პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩინეთის "დახურულ ბიზნეს ჩემპიონატში" ჩხარტიშვილი ლიდერობს..."
"ჩინეთის "დახურულ ბიზნეს ჩემპიონატში" ჩხარტიშვილი ლიდერობს..."

რა კავ­ში­რი აქვს ვანო ჩხარ­ტიშ­ვილს ჩი­ნურ CEFC-სთან და რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ ჩხარ­ტიშ­ვი­ლის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი? ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

თინა ხი­და­შე­ლის "ფე­ის­ბუქ"-პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ყვე­ლა­ფე­რი ამ სუ­რა­თით და­ი­წყო. მა­გი­დის ბო­ლო­ში, მარ­ჯვე­ნა კუ­თხე­ში მა­მა­კა­ცი რომ ჩანს ეს ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლია, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი.

რო­გორც ქარ­თუ­ლი მე­დია წერ­და, 2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, რო­გორც ჩანს, პირ­ველ რიგ­ში ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის­თვის "აღ­სდგა"[1]. პირ­ვე­ლად ამის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­ვი­გე, რო­დე­საც არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი ქალ­ბა­ტონ­მა მად­ლენ ოლბ­რა­იტ­მა მკი­თხა "თქვენ­თან სა­სა­მარ­თლოს ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი მარ­თლა აკონ­ტრო­ლე­ბე­ნო?" და შემ­დეგ სწო­რედ ბა­ტონ ჩხარ­ტიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი საქ­მის შე­სა­ხებ მი­ამ­ბო, რო­მელ­შიც ამე­რი­კე­ლე­ბიც იყ­ვნენ მე­ო­რე მხა­რეს. ეს ძვე­ლი ის­ტო­რია და ამ ამ­ბის შე­სა­ხებ ფრაგ­მენ­ტუ­ლად ჩვენ­შიც იწე­რე­ბო­და. ამ საქ­მის დე­ტა­ლე­ბით არ გა­დაგტვირ­თვათ, მაგ­რამ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და - ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მას­ზე ბევ­რი არა­ფე­რი მსმე­ნო­და და ჩემი ქვეყ­ნის ცუდი ამ­ბე­ბის ერთ-ერთი სე­რი­ის გმი­რი ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას ის­ტო­რი­ა­ში ყავ­და გა­დას­რო­ლი­ლი.

ამ დღე­ებ­ში კვლავ და­მის­ვეს იგი­ვე კი­თხვე­ბი, ახლა უკვე ჩე­ხებ­მა. ზო­გი­ერ­თებ­მა იცით, რომ რა­ღაც პე­რი­ო­დით პრა­ღა­ში ვცხოვ­რობ, ვას­წავ­ლი, ვსწავ­ლობ, ვიკ­ვლევ, წიგნ­ზე ვმუ­შა­ობ. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე და სა­კე­თე­ბე­ლი მაქვს, მაგ­რამ რო­დე­საც ჩემი რი­გით მე­სა­მე ჩეხი კო­ლე­გა ბა­ტო­ნი ივა­ნე ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ვი­ნა­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­და, სი­მარ­თლე გი­თხრათ, კე­თი­ლი ვი­ნე­ბე და ჩემს მე­გო­ბარ გუ­გლსმი­ვა­შუ­რე მისი დღე­ვან­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა. ვი­ნა­ი­დან ჩე­ხეთ­ში ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა და ჩემ­მა კო­ლე­გებ­მაც სწო­რედ ამ კონ­ტექ­სტში მკი­თხეს ჩხარ­ტიშ­ვილ­ზე, მეც „ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ჩი­ნურ გა­ტა­ცე­ბებს“ ჩა­ვუღ­რმავ­დი... სწო­რედ მა­შინ ვნა­ხე ეს სუ­რა­თიც. ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რის შეხ­ვედ­რა ჩი­ნე­თის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნია CEFC-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან 2016 წლის ივ­ნის­ში.[2] სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად “კომ­პა­ნია CEFC-ი სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ინ­ვეს­ტო­რებს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, მათ შო­რის ენერ­გე­ტი­კის, სა­ფი­ნან­სო და ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში. სა­უ­ბა­რი ტრან­სპორ­ტი­სა და ლო­გის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­საც შე­ე­ხო.” სწო­რედ ამ შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმდნენ შან­ხა­ი­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფო­რუ­მის გა­მარ­თვა­ზე. შეხ­ვედ­რას თა­ვად კომ­პა­ნია CEFC-ის ჯგუ­ფის თავ­მჯდო­მა­რე იე ჟი­ან­მინ­გი ეს­წრე­ბო­და. ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან პრე­მი­ე­რი, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი და მხო­ლოდ ერთი ბიზ­ნეს­მე­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­გორც "მიმ­ზიდ­ვე­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის სახე და სიმ­ბო­ლო" ივა­ნე ჩხარ­ტიშ­ვი­ლი.

ამ სუ­რათს გავ­ყე­ვი. კი­დევ ბევ­რი სხვა სუ­რა­თი და ამ­ბა­ვიც ვნა­ხე, ძი­რი­თა­დად ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ღე­ბულ - მომ­ხდა­რი "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ნი­ლი" ბიზ­ნეს­მე­ნის ექ­სკლუ­ზი­უ­რი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მხარ­და­ჭე­რი­სა და ჩი­ნუ­რი "ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის" შე­სა­ხებ.

CEFC-ი უკვე 2 წე­ლი­წად­ზე მე­ტია მრა­ვა­ლი ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­ცი­ის პი­რო­ბას დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს და­პი­რე­ბა ხან ზე­პი­რია და ხში­რად კი სხვა­დას­ხვა ურ­თე­რით­გა­გე­ბის მე­მო­რან­დუ­მე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბი­სა და ჯერ არ­ნა­ხუ­ლი ინ­ვე­ეს­ტი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ არა­ვის უნა­ხავს, ბიზ­ნეს­მენ ივა­ნე ჩხარ­ტიშ­ვი­ლის გარ­და. შე­გახ­სე­ნებთ ბოლო ორ ყვე­ლა­ზე გახ­მა­რე­უ­რე­ბულ პი­რო­ბას: 1 მი­ლი­არ­დის ინ­ვეს­ტი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნუ­რი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კის შექ­მნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც დღემ­დე არა­ვის უნა­ხავს და არც მისი რე­ა­ლუ­რად შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩანს თუკი CEFC-ის დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და კი­დევ უფრო ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­პარტნი­ო­რო ფონდმა და CEFC-მა წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ გვამ­ცნეს - „სა­ქარ­თვე­ლოს აღმშე­ნებ­ლო­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფონ­დი", რო­მე­ლიც, რო­გორც სა­ხელ­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბის მთა­ვა­რი ბურ­ჯი და მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი უნდა გამ­ხდა­რი­ყო. ფონ­დი 2017 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე უნდა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი­ყო და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარტნი­ო­რო ფონდმა მის სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტალ­ში 25 მი­ლი­ო­ნი ჩა­რი­ცხა.[3]

არც ბან­კი, რო­გორც მთა­ვა­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ინ­სტრუ­მენ­ტი და არც აღმშე­ნებ­ლო­ბის ფონ­დი, რო­გორც ქარ­თულ-ჩი­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის წარ­მა­ტე­ბის გე­ნე­რა­ტო­რი არა­ვის უნა­ხავს. არც იმის სა­ფუძ­ვე­ლი გვაქვს ვი­ფიქ­როთ რომ ამ თვალ­საზ­რი­სით რა­ი­მე პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გი მო­სა­ლოდ­ნე­ლია, თუმ­ცა ბრჭყვი­ა­ლა პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი­სა და გა­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბის ჩაშ­ლის შე­სა­ხებ დღეს არა­ვინ სა­უბ­რობს. სა­მა­გი­ე­როდ, მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნი­ლი სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბე­ბი­სა და ქარ­თულ-ჩი­ნურ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ბიზ­ნეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის წყა­ლო­ბით, ერ­თა­დერ­თი მო­გე­ბუ­ლი დღეს ბიზ­ნეს­მე­ნი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლია.

ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში

კო­რუფ­ცია ძა­ლი­ან ფარ­თო მნიშ­ვნე­ლო­ბის და უამ­რა­ვი კომ­პო­ნენ­ტის მომ­ცვე­ლი ფე­ნო­მე­ნია. ის არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა ხა­ლათ­ზე და­კე­რე­ბუ­ლი დიდი ჯი­ბით, რო­მელ­შიც პე­რი­ო­დუ­ლად უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბი უკა­ნო­ნოდ ხვდე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ კო­რუფ­ცი­ის შე­დე­გი რაღა თქმა უნდა სარ­გებ­ლის მი­ღე­ბაა, თუმ­ცა ეს უკა­ნას­კნე­ლი მხო­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბის პრი­მი­ტი­ულ სა­ფე­ხურ­ზე მყოფ ქვეყ­ნებ­ში ხა­სი­ათ­დე­ბა პირ­და­პი­რი აღებ-მი­ცე­მო­ბით, აი, და­ახ­ლო­ე­ბით ისე, იმ მთავ­რო­ბის დროს რომ იყო, სა­დაც ბა­ტო­ნი ვანო ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი იყო.

ცოტა უფრო გან­ვი­თა­რე­ბულ სის­ტე­მებ­ში კო­რუფ­ცია ფა­ვო­რი­ტიზ­მით, უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბით, არა­თა­ნა­ბა­რი, არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ლი, ან მო­ნო­პო­ლი­უ­რი პი­რო­ბე­ბის შექ­მნით, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მოს­პო­ბით, ნე­პო­ტიზ­მით და კი­დევ ბევ­რი სხვა ფორ­მით ვლინ­დე­ბა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

"ჩინეთის "დახურულ ბიზნეს ჩემპიონატში" ჩხარტიშვილი ლიდერობს..."

"ჩინეთის "დახურულ ბიზნეს ჩემპიონატში" ჩხარტიშვილი ლიდერობს..."

რა კავშირი აქვს ვანო ჩხარტიშვილს ჩინურ CEFC-სთან და რა პრივილეგიებით სარგებლობენ ჩხარტიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიები? ამასთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

თინა ხიდაშელის "ფეისბუქ"-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ყველაფერი ამ სურათით დაიწყო. მაგიდის ბოლოში, მარჯვენა კუთხეში მამაკაცი რომ ჩანს ეს ვანო ჩხარტიშვილია, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი.

როგორც ქართული მედია წერდა, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამართლიანობა, როგორც ჩანს, პირველ რიგში ვანო ჩხარტიშვილისთვის "აღსდგა"[1]. პირველად ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავიგე, როდესაც არც მეტი არც ნაკლები ქალბატონმა მადლენ ოლბრაიტმა მკითხა "თქვენთან სასამართლოს ბიზნესმენები მართლა აკონტროლებენო?" და შემდეგ სწორედ ბატონ ჩხარტიშვილთან დაკავშირებული ერთ-ერთი საქმის შესახებ მიამბო, რომელშიც ამერიკელებიც იყვნენ მეორე მხარეს. ეს ძველი ისტორია და ამ ამბის შესახებ ფრაგმენტულად ჩვენშიც იწერებოდა. ამ საქმის დეტალებით არ გადაგტვირთვათ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა - ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მასზე ბევრი არაფერი მსმენოდა და ჩემი ქვეყნის ცუდი ამბების ერთ-ერთი სერიის გმირი ჩემს მეხსიერებას ისტორიაში ყავდა გადასროლილი.

ამ დღეებში კვლავ დამისვეს იგივე კითხვები, ახლა უკვე ჩეხებმა. ზოგიერთებმა იცით, რომ რაღაც პერიოდით პრაღაში ვცხოვრობ, ვასწავლი, ვსწავლობ, ვიკვლევ, წიგნზე ვმუშაობ. ბევრი საინტერესო საქმე და საკეთებელი მაქვს, მაგრამ როდესაც ჩემი რიგით მესამე ჩეხი კოლეგა ბატონი ივანე ჩხარტიშვილის ვინაობით დაინტერესდა, სიმართლე გითხრათ, კეთილი ვინებე და ჩემს მეგობარ გუგლსმივაშურე მისი დღევანდელი საქმიანობით დაინტერესებულმა. ვინაიდან ჩეხეთში ჩინური კომპანიების ბიზნეს საქმიანობა აქტუალური თემაა და ჩემმა კოლეგებმაც სწორედ ამ კონტექსტში მკითხეს ჩხარტიშვილზე, მეც „ჩხარტიშვილის ჩინურ გატაცებებს“ ჩავუღრმავდი... სწორედ მაშინ ვნახე ეს სურათიც. ფოტოზე აღბეჭდილია საქართველოს პრემიერის შეხვედრა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია CEFC-ს წარმომადგენლებთან 2016 წლის ივნისში.[2] საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად “კომპანია CEFC-ი საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული. მთავრობის მეთაურმა ინვესტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, მათ შორის ენერგეტიკის, საფინანსო და ტურიზმის სექტორში. საუბარი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებსაც შეეხო.” სწორედ ამ შეხვედრაზე შეთანხმდნენ შანხაიში საინვესტიციო ფორუმის გამართვაზე. შეხვედრას თავად კომპანია CEFC-ის ჯგუფის თავმჯდომარე იე ჟიანმინგი ესწრებოდა. ხოლო საქართველოს მხრიდან პრემიერი, მთავრობის წევრები და მხოლოდ ერთი ბიზნესმენი, სავარაუდოდ, როგორც "მიმზიდველი და წარმატებული ქართული ბიზნესის სახე და სიმბოლო" ივანე ჩხარტიშვილი.

ამ სურათს გავყევი. კიდევ ბევრი სხვა სურათი და ამბავიც ვნახე, ძირითადად ბოლო 2 წლის განმავლობაში გადაღებულ - მომხდარი "სამართლიანობა აღდგენილი" ბიზნესმენის ექსკლუზიური სახელისუფლებო მხარდაჭერისა და ჩინური "ინვესტიციების" შესახებ.

CEFC-ი უკვე 2 წელიწადზე მეტია მრავალი ასეული მილიონის ინვესტიციის პირობას დებს საქართველოში. ეს დაპირება ხან ზეპირია და ხშირად კი სხვადასხვა ურთერითგაგების მემორანდუმებით გაფორმებული, თუმცა რეალური შედეგი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ჯერ არნახული ინვეესტიციების შესახებ არავის უნახავს, ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის გარდა. შეგახსენებთ ბოლო ორ ყველაზე გახმარეურებულ პირობას: 1 მილიარდის ინვესტიცია საქართველოში ჩინური კომერციული ბანკის შექმნის შესახებ, რომელიც დღემდე არავის უნახავს და არც მისი რეალურად შექმნის შესაძლებლობა ჩანს თუკი CEFC-ის დღევანდელ მდგომარეობას გავითვალისწინებთ და კიდევ უფრო ამბიციური პროექტი, რომლის შესახებაც საპარტნიორო ფონდმა და CEFC-მა წელიწადნახევრის წინ გვამცნეს - „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი", რომელიც, როგორც სახელშია მითითებული, ქვეყნის აღმშენებლობის მთავარი ბურჯი და მამოძრავებელი უნდა გამხდარიყო. ფონდი 2017 წლის შემოდგომაზე უნდა ამოქმედებულიყო და საქართველოს საპარტნიორო ფონდმა მის საწესდებო კაპიტალში 25 მილიონი ჩარიცხა.[3]

არც ბანკი, როგორც მთავარი საინვესტიციო ინსტრუმენტი და არც აღმშენებლობის ფონდი, როგორც ქართულ-ჩინური ურთიერთობის წარმატების გენერატორი არავის უნახავს. არც იმის საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ რომ ამ თვალსაზრისით რაიმე პოზიტიური შედეგი მოსალოდნელია, თუმცა ბრჭყვიალა პრეზენტაციებისა და გაცემული დაპირებების ჩაშლის შესახებ დღეს არავინ საუბრობს. სამაგიეროდ, მთავრობის მიერ შექმნილი სასათბურე პირობებისა და ქართულ-ჩინურ ექსკლუზიური ბიზნეს ურთიერთობების წყალობით, ერთადერთი მოგებული დღეს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია.

ელიტური კორუფცია საქართველოში

კორუფცია ძალიან ფართო მნიშვნელობის და უამრავი კომპონენტის მომცველი ფენომენია. ის არავითარ შემთხვევაში არ შემოიფარგლება ხალათზე დაკერებული დიდი ჯიბით, რომელშიც პერიოდულად უკანონო შემოსავლები უკანონოდ ხვდება. საბოლოოდ კორუფციის შედეგი რაღა თქმა უნდა სარგებლის მიღებაა, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ განვითარების პრიმიტიულ საფეხურზე მყოფ ქვეყნებში ხასიათდება პირდაპირი აღებ-მიცემობით, აი, დაახლოებით ისე, იმ მთავრობის დროს რომ იყო, სადაც ბატონი ვანო ეკონომიკის მინისტრი იყო.

ცოტა უფრო განვითარებულ სისტემებში კორუფცია ფავორიტიზმით, უპირატესობის მინიჭებით, არათანაბარი, არაკონკურენტული, ან მონოპოლიური პირობების შექმნით, კანონის უზენაესობის მოსპობით, ნეპოტიზმით და კიდევ ბევრი სხვა ფორმით ვლინდება...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ