პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
575 ცხენის ძალა, 700 ნიუტონმეტრი - ყველაზე ექსტრემალური "რენჯ როვერი" მფლობელის, გიორგი გეგეჭკორის თვალით
575 ცხენის ძალა, 700 ნიუტონმეტრი - ყველაზე ექსტრემალური "რენჯ როვერი" მფლობელის, გიორგი გეგეჭკორის თვალით

ეს არის ყვე­ლა­ზე ექ­სტრე­მა­ლუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი მათ შო­რის, რაც "ლენდ რო­ვერს" დღემ­დე შე­უქ­მნია: Range Rover Sport SVR. ისე­დაც უმ­ძაფ­რე­სი მო­დე­ლი 2018 წლის­თვის გა­ნახ­ლდა - არა მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რად, არა­მედ ტექ­ნი­კუ­რა­დაც და ახლა უკვე 575 ცხე­ნის ძალა აქვს. ერთი სი­ტყვით, ეს არის სა­უ­კე­თე­სო რამ მათ შო­რის, რისი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც ახლა "ლენდ რო­ვერს" Range Rover-ის სა­ხე­ლით შე­უძ­ლია.

ზუს­ტად ისე, რო­გორც მან­ქა­ნა, მფლო­ბე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია: გი­ორ­გი გე­გეჭ­კო­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია "რა­კია ჯორ­ჯი­ას" დი­რექ­ტო­რია - ჩვენ­თვის კი მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა ის არის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად სე­რი­ო­ზუ­ლი ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლია.

"ამ მო­დე­ლის წინა ვერ­სია ჩემი პირ­ვე­ლი ლენდ რო­ვე­რი იყო და მთა­ვა­რი ხიბ­ლი, მისი უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბაა. სწრა­ფი და მძლავ­რი მან­ქა­ნე­ბი მა­ნამ­დეც მყავ­და. Range Rover შე­გიძ­ლია, ყვე­ლა შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვა­ზე გათ­ვა­ლო - არის ძა­ლი­ან სწრა­ფი, ამავდრო­უ­ლად შე­უძ­ლია ია­როს გზის ნე­ბის­მი­ერ ზე­და­პირ­ზე და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად აქვს ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი დი­ზა­ი­ნი.“

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი SVR მან სწრა­ფად გა­და­წყვი­ტა: "პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბი­სას გა­დამ­წყვე­ტი ძრა­ვის ხმა აღ­მოჩ­ნდა - დავ­ქო­ქე თუ არა, მა­შინ­ვე მო­ვი­ხიბ­ლე. 5,0 ლიტ­რი მო­ცუ­ლო­ბის ამ 8-ცი­ლინ­დრი­ა­ნის ჟღე­რა­დო­ბა იმ­დე­ნად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს. 575 ცხე­ნის ძალა და 700-ნი­უ­ტონ­მეტ­რი­ა­ნი მაბ­რუ­ნი მო­მენ­ტი გრან­დი­ო­ზუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბია და იმას ნიშ­ნავს, რომ ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბის ყო­ველ 1 ლიტრზე 115 ცხე­ნის ძალა მო­დის! ასეთ დე­ტა­ლებს უდი­დეს ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ. მან­ქა­ნა მხო­ლოდ ბრენ­დის და მო­დე­ლის სა­ხე­ლი არ არის - რე­ა­ლუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი და ხიბ­ლი მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­შია. როცა ავ­ტო­მო­ბი­ლი 2 ტო­ნა­ზე მეტს იწო­ნის და 100 კმ/სთ-მდე 4,3 წამ­ში ჩქარ­დე­ბა, ამის ცოდ­ნა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა, ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია," - გი­ორ­გი გე­გეჭ­კო­რი "სუ­პერ-რენ­ჯით" აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია.

სუნ­თქვის­შემ­კვრე­ლი აჩ­ქა­რე­ბა

გი­ორ­გის­თან ერ­თად, მისი Range Rover SVR-ით გა­ვი­სე­ირ­ნეთ. თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­საც ვერ მო­ას­წრებ, სპი­დო­მეტ­რის ისა­რი უკვე 150-ზეა ავარ­დნი­ლი, წინ კი უკვე მო­სახ­ვე­ვია და ას­წრებ იმის გა­აზ­რე­ბას, რამ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვია 575 ცხე­ნი კარ­ბო­ნის კა­პო­ტის ქვეშ. ამის შემ­დეგ მხო­ლოდ ის გინ­და, რომ V8 აგ­რე­გატს ხში­რად მის­ცე pedal-to-the-metal-ბრძა­ნე­ბე­ბი და რაც უფრო ხში­რად გა­ა­კე­თებ ამას, მით უფრო მალე დარ­წმუნ­დე­ბი, რომ ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი არის ტექ­ნი­კუ­რი შეს­რუ­ლე­ბა სურ­ვი­ლი­სა "მინ­და ყვე­ლა­ფე­რი და თა­ნაც, ახ­ლა­ვე!" სი­მაღ­ლე­ში რე­გუ­ლი­რე­ბად სა­ვალ ნა­წილს ბევ­რი რამ შე­უძ­ლია, სპორ­ტულ რე­ჟიმ­ში კი იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტ დი­ნა­მი­კას გვთა­ვა­ზობს, ვიდ­რე ასეთ SUV-ზე შე­გიძ­ლია წარ­მო­იდ­გი­ნო.

შთამ­ბეჭ­და­ვი ინ­ტე­რი­ე­რი

თუ სპორ­ტულ სა­ვარ­ძელ­ში კომ­ფორ­ტუ­ლად ჯდო­მის ფე­ნო­მე­ნი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, Range Rover SVR ამის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია. მისი Performance-სა­ვარ­ძლე­ბი ზედ­გა­მოჭ­რი­ლია იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის, რაც ამ მან­ქა­ნას აქვს. გარ­შე­მო დიდი სივ­რცე გაქვს და Meridian-ის აუ­დი­ო­სის­ტე­მის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ჟღე­რა­დო­ბა კი­დევ უფრო მეტი სივ­რცის შეგ­რძნე­ბას გი­ტო­ვებს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ სა­ლონ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის ხა­რისხსა და ზო­გა­დად ინ­ტე­რი­ე­რის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რაც "ლენდ რო­ვერს" სხვა მო­დე­ლებ­შიც არ ეშ­ლე­ბა. SVR-ის სა­ლონ­ში ისე­თი გა­რე­მოა, რომ მე­უღ­ლის მშობ­ლებ­თან ერ­თად დიდ­ხანს მგზავ­რო­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა არ იყოს დამ­ღლე­ლი...

ვრცე­ლი სტა­ტი­ის წა­სა­კი­თხად ეწ­ვი­ეთ ლინკს: https://bit.ly/2E8e9sd

ვი­დე­ოს სა­ნა­ხა­ვად: https://www.youtube.com/watch?v=hPh_-HXZZ3U

R

ავტორი:

575 ცხენის ძალა, 700 ნიუტონმეტრი - ყველაზე ექსტრემალური "რენჯ როვერი" მფლობელის, გიორგი გეგეჭკორის თვალით

575 ცხენის ძალა, 700 ნიუტონმეტრი - ყველაზე ექსტრემალური "რენჯ როვერი" მფლობელის, გიორგი გეგეჭკორის თვალით

ეს არის ყველაზე ექსტრემალური ავტომობილი მათ შორის, რაც "ლენდ როვერს" დღემდე შეუქმნია: Range Rover Sport SVR. ისედაც უმძაფრესი მოდელი 2018 წლისთვის განახლდა - არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ტექნიკურადაც და ახლა უკვე 575 ცხენის ძალა აქვს. ერთი სიტყვით, ეს არის საუკეთესო რამ მათ შორის, რისი შემოთავაზებაც ახლა "ლენდ როვერს" Range Rover-ის სახელით შეუძლია.

ზუსტად ისე, როგორც მანქანა, მფლობელიც განსაკუთრებულია: გიორგი გეგეჭკორი საინვესტიციო კომპანია "რაკია ჯორჯიას" დირექტორია - ჩვენთვის კი მისი განსაკუთრებულობა ის არის, რომ მაქსიმალურად სერიოზული ავტომოყვარულია.

"ამ მოდელის წინა ვერსია ჩემი პირველი ლენდ როვერი იყო და მთავარი ხიბლი, მისი უნივერსალურობაა. სწრაფი და მძლავრი მანქანები მანამდეც მყავდა. Range Rover შეგიძლია, ყველა შესაძლო შემთხვევაზე გათვალო - არის ძალიან სწრაფი, ამავდროულად შეუძლია იაროს გზის ნებისმიერ ზედაპირზე და ყველაფერთან ერთად აქვს ძალიან შთამბეჭდავი დიზაინი.“

განახლებული SVR მან სწრაფად გადაწყვიტა: "პირველი შეფასებისას გადამწყვეტი ძრავის ხმა აღმოჩნდა - დავქოქე თუ არა, მაშინვე მოვიხიბლე. 5,0 ლიტრი მოცულობის ამ 8-ცილინდრიანის ჟღერადობა იმდენად განსაკუთრებულია, რომ ყველაზე მეტად მომწონს. 575 ცხენის ძალა და 700-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი გრანდიოზული მონაცემებია და იმას ნიშნავს, რომ ძრავის მოცულობის ყოველ 1 ლიტრზე 115 ცხენის ძალა მოდის! ასეთ დეტალებს უდიდეს ყურადღებას ვაქცევ. მანქანა მხოლოდ ბრენდის და მოდელის სახელი არ არის - რეალური განსხვავებები და ხიბლი მის შესაძლებლობებშია. როცა ავტომობილი 2 ტონაზე მეტს იწონის და 100 კმ/სთ-მდე 4,3 წამში ჩქარდება, ამის ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - გიორგი გეგეჭკორი "სუპერ-რენჯით" აღფრთოვანებულია.

სუნთქვისშემკვრელი აჩქარება

გიორგისთან ერთად, მისი Range Rover SVR-ით გავისეირნეთ. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, სპიდომეტრის ისარი უკვე 150-ზეა ავარდნილი, წინ კი უკვე მოსახვევია და ასწრებ იმის გააზრებას, რამდენად შთამბეჭდავია 575 ცხენი კარბონის კაპოტის ქვეშ. ამის შემდეგ მხოლოდ ის გინდა, რომ V8 აგრეგატს ხშირად მისცე pedal-to-the-metal-ბრძანებები და რაც უფრო ხშირად გააკეთებ ამას, მით უფრო მალე დარწმუნდები, რომ ეს ავტომობილი არის ტექნიკური შესრულება სურვილისა "მინდა ყველაფერი და თანაც, ახლავე!" სიმაღლეში რეგულირებად სავალ ნაწილს ბევრი რამ შეუძლია, სპორტულ რეჟიმში კი იმაზე გაცილებით მეტ დინამიკას გვთავაზობს, ვიდრე ასეთ SUV-ზე შეგიძლია წარმოიდგინო.

შთამბეჭდავი ინტერიერი

თუ სპორტულ სავარძელში კომფორტულად ჯდომის ფენომენი შეიძლება არსებობდეს, Range Rover SVR ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. მისი Performance-სავარძლები ზედგამოჭრილია იმ შესაძლებლობებისთვის, რაც ამ მანქანას აქვს. გარშემო დიდი სივრცე გაქვს და Meridian-ის აუდიოსისტემის განუმეორებელი ჟღერადობა კიდევ უფრო მეტი სივრცის შეგრძნებას გიტოვებს. აღარაფერს ვამბობთ სალონში გამოყენებული მასალების ხარისხსა და ზოგადად ინტერიერის შესრულებაზე, რაც "ლენდ როვერს" სხვა მოდელებშიც არ ეშლება. SVR-ის სალონში ისეთი გარემოა, რომ მეუღლის მშობლებთან ერთად დიდხანს მგზავრობაც კი შეიძლება არ იყოს დამღლელი...

ვრცელი სტატიის წასაკითხად ეწვიეთ ლინკს: https://bit.ly/2E8e9sd

ვიდეოს სანახავად: https://www.youtube.com/watch?v=hPh_-HXZZ3U

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის