მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქალები დედა სიდონიას სამკაულებით
ცნობილი ქალები დედა სიდონიას სამკაულებით

ის გა­მო­ფე­ნებს უკვე წლე­ბია აწყობს, სა­დაც სა­კუ­თა­რი ხელ­ნა­კე­თი სამ­კა­უ­ლე­ბით აო­ცებს მნახ­ველს. ყო­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა სი­ახ­ლეა, მის სა­ინ­ტე­რე­სო და ექ­სკლუ­ზი­ურ სამ­კა­უ­ლებს უმე­ტე­სად ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბი წა­რად­გე­ნენ ხოლ­მე.

"გამჭვირ­ვა­ლო­ბა და მეტი სი­ნათ­ლე" - ამ­ჯე­რად დედა სი­დო­ნი­ას ნა­მუ­შევ­რე­ბის მო­რი­გი გა­მო­ფე­ნა ამ სა­ხელ­წო­დე­ბით გა­ი­მარ­თა. ექ­სპო­ზი­ცი­ა­ზე ნა­მუ­შევ­რებ­ში ასა­ხუ­ლი იყო ავ­ტო­რის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი მო­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მძი­მე პე­რი­ო­დი­დან გა­მოს­ვლას უკავ­შირ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა სუ­ხიშ­ვი­ლებ­მა გახ­სნეს. გა­მო­ფე­ნა საქ­ველ­მოქ­მე­დო ხა­სი­ათს ატა­რებ­და, გა­ყი­დუ­ლი ნივ­თე­ბის სა­ფა­სუ­რით დედა სი­დო­ნია უცხო­ეთ­ში ერთ-ერთ სტუ­დენტს სწავ­ლის სა­ფა­სურს ური­ცხავს.

დედა სი­დო­ნია:

"მივ­ხვდი, რომ მე­ტა­ლის არა­ნა­ი­რი მძი­მე ნა­ქარ­გი აღარ მინ­და, მინ­და, გამჭვირ­ვა­ლო­ბა და მეტი სი­ნათ­ლე... ისე­თი მძი­მე წელი იყო, მთე­ლი ერის­თვის, რომ სიმ­ძი­მე აღარ მსურ­და და ამის წი­ნა­აღ­რმ­დეგ წა­ვე­დი".

ეკა კიკ­ნა­ძე, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე:

"მისი ყო­ვე­ლი კო­ლექ­ცია არის კონ­კრე­ტუ­ლი გზავ­ნი­ლი, რი­თაც დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს ესა­უბ­რე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ცეფ­ცი­აა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ალ­ბათ მთა­ვა­რი ელე­მენ­ტის - ჟანგბა­დის, ჰა­ე­რის ირ­გვლივ, ის უფე­როა, უსუ­ნო, რომ­ლის გა­რე­შეც არც ადა­მი­ანს და არც სამ­ყა­როს ერთი წუ­თი­თაც არ შე­უძ­ლია არ­სე­ბო­ბა. თან, ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე სა­ინ­ტე­რე­სოდ და მხატ­ვრუ­ლი ფორ­მით მო­წო­დე­ბუ­ლი, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. თუმ­ცა ადრე კო­ლო­რის­ტულ სიჭ­რე­ლეს იყე­ნებ­და, ნა­მუ­შევ­რის­თვის ახა­ლი სი­ცო­ცხლის მი­ნი­ჭე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი ტექ­ნი­კა აქვს, რომ­ლი­თაც სამ­კა­უ­ლებს ამ­ზა­დებ­და. ბოლო კო­ლექ­ცია, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, გამჭვირ­ვა­ლო­ბას, ჰა­ე­როვ­ნე­ბას ეძღვნე­ბა".

თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, დედა სი­დო­ნია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გვიყ­ვე­ბო­და:

"ეს ჩემ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ისე გა­მი­ჭირ­და, რომ სა­მა­ჯუ­რე­ბის კე­თე­ბა და­ვი­წყე. ეს იყო ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­რო, სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბა, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ეს ნა­ბი­ჯი გა­და­მედ­გა. ამას­თა­ნა­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბაც იყო...

გა­მო­ფე­ნა მქონ­და მცხე­თა­ში, სა­დაც ლიც­ლი­ცა, კოს­მო­სის ფე­რე­ბი, ცის­ფე­რი და ოქ­როს­ფე­რი გა­ნა­თე­ბე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნე. ბუ­ნე­ბა, წყლის წვე­თე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რი ჰარ­მო­ნია, იმის­თვის, რომ იქ მო­სულ ადა­მი­ა­ნებს და­ეს­ვე­ნათ... ვფიქ­რობ, ქა­ო­სი­დან ნელ-ნელა ფონს გა­ვე­დი... გა­მო­ფე­ნე­ბის მო­წყო­ბის მი­ზე­ზი კი­დევ ისიც გახ­და, რომ მამა, რო­მე­ლიც უზო­მოდ მიყ­ვარ­და, წლე­ბის წინ გარ­და­მეც­ვა­ლა. მა­შინ ჯერ კი­დევ სა­ბერ­ძნეთ­ში ვი­ყა­ვი და წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი არ მყავ­და ნა­ნა­ხი, ეს ცუდი ამ­ბა­ვი იქ შე­მა­ტყო­ბი­ნეს, არა­და, მე­ლო­დე­ბო­და... მა­მას­თან ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო მა­კავ­ში­რებ­და. ის იყო ხე­ლო­ვა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპორ­ტსმე­ნი, მუდ­მი­ვად რა­ღა­ცას აქან­და­კებ­და. გა­მო­ფე­ნე­ბის მო­წყო­ბა მა­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­ვი­წყე... ასე მგო­ნია, ამით მის გა­ცო­ცხლე­ბას ვცდი­ლობ", - იხ­სე­ნებ­და დედა სი­დო­ნია.

ავტორი:

ცნობილი ქალები დედა სიდონიას სამკაულებით

ცნობილი ქალები დედა სიდონიას სამკაულებით

ის გამოფენებს უკვე წლებია აწყობს, სადაც საკუთარი ხელნაკეთი სამკაულებით აოცებს მნახველს. ყოველი გამოფენა სიახლეა, მის საინტერესო და ექსკლუზიურ სამკაულებს უმეტესად ცნობილი ქალები წარადგენენ ხოლმე.

"გამჭვირვალობა და მეტი სინათლე" - ამჯერად დედა სიდონიას ნამუშევრების მორიგი გამოფენა ამ სახელწოდებით გაიმართა. ექსპოზიციაზე ნამუშევრებში ასახული იყო ავტორის თვალით დანახული მომავალი, რომელიც ქვეყნის მძიმე პერიოდიდან გამოსვლას უკავშირდება. ღონისძიება სუხიშვილებმა გახსნეს. გამოფენა საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, გაყიდული ნივთების საფასურით დედა სიდონია უცხოეთში ერთ-ერთ სტუდენტს სწავლის საფასურს ურიცხავს.

დედა სიდონია:

"მივხვდი, რომ მეტალის არანაირი მძიმე ნაქარგი აღარ მინდა, მინდა, გამჭვირვალობა და მეტი სინათლე... ისეთი მძიმე წელი იყო, მთელი ერისთვის, რომ სიმძიმე აღარ მსურდა და ამის წინააღრმდეგ წავედი".

ეკა კიკნაძე, ხელოვნებათმცოდნე:

"მისი ყოველი კოლექცია არის კონკრეტული გზავნილი, რითაც დამთვალიერებელს ესაუბრება. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო კონცეფციაა გაერთიანებული, ალბათ მთავარი ელემენტის - ჟანგბადის, ჰაერის ირგვლივ, ის უფეროა, უსუნო, რომლის გარეშეც არც ადამიანს და არც სამყაროს ერთი წუთითაც არ შეუძლია არსებობა. თან, ეს ყველაფერი ასე საინტერესოდ და მხატვრული ფორმით მოწოდებული, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა. თუმცა ადრე კოლორისტულ სიჭრელეს იყენებდა, ნამუშევრისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების თავისებური ტექნიკა აქვს, რომლითაც სამკაულებს ამზადებდა. ბოლო კოლექცია, როგორც აღვნიშნეთ, გამჭვირვალობას, ჰაეროვნებას ეძღვნება".

თავისი საქმიანობის შესახებ, დედა სიდონია ერთ-ერთ ინტერვიუში გვიყვებოდა:

"ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ისე გამიჭირდა, რომ სამაჯურების კეთება დავიწყე. ეს იყო ჩემი შემოსავლის წყარო, საარსებო საშუალება, იძულებული გავხდი, ეს ნაბიჯი გადამედგა. ამასთანავე, საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებაც იყო...

გამოფენა მქონდა მცხეთაში, სადაც ლიცლიცა, კოსმოსის ფერები, ცისფერი და ოქროსფერი განათებები გამოვიყენე. ბუნება, წყლის წვეთები, მაქსიმალური ჰარმონია, იმისთვის, რომ იქ მოსულ ადამიანებს დაესვენათ... ვფიქრობ, ქაოსიდან ნელ-ნელა ფონს გავედი... გამოფენების მოწყობის მიზეზი კიდევ ისიც გახდა, რომ მამა, რომელიც უზომოდ მიყვარდა, წლების წინ გარდამეცვალა. მაშინ ჯერ კიდევ საბერძნეთში ვიყავი და წელიწად-ნახევარი არ მყავდა ნანახი, ეს ცუდი ამბავი იქ შემატყობინეს, არადა, მელოდებოდა... მამასთან ყველაფერი საუკეთესო მაკავშირებდა. ის იყო ხელოვანი, პროფესიონალი სპორტსმენი, მუდმივად რაღაცას აქანდაკებდა. გამოფენების მოწყობა მამას გარდაცვალების შემდეგ დავიწყე... ასე მგონია, ამით მის გაცოცხლებას ვცდილობ", - იხსენებდა დედა სიდონია.

"შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... - ჩემთვის თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი" - რას იხსენებს ქეთი წიკლაური მამაზე?

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს დაუბრუნდა? - პაპარაცებმა მსახიობი ჯონი ლი მილერის ბინაში "გამოიჭირეს"

ქეთა თოფურიამ შვილს ზღაპრული დაბადების დღე საქართველოში გადაუხადა - როგორი წვეულება გამართა მომღერალმა წყნეთის აგარაკზე