Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგორში ქართული პროდუქტის რეალიზაცია იზღუდება - "...რაღაც ახალი ტალღისთვის ემზადებიან"
ახალგორში ქართული პროდუქტის რეალიზაცია იზღუდება - "...რაღაც ახალი ტალღისთვის ემზადებიან"

რამ­დე­ნი­მე დღეა ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში ქარ­თულ პრო­დუქ­ტებ­ზე შე­ზღუდ­ვებს აწე­სე­ბენ. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ე.წ. სა­ნე­პიდ­სად­გუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი "შე­მოწ­მე­ბა­ზე" და­დი­ან და მა­ღა­ზი­ებ­ში, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ტის ამო­ღე­ბას ითხო­ვენ.

აკ­რძა­ლუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდა თევ­ზი და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი - ძეხ­ვე­უ­ლი, გა­ყი­ნუ­ლი ქა­თა­მი და ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი. აკ­რძალ­ვამ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თვე­ლე­ბის, ისე ოსე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. რო­გორც ისი­ნი გან­მარ­ტა­ვენ, "აკ­რძალ­ვის მი­ზე­ზი ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლია".

"სა­უ­ბა­რია ქარ­თუ­ლი მხრი­დან ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დროს აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე­ზე" - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მა­თი­ვე თქმით, ქარ­თუ­ლი მხრი­დან ბოსტნე­უ­ლით დატ­ვირ­თუ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი ცხინ­ვა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით უწყვე­ტად მო­ე­დი­ნე­ბი­ან და აქამ­დე ისი­ნი არას­დროს არა­ვის არ და­უ­კა­ვე­ბია.

"სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ იქი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ტი მავ­ნე­ბე­ლია, რად­გან მისი ხა­რის­ხი არ არის შე­მოწ­მე­ბუ­ლი... სი­ნამ­დვი­ლე­ში რა­ღაც ახა­ლი ტალ­ღის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. იმ მა­ღა­ზი­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით ვაჭ­რობ­დნენ, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი და­ე­ხუ­რათ, რათა მო­სა­ლოდ­ნე­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ..." - წერს ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, რა­ი­ონ­ში ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის აკ­რძალ­ვა სო­ცი­ა­ლურ ფონს კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვებს, რად­გან რუ­სე­თი­დან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ტვირ­თის შე­მო­ტა­ნა გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი უჯ­დე­ბათ. შე­სა­ბა­მი­სად, მისი რე­ა­ლი­ზა­ცი­აც უფრო მა­ღალ ფას­ში მო­უ­წევთ, რაც პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია...

"მო­სახ­ლე­ო­ბას მე­ტის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს... მო­ვაჭ­რე­ე­ბი და მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლე­ბი ისე­დაც პენ­სი­ი­დან პენ­სი­ამ­დე, ან ხელ­ფა­სამ­დე დაგ­რო­ვილ ვა­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბენ. მო­სახ­ლე­ო­ბას თვის ბო­ლომ­დე, სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე პრო­დუქ­ტებ­ში, რო­გო­რი­ცაა პური, შა­ქა­რი და მა­რი­ლი იმ­დე­ნი ვალი უგ­როვ­დე­ბათ, რომ მთელ თან­ხას იქ ტო­ვე­ბენ და ახა­ლი ვა­ლე­ბის აღე­ბას მომ­დევ­ნო დღი­დან იწყე­ბენ. ასეა ახალ­გორ­ში, ცხინ­ვალ­ში და მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში... იმის ნაც­ვლად, რომ რა­ღაც შე­ღა­ვა­თე­ბი და­წეს­დეს, ადა­მი­ა­ნებ­მა ამო­ი­სუნ­თქონ და მხო­ლოდ გა­დარ­ჩე­ნა­ზე არ იფიქ­რონ, ყო­ველ­დღე უა­რე­სებს აკე­თე­ბენ..." - წე­რენ ოსე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის თქმით, მთლი­ა­ნად თუ არა, თით­ქმის ყვე­ლა რუ­სუ­ლი ტვირ­თი რე­გი­ონ­ში ასე­ვე ხელ­ბარ­გის სტა­ტუ­სით შე­მო­დის, რად­გან მო­ვაჭ­რე­ებს, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის ტვირ­თის მსხვილ პარ­ტი­ად გა­ფორ­მე­ბა არ უღირთ. ახლა კი, "შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა" ყვე­ლაფ­რის კონ­ტრო­ლი გა­და­წყვი­ტეს.

"ასე­თი­ვე ვი­თა­რე­ბაა ცხინ­ვა­ლის მა­ღა­ზი­ებ­შიც, ფი­ტო­სა­ნი­ტა­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბა იქაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, თუმ­ცა ლე­ნინ­გორ­ში რა­ტომ­ღაც შე­მოწ­მე­ბა კი არა, შე­ზღუდ­ვე­ბი და­ი­წყეს... თუმ­ცა, დრო­დად­რო იმ რა­ი­ო­ნის "სა­ნე­პიდ­სად­გუ­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც ამოწ­მებ­და იქა­ურ მა­ღა­ზი­ებს, უბ­რა­ლოდ ახლა ამას მას­შტა­ბუ­რი სახე მის­ცეს, რა­მაც ად­გი­ლობ­რი­ვი ვაჭ­რე­ბის პრო­ტეს­ტის გა­მო­იწ­ვია" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ახალგორში ქართული პროდუქტის რეალიზაცია იზღუდება - "...რაღაც ახალი ტალღისთვის ემზადებიან"

ახალგორში ქართული პროდუქტის რეალიზაცია იზღუდება - "...რაღაც ახალი ტალღისთვის ემზადებიან"

რამდენიმე დღეა ახალგორის რაიონში ქართულ პროდუქტებზე შეზღუდვებს აწესებენ. როგორც ადგილობრივი გარემოვაჭრეები ამბობენ, ე.წ. სანეპიდსადგურის თანამშრომლები "შემოწმებაზე" დადიან და მაღაზიებში, სხვადასხვა მიზეზით, ქართული წარმოების პროდუქტის ამოღებას ითხოვენ.

აკრძალული პროდუქტების სიაში მოხვდა თევზი და ხორცპროდუქტები - ძეხვეული, გაყინული ქათამი და ნახევარფაბრიკატები. აკრძალვამ როგორც ადგილობრივი ქართველების, ისე ოსების აღშფოთება გამოიწვია. როგორც ისინი განმარტავენ, "აკრძალვის მიზეზი ძალიან არასერიოზულია".

"საუბარია ქართული მხრიდან ტრანსპორტირების დროს აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხეზე" - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელში. მათივე თქმით, ქართული მხრიდან ბოსტნეულით დატვირთული მიკროავტობუსები ცხინვალის მიმართულებით უწყვეტად მოედინებიან და აქამდე ისინი არასდროს არავის არ დაუკავებია.

"სრულიად უსაფუძვლოა იმაზე საუბარი, რომ იქიდან შემოტანილი პროდუქტი მავნებელია, რადგან მისი ხარისხი არ არის შემოწმებული... სინამდვილეში რაღაც ახალი ტალღისთვის ემზადებიან. იმ მაღაზიების მეპატრონეები, რომლებიც ქართული პროდუქტებით ვაჭრობდნენ, იძულებულები გახდნენ სავაჭრო ობიექტები დაეხურათ, რათა მოსალოდნელი უსიამოვნება თავიდან აიცილონ..." - წერს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

ადგილობრივების თქმით, რაიონში ქართული პროდუქციის აკრძალვა სოციალურ ფონს კიდევ უფრო გაამწვავებს, რადგან რუსეთიდან ნებისმიერი სახის ტვირთის შემოტანა გაცილებით ძვირი უჯდებათ. შესაბამისად, მისი რეალიზაციაც უფრო მაღალ ფასში მოუწევთ, რაც პრაქტიკულად, შეუძლებელია...

"მოსახლეობას მეტის გადახდის საშუალება არ აქვს... მოვაჭრეები და მაღაზიის მფლობელები ისედაც პენსიიდან პენსიამდე, ან ხელფასამდე დაგროვილ ვალებზე მუშაობენ. მოსახლეობას თვის ბოლომდე, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროდუქტებში, როგორიცაა პური, შაქარი და მარილი იმდენი ვალი უგროვდებათ, რომ მთელ თანხას იქ ტოვებენ და ახალი ვალების აღებას მომდევნო დღიდან იწყებენ. ასეა ახალგორში, ცხინვალში და მიმდებარე სოფლებში... იმის ნაცვლად, რომ რაღაც შეღავათები დაწესდეს, ადამიანებმა ამოისუნთქონ და მხოლოდ გადარჩენაზე არ იფიქრონ, ყოველდღე უარესებს აკეთებენ..." - წერენ ოსები სოციალურ ქსელებში.

ადგილობრივი მედიის თქმით, მთლიანად თუ არა, თითქმის ყველა რუსული ტვირთი რეგიონში ასევე ხელბარგის სტატუსით შემოდის, რადგან მოვაჭრეებს, რამდენიმე ათეული დასახელების ტვირთის მსხვილ პარტიად გაფორმება არ უღირთ. ახლა კი, "შესაბამისმა უწყებებმა" ყველაფრის კონტროლი გადაწყვიტეს.

"ასეთივე ვითარებაა ცხინვალის მაღაზიებშიც, ფიტოსანიტარული შემოწმება იქაც აუცილებელი ხდება, თუმცა ლენინგორში რატომღაც შემოწმება კი არა, შეზღუდვები დაიწყეს... თუმცა, დროდადრო იმ რაიონის "სანეპიდსადგურის" ხელმძღვანელობაც ამოწმებდა იქაურ მაღაზიებს, უბრალოდ ახლა ამას მასშტაბური სახე მისცეს, რამაც ადგილობრივი ვაჭრების პროტესტის გამოიწვია" - წერს ადგილობრივი მედია.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი