ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში ავტომობილი 13 წლის მოზარდს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 13 წლის ბიჭი გზაზე გადადიოდა.
როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.