პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიცვათ თავი ძუძუს კიბოსგან - ცნობილი მამოლოგის, პროფესორ  გია ნემსაძის რჩევები ქალებს
როგორ დავიცვათ თავი ძუძუს კიბოსგან - ცნობილი მამოლოგის, პროფესორ  გია ნემსაძის რჩევები ქალებს

ცხოვ­რე­ბის არა­ჯან­სა­ღი წესი, გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, რა­დი­ა­ცი­უ­ლი ფონი, ხში­რი სტრე­სი და ნერ­ვი­უ­ლო­ბა, შო­ბა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი და კი­დევ არა­ერ­თი პრობ­ლე­მა მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ძუ­ძუს კი­ბოს გახ­ში­რე­ბის მი­ზე­ზია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლოდ 10 000 ადა­მი­ა­ნი­დან 50 ძუ­ძუს კი­ბო­თია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბამ გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით იკლო, რაც დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ მივ­მარ­თეთ ცნო­ბილ მა­მო­ლოგს, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, ონ­კო­ქი­რურგს, პრო­ფე­სორ გია ნემ­სა­ძეს.

- რა არის ძუ­ძუს კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბი და სა­ი­დან იღებს ეს და­ა­ვა­დე­ბა სა­თა­ვეს?

- მრა­ვა­ლი გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ძუ­ძუს კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი. ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლი დო­ზით მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე. და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი და გა­რე­მო, ში­ნა­გა­ნი სტრე­სი და ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, ად­რე­უ­ლი მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლი, გვი­ან მშო­ბი­ა­რო­ბა, ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დის არ ქონა, გვი­ან­დე­ლი მე­ნო­პა­უ­ზა, გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის ნე­გა­ტი­ურ ფონს ქმნის.

ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძუ­ძუს კიბო უფრო ხში­რია ჩრდი­ლო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში, ნაკ­ლე­ბად გვხვდე­ბა სამ­ხრე­თის ქვეყ­ნებ­ში, ჩი­ნეთ­სა და ია­პო­ნი­ა­ში. კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში უფრო ნაკ­ლე­ბია აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან ჩვენს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში შო­ბა­დო­ბა შე­და­რე­ბით უფრო მა­ღა­ლია.

- აქვს თუ არა ძუ­ძუს კი­ბოს პირ­ვე­ლა­დი სიმპტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ქალს ამ­ცნობს, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბა საფრ­თხე­შია?

- და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნის პირ­და­პი­რი გზა არ არ­სე­ბობს. ძუ­ძუს კი­ბოს პრე­ვენ­ცი­ი­სა და ად­რე­ულ ეტაპ­ზე აღ­მო­ჩე­ნის­თვის დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა სკრი­ნინგ-პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ბედ­ნი­ე­როდ, და­ნერ­გი­ლია.

თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­სურ­ვე­ლია, ქა­ლებ­მა ყო­ველ­თვი­უ­რად, მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ერ­თსა და იმა­ვე დროს ჩა­ი­ტა­რონ თვით­გა­სინ­ჯვა. თუ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ სიმ­კვრი­ვე ან სარ­კე­ში შე­ნიშ­ნეთ ძუ­ძუს დე­ფორ­მა­ცია, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მი­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს. უფრო ხში­რად, ძუ­ძუს კი­ბოს შემ­ჩნე­ვა ხდე­ბა კვან­ძით, რო­მელ­თა 80% კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნია.

აგ­რეთ­ვე, თუ გაქვთ ძუ­ძუს კი­ბო­სად­მი მემ­კვიდ­რუ­ლი გან­წყო­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წე­ლი­წად­ში ერთხელ მი­მარ­თოთ მა­მო­ლოგს და ჩა­ი­ტა­როთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი.

სხვა ცალ­სა­ხა ნიშ­ნე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ძუ­ძუს კი­ბოს არ გა­აჩ­ნია. მას სა­წყის სტა­დი­ებ­ზე ტკი­ვი­ლიც არ ახა­სი­ა­თებს. სა­დაც ტკი­ვი­ლია, იქ კიბო არაა.

ძუ­ძუს კი­ბოს აღ­მო­სა­ჩე­ნად არ­სე­ბობს კვლე­ვის ორი მე­თო­დი: ექოს­კო­პია და რენტგე­ნო­მა­მოგ­რა­ფია, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე ხდე­ბა სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა.

- რა ასა­კის ქა­ლე­ბი არი­ან ძუ­ძუს კი­ბოს მა­ღალ რისკ ჯგუფ­ში?

- ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კი არ­სე­ბობს 40-დან 60 წლამ­დე ქა­ლებ­ში. მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის რის­კი იზ­რდე­ბა. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნე უფრო კე­თილ­სა­ი­მე­დოა, ვიდ­რე რეპ­რო­დუქ­ცი­ულ პე­რი­ოდ­ში. ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში უფრო აგ­რე­სი­უ­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბი გვხვდე­ბა.

- რა არის ძუ­ძუს კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის ძი­რი­თა­დი მე­თო­დე­ბი და და­ნერ­გი­ლია თუ არა ის სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- დღეს კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა არ­სე­ბობს. სხვა­დას­ხვა ტი­პის კი­ბოს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. ამა­ყად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დო­ლო­გი­აა და­ნერ­გი­ლი - ქი­მი­ო­თე­რა­პი­ით და­წყე­ბუ­ლი და სა­მიზ­ნე თე­რა­პი­ით დას­რუ­ლე­ბუ­ლი - ყვე­ლა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

დღეს ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი სა­ზღვარ­გა­რეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, თურ­ქე­თის კლი­ნი­კებ­ში არ­ჩევს ქი­რურ­გი­ულ თუ სხვა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბას, თუმ­ცა მე ეს ნამ­დვი­ლად გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­მაჩ­ნია. რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­კო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით უმაღ­ლე­სი დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვყავს. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და აპა­რა­ტუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კაც ბოლო თა­ო­ბის აპა­რა­ტუ­რით ტარ­დე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე სა­უბ­რის დროს არ უნდა დაგ­ვა­გი­წყდეს მა­მა­კა­ცე­ბიც. ძუ­ძუს კიბო, მარ­თა­ლია იშ­ვი­ა­თად, თუმ­ცა მა­მა­კა­ცებ­შიც გვხვდე­ბა. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 130 ქალ­ზე მა­მა­კა­ცის ერთი შემ­თხვე­ვა მო­დის. მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი კი ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში იდენ­ტუ­რია.

რას ურ­ჩევთ ქა­ლებს, რო­გორ უნდა და­იც­ვან თავი ძუ­ძუს კი­ბოს­გან?

პრე­ვენ­ცია საკ­მა­ოდ რთუ­ლია, რად­გან წლი­დან წლამ­დე მა­ტუ­ლობს და­ბინ­ძუ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, იც­ვლე­ბა კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი, ცხოვ­რე­ბის რიტ­მი უფრო და­ძა­ბუ­ლი და სტრე­სუ­ლი ხდე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძუ­ძუს კი­ბოს­გან თა­ვის დაც­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ:

  • ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი;
  • მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა;
  • ძუ­ძუ­თი კვე­ბა;
  • გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის დრო­უ­ლი მოგ­ვა­რე­ბა;
  • 35 წლის ასა­კის შემ­დეგ, წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­მო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

როგორ დავიცვათ თავი ძუძუს კიბოსგან - ცნობილი მამოლოგის, პროფესორ  გია ნემსაძის რჩევები ქალებს

როგორ დავიცვათ თავი ძუძუს კიბოსგან - ცნობილი მამოლოგის, პროფესორ  გია ნემსაძის რჩევები ქალებს

ცხოვრების არაჯანსაღი წესი, გენმოდიფიცირებული საკვები, რადიაციული ფონი, ხშირი სტრესი და ნერვიულობა, შობადობის შემცირება - ეს ყველაფერი და კიდევ არაერთი პრობლემა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ძუძუს კიბოს გახშირების მიზეზია.

საქართველოში საშუალოდ 10 000 ადამიანიდან 50 ძუძუს კიბოთია დაავადებული. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ სიკვდილიანობამ გასულ წლებთან შედარებით იკლო, რაც დროული დიაგნოსტიკითაა განპირობებული.

ამ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ მივმართეთ ცნობილ მამოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ონკოქირურგს, პროფესორ გია ნემსაძეს.

- რა არის ძუძუს კიბოს გამომწვევი ძირითადი ფაქტორები და საიდან იღებს ეს დაავადება სათავეს?

- მრავალი გარეგანი ფაქტორი შეიძლება იყოს ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზი. ყველაფერი გარკვეული დოზით მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. დაბინძურებული საკვები და გარემო, შინაგანი სტრესი და ნერვიულობა, ჰორმონალური დარღვევები, ადრეული მენსტრუალური ციკლი, გვიან მშობიარობა, ლაქტაციის პერიოდის არ ქონა, გვიანდელი მენოპაუზა, გენეტიკური განწყობა - ეს ყველაფერი ძუძუს კიბოს განვითარების ნეგატიურ ფონს ქმნის.

ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ძუძუს კიბო უფრო ხშირია ჩრდილოეთის ქვეყნებში, ნაკლებად გვხვდება სამხრეთის ქვეყნებში, ჩინეთსა და იაპონიაში. კავკასიის რეგიონში უფრო ნაკლებია აზერბაიჯანში, ვიდრე საქართველოში, რადგან ჩვენს მეზობელ ქვეყანაში შობადობა შედარებით უფრო მაღალია.

- აქვს თუ არა ძუძუს კიბოს პირველადი სიმპტომები, რომლებიც ქალს ამცნობს, რომ მისი ჯანმრთელობა საფრთხეშია?

- დაავადების აღმოჩენის პირდაპირი გზა არ არსებობს. ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისთვის დიდი ყურადღება ექცევა სკრინინგ-პროგრამას, რომელიც საქართველოში, საბედნიეროდ, დანერგილია.

თავდაპირველად, სასურველია, ქალებმა ყოველთვიურად, მენსტრუალური ციკლის დამთავრების შემდეგ, ერთსა და იმავე დროს ჩაიტარონ თვითგასინჯვა. თუ აღმოაჩინეთ სიმკვრივე ან სარკეში შენიშნეთ ძუძუს დეფორმაცია, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს. უფრო ხშირად, ძუძუს კიბოს შემჩნევა ხდება კვანძით, რომელთა 80% კეთილთვისებიანია.

აგრეთვე, თუ გაქვთ ძუძუს კიბოსადმი მემკვიდრული განწყობა, აუცილებელია წელიწადში ერთხელ მიმართოთ მამოლოგს და ჩაიტაროთ პროფილაქტიკური კვლევები.

სხვა ცალსახა ნიშნები, სამწუხაროდ, ძუძუს კიბოს არ გააჩნია. მას საწყის სტადიებზე ტკივილიც არ ახასიათებს. სადაც ტკივილია, იქ კიბო არაა.

ძუძუს კიბოს აღმოსაჩენად არსებობს კვლევის ორი მეთოდი: ექოსკოპია და რენტგენომამოგრაფია, რომელთა საშუალებითაც ადრეულ სტადიაზე ხდება სარძევე ჯირკვლების დიაგნოსტიკა.

- რა ასაკის ქალები არიან ძუძუს კიბოს მაღალ რისკ ჯგუფში?

- ძუძუს კიბოს განვითარების ყველაზე მაღალი რისკი არსებობს 40-დან 60 წლამდე ქალებში. მენოპაუზის შემდეგ დაავადების გაჩენის რისკი იზრდება. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მენოპაუზის შემდეგ განვითარებული სიმსივნე უფრო კეთილსაიმედოა, ვიდრე რეპროდუქციულ პერიოდში. ახალგაზრდა ასაკში უფრო აგრესიული სიმსივნეები გვხვდება.

- რა არის ძუძუს კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდები და დანერგილია თუ არა ის საქართველოში?

- დღეს კიბოს მკურნალობის დიფერენცირებული მიდგომა არსებობს. სხვადასხვა ტიპის კიბოს სხვადასხვა მიმართულებით მკურნალობა სჭირდება. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ყველა თანამედროვე მეთოდოლოგიაა დანერგილი - ქიმიოთერაპიით დაწყებული და სამიზნე თერაპიით დასრულებული - ყველა სახის მკურნალობა შესაძლებელია.

დღეს ბევრი პაციენტი საზღვარგარეთ, განსაკუთრებით, თურქეთის კლინიკებში არჩევს ქირურგიულ თუ სხვა სახის მკურნალობას, თუმცა მე ეს ნამდვილად გაუმართლებლად მიმაჩნია. რადგან საქართველოში ონკოლოგიის მიმართულებით უმაღლესი დონის სპეციალისტები გვყავს. ლაბორატორიული და აპარატული დიაგნოსტიკაც ბოლო თაობის აპარატურით ტარდება, საერთაშორისო გაიდლაინების გათვალისწინებით.

ამ დაავადებაზე საუბრის დროს არ უნდა დაგვაგიწყდეს მამაკაცებიც. ძუძუს კიბო, მართალია იშვიათად, თუმცა მამაკაცებშიც გვხვდება. სტატისტიკური მონაცემებით, 130 ქალზე მამაკაცის ერთი შემთხვევა მოდის. მკურნალობის მეთოდები კი ორივე შემთხვევაში იდენტურია.

რას ურჩევთ ქალებს, როგორ უნდა დაიცვან თავი ძუძუს კიბოსგან?

პრევენცია საკმაოდ რთულია, რადგან წლიდან წლამდე მატულობს დაბინძურების მაჩვენებელი, იცვლება კლიმატური პირობები, ცხოვრების რიტმი უფრო დაძაბული და სტრესული ხდება.

მიუხედავად ამისა, ძუძუს კიბოსგან თავის დაცვაში დაგეხმარებათ:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი;
  • მრავალშვილიანობა;
  • ძუძუთი კვება;
  • გინეკოლოგიური პრობლემების დროული მოგვარება;
  • 35 წლის ასაკის შემდეგ, წელიწადში ერთხელ მამოლოგის კონსულტაცია.