საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულავა სააკაშვილს: "ტურფა საბაღნარო" თქვენ მიატოვეთ და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ"
უგულავა სააკაშვილს: "ტურფა საბაღნარო" თქვენ მიატოვეთ და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ"

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი გიგი უგუ­ლა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტსა და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­მარ­თავს.

"ფე­ის­ბუ­ქის" პოს­ტში უგუ­ლა­ვა წერს:

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ნამ­დვი­ლად არ წარ­მო­გად­გენთ თქვენ. ეს მარ­თა­ლია. თუ რამე ერ­თმა­ნე­თის­გან გვის­წავ­ლია, თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ მხო­ლოდ მად­ლო­ბას გე­ტყვით. ხეზე ას­ვლა რომ გცოდ­ნო­დათ, უკვე ჩა­მოხ­ვი­დო­დით. „ტურ­ფა სა­ბაღ­ნა­რო" თქვენ მი­ა­ტო­ვეთ, ეს ფაქ­ტია და კარ­გია, რომ ეს კომ­პლექ­სი გა­წუ­ხებთ. კი­დევ დიდი ხანი შე­გა­წუ­ხებთ, რად­გან იცით, რომ ფა­ტა­ლუ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვით, როცა ბრძო­ლის ველი მი­ა­ტო­ვეთ. კი­დევ ერთხელ, ნამ­დვი­ლად არ არის ბაქ­რა­ძე თქვე­ნი კან­დი­და­ტი. ჩვენ მხო­ლოდ წარ­სუ­ლი გვა­ერ­თი­ა­ნებს.

დღეს, როცა თქვენ ინაშ­ვილ-კორ­კო­ტას იდე­ებს ახ­მო­ვა­ნებთ, თქვენ და თქვე­ნი კან­დი­და­ტი ევ­რო­პი­სა და ნატო-ს მი­მართ სკეფ­სის აღ­ვი­ვებთ, სიბ­ნე­ლეს უა­რე­სი სიბ­ნე­ლით ებ­რძვით, ამით მხო­ლოდ ანად­გუ­რებთ იმ რე­ფორ­მებს, რი­თაც ამ ქო­ცი­ა­ნო­ბა-ჟა­მი­ა­ნო­ბი­სას ჯერ კი­დევ სული უდ­გას ჩვენს ქვე­ყა­ნას. თქვე­ნი ყო­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა ცის­ფერ ეკ­რა­ნებ­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის გა­ბანკრო­ტე­ბუ­ლი რე­ჟი­მის მაშ­ვე­ლი რგო­ლია, რად­გან მხო­ლოდ შუ­რის­ძი­ე­ბას და ეგო­იზმს ას­ხი­ვებთ.

დიახ, დღეს ჩვენ, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ვართ „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ იდე­ე­ბი­სა და რე­ფორ­მე­ბის საქ­მის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი და არა ის მლიქ­ვნე­ლი ოპორ­ტუ­ნის­ტე­ბი, რომ­ლი­თაც სავ­სეა დღეს თქვე­ნი პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. და, წარ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ხათ­რით, ერთი რჩე­ვაც - და­ი­მახ­სოვ­რეთ, ვინც მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის, ის სა­მუ­და­მოდ და­კარ­გავს მას. ის­ტო­რი­ას კი გა­უ­თა­ვე­ბელ „მე, მე, მე, მე“-ს შე­მო­უ­ნა­ხავთ, რო­გორც ექ­სპო­ნატს ადა­მი­ა­ნუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი დეგ­რა­და­ცი­ის“ - მი­მარ­თავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უგუ­ლა­ვა სა­ა­კაშ­ვილს.

გიგი უგუ­ლა­ვა ამით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის იმ პოსტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი წერს, რომ მას „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ხეზე ას­ვლა არ უს­წავ­ლე­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

უგულავა სააკაშვილს: "ტურფა საბაღნარო" თქვენ მიატოვეთ და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ"

უგულავა სააკაშვილს: "ტურფა საბაღნარო" თქვენ მიატოვეთ და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ"

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.

"ფეისბუქის" პოსტში უგულავა წერს:

„ევროპული საქართველო“ ნამდვილად არ წარმოგადგენთ თქვენ. ეს მართალია. თუ რამე ერთმანეთისგან გვისწავლია, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ მადლობას გეტყვით. ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით. „ტურფა საბაღნარო" თქვენ მიატოვეთ, ეს ფაქტია და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ. კიდევ დიდი ხანი შეგაწუხებთ, რადგან იცით, რომ ფატალური შეცდომა დაუშვით, როცა ბრძოლის ველი მიატოვეთ. კიდევ ერთხელ, ნამდვილად არ არის ბაქრაძე თქვენი კანდიდატი. ჩვენ მხოლოდ წარსული გვაერთიანებს.

დღეს, როცა თქვენ ინაშვილ-კორკოტას იდეებს ახმოვანებთ, თქვენ და თქვენი კანდიდატი ევროპისა და ნატო-ს მიმართ სკეფსის აღვივებთ, სიბნელეს უარესი სიბნელით ებრძვით, ამით მხოლოდ ანადგურებთ იმ რეფორმებს, რითაც ამ ქოციანობა-ჟამიანობისას ჯერ კიდევ სული უდგას ჩვენს ქვეყანას. თქვენი ყოველი გამოჩენა ცისფერ ეკრანებზე ივანიშვილის გაბანკროტებული რეჟიმის მაშველი რგოლია, რადგან მხოლოდ შურისძიებას და ეგოიზმს ასხივებთ.

დიახ, დღეს ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვართ „ვარდების რევოლუციის“ იდეებისა და რეფორმების საქმის გამგრძელებელი და არა ის მლიქვნელი ოპორტუნისტები, რომლითაც სავსეა დღეს თქვენი პარტიის ხელმძღვანელობა. და, წარსული ურთიერთობის ხათრით, ერთი რჩევაც - დაიმახსოვრეთ, ვინც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, ის სამუდამოდ დაკარგავს მას. ისტორიას კი გაუთავებელ „მე, მე, მე, მე“-ს შემოუნახავთ, როგორც ექსპონატს ადამიანური და პოლიტიკური დეგრადაციის“ - მიმართავს სოციალურ ქსელში უგულავა სააკაშვილს.

გიგი უგულავა ამით მიხეილ სააკაშვილის იმ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ მას „ევროპული საქართველოსთვის“ ხეზე ასვლა არ უსწავლებია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები