ავტორი:

„ნიკორამ“ წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა

„ნიკორამ“ წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა

„ნიკორა“ აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების 4 წარმატებულ სტუდენტს ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს. მათ გადაეცათ სერთიფიკატები და ამიერიდან ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებენ.

როგორც „ნიკორაში“ განმარტავენ, ფაკულტეტის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა და მათთვის განათლების მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვართ კვების პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი საქართველოში და ჩვენთვის ამ მიმართულებით მაღალკვალიფიცური კადრების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ყურადღებას ვაქცევთ განათლებას. ჩვენი და აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლობას განგრძობითი ხასიათი ექნება და ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ჩვენს წვლილსაც შევიტანთ,“ - განმარტავს „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა კოშაძე.

სტუდენტები აღნიშნავენ, რომ სტიპენდია დიდი მოტივაციაა მათთვის და „ნიკორას“ ეს მხარდაჭერა ფაკულტეტზე სტუდენტების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„ზოგადად, სტიპენდია სტუდენტებისთვის ძალიან კარგი მოტივატორია და სტუდენტებს უკეთესი აკადემიური მოსწრებისკენ უბიძგებს. მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია, რომ კვების ინდუსტრიამ კვების ინდუსტრიის სტუდენტებს ყურადღება მოგვაქციოს. სასიამოვნოა, რომ ამჯერად ჩვენი შრომა „ნიკორამ“ ამ ფორმით დააფასა,“ - განმარტავს მე-3 კურსის სტუდენტი ელენე ჯავახიშვილი.

„სტიპენდია ყველასთვის კარგი მოტივაციაა, რომ სწავლას მოუმატონ და აკადემიური მოსწრება გააუმჯობესონ. სტიპენდიის მიღება ყველას სურს,“ - დაამატა ელენე ღამბარაშვილმა.

სტიპენდია თითოეულ სტუნდენტს ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის რეიტინგის მიხედვით დაენიშნება. სემესტრულად მოხდება სტუდენტების რეიტინგის გადახედვა და შემდგომი სემესტრის სტიპენდიანტების არჩევა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი