­რის გა­მოქ­ვა­ბულ­ში შე­ვი­და, რომ შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ, იყო თუ არა სა­ცხოვ­რე­ბელ­ში რა­ი­მე უკა­ნო­ნო ან სა­ეჭ­ვო. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­დეს, რომ ჩა­ტუ­პუ­მი კა­ნონს არ არ­ღვევს, თუმ­ცა მის გა­მოქ­ვა­ბულ­ში შეს­ვლა ქა­ლე­ბის­თვის საკ­მა­ოდ რის­კი­ა­ნი საქ­ცი­ე­ლია.

თა­ვად ლო­სი­რი კი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ამ­ბობს, რომ ცუდი საქ­ცი­ე­ლი არ ჩა­უ­დე­ნია და არც იმ ქა­ლე­ბის­თვის და­უ­შა­ვე­ბია რამე, რომ­ლე­ბიც მის გა­მოქ­ვა­ბულს სა­კუ­თა­რი ნე­ბით სტუმ­რო­ბენ.

„ქა­ლებს, რომ­ლებ­საც აქ სძი­ნავთ, არა­ფერს ვა­ძა­ლებ. არ­ცერთ მათ­განს არ ვა­ი­ძუ­ლებ რა­მის კე­თე­ბას, ხში­რად კი ჩვენ სექ­სიც არ გვაქვს. ხან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი ვწე­ვართ დი­ლამ­დე, ისი­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან და ეს მეც მა­ბედ­ნი­ე­რებს,“ - ამ­ბობს ლო­სი­რი.

ტა­ი­ლან­დე­ლი მა­მა­კა­ცი ცნო­ბი­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც „ფე­ის­ბუქ­ზე“ სა­კუ­თა­რი რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და ევ­რო­პელ ქა­ლებ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ და­ი­წყო წერა. დიდი ხმა­უ­რი კი მოჰ­ყვა მის პოსტს, სა­დაც ლო­სი­რი აღ­წერ­და, რო­გორ გა­იც­ნო რუსი ტუ­რის­ტი გო­გო­ნა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­მოქ­ვა­ბულ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს. მე­ო­რე დღეს „გა­მოქ­ვა­ბუ­ლის კაც­მა“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა შიშ­ვე­ლი ქა­ლის სუ­რა­თი, რო­მელ­საც მის სა­წოლ­ზე სძი­ნავს. ლო­სი­რი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ქალი არა რუსი ტუ­რის­ტი, არა­მედ - მისი „ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი“ იყო.

ავტორი:

"გამოქვაბულის კაცის" საცხოვრებელში პოლიციამ რეიდი მოაწყო - ადგილობრივები მას "ზნედაცემულობაში" ადანაშაულებენ

"გამოქვაბულის კაცის" საცხოვრებელში პოლიციამ რეიდი მოაწყო - ადგილობრივები მას "ზნედაცემულობაში" ადანაშაულებენ

ევროპელი ტურისტების „გულთამპყრობელი“ ტაილანდელი მამაკაცის გამოქვაბულში პოლიციამ რეიდი მოაწყო. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ჩატუპუმ ლოსირი, რომელსაც „გამოქვაბულის კაცის“ სახელით იცნობენ, ახლა მუდმივად სამართალდამცველების დაკვირვების ქვეშ არის, რადგან ადგილობრივები მას „ზნედაცემულობის გამო“ უჩივიან.

48 წლის ლოსირი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც „ფეისბუქზე“ მისი და რუსი ტურისტის შეხვედრის შესახებ დაწერა. ამის შემდეგ კი გამოაქვეყნა შიშველი ქალის ფოტო, რომელსაც მის გამოქვაბულში სძინავს.

გასულ კვირას პოლიცია ლოსირის გამოქვაბულში შევიდა, რომ შეემოწმებინათ, იყო თუ არა საცხოვრებელში რაიმე უკანონო ან საეჭვო. სამართალდამცველებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ჩატუპუმი კანონს არ არღვევს, თუმცა მის გამოქვაბულში შესვლა ქალებისთვის საკმაოდ რისკიანი საქციელია.

თავად ლოსირი კი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ცუდი საქციელი არ ჩაუდენია და არც იმ ქალებისთვის დაუშავებია რამე, რომლებიც მის გამოქვაბულს საკუთარი ნებით სტუმრობენ.

„ქალებს, რომლებსაც აქ სძინავთ, არაფერს ვაძალებ. არცერთ მათგანს არ ვაიძულებ რამის კეთებას, ხშირად კი ჩვენ სექსიც არ გვაქვს. ხან ჩახუტებულები ვწევართ დილამდე, ისინი ბედნიერები არიან და ეს მეც მაბედნიერებს,“ - ამბობს ლოსირი.

ტაილანდელი მამაკაცი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც „ფეისბუქზე“ საკუთარი რომანტიკული თავგადასავლებისა და ევროპელ ქალებთან სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ დაიწყო წერა. დიდი ხმაური კი მოჰყვა მის პოსტს, სადაც ლოსირი აღწერდა, როგორ გაიცნო რუსი ტურისტი გოგონა, მოგვიანებით კი გამოქვაბულში გადაინაცვლეს. მეორე დღეს „გამოქვაბულის კაცმა“ გამოაქვეყნა შიშველი ქალის სურათი, რომელსაც მის საწოლზე სძინავს. ლოსირი ამტკიცებდა, რომ ქალი არა რუსი ტურისტი, არამედ - მისი „ერთ-ერთი საყვარელი“ იყო.

"ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი...დიდხანს არ მიფიქრია" - რას ამბობს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან პირველად ივარჯიშა

"დათვი, რომელიც შემოეჩვია ოჯახს და ყოველ დღე აკითხავს საკვებისთვის" - ვიდეო, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

ცნობილი თურქი მსახიობები, რომლებსაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ